5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება გამოიჩინოთ გარშემომყოფების მიმართ. შეიძლება, მოთმინება ყველასთან არ გეყოთ, თუმცა თქვენი ჯანმრთელობისთვის ამ რჩევის გათვალისწინება აუცილებელია.
კარიერა: გადადეთ ყველა საქმე, რომელ სერიოზულ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. მათ, ვინც ისვენებს, ვარსკვლავები სახლიდან გასვლას არ ურჩევენ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რომ ყველაფერი იდეალურად და გეგმის მიხედვით მიდის. შეეცადეთ, დაეხმაროთ მას ამ არცთუ ისე მარტივ საქმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულ მომენტში თავს არაკომფორტულად და მარტოსულად იგრძნობთ.


 


კურო
ჯანმრთელობა:
თუკი აქამდე ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ხვალიდან თავს უკეთ იგრძნობთ. განაგრძეთ მკურნალობის კურსი, რათა მდგომარეობა დაასტაბილუროთ და კიდევ უფრო გააუმჯობესოთ.
კარიერა: ხვალ თქვენი დღეა, ამ სიტყვის სრული გაგებით. ყველას დაიპრობთ: კოლეგებს - სამუშაოს მიმართ ინტერესით, ხელმძღვანელებს - გამჭრიახობით. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს ვითარება და კიდევ უფრო გააუმჯობესოთ.  
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ბრწინვალე რჩევას მისცემთ, რისთვისაც ის კიდევ დიდხანს იქნება თქვენი მადლიერი. მთავარია, რჩევის შედეგი თქვენს ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახოს. 


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, გამოიჩინეთ სიფრთხილე სხვადასხვა დამამშვიდებელი საშუალებების მიღებისას. შეარჩიეთ ის პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს - ეს თქვენ არაფერში გჭირდებათ.
კარიერა:
თქვენი ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, ამის მიზეზი კი ის არის, რომ როგორც სახლში, ისე სამსახურში თითქმის ყოველთვის უარს ამბობთ შემოთავაზებული დახმარების მიღებაზე.
სიყვარული: ხვალ უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემათ ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. სანამ თანხმობას ან უარს იტყვით, კონსულტაციისთვის საკუთარ გულს მიმართეთ - ის არასდროს მოგატყუებთ.           


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტით დაკავდეთ, მაგალითად, ჩინური ტანვარჯიშის რომელიმე სახეობით. ეს კუნთების განვითარებაში დაგეხმარებათ, რასაც საკმარის დროს არასდროს უთმობდით.
კარიერა: საბოლოოდ აიღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე და ლიდერის თვისებებს გამოავლენთ. მთავარია, გადაჭარბებით არ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. ყურადღება მიქაციეთ კოლეგების რეკომენდაციებსა და მეგობრების რჩევებს.
სიყვარული:
ხვალ, დიდი ალბათობთ, იმ ადგილას შეხვდებით თქვენს სიყვარულს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. ის ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც წარმოგედგინათ. მისი ყურადღების მიქცევა თქვენი ძირითადი ამოცანა გახდება.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ნუ გამოცდით ბედს და ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. მოიმარაგეთ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავენ, ძირითადად, ციტრუსი. მზრუნველობისთვის ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით.
კარიერა: ჭორაობისთვის ვარსკვლავები ხელსაყრელ გარემოს გპირდებიან. თქვენ კი შეგიძლიათ, ტემპერატურას კიდევ უფრო მოუმატოთ, გამხიარულდეთ და გარშემომყოფებიც გაამხიარულოთ. ინტრიგების გარეშე სამუშაო ადგილი ხომ წარმოუდგენელია. 
სიყვარული:
უმჯობესია, სახლიდან არსად გახვიდეთ და არც მეორე ნახევარი გაუშვათ. გარეთ იმდენი მოულოდნელობა და უსიამოვნება გელით, რომ სახლში სულ სხვა ადამიანი დაბრუნდებით. თქვენს მეორე ნახევარსაც იგივე ელოდება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ცოტა შემცირდება, თუმცა მისი კალორიული საკვებით შევსება არ ღირს. თუკი ძალების ნაკლებობას გრძნობთ, უმჯობესია, ცოტა დაიძინოთ.
კარიერა:
 ამ დღეს კოლეგებთან და ხელმძღვანელთან ურთიერთგაგება გექნებათ, რაც იშვიათად ხდება. ეს ბევრს გაუკვირდება და შეშურდება კიდეც. ასეთ ურთიერთობას საკუთარ გულწრფელობას უნდა უმადლოდეთ, თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობდეს. 
სიყვარული: კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ, რას ნიშნავს ეჭვიანობა, ოღონდ - მცირე დოზით, მსუბუქი მინიშნებით და არა ხანგრძლივი, რუტინული საყვედურით.  


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ მზეზე. ეს განწყობის ამაღლებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით, თუკი ბოლო დროს თავს ცოტა დათრგუნულად გრძნობთ.
კარიერა: გაითვალისწინეთ გარშემომყოფების რეკომენდაციები. შესაძლოა, საუკეთესო რჩევა იმ ადამიანისგან მიიღოთ, რომელიც თქვენი კვლევის სფეროში სრულიად არაკომპეტენტურია.
სიყვარული: თუ გსურთ, შეგიყვარონ, პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი. გამოუტყდით საკუთარ თავს სიყვარულში, მოეფერეთ საკუთარ გულს და დაინახავთ, რომ სამყარო თქვენ გარშემო უფრო კეთილი და ნათელია. მათ შორის - თქვენი მეორე ნახევარიც.  


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება გაწელვითი ვარჯიშები, ასევე ცურვა და წყალში ვარჯიში. 
კარიერა: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამუშაოს მიმართ  სრულ აპათიას იგრძნობთ. დილით, შესაძლოა, მაღვიძარის ხმა „შემთხვევით“ ვერ გაიგოთ და სამსახურში დააგვიანოთ, ხოლო საღამოს - სახლში ადრე წახვიდეთ. ამგვარმა დათმობებმა შესაძლოა, თქვენი კარიერა მნიშვნელოვნად დააზიანოს.
სიყვარული:
 ან საბოლოოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ საყვარელ ადამიანთან თავს ბედნიერად გრძნობთ და საერთო მომავალი გაქვს, ან საბოლოოდ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება...


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, თბილად ჩაიცვათ, არ დალიოთ ცივი სასმელები და უპირატესობა მიანიჭოთ ჩაის, თუნდაც მიირთვათ გლინტვეინი.
კარიერა:
უმჯობესია, ხელმძღვანელთან არ იკამათოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სრულიად დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში. თუკი იმ მომენტში ნერვების მოთოკვა გაგიჭირდებათ, ნელა დაითვალეთ ათამდე. სულ მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გაირკვევა. 
სიყვარული:
სანამ ვინმეს გაეპრანჭებით, არ დაგავიწყდეთ, რომ სიყვარულში ორივე მხარეს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუკი ამისთვის მზად არ ხართ, იქნებ არც ღირს სიყვარულის ძიება?


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ანემიის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკა გჭირდებათ. ამის გაკეთებას მარტივად შეძლებთ - უბრალოდ, გაანებივრეთ საკუთარი თავი ყაბაყით მომზადებული სხვადასხვა კერძებით.
კარიერა: ხვალ, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი გამოგიჩნდეთ და სამუშაოს გადადება მოგიწიოთ. ნუ წამოეგებით, ეს პროვოკაციაა! იმ შემთხვევაშიც, თუკი ცუდი არაფერი გემუქრებათ, ზეგისთვის, როგორც მინიმუმ, ორი დღის სამუშაოს შესრულება მოგოწევთ?
სიყვარული:
საყვარელი ადამიანისგან სწორ პასუხს რთულად მიიღებთ, რადგან თქვენი რჩეულის სურვილია, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ იმოქმედოს შექმნილ სიტუაციაში. რა გაეწყობა, ნუ შეუშლით მას ხელს.  


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, ნუ აიკრძალავთ და ნუ მიაყენებთ ორგანიზმს სტრესს. ზედმეტი კალორიების დასაწვავად კი სატრენაჟორო დარბაზს ან საცურაო აუზს მიმართეთ.  
კარიერა: თქვენთვის აუცილებელია, რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. მათ უდავოდ მოენატრეთ და თქვენთვის ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი. 
სიყვარული: გაიხედეთ ფანჯარაში. მოგწონთ, რასაც ხედავთ? თუკი არა, მაშინ შეეცადეთ, სამყარო თქვენ გარშემო ოდნავ უკეთესი იყოს. მოაწყვეთ შაბათობა და გაიხალისეთ დღე. 


 


თევზები
ჯანმრთელობა: სამუშაო საათების პერიოდში არ დაგავიწყდეთ დროდადრო მცირე ვარჯიშების შესრულება. დაიზილეთ კისრის კუნთები, მოადუნეთ თვალები, გაიარეთ კომპიუტერიდან კომპიუტერამდე. ნუ გაჩერდებით დიდხანს ერთ ადგილზე.
კარიერა: დროულად დაამთავრეთ სამუშაო და საღამო აუცილებლად საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მობილური ტელეფონის გამორთვა არ დაგავიწყდეთ - იმ წუთებში საქმეზე არ უნდა იფიქროთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს გამხნევებას სიტყვებით ან საქმით შეეცდება. შესაძლოა, მისი სიტყვები თუ საქმე უადგილოც კი აღმოჩნდეს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი სურვილი შექებას იმსახურებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?