6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: არ არის გამორიცხული, წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. ამის მიზეზი კი ამინდის გავლენა იქნება. ეცადეთ, თავი ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. 
კარიერა: გაუთვალისწინებელი შემთხვევა ეკონომიის მცდელობას წყალში ჩაყრის. მზად იყავით ხარჯებისთვის. 
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრისგან განსაკუთრებული სიურპრიზის მოლოდინში იქნებით და თუ ის თქვენი იმედების გამართლებას ვერ მოახერხებს, ხასიათი საოცრად გაგიფუჭდებათ, თუმცა ეს საყვარელი ადამიანის ბრალი სულაც არ იქნება...


 


კურო
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად კარგი იქნება. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, მდგომარეობის ამ დონეზე შენარჩუნებაა. 
კარიერა: თქვენი პარტნიორებისთვის რთული იქნება იმის გაგება, რა გსურთ ზუსტად მათგან, ამიტომ არაადეკვატური რეაქციები ნუ შეგაშინებთ. პირიქით, უნდა გახარებდეთ კიდეც, რადგან თითოეული მათგანი გაძლევთ შანსს, არასტანდარტულად მოიქცეთ და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან ერთად ავანტიურაში ჩაბმას გირჩევენ. თანაც, რაც უფრო გიჟური იქნება ეს წამოწყება, მით უკეთესი.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი მშვიდი დასვენებით გაანებივროთ, რადგან ახლა ეს თქვენთვის ერთადერთი გზაა ძალების აღსადგენად. 
კარიერა: ოჯახის ბიუჯეტზე უნდა კონცენტრირდეთ, რადგან ბოლო ხანებში ხარჯები შემოსავლებს ბევრად აღემატება, სიტუაციას კი სასწრაფო გამოსწორება სჭირდება. 
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გაიხსენოთ და გააანალიზოთ თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის ბოლო დღეებში მომხდარი ამბები. ცვლილებების დროა!


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კანფეტებს ხვალ ნუ მიეტანებით, განსაკუთრებით - შოკოლადისას. შაქრის დიდი დოზა ახლა თქვენს ორგანიზმს არაფერში სჭირდება. 
კარიერა: ნუ გადააბარებთ თქვენს მოვალეობებს ხვალ სხვებს. შესაძლოა, კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდეთ და კოლეგებთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. 
სიყვარული: უნდა იჩქაროთ, თუ გსურთ, ამ გიჟურ დღეს ყველაფერი მოასწროთ. საქმე ნამდვილად ბევრი გექნებათ და დროდადრო შესაძლოა, საყვარელი ადამიანი გაგინაწყენდეთ კიდეც, რადგან სათანადო ყურადღებას ვერ უთმობთ. არადა, ასე არ არის - თქვენ შესაძლებელსა თუ შეუძლებელს, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ მას ასიამოვნოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: გადახედეთ თქვენი კვების რაციონს. დროა, მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ მასში სხვადასხვა მსუბუქი კერძების დამატებით, რომლებიც ბოსტნეულისგან მზადდება. 
კარიერა: როგორც ჩანს, თქვენი უფროსი არცთუ კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, მოგიწევთ, მეტი ყურადღებითა და დაკვირვებით იმუშაოთ, რათა მას გაბრაზების საბაბი არ მისცეთ.  
სიყვარული: ხვალ თქვენი დახმარება ვიღაცას ძალიან დასჭირდება. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მეორე ნახევარი მზად იქნება სხვისი პრობლემების მოგვარებისთვის.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: იმისთვის, რომ თქვენი სხეულის სიჯანსაღე ბოლომდე შეიგრძნოთ, რაციონში ბიოდანამატების ჩართვა მოგიწევთ. 
კარიერა: ყველაზე არასასიამოვნო ამბები შორიდან მოგივათ. თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გყავთ პარტნიორები, დროა, გადაამოწმოთ, არის თუ არა ყველაფერი კვლავ რიგზე. 
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავებსაც კი შეშურდებათ თქვენი ბედნიერების, დიდი ხანია, არც ერთ წყვილში არ შეუმჩნევიათ ეს იშვიათი ჰარმონია...


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს თავის კანს მიაქციოთ ყურადღება. კარგი იქნება, თუ რაიმე სპეციალურ შამპუნს იყიდით, რომელიც შესაფერისად დაარბილებს მას. 
კარიერა: ხვალ ყველა, თითქოს სპეციალურად ეცდება თქვენი წონასწორობიდან გამოყვანას. მთავარია, საღი აზრი შეინარჩუნოთ და მოითხოვოთ კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რას ითხოვენ თქვენგან. 
სიყვარული: შესაფერისი დღეა ძველმანებისგან გასათავისუფლებლად. ამაში კი არა მხოლოდ ის ნივთები იგულისხმება, რომელიც თქვენს კარადაში ინახება, არამედ ის მოგონებებიც, რომლებიც თქვენს სულშია დაბუდებული და მოსვენებას არ გაძლევთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ნურც ერთ სიგნალს, რომელსაც ხვალ თქვენი ორგანიზმი მოგაწვდით. ხვალ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. 
კარიერა: უნდა დაფიქრდეთ თქვენი პროფესიული სფეროს გაფართოებაზე. არ არის გამორიცხული, ხვალ მიიღოთ ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის. 
სიყვარული: თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ვერ იღებს იმ ინფორმაციას, რომლის მიწოდებაც მისთვის გსურთ, იმას არ ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს. შესაძლოა, ის ზედმეტად გადაღლილია იმისთვის, რომ ვინმეს მოუსმინოს და გაიაზროს, რას ეუბნებიან. შედით მის მდგომარეობაში.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ფრთხილად შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობისთვის არცთუ სასარგებლო აღმოჩნდეს ისინი. 
კარიერა: არ ღირს ხვალ უხეშად და დაუფიქრებლად მოქმედება. მართალია, დიდი ხანია, ელით თქვენი ამბიციების განსახორციელებლად შესაფერის დღეს, მაგრამ ხვალ ამის დრო არ არის. 
სიყვარული: ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც თქვენს მეორე ნახევარს ცოტა ხნის წინ მიეცით. შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ეცადეთ, მზეზე დიდი დრო გაატაროთ. ეს აგიმაღლებთ განწყობას და დადებითად აისახება თქვენს იმუნიტეტზეც. 
კარიერა: საკმაოდ დატვირთული დღე გელოდებათ. ცოტა დრო და ბეეევრი სამუშაო ქაღალდებთან.
სიყვარული: ხვალ განსაკუთრებულ სევდას იგრძნობთ, რომლისგან თავის დაღწევაშიც მხოლოდ თქვენი მეორე ნახევარი თუ დაგეხმარებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ რაც შეიძლება ცოტა ტკბილი მიირთვით. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მენიუში ხილის ნაწილს მიაქციოთ. 
კარიერა: შექმენით იმის ილუზია, რომ ძალიან დაკავებული ხართ. ძალიან ბევრია იმის მსურველი, რომ თავისი მოვალეობებით თქვენ დაგტვირთოთ. 
სიყვარული: ვინ იფიქრებდა?! თქვენი ყველაზე დიდი მტერი ხვალ ტელევიზორი ან კომპიუტერი გახდება. საყვარელი ადამიანი თქვენს კომპანიას ტექნიკისას ამჯობინებს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: რაც შეიძლება ბევრი იძინეთ. სამსახურშიც კი - თუ, რა თქმა უნდა, თქვენი უფროსი და კოლეგები ამის წინაღმდეგნი არ იქნებიან. სრულყოფილი ძილი თქვენი ჯანმრთელობის წინაპირობა იქნება. 
კარიერა: რთული იქნება იმის გადაწყვეტა, რის გაკეთება გსურთ მომავალში. ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს, მომავალი გზის არჩევისას სრულიად მარტო აღმოჩნდით.
სიყვარული: წარმატებული დღე გელით. დიდი ხნის სურვილი აგიხდებათ, თუმცა ამისთვის თქვენც დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?