8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ხვალ დაძაბული დღე გელოდებათ, მაგრამ ეცადეთ, „ცივსისხლიანობა“ გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ზედმეტი ემოციები გავნებთ - შეიძლება თავი აგტკივდეთ ან არტერიულმა წნევამ შეგაწუხოთ.
კარიერა:
ხვალინდელი დღე ბევრ შეხვედრასა და ახალ ნაცნობობას გპირდებათ, რაც ძალიან გამოგადგებათ კარიერულ წინსვლაში. თუმცა, ამასთანავე, არ არის გამორიცხული, მთელ რიგ სიძნელეებს შეეჯახოთ, განსაკუთრებით კი საქმიან პარტნიორთან ურთიერთობაში. კარგი იქნება, ასეთ სიტუაციებში იუმორის გრძნობა მოიშველიოთ.
სიყვარული:
ხვალ მოგინდებათ, თქვენი მეორე ნახევრისთვის გახდეთ შეუცვლელი კონსულტანტი და ერთადერთი ბრძენი ადამიანი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მას ეს სრულებითაც არ ხიბლავს და თავისუფლად აზროვნება და მოქმედება ურჩევნია. ასე რომ, რომელიმე თქვენგანს მოუწევს პოზიციის დათმობა, დიდი ალბათობით ეს თქვენ იქნებით.



კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, დისბაქტერიოზმა შეგაწუხოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიზღვიოთ თავი ამ პრობლემისგან, სამომავლოდ მაინც. ამისთვის კარგი იქნება, თუ კვების რაციონს მკაცრად გააკონტროლებთ.
კარიერა:
დროა, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ სამსახური და გადაუდებელი საქმეები კი არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პირადი საქმეებიც არსებობს. სამსახურში შესრულებული საქმეებით გამოწვეული თავდაჯერებულობა ნამდვილად კარგი გრძნობაა, მაგრამ საყვარელი ადამიანის ხელების სითბოს მაინც ვერ შეედრება.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი უსიტყვოდ ესმის. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს უპირატესობა და ეცადოთ, მას გააგებინოთ ის, რის გამოსახატავად აქამდე სიტყვები არ გყოფნიდათ. იქნებ ამისთვის ჟესტების ენაც კი დაგეხმაროთ.


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ხვალ სიზარმაცემ არ გძლიოთ და პირიქით - მთელი დრო ფიზიკური ფორმების გაუმჯობესებას დაუთმოთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ საკვები რაც შეიძლება მსუბუქი და უცხიმო იყოს.
კარიერა: ხვალ ეცადეთ, არ შეხვიდეთ ღია დაპირისპირებაში ხელმძღვანელობასთან და თქვენი ემოციები და თავისუფალი ხასიათი თქვენთვის შეინახოთ. თუ თქვენ ამას ვერ მოახერხებთ, შედეგი შესაძლოა, ყველაზე მოულოდნელი იყოს.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი რაღაც სიახლით გაგახარებთ. შესაძლოა, ეს სიახლე თქვენთვის იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდეს, რომ მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ნუ მოგერიდებათ მადლიერების გამოხატვა, რადგან ამით მას ძალიან ასიამოვნებთ და კიდევ ბევრი სიურპრიზის გაკეთებას მოინდომებს.


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებს შეგიძლიათ, სერიოზულად დაკავდეთ სპორტით, ხვალ ამისთვის მართლაც რომ საუკეთესო დღეა.
კარიერა: თქვენ მართლა გულწრფელად გჯერათ, რომ მხოლოდ სურვილი კმარა სამსახურში წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად?! ზედმეტად თავდაჯერებული ხართ - უმჯობესია, მთელი თქვენი ძალები მოიხმოთ და ისე გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. ვფიქრობ, ამისთვის საკმარისი რესურსი გაქვთ.
სიყვარული: ხვალ თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება სიმშვიდე და განმარტოება. მართალია, ამაში თქვენი პირადი ცხოვრება ხელს არ გიწყობთ, მაგრამ ეცადეთ, თქვენს მეორე ნახევარს აუხსნათ, რომ ცოტა ხნით განტვირთვას საჭიროებთ.


ლომი
ჯანმრთელობა:
თქვენ ჰიპერტონია არ გემუქრებათ, მაგრამ წნევა მაინც ხშირად აკონტროლეთ. უპირატესობა ჯანსაღ საკვებს მიანიჭეთ, უარი თქვით ცხიმიან საკვებზე და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული მიიღეთ.
კარიერა: ხვალ გაგიჭირდებათ, თქვენი საყვარელი ადამიანი დაარწმუნოთ იმაში, რომ ის სამსახურზე არანაკლებ გიყვართ, თუნდაც სამსახურს გაცილებით მეტ დროს უთმობდეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი ყოფილი თავს ექსტრავაგანტურად შეგახსენებთ. მაგალითად, გამოგიგზავნით ყვავილებს, ან თქვენი ფანჯრის წინ დიდი ასოებით დაწერს - „მე შენ მიყვარხარ“. შესაძლოა, ეს გესიამოვნოთ კიდეც, მაგრამ ეცადეთ, აგრძნობინოთ, რომ თქვენგან გულწრფელი მეგობრობის მეტს ვერაფერს მიიღებს.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკუთარ ჯანმრთელობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ორმაგი ხარჯის გაწევა მოგიწევთ. გახსოვდეთ, ამ მიზნით ფულის ხარჯვა აუცილებელია და გამოსავალს ნუ ეძებთ.
კარიერა: ხვალ, ბოლოს და ბოლოს, დაასრულებთ იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც ასე გაგიგრძელდათ. მომავალ პარტნიორებთან ყოველგვარი სერიოზული გაუგებრობებისა და კონფლიქტების გარეშე იმუშავებთ. კარგი მიზეზია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებთ.
სიყვარული: ქალწულებო, ვარსკვლავები გირჩევენ იმ საწოლს, სადაც პარტნიორთან ერთად გძინავთ, ადგილი შეუცვალოთ. შესაძლოა, ამან რამდენიმე პრობლემა მოგიგვაროთ: ფანჯრიდან აღარ დაგიბერავთ და აღარც მეზობელი ბინიდან შემოსული ხმები შეგაწუხებთ.


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი მიირთვათ. საუკეთესო დღეა სხვადასხვა დელიკატესების დეგუსტაციისთვისაც.
კარიერა: მთელი კვირის განმავლობაში ძალიან დაიღალეთ და არ იცით, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები?! თუ ეს ასეა, მაშინ უმჯობესია, მოიფიქროთ ისეთი გასართობი, რაც განტვირთვასთან ერთად ახალი იდეების მოფიქრებაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, გაისეირნოთ პარკში, სუფთა ჰაერზე თავში ახალი იდეები მოგივათ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს თქვენს მაგივრად რამდენიმე საქმის მოგვარება. მერწმუნეთ, ეს მას თქვენზე უკეთ გამოუვა. მთავარია, ამან არ გაგაზარმაცოთ და მომავალშიც არ მოსთხოვოთ მას თქვენს მაგიერ საქმის კეთება.


მორიელი
ჯანმრთელობა:
ხვალ თავი შეიკავეთ სოლარიუმისგან და კანის ფერზე მხოლოდ პილინგის მეშვეობით იზრუნეთ. მერწმუნეთ, მკვდარი უჯრედების მოცილება თქვენს კანს უსიამოვნო ფერს მოაცილებს და გაცილებით სასიამოვნო შესახედს გახდის.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოეშვათ, რადგან თქვენ წინ გელით სერიოზული პრობლემა. ამიტომ იყავით მორალურად და ფიზიკურად მზად ამ პრობლემის გადასაჭრელად.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ არ შეუძლია თქვენი დახმარება. ამიტომ მის დასამშვიდებლად ეცადეთ, შექმნათ ილუზია, რომ ის ყოვლისშემძლეა.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ნუ დალევთ მატონიზებელ სასმელებს, რაც არ უნდა იყოს მითითებული მათ შეფუთვაზე.
კარიერა: მოგინდებათ სასწრაფოდ შეცვალოთ ცხოვრების რიტმი და ამის უნარი გაქვთ კიდეც. ასე რომ, შეუდექით ექსპერიმენტებს და შესაძლოა, ამ ცვლილებებმა გაცილებით ღრმა გარდატეხამდე მიგიყვანოთ.
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს თქვენი მოსმენა არ სურს, რადგან მას ეჩვენება, რომ ისედაც უსიტყვოდ ესმის თქვენი. ეცადეთ, მიახვედროთ, რომ ყველაფერი ასე არ არის.


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალისთვის დიდია ალბათობა, ნევროზმა შემოგიტიოთ. ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ - თუ ამას თავად ვერ მოახერხებთ, მიაკითხეთ სპეციალისტს, ის თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ.
კარიერა: თუ გსურთ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს, ამაზე თავად იზრუნეთ. თუ საქმესთან გამკლავება მარტოს გაგიჭირდებათ, რომელიმე კოლეგა დაიხმარეთ.
სიყვარული: ხვალ ვიღაცის ორსულობის ამბავს გაიგებთ. შესაძლოა, ეს რომელიმე თქვენს ახლო მეგობარს ან ნათესავს ეხებოდეს.


მერწყული
ჯანმრთელობა:
დაკავდით თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვით - ივარჯიშეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და რეგულარულად და დაბალანსებულად იკვებეთ. უარი თქვით მშრალ საკვებზე, თუნდაც მხოლოდ ერთი დღე.
კარიერა: პრინციპულად მნიშვნელოვანია, მოდუნდეთ და სიამოვნების მიღება დაიწყოთ საქმისგან. მაშინაც კი, თუ თქვენი საქმიანობა მაინცდამაინც არ გხიბლავთ.
სიყვარული: რაც არ უნდა შეგემთხვეთ, ეცადეთ, სიმშვიდე და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. ეს ძალიან დაეხმარება თქვენს მეორე ნახევარს, რადგან მას ისედაც დიდი პრობლემები აქვს. შეეგუეთ იმას, რომ ხვალ თქვენს ტანდემში თქვენ გაცილებით ძლიერი უნდა იყოთ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი ურთიერთობის სიმყარე.



თევზები
ჯანმრთელობა:
ნუ გადადებთ საქმეს სამომავლოდ და ის, რის გაკეთებაც ხვალ შეგიძლიათ, აუცილებლად დაუყოვნებლივ გააკეთეთ. ეს ეხება სამკურნალო პროცედურებს, სპორტული ვარჯიშების დაწყებას და ახალ, დაბალანსებულ დიეტებს.
კარიერა: ძალიან გაგიძნელდებათ  გულწრფელი საუბარი ხელმძღვანელობასთან, არადა ეს აუცილებელია. ამიტომ თავს ძალა დაატანეთ, თუ საჭიროა დამამშვიდებელი საშუალებაც დალიეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და კაბინეტის კარზე მიუკაკუნეთ.
სიყვარული: ხვალ გაურკვეველი მიზეზის გამო, საყვარელი ადამიანი ჩაცმის სტილს დაგიწუნებთ. ეცადეთ, მისი შენიშვნა მზრუნველობაში ჩათვალოთ და ამის გამო მასთან ნუ იჩხუბებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?