9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიდწილად, თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ შეეცადეთ, იყოთ მხიარულად და ნუ მოიწყენთ წარსულში არსებული სამწუხარო მომენტების გახსენებით. ეს არც ისე რთულია.  
კარიერა: ხვალ განსაკუთრებით წარმატებული დღე იქნება იმ ვერძებისთვის, ვინც ზუსტი მეცნიერებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება იმ ფაქტზე, როგორ მოაწესრიგებთ საჭირო კონტაქტებს. ასე რომ, იყავით მეგობრული და ისწავლეთ, როგორ უნდა მოაწონოთ სხვებს თავი.
სიყვარული: ნუ დააჩქარებთ თქვენს ურთიერთობებს. ფრთხილი და გათვლილი ნაბიჯებით, ურთიერთობას, რომელიც ამ ეტაპზე გაქვთ, ავტომატურად დაერქმევა სახელი. ხოლო მოვლენების დაჩქარებით საკუთარ თავს მხოლოდ ზიანს მიაყენებთ. იყავით თავშეკავებული, განსაკუთრებით ხვალ.  



კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი მთავარი კოზირი - ყველაფერში ზომიერება იქნება. ჯანმრთელობისა და სიმხნევის შენარჩუნებაში თქვენი  უნარი და ცოდნა დაგეხმარებათ. ამ ფაქტის უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს.
კარიერა: ბიზნესის წარმატებული მართვისთვის თქვენთვის აუცილებელია გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთქმედების სრული თანხმობა და სურვილი. უბრალოდ, შეეცადეთ, არ უხელმძღვანელოთ მათ, არამედ მისცეთ სწორი მიმართულება მათ იდეებს. თქვენი მუშაობის შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
სიყვარული: ხვალინდელი დღე არაფრით იქნება გამორჩეული ათასობით მსგავსი დღისგან. ის იქნება ჩვეულებრივი, მიწიერი და ნებისმიერი სახის ინტერესს მოკლებული. თუმცა, სწორედ ამგვარი დღეები, ისე როგორც არაფერი სხვა, საოცარი სიმშვიდის, სტაბილურობისა და საიმედოობის შეგრძნებას გვანიჭებს. შესაძლოა, ეს არცთუ ისე ცუდი იყოს?!



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ენდეთ საკუთარ ინტუიციას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი რეკომენდაცია ან ექიმების მიერ დასმული დიაგნოზი უსაფუძვლოდ მიგაჩნიათ. ოდნავი ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი კიდევ ერთხელ აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი. 
კარიერა: არსებობს საშიშროება, რომ ვიღაცის ნათქვამი სიტყვების ინტერპრეტირება ისე მოახდინოთ, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ და სწორად და არა იმ აზრის მნიშვნელობით, როგორც მოსაუბრემ წარმოთქვა. უმჯობესია, ჩაეკითხოთ, რადგან შესაძლოა, შემდგომ თანამშრომლობას პრობლემები მოჰყვეს.
სიყვარული:  ხვალ შესანიშნავი დღე იქნება რაიმე  სახის კოლექციონირების დასაწყებად. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოაგროვოთ ყველასთვის ნაცნობი მარკები, შუშის სათამაშოები ან ვარდისფერი სპილოები, მაგრამ ყველაზე მეტად თაყვანისმცემლების „შეგროვების“ სურვილი გაგიჩნდებათ. ხვალ თქვენს კოლექციაში არცთუ ისე ცუდი ეგზემპლარი მოხვდება.        



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენი სუსტი ადგილი შესაძლოა, ყელი აღმოჩნდეს, ამიტომ მოერიდეთ ისეთი დაავადების წარმოქმნას, როგორიცაა ანგინა. მიიღეთ შესაბამისი ზომები ყელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად.
კარიერა: იქნებ საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ სამომავლო გეგმებზე, რადგან თქვენი დაბნეულობა მიმდინარე სამუშაოს პროდუქტიულობაზე არასახარბიელოდ აისახება. ამ საკითხის კარგად და ყველა მხრიდან მოფიქრება უფრო ადვილია, ვიდრე მუდმივად მისი გადაწყვეტის გადადება.  
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი არაფერს გთხოვთ, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდება. თუკი თქვენც მასავით თავდაჯერებული არ ხართ, შეეცადეთ, თქვენი რჩეული შეუმჩნევლად „დააზღვიოთ“. მთავარია, დაზღვევის შესახებ მან არაფერი გაიგოს.



ლომი

ჯანმრთელობა:
მოერიდეთ ახალ ეგზოტიკურ პროდუქტებთან ექსპერიმენტებს, განსაკუთრებით ხილთან და ბოსტნეულთან. მართალია, ახლაც სიამოვნებით შეექცეოდით რაიმე ახალსა და გემრიელს, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არჩევანი ბანალურ ვაშლზე გააკეთოთ.
კარიერა:
ხვალ შესანიშნავი დღე იქნება იმისთვის, რომ საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. ეს არ დაიმსახურეთ? სამუშაო არ გელოდებათ? სისულელეა, ისეთი საქმეები არ არსებობს, რომელთა გადადება ან უთქვენოდ მოგვარება შეუძლებელია. სცადეთ, ხვალ უნდა გამოგივიდეთ.
სიყვარული:
ნუ მოახვევთ თავს თქვენს მოსაზრებას საყვარელ ადამიანს. ის თქვენს მხარეს მაინც არ დაიჭერს და  ისე არ იმოქმედებს, როგორც თქვენ გსურთ. ბუნებრივი სიჯიუტე, რომელიც მას გააჩნია, ხვალ კიდევ უფრო გაუმწვავდება. ამიტომ არაერთხელ მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა.



ქალწული

ჯანმრთელობა:
თუკი ბოლო პერიოდში ვარჯიშის შედეგად კუნთები ისევ გტკივათ, ახლა, მით უმეტეს არ უნდა თქვათ ვარჯიშზე უარი. დაუთმეთ თუნდაც რამდენიმე საათი სხეულზე მუშაობას.
კარიერა: ხვალ თქვენი კოლეგები თქვენი თანამოაზრეები გახდებიან, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, შეგროვდეთ სადმე არაოფიციალურ გარემოში ლუდზე ან ფინჯან ყავაზე და ისაუბროთ ყველასთვის სასიამოვნო რომელიმე თემაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში სამსახურზე.  
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება იმის გაგება, რა გსურთ მისგან და რისთვის გჭირდებათ ზუსტად ამგვარი შედეგი. მოგიწევთ, მისთვის სიმართლის თქმა ან დეტალურად და დამაჯერებლად აუხსენით მას თქვენი მიზნების, მისწრაფებებისა და ქმედებების შესახებ.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ნუ დალევთ ყველაფერს, რაც კი ხელში მოგყვებათ. გაურკვეველი სითხის მიღებით თქვენს ორგანიზმში შესაძლოა, სრულიად ზედმეტი რამ მოხვდეს. უმჯობესია, შეიძინოთ ერთი ბოთლი წყალი, ვიდრე თავი სერიოზულ საფრთხეში ჩაიგდოთ.
კარიერა:
ბიზნესში საკამათო საკითხების გარკვევა საკმაოდ მშვიდ გარემოში მოგიწევთ, მაგალითად, ფინჯან ყავაზე. თანაც, არა ჩვეულებრივ ადგილას, არამედ ელეგანტურ რესტორანში. ნუ დაწვრილმანდებით, დანახარჯი უკან დაგიბრუნდებათ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანი ხმაურიან კომპანიაში წაიყვანოთ, სადაც დროსტარება ნამდვილი სიამოვნებაა. იმდენი ახალი შთაბეჭდილება გაგიჩნდებათ, რომ მათ განსახილველად ერთი ან ორი დღე არ გეყოფათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად არ მოიწყენთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, კუჭის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. დიდი ალბათობით, სანამ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაში არ ჩადგება, სპეციალური დიეტის შესრულება მოგიწევთ.
კარიერა:
დიდხანს არ დაგჭირდებათ ფიქრი, როგორ უნდა გაატაროთ ეს მშვენიერი დასვენების დღე, მაგრამ დიდი ალბათობით, ხვალინდელი დღე არც მშვენიერი აღმოჩნდება და არც უქმე. ზოგჯერ სამუშაო ყველაზე შეუფერებელ დროს მოითხოვს ყურადღებას.
სიყვარული:
ხვალ იმ საქმეებს გაიხსენებთ, რომლებიც წარსულში მოხდა, თუმცა, სასურველია, ამის შესახებ საყვარელი ადამიანის თანდასწრებით არ იფიქროთ. მისთვის, ეს არც ისე საინტერესო იქნება, ან, შესაძლოა, პირიქით მოხდეს და  მისი ინტერესი გადაჭარბებულიც იყოს, რაც მოგონებების დელიკატურობას დაარღვევს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
ხვალ მშვილდოსნები შესაძლოა, თავის ან კუნთების ტკივილმა შეაწუხოს და ასევე, მალე დაღლილობამ. იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდეს, შეეცადეთ, სწორად დაგეგმოთ მიმდინარე საქმიანობა.
კარიერა: ნუ ჩაიშხამებთ ხვალინდელ დღეს უმიზეზო ნერვიულობით. შეეცადეთ, მარტივად გადაჭრად პრობლემები, ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენი პრობლემების გადასაჭრელად ვერ მოიცლის, როგორც მორალური ხასიათის, ასევე, ყველა დანარჩენის. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ ვერ გაგიგებენ და სათანადო დროს ვერ დაგითმობენ. იყავით დამოუკიდებელი.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები, ძლიერი ნერვიულობის გამო, შესაძლოა, თავის ტკივილმა ან სხვადასხვა სახის სპაზმებმა შეგაწუხოთ. აქ უკვე უნდა აირჩიოთ - მისცეთ ორგანიზმს ნერვიულობის ნება ან ჩაკეტოთ ის რკინის  გალიაში მისავე სასარგებლოდ.
კარიერა: თქვენთვის აუცილებელია დასვენება. მუშაობის ნებისმიერ მცდელობას ვარსკვლავები და გარშემომყოფი ადამიანები ისე აღიქვამენ, როგორც სამყაროს ან მათი სურვილების წინააღმდეგ  წასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადეკვატურ რეაქციებს არ უნდა ელოდოთ.
სიყვარული: შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად ლოიალური საყვარელი ადამიანის კაპრიზების მიმართ. ბოლოს და ბოლოს, ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ბავშვი, ხოლო თქვენს მეორე ნახევარში ის ხვალ შეგახსენებთ მისი არსებობის შესახებ, თანაც  წარმოუდგენელი დაჟინებით. მოგიწევთ, იყოთ მომთმენი მშობელი და დაამშვიდოთ აღელვებული ბავშვი.



მერწყული

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის მერწყულები, რომლებმაც აბანოში ან საუნაში წასვლა დაგეგმეს. დიდი შანსია, სოკოვანი ინფექციით დაავადდეთ. ამიტომ, ვიზიტის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, რომ მსგავსი ფაქტი თავიდან აიცილოთ.
კარიერა: თუკი პირად ცხოვრებაში არეულობა გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერაში ყველაფერი წესრიგშია და საკმაოდ პროდუქტიულად უძღვებით პროფესიულ საქმიანობას. ღირს კი ცეცხლთან თამაში? თავბრუდამხვევი კარიერა თუ თავბრუდამხვევი რომანი?
სიყვარული: თუკი თქვენს ქორწინებაში ბზარები შეინიშნება, დროა, რაიმე შეცვალოთ პირად ცხოვრებაში. მიეცით ახალ აზრებსა და შთაბეჭდილებებს თქვენი ცხოვრების შევსების საშუალება ახალი შინაარსითა და მნიშვნელობით.



თევზები

ჯანმრთელობა: ახლობლებზე, ნათესავებსა და კოლეგებზე ხმის მომატება არა მხოლოდ ნერვებს, არამედ ხმის იოგებსაც დაგიზიანებთ. ამიტომ მოიმარაგეთ მოთმინება და წამლები ყელის ტკივილის საწინააღმდეგოდ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თუკი ამგვარი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდებით, საეჭვო დრო არ დაგრჩებათ და გადაწყვეტილებები თავისთავად მიიღება, თქვენი მხრიდან განსაკუთრებული მენტალური ძალისხმევის გარეშე. ხოლო თუკი გადაწყვეტილების მისაღებად მცირედი დრო მაინც გაქვთ, უმჯობესია, ცოტა მოიცადოთ.
სიყვარული: ხვალ იგრძნობთ, რომ, თუკი ვინმეს არ აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში, ეს თქვენ ხართ. თქვენი მეგობარი საყვარელ ადამიანთან მისი ურთიერთობის შესახებ იმდენ უსიამოვნო ფაქტს მოგიყვებათ, რომ ერთადერთი სურვილი გაგიჩნდებათ - საღამოს მეორე ნახევარს დაურეკოთ და უთხრათ: „მე შენ მიყვარხარ!“ ამის გაკეთება კი ნამდვილად ღირს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?