4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ჯანმრთელობის მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილე შეგიპყრობთ, თუმცა სულ ტყუილად - თქვენი შიში გადაჭარბებულია და, ამ მხრივ, ნამდვილად არაფერი გემუქრებათ.
კარიერა: ადამიანები, რომლებსაც ხვალ გაიცნობთ, მომავალში შესაძლოა, თქვენი საქმიანი პარტნიორები გახდნენ, ამიტომ იყავით მიზანდასახული და თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეთ.
სიყვარული: იმდენად ხართ გატაცებული სხვა საქმეებით, რომ თქვენს მეორე ნახევარზე სულ უფრო ნაკლებს ფიქრობთ და თუ ადრე ის თქვენი პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე იყო, ახლა უკვე პირველ ათეულში გადაინაცვლა. ეს მას შეუმჩნეველი არ დარჩება და თუ ყურადღებას დროულად არ გამოიჩენთ, ნაწყენი დაგრჩებათ.


 


კურო
ჯანმრთელობა:
აუცილებელია ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნა, თუმცა ამას თვითნებურად ნუ გააკეთებთ. კარგი იქნება, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიაკითხოთ.
კარიერა: ხვალ სკეპტიკურად განეწყვეთ ყველაფრის მიმართ, რასაც თქვენი კოლეგები გირჩევენ და შემოგთავაზებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცდებიან, უბრალოდ, თქვენი ინტუიცია უფრო ძლიერია და მას მიენდეთ.
სიყვარული: ძალიან გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ ნამდვილად გიყვართ, რადგან ის ყველაფერში ფარულ აზრს ეძებს. მაქსიმალურად ეცადეთ, მისი ნდობა მოიპოვოთ. ეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გააკეთეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ, თუმცა მკურნალობას ნუ შეწყვეტთ და ექიმის მითითებები ბოლომდე შეასრულეთ.
კარიერა: შესაფერისი დროა მსხვილი ფინანსური კითხვების გადასაწყვეტად. თქვენ შეძლებთ, ყველაზე მთავარ კითხვაზეც კი - „სად ვიშოვო ფული?“, ამომწურავი პასუხი გასცეთ. თუმცა კარგი იქნება, თუ იმაზეც იფიქრებთ, შემდგომში ამ თანხას როგორ დააბრუნებთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თქვენს საყვარელ ადამიანთან მაღალ მატერიებზე თუ ისაუბრებთ. მხოლოდ არა ეიფელისა და პიზის კოშკზე, არამედ კულტურაზე, ხელოვნებაზე, პოეზიაზე, ფილოსოფიასა და სხვა საინტერესო თემებზე.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან, ტელევიზორთან, ნაკლები იკითხოთ პატარა შრიფტით დაწერილი წიგნები და ა.შ. ასეთი საქმიანობა თქვენს მხედველობაზე უარყოფითად აისახება.
კარიერა: თქვენს წინაშე ერთდროულად რამდენიმე სერიოზული დავალება დადგება, რომლებიც, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყვიტოთ.
სიყვარული: ხვალ აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი იმაზე საინტერესოა, ვიდრე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ, მასთან აბსოლუტურად ყველა საკითხზე ისაუბროთ და ისეთ კითხვებზეც კი მიიღოთ ამომწურავი პასუხები, რომლებიც ასე რთულად გეჩვენებათ.


 



ლომი
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ორპირ ქარში ჯდომას, ცივ სასმელებსა და თხელი სამოსის ჩაცმას. ეს ყველაფერი იმაზე მეტად ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
კარიერა: მთავარია, სწორად დასახოთ მიზანი და მის განხორციელებას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ. არ ღირს, ყველაფერი ერთად მოინდომოთ: ჯერ ერთი საქმე წამოიწყეთ, როცა მას დაასრულებთ, თვითშეფასებაც აგიმაღლდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ შემდგომი საქმეების განხორციელება.
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობა დაგავიწყდეთ, ან პაემანზე დაიგვიანოთ. ეს, რა თქმა უნდა, მის განაწყენებას გამოიწვევს, ამიტომ დაფიქრდით - ხომ არ არის დრო, მაღვიძარა შეიძინოთ?



ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, რომელიმე ქრონიკული დაავადება გაგიმწვავდეთ, ამიტომ ეცადეთ, სხვა დროს მაინც ნუ დაივიწყებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.
კარიერა: კარგი დროა ბიზნესის გასაფართოებლად. შესანიშნავად ჩაივლის ყველა საქმიანი შეხვედრა და შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი საქმიანი პარტნიორიც.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი გაგიმხელთ, რომ ერთხელ მოგატყუათ. ეცადეთ, გაუგოთ მას და ეს ფაქტი ძალიან მტკივნეულად არ მიიღოთ. ის ხომ მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცდიდა ამას და ბოდიშსაც გულწრფელად გიხდით.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ბევრი ივარჯიშოთ და იყოთ, რაც შეიძლება აქტიური. საღამოს დამამშვიდებელი აბაზანის მიღებაც ნუ დაგავიწყდებათ.
კარიერა: თუ ხელმძღვანელის თანამდებობა გიკავიათ, იყავით ძალიან ყურადღებით. შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელმა საქმე ზერელედ გააკეთოს და თუ ეს გამოგეპარებათ, ისევ თქვენ დაზარალდებით.
სიყვარული: არ იცით, როგორ მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან? მაშინ რჩევა თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დაეკითხეთ, რადგან უცხო თვალისთვის უფრო კარგადაა შესამჩნევი თქვენი ურთიერთობის დეტალები.




მორიელი
ჯანმრთელობა:
თამამად დაგეგმეთ სილამაზის სალონში ვიზიტი, რადგან შესანიშნავი დღეა გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად. თუმცა იგივე პროცედურების სახლის პირობებში ჩატარებას ნუ ეცდებით, შესაძლოა, ამით სახის კანს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ.
კარიერა: საკმაოდ მძიმე სამუშაო დღე გელოდებათ, მაგრამ ეცადეთ, რამდენიმე წუთი მაინც გამოძებნოთ დღის განმავლობაში და დაისვენოთ.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ ყველა სიტყვას, რასაც თქვენი საყვარელი ადამიანი გეტყვით. შესაძლოა, მას ისეთი რამეც კი წამოსცდეს, რაც თქვენს ურთიერთობას რადიკალურად შეცვლის.


 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, კარგი იქნება, ამ მიმართულებით პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
კარიერა: გამოიჩინეთ სიბრძნე და გონიერება. თუნდაც თქვენი საქმიანობის არაფერი გაეგებოდეთ. შეგიძლიათ, დახმარებისთვის კოლეგებსაც მიმართოთ, ისინი მზად არიან, ნებისმიერ საკითხში რჩევა მოგცეთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს გადაწყვეტილებას შესაძლოა, სკეპტიკურად მიუდგეს, ამიტომ ნუ გექნებათ მისგან მხარდაჭერის მოლოდინი.




თხის რქა
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჰორმონალურ სისტემას და დროულად მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის. მერწმუნეთ, მხოლოდ ეს აგარიდებთ შემდგომში სერიოზული დაავადების წარმოქმნის რისკს.
კარიერა: ნუ ეცდებით, მომქანცველ სამუშაოს გაექცეთ, რადგან ამას მაინც ვერ მოახერხებთ. გახსოვდეთ, რომ სამუშაო გაძლევთ საშუალებას, მუდმივად ფორმაში იყოთ და ტონუსი შეინარჩუნოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თავში საინტერესო იდეა მოუვა, რომელიც თქვენც ძალიან დაგაინტერესებთ. შესაბამისად, ორივეს სიურპრიზებით სავსე დღე გელით.



მერწყული
ჯანმრთელობა:
იკვებეთ სწორად და ჯანსაღად. თუ ზღვის პროდუქტებზე ალერგია არ გაქვთ, მიირთვით, რაც შეიძლება  მეტი თევზეული.
კარიერა: დაძაბული დღე გელით, ამიტომ შესაძლოა, თქვენი ხმის ტემბრი, ჩვეულთან შედარებით, მაღალი იყოს. რა გაეწყობა, ეცადეთ, საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი - ის, რაც დიდი ხანია, მოსვენებას არ აძლევს. ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ და მშვიდად შეაფასოთ მისი ნათქვამი, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.




თევზები
ჯანმრთელობა: იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რადგან დიდია რისკი, რაიმე ინფექციური დაავადება „აიკიდოთ“.
კარიერა: თქვენი პროექტი დეტალურად განიხილეთ ხელმძღვანელობასთან. შესაძლოა, მას იმდენად მოეწონოს თქვენი იდეები, რომ თქვენს დაწინაურებაზეც კი დაფიქრდეს.
სიყვარული: ეცადეთ, მაქსიმალურად ბუნებრივი იყოთ. ეს თქვენს საყვარელ ადამიანს დადებითად განაწყობს თქვენ მიმართ. ბუნებრივობა ხომ ადამიანს ყველაზე მეტად ამშვენებს?!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?