26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ძალიან გამოგადგებათ თქვენი უნარი, ადამიანები დაარწმუნოთ იმაში, რომ თქვენზე იზრუნონ. ეცადეთ, ეს ზრუნვა ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით მიმართოთ.
კარიერა: თქვენი კოლეგები გადაწყვეტენ, შენიშვნები მოგცენ იმასთან დაკავშირებით, როგორ იმუშაოთ. თუ თქვენ ამ შენიშვნებში მხოლოდ დადებით განწყობას დაინახავთ და გაითვალისწინებთ, თქვენი კარიერა მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.
სიყვარული: ხვალ თქვენს ცხოვრებაში მხიარული ფერები გამოანათებს. თუმცა არ არის აუცილებელი, ჯამბაზის ფორმაში გამოეწყოთ - საკმარისია ხალისიანი განწყობა მეგობრებთან, ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით შეინარჩუნოთ.


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, დაღლილობა მოგეძალოთ. ამიტომ კარგი იქნება, დღის უმეტესი ნაწილი სახლში გაატაროთ, საღამოს კი ცოტათი ადრე დაწვეთ დასაძინებლად.
კარიერა: ყველა თქვენი ფიქრი მიმართულია ერთი მიზნისკენ - რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოთ და კოლეგებმა ვერ გაჯობოთ. შესანიშნავი მიზანია, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ და თქვენი ამბიციურობით რომელიმე მათგანი არ გაანაწყენოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გასარკვევად საუკეთესო დროა, თუმცა ეს აუცილებლად ფრთხილად და მოზომილად უნდა გააკეთოთ, რათა თქვენს შორის კიდევ მეტი გაურკვევლობა არ წარმოიქმნას.



ტყუპები
ჯანმრთელობა: არც ისე კარგი დღეა ცხიმიანი კერძების დასაგემოვნებლად. განსაკუთრებით მავნებელია ცხიმიანი თევზის მირთმევა. ასე რომ, მოიმარაგეთ რაც შეიძლება მსუბუქი საკვები. კარგი იქნება, თუ რომელიმე ბალანსირებულ დიეტასაც დაიცავთ.
კარიერა: ხვალ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელისგან მეტად საინტერესო და უჩვეულო შეთავაზებას მიიღებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი დიდი ხნის გეგმები განახორციელოთ. 
სიყვარული: ხანდახან საჭიროა საყვარელი ადამიანისგანაც „დაისვენოთ“. ამაში არაფერი ცუდი და საშიში არ არის, პირიქით - მცირეხნიანი განშორება გრძნობებს უფრო მეტად გაგიღვივებთ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: რეკომენდაცია გეძლევათ, გაუფრთხილდეთ ძვალსახსროვან სისტემას, განსაკუთრებით კი - ქვედა კიდურებს. დიდია ტრავმების რისკი, ამიტომ ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლისას, ერიდეთ სიმაღლეებზე ასვლას და სხვა მსგავს ქმედებებს.
კარიერა: კარგი იქნება, თქვენი კომპანიის თანამშრომლებთან ერთად კულტურული ღონისძიების ორგანიზება დაგეგმოთ. ამას რაც უფრო მალე გააკეთებთ, მით უკეთესი იქნება.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ბევრად მეტს ნიშნავთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ ეცადეთ, დააფასოთ ეს და საპასუხოდ სითბოთი და სიყვარულით უპასუხოთ. ამით მას ძალიან ასიამოვნებთ.



ლომი
ჯანმრთელობა: არ ასწიოთ სიმძიმეები და ეცადეთ, დღის მანძილზე მხოლოდ მსუბუქი აქტივობებით დაკავდეთ. 
კარიერა: თუ თქვენი დანაზოგის დიდი ნაწილი დახარჯეთ, ხვალ გეძლევათ შანსი, დანახარჯის შევსებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც დიდი თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ბევრად მეტს ნიშნავთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ ეცადეთ, საპასუხოდ სიყვარულით უპასუხოთ. ამით ძალიან ასიამოვნებთ.



ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ საუკეთესო დროა ჯანმრთელობის კუთხით და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ გემუქრებათ.
კარიერა: საუკეთესო დღეა შოპინგისთვის. შეგიძლიათ, მშვიდად გაისეირნოთ მაღაზიებში და ფული თამამად დახარჯოთ. 
სიყვარული: ხვალ ყველაფერი ადვილად გამოგივათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც მარტივი და სასიამოვნო რომ იყოს, მასთან ერთად სადმე გაისეირნეთ, ან მეგობრებთან ერთად პატარა წვეულება მოაწყვეთ.



სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს და უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ. ასევე, კარგი იქნება დროებით უარი თქვათ ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღებაზე.
კარიერა: ბევრი შრომა მოგიწევთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ეცადეთ, არ დანებდეთ და მოთმინება არ დაკარგოთ. მერწმუნეთ, შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ, თუმცა თქვენზეა დამოკიდებული ამ სიურპრიზს რამდენად მნიშვნელოვან მოვლენად გადააქცევთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს, კარგი იქნება, კომპლექსური ვიტამინები ან ელემენტები მიაშველოთ, მაგალითად: კალციუმი, ცინკი და ფტორი. ეცადეთ, საკვები რაციონიც სწორად დაგეგმოთ - უპირატესობა ბოსტნეულსა და ხილს მიანიჭეთ,
კარიერა: თუ თქვენ ახლახან შეიცვალეთ სამსახური, მაქსიმალურად ეცადეთ, კოლეგებთან კარგი დამოკიდებულება დაიჭიროთ. ეცადეთ, იყოთ რაც შეიძლება კოლეგიალური და წვრილმან უსიამოვნებებზე თვალი დახუჭოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან შესანიშნავი დროსტარება გელოდებათ. ასე რომ, შეარჩიეთ კაფე, ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკი დაგეგმეთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ დიდია ინფექციებით დაავადების რისკი, ამიტომ იყავით ფრთხილად და სახლიდან გასვლის წინ ყოველი შემთხვევისთვის ერთი კბილი ნიორი დაღეჭეთ.
კარიერა: თქვენი ერთ-ერთი კოლეგა დახმარებას გთხოვთ. უარს ნუ ეტყვით, რადგან არ არის გამორიცხული, მისი დახმარება სულ მალე თქვენც დაგჭირდეთ.
სიყვარული: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენს გვერდითაა, ხვალ მაინც დეპრესიულ განწყობაზე გაიღვიძებთ. ეცადეთ, თქვენი ასეთი განწყობა თავს არ მოახვიოთ და სანამ ხასიათზე არ მოხვალთ, თავი მისგან შორს დაიჭირეთ.
 

თხის რქა
ჯანმრთელობა: სასარგებლოა სახის მასაჟისა და ყველა იმ კოსმეტიკური პროცედურის ჩატარება, რაც თქვენს კანს გამოაჯანსაღებს და ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს.
კარიერა: არ არის გამორიცხული, თქვენმა უფროსმა პატარა გამოცდა მოგიწყოთ. ამიტომ მზად იყავით ნებისმიერი კითხვისთვის და რაც შეიძლება თავდაჯერებულად უპასუხეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაფერს იღონებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ბოლო დროს დაგიგროვდათ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაუდგეთ მას გვერდში.


მერწყული

ჯანმრთელობა: მერწყულების ექსტრავაგანტურობა შესაძლოა, გარკვეული უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. მაგალითად: გრძელი ფეხების, ან ღრმა დეკოლტეს დემონსტრირებისას, სავსებით მოსალოდნელია, გაცივდეთ.
კარიერა: გადაწყვეტილებების მიღება გაგიძნელდებათ, ამიტომ ეცადეთ, საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმას მოერიდოთ. დღის მანძილზე მხოლოდ მარტივი საქმეები აკეთეთ, უფრო სერიოზული პროექტები კი სხვა დროისთვის გადადეთ.
სიყვარული: იგრძენით თავი თავისუფლად და დამოუკიდებლად! ბოლოს და ბოლოს, სიყვარული ხომ ბედნიერებაა და არა ყოველდღიური რუტინა. გაშალეთ ხელები და გაფრინდით! მერწმუნეთ, თქვენი ასეთი განწყობა თქვენს საყვარელ ადამიანსაც გადაედება, ხოლო მასთან ერთად ფრენა კიდევ უფრო საინტერესო და რომანტიკული იქნება! სცადეთ!


თევზები
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ფეხები დაგისივდეთ, ამიტომ ეცადეთ, დიდი რაოდენობით სითხე არ მიიღოთ, ხოლო თუ შორ მანძილზე წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი. უპირატესობა დაბალქუსლიან და რაც შეიძლება კომფორტულ ფეხსაცმელს მიანიჭეთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, მაინცდამაინც სერიოზულად არ მოეკიდოთ ახალ შემოთავაზებებს, რადგან არც ერთი მათგანი რეალური არ არის.
სიყვარული: ყველაფერი სწრაფად და ოპერატიულად აკეთეთ, მათ შორის საყვარელ ადამიანთან მიმართებაშიც. თუ მას რაიმე პრობლემა შეექმნა და თქვენთან საუბარი სურს, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გახვიდეთ მასთან და მთელი გულისყურით მოუსმინოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?