10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტების ვარგისიანობის ვადას, რადგან მოწამვლის საფრთხე არსებობს.
კარიერა: დაფიქრდით, რა იქნება თქვენთვის უკეთესი: იყოთ უფროსი, რომელიც ყველა შეცდომაზე პასუხს თავად აგებს, თუ არაფორმალური ლიდერი, რომელიც თანამშრომლების შთაგონების წყაროა?
სიყვარული: იყავით ალერსიანი და უთხარით მადლობა თქვენს საყვარელ ადამიანს იმ ბედნიერი წუთებისთვის, რომლებსაც გჩუქნით.


 


კურო
ჯანმრთელობა: გულს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ზედმეტი არ იქნება, თუ ქოლესტერინის დონესაც შეიმოწმებთ. 
კარიერა: თუ შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ ადამიანზე, რომლისთვისაც რაღაცის თხოვნა გსურთ და თანაც ეს ყველაფერი დროის ფუჭ ხარჯვად გეჩვენებათ - სულ ტყუილად! წარმატებული დღე გელით. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი აფორიქებული იქნება, ყველაფერზე გისაყვედურებთ, ოღონდ ისე, რომ თავადაც არ ეცოდინება, კარგად როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე შესაფერისია იმისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიებები წინასწარ დაგეგმოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის. 
კარიერა: ერიდეთ კონფლიქტებს მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან - ამ „ომში“ დამარცხებული თქვენ იქნებით. 
სიყვარული: შესაფერისი დღეა ისეთი რაღაცის შესაქმნელად, რაც დროს გაუძლებს. შეგიძლიათ, თქვენი შემოქმედება საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ბევრმა რაღაცამ შეგაწუხოთ და არ არის გამორიცხული, მიზეზი ნერვული გადაღლილობა იყოს. ასე რომ, სანამ სერიოზულ მკურნალობაზე დაიწყებთ ფიქრს, დამამშვიდებელი მიიღეთ. იქნებ, დაგეხმაროთ. 
კარიერა: თქვენი ერთადერთი მოვალეობა რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციის მიღებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, დღე ენერგიით ავსებისთვის გამოიყენოთ. 
სიყვარული: იყავით მზად გაოცებისთვის - თქვენი საყვარელი ადამიანი მოულოდნელობებით გაგანებივრებთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. შეიძლება, ღვიძლის სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: რთული იქნება იმის გააზრება, რომ შეუცვლელი სულაც არ ხართ. ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ! მთავარია. მიზნისკენ შეუპოვრად იაროთ. 
სიყვარული: ხვალინდელი დღე თქვენთვის ტკბილად გასახსენებელი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ყველა დაბრკოლების გადალახვა შეიძლება. უბრალოდ, ზოგს მეტი ძალისხმევა სჭირდება, ზოგს ნაკლები.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: შესაძლოა, მტვერზე ან სხვა ჩვეულ ალერგენებზე ხვალ ალერგიული რეაქცია გქონდეთ. დაალაგეთ სახლი საგულდაგულოდ და ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.
კარიერა: თუ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში თქვენს მცდელობასა და მონდომებას არ აფასებენ, დროა, სამუშაოს შეცვლაზე დაფიქრდეთ.
სიყვარული: დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, გაერთეთ, მოდუნდით, დაისვენეთ...


 


სასწორი
ჯანმრთელობა: დროა, თქვენი ცხოვრების წესს გადახედოთ. იფიქრეთ გონივრულად და მაქსიმალურად ობიექტურად.
კარიერა: უსაფუძვლო სიამაყეს ნუ მისცემთ საშუალებას, ხელი შეგიშალოთ წარმატებისკენ სვლაში. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, სუფთა ჰაერზე ძალიან თხლად ჩაცმული არ გახვიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ცხელი დღეები დგას, მაინც დიდი შანსია ქვენი გაციების.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებს იმაზე მეტი პრობლემა შეიძლება შეექმნათ, ვიდრე მოელოდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ შეუშლით მათ იმაში, რომ ცხოვრებით დატკბნენ.
კარიერა: მოგიწევთ, ეკონომიურ რეჟიმში განაგრძოთ ცხოვრება. გარკვეული პრობლემების წინაშე დადგებით ფულადი ოპერაციების შესრულებისას.
სიყვარული: დღე ოცნებისათვის შესაფერისი იქნება. იოცნებეთ „მასზე“ ან მასთან ერთად.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ ენერგია განსაკუთრებით დაგჭირდებათ, ენერგიის აღდგენას კი 8-საათიანი ძილით თუ შეძლებთ.
კარიერა: ხვალ მოგიწევთ მიიღოთ სარგებლის მაქსიმუმი სიტუაციიდან, რომელიც შესაძლოა, სულაც არ იძლეოდეს რაიმე სარგებლის მიღების შესაძლებლობას. თქვენ მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენ და თქვენი რჩეული სრულიად განსხვავებულად უყურებთ ამა თუ იმ სიტუაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ ერთმანეთს გაუგოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: რაც შეიძლება დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. თავისუფალი დროის რამდენიმე წუთი მაინც თუ გამოგიჩნდებათ, ნუ დაიზარებთ გარეთ გასვლას.
კარიერა: ნუ იტყვით უარს მუშაობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ დასვენების დღეა.
სიყვარული: შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და გარკვეულ ჩარჩოებს არ გასცდეთ. თქვენმა ქცევამ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაზე არ უნდა მოახდინოს გავლენა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ფეხი ფეხზე გადადებული ნუ დაჯდებით. ეს თქვენს ხერხემალზე ცუდად აისახება.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე დასვენებას დაუთმოთ - წინ სერიოზული პრობლემები გელოდებათ, რომლებსაც დასვენებულ გონებაზე ბევრად მარტივად გადაჭრით.
სიყვარული: ძველ სიყვარულს გაიხსენებთ, ნოსტალგია მოგეძალებათ და მასთან ერთად გატარებულ ბედნიერ წუთებს გაიხსენებთ. მთავარია, თქვენი ფიქრების შესახებ თქვენს ახლანდელ რჩეულს არაფერი გაუზიაროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზების ორგანიზმს ახლა ცხიმოვანი მჟავები ესაჭიროება. შეეცადეთ თქვენი კვების რაციონში შესწორებები შეიტანოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების რეალიზების საშუალებას მოგცემთ. ასე რომ, წინ მიზნების ასრულებისკენ!
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის განაწყენება თუ არ გსურთ, ეცადეთ, დრო გამონახოთ საღამოს მასთან ერთად გასატარებლად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?