24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე, შეგიძლიათ, მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნათ. იზრუნეთ ფიგურაზე, ჩაეწერეთ სალონში სპაპროცედურებზე, სახის კანის მოვლაზე ან მსუბუქ მასაჟზე. საკუთარი თავის გათამამება არავის ავნებს.
კარიერა: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ შესაძლოა, წვრილმანი, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთი დაკარგოთ. ასეთ სიტუაციაში უმჯობესია, ყურადღება ქოლგაზე გადაიტანოთ, ვიდრე საფულეზე. თუმცა, ვინ იცის, ვარსკვლავები არ ტყუიან, შესაძლოა, საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნივთზე იყოს.


სიყვარული: იმისთვის, რომ რაიმეს მიაღწიოთ, ბევრი წვალება გჭირდებათ და არც ხვალინდელი დღე იქნება გამონაკლისი. ყოველთვის დარწმუნებულ იყავით, რომ საყვარელი ადამიანისგან ვერაფერს მიიღებდით, თუმცა, ტყუილად. ხვალ ის სრულიად მოულოდნელად თქვენს პირობებს დასთანხმდება და ყველაფერს თქვენი სურვილის მიხედვით გააკეთებს.


 


კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ იმ მედიკამენტებს, რომლებიც საოჯახო აფთიაქში გაქვთ შენახული. აშკარად რევიზიის ჩატარება გჭირდებათ, რათა მიღებული წამალი ვადაგასული არ აღმოჩნდეს და არ გააუარესოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კარიერა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ, გაიხსენოთ, სად, როდის, ვისთან და რა თანამდებობაზე მუშაობთ. ეს მნიშვნელოვნად გაგიფუჭებთ იმ სიამოვნებას, რომელსაც დასვენების დღეებში ელოდებით. გირჩევნიათ იყოთ, უბრალოდ, ადამიანი და არა რომელიმე საოფისე დანადგარის მექანიზმი.
სიყვარული: ხვალ თქვენს წინაშე მრავალფეროვანი გზები გაიხსნება, რომელსაც შეგიძლიათ, გაჰყვეთ იმისთვის, რომ ზუსტად იმ პირად ცხოვრებას მიაღწიოთ, რომელზეც ოცნებობდით. ფრთხილად იყავით, არ შეცდეთ, რადგან ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ ერთი გზის დასასრულშია, უკეთეს შემთხვევაში - ორის, ხოლო დანარჩენი გზები ჩიხში ან ჭაობში გაგიყვანთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუკი გრძნობთ, რომ თქვენს კანს დატენიანება აკლია, გადახედეთ  კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლითაც სარგებლობთ და ასევე, ყურადღება მიაქციეთ კვების პროდუქტებს. რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ავოკადო და ნუში.  
კარიერა: წინ მხოლოდ საუკეთესო გელით. ნუ დაკავდებით ავეჯის ან საოფისე კანცელარიის შეძენით, რადგან შეძენილი ნივთები მთელ თქვენს ენერგიას წაგართმევთ. სხვა საკითხია, თუკი პროდუქციის შესაქმნელად, ბაზარში მაქსიმალურად მაღალხარისხიან ნედლეულს შეიძენთ. თუკი სამსახურში სრულყოფილი სამუშაოსთვის საჭირო სურვილის რეალიზებას ვერ მოახერხებთ, საღამოს თეატრში წადით და ნუ დაინანებთ თანხას ბილეთების შესაძენად. სიყვარული: ხვალ უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემათ და თავს ზრდასრულ, დამოუკიდებელ და ძლიერ პიროვნებად იგრძნობთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვეულებრივ, ზემოჩამოთვლილი თვისებების საპირისპიროდ მიგაჩნიათ თავი. თქვენი მეორე ნახევარი სასიამოვნოდ გაოცდება თქვენით. შეეცადეთ, დროთა განმავლობაში ეს დადებითი თვისებები არ დაკარგოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებს სხეულის კორექციით დაკავება საკმაოდ გაუჭირდებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მიზნის მისაღწევად თქვენმა ქმედებებმა  ორგანიზმს არანაირი ასპექტით არ ავნოს.  
კარიერა: არაფორმალურ გარემოში კოლეგებთან შეხვედრა შესანიშნავია, მაგრამ, თუკი სახლიდან გასვლა ძალიან გეზარებათ, მოიწვიეთ სახლში სტუმრები - ეს იდეალური ვარიანტია. გამოხატეთ, რომ თქვენ ყველაზე ხალისიანი და სტუმართმოყვარე ადამიანი ხართ და შემდეგი ეტაპი საპასუხო ვიზიტი იქნება. თუკი კერძების მომზადება არ გხიბლავთ, მოაწყვეთ სასიამოვნო საღამო რომელიმე კლუბში.
სიყვარული:
იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი ერთი შეხედვით იდეალურია და მას არანაირი ნაკლი არ აქვს, ხვალ დარწმუნდებით, რომ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა, ეს არც ისე ცუდია. ანგელოზთან ერთად ცხოვრება და მუდმივად იმის შეგრძნება, რომ თქვენ არასრულფასოვანი ადამიანი ხართ, ძალიან რთულია.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს: შესაძლოა, ის დაავადებები და პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ, სწორედ ხერხემალს უკავშირდება. იქნებ მიმართოთ სპეციალისტს და დაიწყოთ სპეციალური ვარჯიშები?..
კარიერა:
  ხვალ თავისუფლად გააკეთებთ ყველაფერს, რაც კი თქვენს ჭირვეულ ხასიათს მოესურვება. ეწვიეთ კინოთეატრს, გამოფენას, დაპატიჟეთ სტუმრები ან უბრალოდ, გაატარეთ მთელი დღე სახლში. ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს სურვილების შესრულებაზე. ისიამოვნეთ ცხოვრებით!
სიყვარული: ნუ მოგერიდებათ, საყვარელ ადამიანს პატიება სთხოვოთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი თავს დამნაშავედ არ გრძნობთ. შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი და მოინანიეთ ყველა ცოდვა, ყველაზე სასაცილო და უმნიშვნელოც კი. თქვენი საქციელი საყვარელ ადამიანს ყველაზე მეტად გაახარებს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
გონივრულად გადაანაწილეთ თქვენი ძალები და ენერგია. ხვალ ნებისმიერი ემოციური მდგომარეობა თქვენს ჯანმრთელობას დიდი ხნით გააუარესებს. თქვენთვის მთავარია - შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
კარიერა: შეეცადეთ, გაარკვიოთ, რა გეგმები აქვს თქვენთვის ძვირფას ადამიანს და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მისი გეგმების განუყოფელი ნაწილი გახდეთ. მხოლოდ მის გარშემო მყოფი ადამიანები დაგეხმარებიან, მოწყდეთ სამსახურს და დროებით მაინც გაიხსენოთ იმის შესახებ, რომ ზოგჯერ მაინც გაქვთ დასვენების უფლება.
სიყვარული:
ხვალ გაოცდებით, როდესაც გაარკვევთ, რამდენი საინტერესო ინტერესი გაქვთ საყვარელ ადამიანთან. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ  მიღებული თეორია პრაქტიკით გაამყაროთ, რათა ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაგაახლოოთ, გაგაერთიანოთ და განუყოფელ მთლიანობად გაქციოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
კარგია, თუკი დრო და დრო სამედიცინო ლიტერატურას კითხულობთ, მაგრამ ხვალინდელი დღე ამგვარი დავალებისთვის არ გამოგადგებათ - თქვენზე ძალიან შთამბეჭდავად იმოქმედებს.
კარიერა:
ნებისმიერი დაწყებული საქმე ხვალვე უნდა დაასრულოთ, არც კი იფიქროთ შემდეგისთვის რაიმეს გადადება. „ზეგ“ და „მაზეგ“  სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.
სიყვარული:
ხვალ მოგეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ყველაზე რომანტიკული წუთები უკან ჩამოიტოვეთ და მათ დაბრუნებას ვერაფერი შეძლებს. მაგრამ ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავთ სასიყვარულო ურთიერთობებს. ასე რომ, წინასწარ დეპრესიული განწყობის შექმნა არ ღირს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეთ, თევზს წვალების გარეშე ვერ დაიჭერთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ შრომის კოეფიციენტი და თევზების რაოდენობა თქვენი ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური იყოს.
კარიერა:
ნუ გაღიზიანდებით წინასწარ იმის გამო, რომ თქვენი დასვენების დღეები ისე სწრაფად მთავრდება, რომ თითქოს ჯერ არ დაწყებულა. უმჯობესია მომდევნო კვირისთვის რაიმე საინტერესო  მოიფიქროთ: მოსაწყენად ვეღარ მოიცლით და უკვე ერთ საათში იოცნებებთ, რომ მომდევნო კვირა მალე დაიწყოს.
სიყვარული:
ხვალ საკმაოდ კრიტიკულად აღიქვამთ როგორც საკუთარ თავს, ასევე საყვარელ ადამიანს. საღამოს უკვე მყარად გადაწყვეტთ, თქვენ და თქვენი რჩეული ახალ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ და ყველაფერი ძველი დაივიწყოთ, მაგრამ ამისთვის მისი თანხმობა დაგჭირდებათ. ეს კი არცთუ ისე მარტივი დავალებაა.  


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუ გსურთ, თავი კარგად იგრძნოთ, აუცილებლად გადახედეთ საკუთარ შეხედულებებს იმაზე, რაც თქვენთვის მიღებული და ნაცნობია. კერძოდ, ხვალინდელი დღე ყველაზე კარგი იქნება რომელიმე მავნე ჩვევისგან გასათავისუფლებლად.
კარიერა:
სამუშაოს მხრივ, ხვალინდელი დღე სავსებით პროდუქტიული იქნება, მაგრამ დღის მანძილზე დაძაბული და გაღიზიანებული იქნებით. მიღებულ დავალებას ადვილად გაუმკლავდებით, მაგრამ მოერიდეთ თვითკრიტიკას, ეს საბოლოოდ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თავს საუკეთესო მხრიდან წარმოგიდგენთ. თან იმდენად საუკეთესო, რომ მის ნაკლოვანებებს სრულიად დაივიწყებთ. როგორც ჩანს, ხვალ ვარდისფერი სათვალე თქვენთვის ყველაზე საჭირო და მოდური აქსესუარი გახდება. შეეცადეთ, თვალებიდან არ მოიშოროთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენთვის მთავარია, გამოსაჯანმრთელებლად დადებითი განწყობა შეიქმნათ. ამ სურვილის გარეშე თქვენ მიერ მიღებული ყველა წამალი, უბრალოდ, დროისა და ფულის ხარჯვა იქნება. ახლა თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
კარიერა: ხვალ შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. სანამ თქვენი კონკურენტები ისვენებენ, შეგიძლიათ, მნიშვნელოვნად წაიწიოთ წინ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, ასეთ წინსვლას თქვენგან არავინ ელოდება. მოულოდნელობა საკმაოდ დიდ სარგებლობას მოგიტანთ.
სიყვარული:
ხვალ ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს გულიდან რომელიღაც ქვა ჩამოგწყდათ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ქვის ნატეხი ისეთ ადგილას გადამალოთ, რომ ვეღარ იპოვოთ. ეს ქვა, არც თქვენ და არც თქვენს ახლობლებს არასდროს დაგჭირდებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წელის და ხერხემლის მდგომარეობას, რადგან დიდი შანსია, სპორტული ვარჯიშების და ასევე, სიმძიმის აწევის დროს ტკივილები იგრძნოთ. უფრო ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ.
კარიერა: სამუშაოს შესრულებაში უამრავი ფაქტორი შეგიშლით ხელს, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას იქონიებს თქვენს კონცენტრაციასა და მუშაობის სურვილზე. შეეცადეთ, იგნორირება გაუკეთოთ მათ, ვისაც თქვენს მიმართ ბოროტი განწყობა აქვს.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება მოუწევს და ამ არც თუ ისე მარტივ დავალებას წარმატებით გაუძღვება. თქვენი მეორე ნახევრის დახმარების სურვილი და შესაძლებლობები გაგაკვირვებთ და ისიც გაგაოცებთ, რამდენად მარტივად იხსნება ზარდახშა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სახსრების პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ დროებით დაივიწყეთ ცივი შხაპი (თუკი, რა თქმა უნდა, გიყვართ) და ასევე, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა.
კარიერა: ხვალ იქიდან მიიღებთ  შემოთავაზებას, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდით. პასუხის თქმას ნუ იჩქარებთ. კარგად დაფიქრდით. თქვენი გონებრივი ძალისხმევა ნამდვილად არ დაიკარგება.
სიყვარული: ნუ გექნებათ იმედი, რომ ახალ ნაცნობთან ხანგრძლივი, თბილი და სანდო ურთიერთობები ჩამოგიყალიბდებათ. სიყვარულსა და მსგავს გრძნობებზე საუბარიც არ არის. შეეცადეთ, უბრალოდ, მიიღოთ სიამოვნება ერთად გატარებული ყოველი წუთიდან, ხოლო იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი გიჩვენებთ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?