14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გაითვალისწინეთ! იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, ხანდახან, საჭიროა, პრობლემები რადიკალურად და მოულოდნელად გადაწყვიტოთ.
კარიერა: თქვენი მუშაობის სისწრაფე და ეფექტურობა შეუმჩნეველი არავის დარჩება. თუ გსურთ, ვინმე გააოცოთ - ხვალ ეს ნამდვილად გამოგივათ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ხვალ საბოლოოდ გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა საყვარელ ადამიანთან ერთად ხანგრძლივი ურთიერთობა და შესაბამისად, უნდა იმოქმედოთ.



კურო
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ცხიმიანი საკვები არ მიირთვათ, განსაკუთრებით კი თევზის ცხიმი.
კარიერა: ნუ იჩქარებთ უფროსთან დასრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარებას. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, წესრიგში გაქვთ თუ არა ყველაფერი. 
სიყვარული: ნდობის გარეშე ხვალ ძალიან გაგიჭირდებათ. ვის უნდა ენდოთ, თუ არა თქვენს საყვარელ ადამიანს?



ტყუპები
ჯანმრთელობა: თუ სამსახურში გამუდმებულ სტრესში გიწევთ ყოფნა, ეცადეთ, ყველაზე რთული პრობლემები ხვალ გადაჭრათ, რადგან მუდმივი ფსიქოლოგიური პრობლემები პირდაპირ მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.
კარიერა: ნუ იჩქარებთ! უსაფუძვლო სიჩქარემ შესაძლოა, გენიალური გეგმები წყალში ჩაგიყაროთ.
სიყვარული: ხვალ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, დახმარებას კი ვერავინ შეძლებს - თქვენი რჩეულიც კი.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, თვალების შეშუპებითა და ქუთუთოების სიწითლით გაგეღვიძოთ. მათგან თავის დასაღწევად შეგიძლიათ, კონტრასტულ აბაზანას მიმართოთ.
კარიერა: თქვენი წარმატება თქვენს ხელშია - ასე რომ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარი თავით იამაყოთ. 
სიყვარული: შესაფერისი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. დაფიქრდით, როგორ ადამიანთან ისურვებდით საღამოს გატარებას და გაეშურეთ იმ ადგილას, სადაც ასეთი პიროვნებები გეგულებათ.



ლომი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, დღის განმავლობაში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. სწორედ ხასიათის ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი. 
კარიერა: როგორც არ უნდა გსურდეთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ხვალ ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებთ. სხვა ვარიანტებს ვერ მოძებნით, ამიტომ დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ ძიებაში. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ხვალ გრძნობების კონტროლი გაუჭირდება, ამიტომ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოთ პატარა „აფეთქებისთვის“.



ქალწული
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ თქვენი ზურგის ჯანმრთელობაზე ხვალიდანვე იზრუნებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევთ. 
კარიერა: ნუ ეცდებით ხვალ თქვენს უფროსთან ურთიერთობის გარკვევას. ეს ძალიან არაგონივრული საქციელი იქნება. 
სიყვარული: ხვალ უცხო ენების ცოდნა თქვენთვის ძალიან გამოსადეგი იქნება - შესაძლოა, შეხვდეთ საპირისპირო სქესის უცხოელ ადამიანს.



სასწორი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ ფიზიკურ მომზადებას. 
კარიერა: დროა, შეწყვიტოთ იმის დემონსტრირება, რომ ტყვიაგაუმტარი ჯავშანტექნიკით ხარ შექმნილი. სამსახურში დააგდეთ მუშაობის ტემპი, პირად ცხოვრებაში კი დათმობებზე წადით და მეტად გახსნილი იყავით.
სიყვარული: გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად მარტო სახლში. მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი, მოიმარაგეთ პოპკორნი და უყურეთ ერთად საინტერესო ფილმს.



მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენი ტვინის მუშაობის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში სხვადასხვა თავსატეხები, სუდოკუ და ამოცანები დაგეხმარებათ. 
კარიერა: ხვალ არაჩვეულებრივი განწყობა გექნებათ, რაც დაგეხმარებათ, თქვენი საქმეების მარტივად გამკლავებაში. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს შესახებ რაღაცას გაიგებს, რაც სულაც არ გაახარებს მას. მოსალოდნელია, რომ პირიქით მოხდება.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე შესაფერისია სპეციალისტთან ვიზიტისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ბოლო დროს რაიმე გაწუხებთ. 
კარიერა: წუთიც არ დაგრჩებათ იმისთვის, რომ კოლეგებს გამოელაპარაკოთ. მთელი სამუშაო დღის მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოსთვის მიძღვნა მოგიწევთ. საკმაოდ რთული დღე გელით. 
სიყვარული: თქვენი ურთიერთობა ანთებულ სანთელს მოგაგონებთ, რომლის გაღვივებაც და ჩაქრობაც ერთნაირი წარმატებით შეიძლება. თქვენი გადასაწყვეტია, რა უფრო გსურთ.



თხის რქა
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ ნაწლავებმა „გიღალატოთ“, ამიტომ კარგი იქნება, თუ ახალი კერძების დაგემოვნებისგან თავს შეიკავებთ, განსაკუთრებით კი ეგზოტიკას მოერიდებით. 
კარიერა: მოხსენებები, დოკუმენტაციები, წვრილმანები - ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში უნდა გქონდეთ მზად, რადგან სულ მცირე შეცდომასაც კი შეუძლია, თქვენი შრომა წყალში ჩაყაროს. 
სიყვარული: ნუ იფიქრებთ დიდხანს თქვენც ქცევებზე და იმაზე, როგორ აღიქვამს ამას თქვენი საყვარელი ადამიანი. მას ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ.



მერწყული
ჯანმრთელობა: ეცადეთ, განწყობა არ გაიფუჭოთ. სამსახურში ბევრ პრობლემას გადააწყდებით, რასაც საღამოს თანამდევად შესაძლოა, თავის ტკივილი და ცუდი ხასიათი მოჰყვეს. ნუ დაუშვებთ ამას. 
კარიერა: ხვალ რაღაც მნიშვნელოვანი და თქვენი ინტერესების პირდაპირ განმსაზღვრელი საკითხის უთქვენოდ გადაწყვეტას დააპირებენ. ეცადეთ, ეს მომენტი მხედველობიდან არ გამოგეპაროთ და არ მისცეთ სხვას უფლება, თქვენი მომავალი თქვენ გარეშე გადაწყვიტოს. 
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან მიიღებთ ყველაფერს, რასაც თქვენი სული ინატრებს. ბედნიერი და ჰარმონიული დღე გელით.



თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ ყელი თქვენი ორგანიზმის ყველაზე სუსტი ადგილი იქნება. ყურადღება მიაქციეთ მას. 
კარიერა: ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას თქვენს კარიერასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ბევრი გარემოება არ გაგითვალისწინებიათ...
სიყვარული: ნებისმიერ საქმეში ყველაზე რთული დასაწყისია - შემდეგ ყველაფერი თავისით და მარტივად ხდება. სწორედ ხვალ მოგიწევთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს პირველი ნაბიჯის გადადგმა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?