23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას. შესაძლოა, მკურნალობის შედეგი ისე სწრაფად ვერ მიიღოთ, როგორც გსურთ, მაგრამ ცოტა მოითმინეთ და აუცილებლად იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კარიერა: თუ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთან თავისუფალი დროის გატარება სურთ, ამის საშუალებას არ მისცემთ, შესაძლოა, მეგობრების გარეშე დარჩეთ. ნუ შეიქმნით ახალ პრობლემებს. ნებისმიერ სიტუაციაში კარგად აწონ-დაწონეთ, რას მიიღებთ იმის ფასად, რაც შეიძლება დაკარგოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი გარშემომყოფებისთვის ოთხი წლის ბავშვებივით ხართ, რომლებიც საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, ბოლოს და ბოლოს, მარტო დატოვა.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ სასურველია, რომ რაციონში მცირეოდენი კორექტივები შეიტანოთ. შესაძლოა, ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმაც მოგიწიოთ.
კარიერა: მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ პოზიციები გაიმყაროთ. გახსოვდეთ, რკინა მანამ უნდა გამოჭედოთ, სანამ ცხელია, თორემ მერე გვიან იქნება. თამამად და მიზანსწრაფულად იმოქმედეთ და მიზანს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, აუცილებლად მიაღწევთ. ოჯახურ საქმეებში გაცილებით მეტი პრაქტიკულობა გმართებთ. ეცადეთ, რომ მაცდურ შეთავაზებას არ „წამოეგოთ“.
სიყვარული: ძალიან გიჭირთ, საყვარელი ადამიანი იმის გაკეთებაზე დაიყოლიოთ, რაც ასე გჭირდებათ. ათასი არგუმენტიც რომ დაუდოთ, მაინც ვერ დაითანხმებთ, ამიტომ მოგიწევთ, რაღაც სხვა ეშმაკობა მოიფიქროთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, კარგად განიტვირთოთ და საფუძვლიანად დაისვენოთ, რადგან უქმე დღეების მუშაობით გაფუჭება ნამდვილი დანაშაულია. ამჟამად ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა გჭირდებათ, რადგან საქმიანობის შეცვლა უკვე დასვენებაა.
კარიერა: თუ სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობთ და სამსახურში თვითდაჯერება გაკლიათ, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ ცხოვრებისეული სივრცის სხვაგვარად დაგეგმვაზე. სცადეთ გარემოს შეცვლა და შეიძინეთ ახალი ნივთები სახლისთვის. ეცადეთ, რაღაც მაინც შეცვალოთ თქვენს გარშემო.
სიყვარული: ხვალ საოცრად ცივი და შეუვალი იქნებით, ამიტომ თუ თქვენი შენარჩუნება თუ უნდა, თქვენმა გულისსწორმა თავიდან უნდა მოგიპოვოთ. თუ ის თქვენთვის მართლაც ძვირფასია, ამ რთულ საქმეში უნდა დაეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც მასთან ბედნიერი იყავით. 



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ხვალ ზუსტად იმდენი უნდა იძინოთ, რამდენსაც თქვენი ორგანიზმი ითხოვს და არც ერთი წამით ნაკლები. გახსოვდეთ, რომ ძილის ხანგრძლივობის შემცირების ნებისმიერი მცდელობა სამწუხარო შედეგებამდე მიგიყვანთ.
კარიერა: დაფიქრდით, არასწორი ტაქტიკა ხომ არ აირჩიეთ? თუ ასეა, ეს დღე ზედმიწევნით შესაფერისია იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოთ. მთავარია, მოიფიქროთ, კონკრეტულად - რა. 
სიყვარული: ხვალ მთავარია, ურთიერთობაში გარკვეულ ზღვარს არ გადასცდეთ. თუ ასე მოხდა, მეორე დღეს, სიამოვნების ნაცვლად, საშინელ სინდისის ქენჯნას იგრძნობთ, რაც არაფერში გჭირდებათ.



ლომი
ჯანმრთელობა: 
პროდუქტის შენახვის ვადას თუ სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ, გამორიცხული არაა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეგექმნათ. ყველაფრის მიუხედავად, ეს უსიამოვნო ამბავი ნერვიულობად არ ღირს. ყველა აუცილებელ ზომას თუ მიმართავთ, ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდებით.
ბიზნესი: არ ღირს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ყველას უამბოთ, რადგან შეიძლება ვიღაცას თქვენი შეშურდეს და საქმე გაგიფუჭოთ. ეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლოთ. ასე მავანთა ცნობისმოყვარეობასაც დააკმაყოფილებთ და სინდისიც სუფთა გექნებათ.
სიყვარული: თქვენს გულისსწორს რომანტიკული გრძნობის განსაახლებლად უნდა, რომ თქვენი ერთობლივი ცხოვრებიდან  რომელიღაც ისტორია გაგახსენოთ. თუ ნოსტალგიისკენ მიდრეკილი არ ხართ, ეცადეთ, თავაზიანად დაეთანხმოთ და ტაქტიანად შეცვალოთ საუბრის თემა.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, თვალები არ დაღალოთ, რადგან ხვალ მხედველობის გაუარესებაა მოსალოდნელი. ყურადღება მიაქციეთ დაღლილობის მოხსნის სხვადასხვა მეთოდს და საჭირო ვიტამინების შესახებაც ნუ დაივიწყებთ.
კარიერა: ხვალ უნიკალური შანსი გაქვთ, სწორი ტაქტიკის შემთხვევაში, წარმატებით დაასრულოთ ყველა წამოწყებული საქმე. რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, უმცირესი შეცდომის შემთხვევაში, ყველა მცდელობა წყალში ჩაგეყრებათ. რა გაეწყობა, ყველა ადამიანი საკუთარი ბედის მჭედელია.
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენი მოქმედებები არასწორად გაიგოს, რაც თქვენს ურთიერთობაზე არასახარბიელოდ აისახება. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ გაუგებრობა და დეტალურად ახსენით საკუთარი ქმედების ყველა მიზეზი.



სასწორი

ჯანმრთელობა: ამჟამად თქვენთვის აუცილებელია ენერგიის დაზოგვა. ეცადეთ, რომ თქვენმა ორგანიზმმა საჭირო რაოდენობით საკვები და ენერგია მიიღოს. მეტი დაისვენეთ და ერიდეთ უარყოფით ემოციებს.
კარიერა: თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, ეცადეთ, ხვალ მუშაობას თავი აარიდოთ. ბოლოს და ბოლოს, დასვენების დღე იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა დაისვენონ და ცხოვრებით დატკბნენ. სამწუხაროდ, გამორიცხული არაა, რომ აუცილებელმა გარემოებამ მუშაობა გაიძულოთ. 
სიყვარული: თქვენი გულის ვარდს ვერ გაუგია, შექმნილ სიტუაციაში როგორ გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ვითარება მართლაც ძალიან რთულია. თქვენ შეგიძლიათ, მას საჭირო რჩევით დაეხმაროთ ან ყველაფერი მის ნაცვლად გააკეთოთ. გადაწყვეტილება თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული.



მორიელი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკური ღონისძიებების ბიუჯეტთან შეთავსებაზე იფიქრებთ, რადგან შესაძლებელია, ჯანმრთელობის შენარჩუნების უფრო იაფ და გაცილებით ეფექტურ მეთოდს მიაგნოთ. 
კარიერა: შესაძლოა, ხვალ ისეთი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელშიც კომპეტენციაც გაკლიათ და თავდაჯერებულობაც. დაივიწყეთ სიამაყე და რჩევა ისეთ ადამიანს ჰკითხეთ, რომელიც ამ საქმეში თქვენზე უკეთ ერკვევა. თქვენ აუცილებლად მიიღებთ ფასეულ რეკომენდაციას.
სიყვარული: ეცადეთ, ხვალ საყვარელ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი იყოთ. თქვენს გულისსწორს ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ და არა ისეთი, როგორადაც ცდილობთ, თავი მოაჩვენოთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და თქვენც შეგიყვარებენ. თანაც იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ მშვილდოსნები ამინდის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან. თქვენი განწყობა და ჯანმრთელობა მთლიანად ამინდის ცვალებადობაზეა დამოკიდებული. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად გაიაზროთ საკუთარი ქმედებები, შეადგინოთ მოქმედების დეტალური გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. სავარაუდოდ, სიხარულისა და სიამოვნების გარდა, არაფერი გელით.
სიყვარული: ხვალ სულიერ დას ან ძმას შეიძენთ. ზოგადად, იპოვით საპირისპირო სქესის ადამიანს, რომელიც ზუსტად ისე აზროვნებს და ზუსტად იმას გრძნობს, რასაც თქვენ. ისეთი განცდა გექნებათ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ხართ. იქნებ ეს თქვენი ბედია?



თხის რქა

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, ხვალ ალკოჰოლს არ გაეკარონ. გაითვალისწინეთ, რომ სპირტიანი სასმელის ნებისმიერი რაოდენობა თქვენს ჯანმრთელობაზე დამღუპველ გავლენას მოახდენს. თუ აუცილებლად რამის დალევა გინდათ, არჩევანი კეფირზე შეაჩერეთ.
კარიერა: ელიტარულ წვეულებებზე ყოფნა გიყვართ? მშვენიერია, რადგან სწორედ ხვალ მოგიწევთ ასეთ ღონისძიებაზე წასვლა. თუ მოინდომებთ, ახალ და საჭირო კონტაქტებსაც დაამყარებთ და საჭირო ინფორმაციასაც მიიღებთ. ეცადეთ, სათანადოდ მოემზადოთ. 
სიყვარული: ხვალ ყველაფერი, რაც აქამდე დაფარული იყო, გაცხადდება. ყველაფერი, რასაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენგან და თქვენ მისგან მალავდით, ზედაპირზე ამოტივტივდება და თუ საყოველთაო განხილვის თემა არა, თქვენი ტანდემის განსჯის საგანი აუცილებლად გახდება.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ემოციური დატვირთვა თავიდან აირიდოთ, რადგან ხვალ ნეგატიური ინფორმაციის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარე ხართ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ეს ცუდად აისახოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 
კარიერა: ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რაზეც თქვენ გარშემო საუბრობენ, რადგან შესაძლოა, საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. თუ თვლით, რომ თქვენამდე მხოლოდ მცდარი ინფორმაცია აღწევს, თავად შექმენით სასურველი გარემო და თქვენთვის სასურველი ინფორმაცია გაავრცელეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, თუნდაც რამდენიმე საათი დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი გარდაუვალია: ის აუცილებლად დაასკვნის, რომ არ გიყვართ, არ გჭირდებათ და საერთოდ, თქვენი ურთიერთობა არ შედგა. მგონი, მოვლენების ამ სცენარით განვითარება არაფერში გჭირდებათ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გარკვეული ზომების მიღება მოგიწიოთ, თუმცა თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს გამოიღებს. თქვენ სწრაფად შეძლებთ, დაიბრუნოთ კარგი განწყობა და ენერგია. 
კარიერა: კარგი იქნება, თუ სამსახურებრივ თემებთან დაკავშირებით რჩევას თქვენთვის ავტორიტეტულ ადამიანს ჰკითხავთ. შესაძლებელია, რჩევამ, რომელსაც მიიღებთ, მნიშვნელოვნად გაგიადვილოთ მუშაობა და  სამომავლოდ, გაგიმარტივოთ კოლექტივთან ურთიერთობა. 
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი მოახერხებს, მთელი დღის გეგმები წყალში ჩაგიყაროთ და ჭკუიდან გადაგიყვანოთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შედეგი, რომელიც მის ქმედებებს მოჰყვება, იმდენად მოგეწონებათ, რომ მის ახალ ინიციატივებს სიხარულით გაიზიარებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?