22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კანთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მკურნალობა იმდენად წარმატებით ჩაივლის, რომ შესაძლოა, თქვენ მათგან საბოლოოდაც კი განთავისუფლდეთ.
კარიერა:
ხვალ სამსახურებრივ საქმიანობაში სირთულეებს წააწყდებით. ამან შესაძლოა, შეგაშინოთ და თვითდაჯერებულობა შეგისუსტოთ. ეცადეთ, მთელი ძალები მოიკრიბოთ და ისე შეუდგეთ ნებისმიერი სირთულის მოგვარებას. დამიჯერეთ, თქვენ ეს შეგიძლიათ!
სიყვარული:
არ არის გამორიცხული, მოულოდნელად განდიდების მანიამ შეგიპყროთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ცხვირს ძალიან მაღლაც ნუ ასწევთ, რადგან თქვენი განწყობა გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობისას დისკომფორტს შეუქმნის და შესაძლოა, მათი მხრიდან ქილიკის ობიექტიც კი გახდეთ.


კურო

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენი სახის ფერს, რადგან შესაძლოა, მასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში არ იყოს. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ სახის შეფერილობა ბევრ სერიოზულ დაავადებაზე მეტყველებს. კარგი იქნება, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე - ივარჯიშოთ, ან უბრალოდ ისეირნოთ.
კარიერა: კარგი დღეა საქმიანი ვიზიტის ან მივლინებისთვის. მერწმუნეთ, ნებისმიერი თქვენი ამგვარი აქტივობა თქვენი და თქვენი კომპანიის წარმატებით დაგვირგვინდება.
სიყვარული: ხვალ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ასე რომ, წინასწარ ავარჯიშეთ მუცლის კუნთები, რადგან შესაძლოა, ბევრი სიცილისგან გეტკინოთ კიდეც...


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუ გახდომაზე ოცნებობთ, სახლში რაიმე უგემური კერძი მოამზადეთ. ხვალ მხოლოდ ამ მეთოდით შეძლებთ მიზნის მიღწევას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ცდუნებას ვერ გაუძლოთ და დიეტა დაარღვიოთ, რაც, საბოლოო ჯამში, არა მარტო თქვენს წონაზე, არამედ ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება.
კარიერა: ხვალინდელი დღე თქვენი ბიზნესპარტნიორისთვის თქვენსაზე უფრო იღბლიანი აღმოჩნდება, რაც, ცოტა არ იყოს, შეგშურდებათ. ეცადეთ, არ გამოავლინოთ ეს გრძნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან აგრესია არ აგცდებათ.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს დიდხანს მოუწვეს თქვენთვის სიმართლის მტკიცება. ნუ იქნებით მის მიმართ სკეპტიკური, მოუსმინეთ და დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ... მთავარია, არ ეჩხუბოთ, რადგან შესაძლოა, კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაგეზარდოთ, რაც ორივეს დაგაზარალებთ.  


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, გარკვეული დრო მზეზე გაატაროთ, რადგან თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით საჭიროებს „დე“ ვიტამინს.
კარიერა: ხვალ რთული სამუშაო დღე გელოდებათ. წვრილ-წვრილი კონფლიქტები თანამშრომლებთან ძალას გამოგაცლით. ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და რაც შეიძლება სწრაფად მოძებნოთ სიტუაციიდან გამოსავალი.
სიყვარული:
ხვალ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ფული ჩადგება და სწორედ ფინანსური საკითხი გააფუჭებს რომანტიკულ ურთიერთობას თქვენ შორის. ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ წინდახედულებას გამოიჩენთ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ ამას.


ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი მუცლის ღრუს მიაქციეთ ყურადღება. შესაძლოა, გასტრიტი გაგიმწვავდეთ. ამიტომ იკვებეთ მსუბუქად, განსაკუთრებით სასარგებლოა ბოსტნეულის სუპების, ფაფებისა და გვირილის ჩაის მიღება.
კარიერა: ხვალ შესაძლოა, ყურადღების მოკრება გაგიჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ, შეძლებისდაგვარად თავი აარიდოთ, ან სხვა დროისთვის გადადოთ მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე მუშაობა.
სიყვარული: ხვალ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის აზრები ერთმანეთს დაემთხვევა, რაც საშუალებას მოგცემთ მთელი დღის განმავლობაში ერთობლივად იმოქმედოთ - წახვიდეთ კინოში ან თეატრში, ქალაქგარეთ, ან სულაც სახლში დარჩეთ და სასიამოვნო ვახშამი მოამზადოთ... მოკლედ, მთავარია, თქვენ რომელ ვარიანტს აირჩევთ. ჩათვალეთ, ეს მისი არჩევანიც იქნება.


ქალწული

ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გადაჭრათ.
კარიერა:
თქვენი სამუშაოს მიმართ სკეპტიკურად ნუ განეწყობით. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეს საქმე თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ამასთანავე, ფინანსურად მომგებიანიც გახდეს.
სიყვარული:
სახლში კომპიუტერი გაქვთ? მაშინ ჩართეთ რაც შეიძლება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და გააქტიურდით... დიახ, არ მოგესმათ! ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ხვალ დიდია შანსი იმისა, რომ ინტერნეტსივრცეში თქვენს მეორე ნახევარს იპოვით.


სასწორი
ჯანმრთელობა:
სარგებელს მოგიტანთ სარელაქსაციო პროცედურების ჩატარება, ასევე, კარგია მასაჟი. ეს პროცედურები დაგეხმარებათ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ძალების აღდგენაში.
კარიერა: კარგი დღეა ახალი ბიზნესიდეის განსახორციელებლად. მთავარი ამოცანაა - ყველაფერი გააკეთოთ თქვენი შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის. ეცადეთ, საჭიროების შემთხვევაში, საქმეში მხოლოდ ერთგული და სანდო მეგობრები ჩართოთ.
სიყვარული: ხვალ საჭიროება დადგება თქვენი საყვარელი ადამიანის დაცვის, ამიტომ ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და არ შეგეშინდეთ სიძნელეების  საკუთარ თავზე აღება. დარწმუნებული იყავით, როცა ამის საჭიროება იქნება, თქვენი გულისთვის ისიც არ დაიხევს უკან და როგორც იტყვიან „წყალშიც კი გადაეშვება“. 


მორიელი
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, დადებითი ემოციები სასარგებლოდ მოქმედებს ორგანიზმზე. ამიტომ წამლების შეძენას აჯობებს, დილიდანვე შეიქმნათ პოზიტიური განწყობა და ყოველდღიურ წვრილმანებს ხასიათს ნუღარ გააფუჭებინებთ.
კარიერა: იმ მორიელებისთვის, რომლებიც ჯერაც სამსახურს ეძებენ, იღბლიანი დღეა. ხვალ ყველაფერი გადაწყდება, სასურველი სამსახური გამოგიჩნდებათ და სხვადასხვა ორგანიზაციებში კარდაკარ სიარული აღარ მოგიწევთ.
სიყვარული:
არ არის გამორიცხული, ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანის მოტყუება მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, ბოლომდე არაფერი იმალება და შესაძლოა, ამ ტყუილის გამო მომავალში სერიოზული ახსნა-განმარტებების მიცემა მოგიხდეთ.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
დაიხმარეთ ინტუიცია და ყური დაუგდეთ თქვენს ორგანიზმს, რადგან, თუ ასე არ მოიქცევით და თითქოსდა უმნიშვნელო სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა, მომავალში საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.
კარიერა: ხვალ კარგი იქნება, თუ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ფინჯანი ჩაის ან ყავის თანხლებით მიიღებთ. ეს კეთილშობილი სასმელები თითქოსდა თქვენი თილისმა გახდება და დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი რაღაცაში გამოგიტყდებათ. ეს მისთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ამას შიში ან თქვენს წინაშე დანაშაულის შეგრძნება აიძულებს. ეცადეთ, მისი საქციელი უცხო თვალით შეაფასოთ, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას  რაც შეიძლება მტკიცე და შეუვალი იყოთ.


თხის რქა
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ თვითმკურნალობას და ეს მხოლოდ პროფესიონალებს მიანდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფიტოთერაპიით მკურნალობის შემთხვევაშიც და მცენარეული ნაყენებისა და ა.შ. მიღებისგან დროებით თავი შეიკავეთ.   
კარიერა: ხვალ თქვენს ხელმძღვანელთან პარტნიორული და არა იერარქიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. თუმცა ამან არ გაგათამამოთ - გახსოვდეთ, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან მარტო ყოფნა მოუნდება, ამიტომ ნათესავებთან ან მეგობრებთან წასვლას ნუ შესთავაზებთ და ეცადეთ, დღე მყუდრო გარემოში გაატაროთ, თუნდაც გვერდიგვერდ ჩამოსხდეთ და ისაუბროთ, სასიამოვნო მუსიკის ფონზე.


მერწყული

ჯანმრთელობა:
ხვალ თავი შეიკავეთ მკვეთრი ცვლილებებისგან ნებისმიერ სფეროში. ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება კონსერვატიული იყოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.
კარიერა:
თქვენი შემოსავალი სრულებით გაკმაყოფილებთ? შესანიშნავია, მაშინ დროა საქმიდან სიამოვნების მიღებაც ისწავლოთ, რათა თქვენი სამუშაო გარემო თქვენთვის მეორე სახლი გახდეს.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანთან ბევრი ისაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე და ეცადეთ, აზრის გამოთქმის საშუალება მასაც მისცეთ. ამით ხელს შეუწყობთ თქვენი ურთიერთობის გაღრმავებას, თანაც მისი გეგმების შესახებ  საკმაოდ კორექტულად გაიგებთ.


თევზები
ჯანმრთელობა: 
კარგი დღეა სპა-პროცედურებისა და მასაჟის ჩასატარებლად. ეს დაგეხმარებათ განტვირთვაში, შეგმატებთ ენერგიას და კვირის ბოლომდე დარჩენილ დღეებს ენერგიულად გაატარებთ.  
კარიერა: თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ - ნუ იჩქარებთ და დახმარება თქვენს რომელიმე კოლეგას სთხოვეთ. ამით თავს დაიზღვევთ შეცდომისგან და არასათანადოდ შესრულებული დავალების გამო, საყვედურსაც თავიდან აიცილებთ.
სიყვარული: ცოტაც და თქვენს საყვარელ ადამიანთან ყველაფერი იდეალურად გექნებათ. მთავარია, ყველა სიძნელე, რაც კი ურთიერთობაში შეგხვდათ, უკან დარჩა, ახლა შეგიძლიათ, მშვიდად იფიქროთ ერთობლივი მომავლის შექმნაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?