21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი მთავარი მტერი აპათიაა და თქვენი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზიც სწორედ ეს არის. შეეცადეთ, აქტიური დასვენება მოიწყოთ, იკვებოთ სწორად და უარი არ თქვათ საჭმელზე.
კარიერა: ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით - ხვალინდელი დღე მოძრაობაში უნდა გაატაროთ. ერთი მხრივ, შესაძლოა, სხვებს ქმედებები უაზრობად მოეჩვენოთ, მაგრამ  თქვენთვის ის საკმაოდ ღრმააზროვანი იქნება.
სიყვარული: დაუჯერეთ ცრურწმენებს და მკაცრად გაითვალისწინეთ ისინი. ყურადღება მიაქციეთ შავ კატებს, შეაგროვეთ ბედნიერი ბილეთები, მოერიდეთ მარილის დაბნევას... ყველაფერი ეს განსაზღვრულ როლს ითამაშებს თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობებში და თან, ამ ურთიერთობების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.



კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ თავი შეიკავეთ ზღვის პროდუქტების მიღებისგან, განსაკუთრებით, უმად. სუში-ბარში წასვლა უმჯობესია, რამდენიმე დღით გადადოთ. მანამდე კი მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, რომლებიც თქვენს ორგანიზმს დიდ სარგებლობას მოუტანს.
კარიერა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ მზეზე დიდხანს ყოფნას. ამა თუ იმ მიზეზით, მზე აუცილებლად შეგიშლით ხელს აქტიურ მუშაობაში და არასამუშაო განწყობას შეგიქმნით. ამიტომ მხოლოდ მოღრუბლული ამინდი და ჩამოფარებული ფარდები დაგჭირდებათ.
სიყვარული: ხვალ ყველაფრის სრულად შესრულება მოგიწევთ, რათა საყვარელმა ადამიანმა შენიშვნა არ მოგცეთ, რომ საქმეს უგულოდ, წვალებისა და პასუხისმგებლობის გარეშე ასრულებთ. ამგვარად, თავიდან აიცილებთ კამათსა და პრეტენზიებს, რაც თქვენს ტანდემზე დადებითად აისახება.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
გაზარდეთ ახალი ბოსტნეულის მიღების რაოდენობა, განსაკუთრებით, თუკი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ. კარგი იქნება, თუკი დროებით თავს მოარიდებთ კულინარიულ შედევრებს და ყველაზე მარტივ კერძებს აირჩევთ.
კარიერა:
თქვენ მხოლოდ ფიზიკური ძალა და გამძლეობა მოგეთხოვებათ. საამისოდ კი მომზადება მოგიწევთ, რათა თანამშრომლების თვალში სახით ტალახში არ აღმოჩნდეთ: დილას, კონტრასტული შხაპი მიიღეთ, მიირთვით მწვანე ჩაი და ფეხით გაიარეთ რამდენიმე კილომეტრი.
სიყვარული: ნებისმიერი ამინდის მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, თუნდაც მცირე ხნით გაისეირნოთ ერთობლივად სუფთა ჰაერზე. ჩაიცვით ოდნავ თბილად, თან წაიღეთ ქოლგა და იარეთ საყვარელი ქალაქის ქუჩებში. დატკბით ერთმანეთით და ისაუბრეთ ნებისმიერ სისულელეზე. ასეთი მარტივია ბედნიერება...                                                            



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებო, ნუ ეძებთ პრობლემებს იქ, სადაც არ არის. სანამ რომელიმე დაავადების სიმპტომებს არკვევთ, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვან დავალებას გადააწყდეთ და ვერ შეამჩნიოთ. ამიტომ გაითვალისწინეთ და შეეცადეთ, ყველაფერს რეალურად შეხედოთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ ხელმძღვანელის მაგიდაზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დატოვებას: შესაძლოა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვათ. ცოტა გაგრილდით და არსებულ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედეთ - მიხვდებით, რომ, თუკი დარჩებით, დიდი შანსი გაქვთ, აღიარება მიიღოთ, რასაც ახალ სამუშაო ადგილას ვერავინ დაგპირდებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის დაკმაყოფილება არცთუ ისე ადვილია. ის თქვენგან ბევრს და ხანდახან პრაქტიკულად შეუძლებელს მოითხოვს. შეეცადეთ, შეასრულოთ მისი მოთხოვნები, თუკი სრულად ვერა, თუნდაც ისე, რომ მომავალში სათქმელი დაგრჩეთ: „ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შემეძლო“.



ლომი

ჯანმრთელობა:
ლომებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება მხედველობას და მიიღონ საჭირო ზომები, რადგან ძლიერი გადაღლა და თვალების დაძაბულობა  ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
კარიერა: იმოქმედეთ ისე, თითქოს კომპანიის დირექტორი იყოთ. ნუ აჩქარდებით და ნუ გაიქცევით კისრისტეხით. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნუ გააკეთებთ ყველა საქმეს ერთდროულად. სამსახურში ყველაფერი კარგად და სტაბილურადაა, ამიტომ მხოლოდ საბოლოო პროდუქტის ხარისხზე იზრუნეთ.
სიყვარული: თუკი საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაიმეს მოყოლა არ სურს, ჩაკეტილია და გემალებათ, ნურაფერს დააძალებთ. სიმართლეს მაინც ვერ გაიგებთ, ხოლო  უხეშობას ნამდვილად ვერ აცდებით.



ქალწული

ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ზურგის ან მხრების პრობლემები წარმოგექმნათ. კარგი, შეძლებისდაგვარად - მაღალპროფესიონალური მასაჟი, უდავოდ, დაგეხმარებათ. თუკი მასაჟს ვერ გაიკეთებთ, შეეცადეთ, გაწელვების ვარჯიშები შეასრულოთ.
კარიერა:
ხელმძღვანელთან კამათი არ ღირს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის, თქვენი აზრით, უდიდეს შეცდომას უშვებს. ხელმძღვანელი ყოველთვის მართალია, სანამ ის ხელმძღვანელია და მასთან უსიამოვნო საუბრები ნამდვილად არ გჭირდებათ.
სიყვარული:
ხვალ ორიგინალურად და განსხვავებულად იაზროვნებთ, რაც სწრაფი და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ, თუმცა, რამდენად მართალი იქნება თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - ეს ვარსკვლავებმა არ იციან. კარგი იქნება, თუკი საყვარელი ადამიანი ცოტას მაინც შეგაჩერებთ და თქვენი კრიტიკოსი გახდება.



სასწორი

ჯანმრთელობა:
თავს ძალიან დაღლილად იგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძველებურად ბევრი სამუშაო არ გაქვთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარ თავს სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცეთ.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადასადგმელად: დირექტორს სამუშაო ადგილის შეცვლის შესახებ გულახდილად გაესაუბრეთ. უკვე ნამდვილად დადგა მსგავსი ქმედების დრო. სულ მალე, თქვენი დასახული მიზნები აუცილებლად ასრულდება.
სიყვარული: დიდი შანსია, საყვარელ ადამიანს ვერ შეხვდეთ. რა გაეწყობა? მასთან ერთად, თქვენს ცხოვრებაში უამრავი სასიხარულო და სასიამოვნო რამ არსებობს. რაც არ უნდა მოხდეს, თქვენი გულისსწორი ფიქრებით სულ თქვენთანაა, ისევე, როგორც თქვენ მასთან.



მორიელი

ჯანმრთელობა: თუკი მკაცრ დიეტაზე ხართ, დროა, დაფიქრდეთ და შეეშვათ საკუთარი ორგანიზმის ტანჯვას. გარდა ამისა, საკვებში ხანგრძლივმა შეზღუდვამ შესაძლოა, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ეფექტი გამოიწვიოს.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. როგორც იქნა, შეძლებთ იმუშაოთ არა სხვისთვის, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი დიდია, რომელიც თავისუფლად სუნთქვისა და საკუთარი ცხოვრების განკარგვის საშუალებას არ მოგცემთ
სიყვარული: მორიელებო, თუკი საყვარელი ჰობი ჯერ კიდე არ გაქვთ, ხვალ შეგიძლიათ იფიქროთ, რით დაკავდებით თავისუფალ დროს და თან ისე, რომ ოჯახს სარგებელი მოუტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაკავდეთ კერვით (რა თქმა უნდა, თუკი ნემსისა და ძაფის ხელში დაჭერა იცით). ამგვარად არ მოგიწეთ დროის გაყვანა სულელური რეალითი-შოუების ცქერით.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
თქვენი კუჭი უამრავ უსიამოვნებას შეგატყობინებთ, რაც კონკრეტულად თქვენს კვებას ეხება. ამიტომ შეეცადე,თ შეაქოთ თქვენი კუჭი. თუკი ეს არ გამოგდით, მაქსიმალური მოთმინება გამოიჩინეთ.
კარიერა: ხვალ აუცილებლად მოგიწევთ ვინმეს მიმართ მზრუნველობის გამოჩენა და ეს „ვინმე“ შესაძლოა, თქვენი ახალი ნაცნობი იყოს. გამორიცხული არ არის, რომ განსაკუთრებული კლიენტი მოგივიდეთ, რომელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, იძულებული გახდებით, მისი დახრჩობის სურვილი შეიკავოთ, რათა არც იმან იწვალოს და არც თქვენ.
სიყვარული:
ხვალ საყვარელი ადამიანის გამოკვება მოგიწევთ - თუკი საკვებით არა, თუნდაც საუბრებით. შეეცადეთ, არ გადააჭარბოთ, თუკი საკუთარი თავის გაკონტროლება და საკვებში შეზღუდვა გაგიჭირდებათ, დაპატიჟეთ სტუმრები გამზადებული კერძების რაოდენობის შესაბამისად.  



თხის რქა

ჯანმრთელობა:
ხვალ თხის რქები ოპტიმიზმითა და ენერგიით იქნებიან სავსე, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყველაზე უკეთ აისახება. როგორც კი ძალების შემცირებას იგრძნობთ, აუცილებლად წადით დასაძინებლად.
კარიერა:
მუდმივი დაძაბულობა, რომელშიც არსებობთ, სულ მალე ემოციურ ბომბს დაემსგავსება. მოეშვით და მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს, მით უმეტეს, თუკი ეს საქმე  პირდაპირ კავშირშია თქვენთან. მიეცით საკუთარ თავს ოდნავი სიზარმაცის უფლება. სიზარმაცე შესანიშნავი საშუალებაა გადაღლილობისგან თავის დასაღწევად.
სიყვარული:
ახალი მეგობრების შეძენაში უფრო გიმართლებთ და იღბლიანი ხართ, ვიდრე ვინმეს გულის დაპყრობაში. ეს კარგიც არის - გულების ამგვარი დიდი კოლექცია რაში გჭირდება? ძალიან ბევრი მეგობარი კი არ არსებობს.



მერწყული

ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ თქვენს ღიმილზე იქნება დამოკიდებული, ხოლო განწყობა - მის გულწრფელობაზე. თუკი სასარგებლოსა და სასიამოვნოს გააერთიანებთ, ჩათვალეთ, რომ ხვალინდელი დღე თქვენს ცხოვრებაში  ტყუილად არ ჩაივლის.
კარიერა: თქვენი პროფესიონალური აქტივობა, ჩვეულებრივთან შედარებით ოდნავ შემცირდება. უმუშევრობის სურვილი აქ არაფერ შუაშია. მიზეზი ელემენტარული დაღლილობაა. იქნებ დასვენების დღით ისარგებლოთ.   
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ საყვარელი ადამიანის ის ჩვევები, რომლებიც აქამდე გაღიზიანებდათ, ახლა უკვე თქვენში უარყოფით გრძნობებს აღარ იწვევს. პირიქით, ეს ჩვევები მოგწონთ როგორც მისი, ასევე, სხვების შესრულებით. მზად ხართ, ეს „სხვები“ შეიყვაროთ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენს მეორე ნახევარს რაღაცით ჰგვანან.



თევზები

ჯანმრთელობა: ნუ იბანავებთ ცივ წყალში, თუკი ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, რომ ცივი წყალი თქვენს ორგანიზმს სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს. ხვალინდელი დღე, ასევე, სრულიად შეუფერებელია იმისთვის, რომ საცხოვრებლად მაცივარში გადახვიდეთ და მხოლოდ ნაყინი და ყინულიანი წვენები მიირთვათ. აუცილებლად გაცივდებით!
კარიერა: ყველა საქმეში მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შემდგომ გადაჭარბებულ მონობაში ბრალის წაყენება ვერ გაგიბედონ.
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს მეგობრებს გააცნოთ, რა თქმა უნდა, თუკი ის მათ ჯერ კიდევ არ იცნობს. ალბათობა იმისა, რომ ხვალ ერთმანეთს კეთილგანწყობით შეხვდებიან, უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?