29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, გადაღლისა და ნერვიული დაძაბულობის გამო, ვერძებმა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნონ. თუ ასეთი რამ ადრეც მოგსვლიათ, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
კარიერა: მშვენიერი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი პროექტების წამოსაწყებად, ამიტომ სჯობს, ქაღალდებში ქექვას თავი დაანებოთ და შეხვედრებზე წახვიდეთ. მით უმეტეს, რომ გარემოს შეცვლა და სუფთა ჰაერი ძალიან მოგიხდებათ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს დიდხანს მოუწევს თქვენთვის პრობლემის მოგვარების მისეული ვარიანტის უპირატესობის მტკიცება.  მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ვარიანტი საუკეთესოდ მიგაჩნიათ, მასთან დათანხმება მოგიწევთ.



კურო

ჯანმრთელობა: პასიური ცხოვრების სტილი უკიდურესად ნეგატიურად აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და დღეში რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიაროთ.
კარიერა: ეცადეთ, რომ კრიტიკულ მომენტში, რომელიც ამ დღეს აუცილებლად შეიქმნება,  თანამშრომლებს რეალური დახმარება გაუწიოთ. გარდა იმისა, რომ საერთო საქმეს დაეხმარებით, გადამრჩენის რეპუტაციასაც მოიპოვებთ და შესაძლოა, სამუშაოს ნაწილისგანაც განთავისუფლდეთ.
სიყვარული: მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. ამ დღეს მისთვის  თქვენი ყურადღება, ალერსი და ზრუნვა აუცილებელია. მოგიწევთ ერთდროულად შეითავსოთ მზრუნველი მშობლის, მფარველი ანგელოზისა და დამაწყნარებლის როლი. იმედია, გამოგივათ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა დაგჭირდეთ, თუმცა ზოგადი პროფილის ექიმთან გასაუბრება მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვა იქნება. ამას სჯობს, რჩევა ყოფილ პაციენტებს ჰკითხოთ.
კარიერა: იმისთვის, რომ თქვენი განყოფილების კორპორაციული სულისკვეთება აამაღლოთ, რაღაც მხიარული და საინტერესო უნდა მოიფიქროთ. მაგალითად, დახატოთ თანამშრომლების შარჟი ან მოიფიქროთ ჰიმნი თქვენი მეგობრული გუნდისთვის.
სიყვარული: დატკბით მორაკრაკე ნაკადულით და იფიქრეთ მშვენიერზე. როცა თქვენს სახეზე მსუბუქი სევდა აისახება და სული სიმშვიდით აივსება, შეგიძლიათ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაზეც იფიქროთ.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები კირჩხიბებს შხაპის ქვეშ, რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას ურჩევენ. თქვენთვის მხოლოდ თბილი წყალი კი არა, ის მსუბუქი მასაჟიც სასარგებლო იქნება, რომელიც წყლის ნაკადს ახლავს.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ რომელიღაც თქვენი გამოგონების პრაქტიკაში დანერგვა არ სცადოთ. სავარაუდოდ, რაღაც ბოლომდე არ გაგითვლიათ. ამიტომ ეცადეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და თქვენი გამოგონება სრულყოფილებად აქციოთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ, რომ არსებობს ხელოვნების ასეთი დარგი - კინემატოგრაფია. უფრო ინტელექტუალური გართობაც დასაშვებია, თუმცა ხვალ ზედმიწევნით შესაფერისი იქნება კარგი ფილმის ყურება ლუდის ბოთლითა და ჩიფსებით ხელში. სასურველია, სასიამოვნო ადამიანთან ერთად.



ლომი
ჯანმრთელობა: 
ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ის გიკარნახებთ, რა ზომები უნდა მიიღოთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და სამომავლოდ, პრობლემები თავიდან აიცილოთ.
ბიზნესი: ხვალ ყურადღებით დააკვირდით საკუთარ განწყობას. ლოგიკის თვალსაზრისით,  მისი ცვლილებები არავითარ ახსნას არ ექვემდებარება, რამაც შესაძლოა, ცუდი სამსახური გაგიწიოთ.  სავარაუდოდ, თქვენი უმიზეზო მხიარულება თუ უეცარი მოწყენა უფროსობას არ მოეწონება.
სიყვარული: ხვალინდელი დღე მთლიანად თქვენი სცენარით ჩაივლის. ყველა კითხვაზე ზუსტად ისეთ პასუხს მიიღებთ, როგორსაც ისურვებდით. მეტიც, ინტონაციაც კი თქვენთვის სასურველი იქნება. ზუსტად იმ კერძს მოგართმევენ, რომელზეც მთელი დღე ოცნებობთ და ზუსტად იმ პრეტენზიებს წამოგიყენებენ, როგორსაც ელოდით. ასეთ იდილიაში ცხოვრება მოსაწყენად არ გეჩვენებათ?



ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით შეარჩიოთ მკურნალობის მეთოდი. სასურველია, მედიკამენტების გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.
კარიერა: ხვალ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება და ახალი პროექტების წამოწყება არ ღირს, რადგან ამ ტიპის აქტივობები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. კარგი იქნება, თუ ამის ნაცვლად, თვითგანვითარებას მიხედავთ. ამ მხრივ, სანერვიულო ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული: ძალიან გინდათ, რომ მომავლის ხედვა და იმის გაგება შეგეძლოთ, რა გელით საყვარელ ადამიანთან, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი, მეტიც შეუძლებელია. ეცადეთ, ისწავლოთ დღევანდელი დღით ცხოვრება. ეს მეტ სარგებელს მოგიტანთ.



სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ სასწორებისთვის თმის შეღებვა ან ქიმიური დახვევა არასასურველია, რადგან თმის სტრუქტურა ძალიან დასუსტებული და დაზიანებული გაქვთ. ეცადეთ, რომ მზისგან დამცავი და თმის სტრუქტურის აღმდგენი სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ.
კარიერა: თუ საშუალება მოგეცათ, ინიციატივა გამოიჩინეთ და თქვენი ორიგინალური იდეები უფროსობას გააცანით. სავარაუდოდ, თქვენი ნოვატორული ჩანაფიქრი სათანადოდ შეფასდება. ასე რომ, მის შექმნაზე დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ. 
სიყვარული: სასურველია, რომ ხვალ გარეგნობაზე მეტად მოხერხებული ტანისამოსის შერჩევაზე იზრუნოთ. მოვლენები ისე განვითარდება, რომ ელეგანტურობაზე მეტად თქვენს გამძლეობასა და წინააღმდეგობის გადალახვის უნარს შეაფასებენ.



მორიელი

ჯანმრთელობა: ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. უწყვეტი პროფილაქტიკის წყალობით, შესანიშნავ ფორმაში ბრძანდებით. ენერგიითა და მშვენიერი განწყობით სავსე ხართ.
კარიერა: გონებამახვილი და ძლიერი ხართ, რასაც თქვენს კონკურენტებზე ვერავინ იტყვის, თუმცა თქვენი დადებითი თვისებები რომ დააფასონ, მათი გამოვლენა უნდა შეგეძლოთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ახლავე სცადეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდი უჩვეულოდ მოძრავი და ენერგიულია. ერთი წუთითაც არ ჩერდება, მეტეორივით დაქრის და გამუდმებით მის უკან სირბილი გიწევთ, რომ სადღაც მაინც მოიხელთოთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ კუჭთან დაკავშირებულმა პრობლემამ შეგაწუხოთ. თუ ასეთი პრობლემა ადრეც გქონიათ, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ მის გადაჭრას. 
კარიერა: ნურაფერს გადადებთ ხვალისთვის. ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე სწრაფად და ხარისხიანად დაასრულოთ, რადგან მალე თქვენი კომპანიით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან და სერიოზულ პროექტს დაგიკვეთენ, რაზეც მთლიანად მოგიწევთ კონცენტრირება.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს, ახსნას თქვენი რომელიღაც მოქმედება, რადგან ის ალოგიკურად, არასწორად და მიზანშეუწონლად მიაჩნია. კარგი იქნება, თუ ყველაფერს დროულად და საფუძვლიანად აუხსნით. ეს თქვენ შორის მშვიდობის დამყარებაში დაგეხმარებათ.



თხის რქა

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ კუჭთან დაკავშირებული პრობლემა გაგიმწვავდეთ. მით, უმეტეს, თუ მსგავსი პრობლემა ადრეც გქონიათ. სიტუაცია კონტროლიდან რომ არ გამოვიდეს, დროულად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
კარიერა: ნუ დაივიწყებთ, რომ ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სავსე კუჭზე გაცილებით მარტივია, ვიდრე მშიერზე. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ დაძაბულ სამუშაო გრაფიკში სადილობის დრო გამონახოთ და შესვენებაზე გახვიდეთ. უკეთესი იქნება, თუ რომელიმე თანამშრომელსაც გაიყოლებთ. 
სიყვარული: რა მნიშვნელობა აქვს, რა გელით თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს მომავალში? წინასწარმეტყველიც რომ იყოთ, ამის ზუსტად გაგებას მაინც ვერ შეძლებთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები იფიქროთ მომავალზე და რეალობით დატკბეთ. ხვალეზე ხვალემ იზრუნოს.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
გამოიჩინეთ კეთილგანწყობა თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება გულწრფელად გაიღიმოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე და გუნება-განწყობაზე სასიკეთოდ აისახება. 
კარიერა: ნუ იქნებით ჩვეულებისამებრ კატეგორიული. მიეცით საშუალება ადამიანებს, რომ საკუთარი პოზიტიური თვისებები გამოავლინონ. ყველაფერს საკუთარი გამოცდილებით აფასებთ, მაგრამ არ ითვალისწინებთ, რომ ყველას არ შეუძლია ის, რაც თქვენ ასე ადვილად გამოგდით.
სიყვარული: მოგბეზრდათ ურთიერთობაში ერთფეროვნება? ამაზე ნუ იდარდებთ, რადგან ის მალე დასრულდება, თანაც არცთუ სასიამოვნოდ. შესაძლოა, ეს კამათი ან საერთო პრობლემა იყოს, რომელიც გაიძულებთ, მთელი რესურსი მისი მოგვარებისკენ მიმართოთ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
იქნებ, რაღაც საკითხებზე შეხედულებების შეცვლა მოახერხოთ? მაგალითად, თუ ხვდებით, რომ წონის დაკლების სურვილი უკვე მიზნად კი არა, მანიად გექცათ, დიეტა ვეღარ გიშველით. სხვა მეთოდი უნდა სცადოთ. 
კარიერა: დღის მეორე ნახევარში ინიციატივა თქვენს ხელში გადმოვა. თქვენგან მხოლოდ ბედის საჩუქრის სწორად გამოყენებაა საჭირო. ამასთანავე, შეგიძლიათ, საკუთარი მოქმედებების თანმიმდევრულობისა და სიტყვების საიმედოობის დემონსტრირებაც მოახდინოთ. 
სიყვარული: ხვალ ყველანაირად ცდილობენ, თქვენს პირად ცხოვრებას მოგწყვიტონ, რაც თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანსაც ძალიან გაგაღიზიანებთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე თქვენი მეორე ნახევრის გვერდით გაატაროთ. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დღე გელით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?