15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ყველაზე მეტად ემოციური განტვირთვა გჭირდებათ. იქნებ, რომელიმე ექსტრემალური სპორტის სახეობით დაკავდეთ? სპორტის მოყვარული თუ არ ხართ, საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურებაც დაგეხმარებათ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაკლები იფიქროთ იმაზე, რა გელით უახლოეს მომავალში. გამუდმებით ამაზე ფიქრი ვერაფერს შეცვლის, განწყობის გაფუჭება კი გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: თუ ხვალ ძველი საბუთებისა და წერილების მოწესრიგებას დაიწყებთ, აუცილებლად იპოვით რაღაცას, რაც თქვენს პირველ სიყვარულს ან ამჟამინდელი სიყვარულის დასაწყისს გაგახსენებთ. თუ მზად ხართ მოგონებების მორევში გადაეშვათ, არქივის მოწესრიგება დაიწყეთ.


კურო
ჯანმრთელობა: კუროებო, ხვალ თქვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად შლაკებისგან გაწმენდის პროცედურა მოუხდება, მაგრამ ეს ისე ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რომ არაფერი დაიზიანოთ. კარგი იქნება, თუ რჩევისთვის მკურნალ ექიმს მიმართავთ.
კარიერა: ხვალ ყველაზე მთავარია, დარჩეთ იმად, ვინც ხართ. ნუ მოექცევით უფროსისა და კოლეგების გავლენის ქვეშ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ ყველა პრობლემის მოგვარების გზას თავად, ყველასგან დამოუკიდებლად აღმოაჩენთ.
სიყვარული: თუნდაც ეს თქვენს ხასიათს ეწინააღმდეგებოდეს, ხვალ ცოტათი იდუმალი და არაპროგნოზირებადი უნდა იყოთ. დარწმუნებული იყავით, რომ საყვარელ ადამიანს დიდ თავსატეხს გაუჩენთ.


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის აქტივობა სიამოვნებას განიჭებთ, ხვალ თქვენთვის სასარგებლო იქნება სპორტის ნებისმიერი სახეობა.
კარიერა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას არაკეთილმოსურნეთა ირონიულ გამოხედვებსა და ცინიკურ რეპლიკებს. შესაძლოა, თქვენი შურთ ან  უბრალოდ, ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ.
სიყვარული: ხვალ ტყუპების პირად და ოჯახურ ცხოვრებას დიდი გამოცდა ელის. განსაკუთრებული ძალისხმევა მოგიწევთ, რომ თქვენი ცხოვრების ორი ორბიტა ერთმანეთს საშიშ დისტანციაზე არ მიუახლოვდეს და შეასკდეს. ყველაფერი იღონეთ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება თავიდან აიცილოთ.


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის სასარგებლო იქნება აბანოში წასვლა. აუცილებელი არ არის, ექსპერიმენტები ატაროთ წყლის ტემპერატურის ცვალებადობაზე. სასიამოვნო კომპანია და თბილი წყალი სრულიად საკმარისია.
კარიერა: მშვენიერი შესაძლებლობა გაქვთ, სამსახურებრივი საქმეების ნაწილი მოიცილოთ და გაცილებით სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. სავარაუდოდ, თანამშრომლობას ისეთი ფირმები შემოგთავაზებენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ისურვებდით კომპანიონებად.
სიყვარული: ხვალინდელი დღე დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული არ იქნება, თუ ინიციატივას საკუთარ ხელში არ აიღებთ და არ მოიფიქრებთ, როგორ გააფერადოთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრება ცისარტყელას ფერებით და კიდევ რამდენიმე დამატებითი შეფერილობით, რომელიც მხოლოდ თქვენი წყვილისთვისაა ცნობილი.


ლომი
ჯანმრთელობა: 
მოწამვლის დიდი შანსი გაქვთ. ამასთანავე, ეს უსიამოვნო ფაქტი სულაც არ იქნება საკვები პროდუქტის უხარისხობის ბრალი. უბრალოდ, ხვალ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა უკიდურესად მგრძნობიარეა. ხანდახან ასეც ხდება.
კარიერა: ხვალ არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ და ხუმრობითაც კი არ სცადოთ ვინმეს მოტყუება. თქვენს გარშემო იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი ცოტაა. ისეთი კი, ვინც თქვენთვის  თაღლითისა და მატყუარას იარლიყის მიწებებაზე ოცნებობს, საკმარისზე მეტია.
სიყვარული: თქვენს ურთიერთობებში დიდი ცვლილებების დრო დადგა. თანაც, ეს დროებითი კი არა, სამუდამო ცვლილებებია. ხვალიდან მოყოლებული, საყვარელი ადამიანის ახლებურად ხედვა უნდა ისწავლოთ და იმასაც უნდა შეეგუოთ, რომ ისიც ამგვარად მოიქცევა. ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ქალწულები, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ, ხვალ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ ჩვეული რაციონიდან ნებისმიერი გადახვევა შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
კარიერა: აქტიურობამ შესაძლოა, მყარი და სტაბილური შემოსავალი მოგიტანოთ. მთავარია, არაფრის გეშინოდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. უარი არ თქვათ საკუთარ ოცნებაზე. მხოლოდ ასე შეძლებთ, წარმატებას მიაღწიოთ.
სიყვარული: თქვენი გულის ვარდს ძალიან უჭირს საკუთარი შეცდომების და შესაბამისად, თქვენი სიმართლის აღიარება. ეცადეთ, ამაზე ყურადღება არ გაამახვილოთ, რადგან ეს ძალიან დათრგუნავს და გაანაწყენებს.


სასწორი
 ჯანმრთელობა: სასწორებო, ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი სისტემის მდგომარეობას. ექიმის კონსულტაცია და რამდენიმე სპეციალური პროცედურა ისაა, რაც ამჟამად ყველაზე მეტად გჭირდებათ.
კარიერა: როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს, ხვალ თავი შეიკავეთ ისეთ თემებზე საუბრისგან, რომლებიც უშუალოდ თქვენს სამსახურს არ უკავშირდება. ასეთი ტიპის ინფორმაციის მიღების შემდეგ, შესაძლოა, მომავალში თანამშრომლებთან ურთიერთობა გაგიჭირდეთ, რაც არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: ეცადეთ, ბედნიერი იყოთ. ამისთვის განსაკუთრებული მიზეზების ძებნა აუცილებელი არ არის. საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდითაა? მშვენიერია! თქვენგან შორსაა? სამაგიეროდ, არსებობს! ჯერ არ გიპოვიათ? ესე იგი, ყველაზე საინტერესო წინ გაქვთ! სიხარულის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია, მოინდომოთ.


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, აუცილებელი არაა პრობლემის გადაჭრაზე ამდენი იფიქროთ. სავარაუდოდ, ის ხვალვე მოგვარდება და იმაზე მარტივად, ვიდრე გგონიათ. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
კარიერა: დროა ისწავლოთ, როგორ დაზოგოთ დრო ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. ეცადეთ, ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანოთ ის მოქმედებები, რომლებსაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე იმეორებთ. შესაძლოა, ამისთვის რამდენიმე კომპიუტერული პროგრამის შესწავლა მოგიწიოთ, სამაგიეროდ, სამომავლოდ საქმეს გაიადვილებთ.
სიყვარული: ხვალ მოგიწევთ, საყვარელი ადამიანის ცხოვრებით იცხოვროთ. დაინტერესდეთ იმით, რაც მისთვის საინტერესოა და სამყაროს მისი თვალებით უყუროთ. ეს დაგეხმარებათ, უფრო დაახლოვდეთ და ერთიან, განუყოფელ ნაწილად იქცეთ.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: მშვილდოსნებო, უფრთხილდით ვირუსულ დაავადებებს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებიც ვირუსით დაავადებულ ბავშვებს უვლიან. ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.
კარიერა: თუ დილით, თვალის გახელისთანავე, მუშაობის მკვეთრად გამოხატული სურვილით იღვიძებთ, ყველა საქმე გადადეთ და ფსიქიატრს გაესინჯეთ. ბოლოს და ბოლოს, გაიგეთ, რომ ამდენი მუშაობა დამღუპველია.
სიყვარული: ხვალ თქვენს გულისსწორს საოცრად მოუნდება, რომ თქვენთვის უფრო ახლობელი, ძვირფასი და საჭირო გახდეს. როგორ აპირებს ასეთი შედეგის მიღწევას, ის საიდუმლოა, რომლის ამოხსნაც თავად მოგიწევთ. იმედია, ამოცანის პასუხი თქვენთვის სასიამოვნო იქნება.


თხის რქა
ჯანმრთელობა: ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი იყავით საოჯახო საქმიანობის დროს, რადგან ხვალ ტრავმებისა და დაშავების ალბათობა მაღალია. უფრო საიმედო (საინტერესოც) იქნება, თუ მთელ დღეს სახლის გარეთ გაატარებთ.
კარიერა: სასწრაფოდ ახალი იდეები გჭირდებათ. ნუ ჯიუტობთ, თქვენთვის დახმარება აუცილებელია, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება. ასე რომ, ინიციატივის კოლეგისთვის გადაცემა გამოსავალი არ არის - საჭიროა კოლეგიალური გადაწყვეტილება. 
სიყვარული: გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს, მით უმეტეს, თქვენი ტანდემის შემთხვევაში, ვითარებას გამოუვალს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ვარსკვლავები თქვენი პრობლემის გადაჭრის, მინიმუმ, ხუთ გზას ხედავენ. რომელიღაც უკეთესია, რომელიღაც - უარესი, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად გამოგადგებათ.


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ძალები სიმშვიდესა და განმარტოებაში აღიდგინოთ. დასაძინებლად ადრე დაწექით და უარი თქვით ხმაურიან წვეულებებზე. ეს გადაღლილობის გარდა, არაფერს მოგიტანთ.
კარიერა: მოწყენილობამ დაგრიათ ხელი და აღარ იცით, დარდი როგორ გაიქარვოთ? საეჭვოა, დარდის გაფანტვაში ფულის უაზრო ფლანგვა დაგეხმაროთ. ამჟამად თქვენ არაფრის შეძენას არ საჭიროებთ, სამომავლოდ ფულის გადადება კი ნამდვილად არ გაწყენდათ, ამიტომ თავი ხელში აიყვანეთ.
სიყვარული: თქვენი გულისსწორი მეტისმეტად დაუფიქრებლად მოქმედებს, ამიტომ მოგიწევთ მის მოქმედებებში კორექტივები შეიტანოთ. ტაქტიანად მიანიშნეთ, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს. ეცადეთ, მშვიდი და დამაჯერებელი იყოთ.


თევზები
ჯანმრთელობა: 
განდევნეთ ბნელი აზრები. ხვალ ყველაფერი გამოგივათ, თუ თავდაჯერებული იქნებით და პრობლემის გადაჭრის ყველა ვარიანტს ეჭვქვეშ არ დააყენებთ. სინამდვილეში ხვალ თქვენ საუკეთესო შესაძლებლობები გაქვთ. 
კარიერა: კარგი იქნებოდა, შეგესვენათ და სული მოგეთქვათ, მაგრამ ამის ნაცვლად, დამატებითი სამუშაო იპოვეთ. შესაძლოა, არც ისე ძნელია და რთული, მაგრამ გარკვეულ დროსა და ძალებს მაინც მოითხოვს. ეცადეთ, საქმეს მინიმალური დანაკარგებით გაუმკლავდეთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის გრძნობებში დარწმუნებული თუ არ ხართ, აუცილებელი არაა, თქვენს უახლოეს მეგობარს გააცნოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს ხანში მათი ქორწილის მოსაწვევი მიიღოთ, ამიტომ თუ ეს ადამიანი თქვენ გჭირდებათ, სხვებისთვის გაცნობისგან ამ ეტაპზე თავი უნდა შეიკავოთ.   

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?