6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ საკუთარი თავით იამაყებთ და ამის მიზეზიც გექნებათ! რეგულარულად ჩატარებული პროფილაქტიკის წყალობით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ, შესანიშნავია. ენერგია მნიშვნელოვნად მოგემატებათ და იდეალური განწყობა გექნებათ.
კარიერა: მთელ დღეს სრულიად უსარგებლოდ გაატარებთ, თუმცა, თქვენი აზრით, საქმეებით იქნებით დაკავებული. მაგალითად, დაიწყებთ დოკუმენტების სისტემატიზაციას, რაც თანხის გამომუშავების პროცესს ანელებს ან თქვენი კომპანიის წარმოებულ პროდუქციას ერთი ადგილიდან მეორეზე გადადებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი  გადაწყვეტილების მიღებას დააპირებს, მაგრამ გაუჭირდება თქვენი დარწმუნება, რომ მისი ქმედება საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ის შესაშური სიმტკიცით გააგრძელებს თქვენს დაჯერებას, იმდენად, რომ სიტუაციის მნიშვნელობას ბოლომდე შეიგრძნობთ. შეიგრძენით და ისიამოვნეთ, თუ შეიძლება.  



კურო
ჯანმრთელობა:
ვერძებო, ნუ გავიწყდებათ, რომ პოზიტიური ემოციები ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ, იფიქრეთ არა მხოლოდ წამლების შეძენაზე, არამედ სასიხარულო მოვლენების ორგანიზებაზეც.
კარიერა: ახლობლებისა და ნათესავებისგან რაიმე სახის ინფორმაციის დამალვა არ მოგიწევთ. ნებისმიერი ინფორმაციის „გაჟონვა“ არც თქვენ, არც თქვენს საქმეს და არც თქვენთვის ძვირფას ადამიანებს არ დააზიანებს. ხვალ შეგიძლიათ, აბსოლუტურად ყველა დეტალი გაამხილოთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
სიყვარული: როგორც ამბობენ, „საქმის სწრაფად დასრულება“ თანამედროვე საზოგადოების ყველაზე საშინელი დაავადებაა. სხვათა შორის, ეს დაავადება „საქმის სწრაფად დაწყებაზეც“ ვრცელდება. ამიტომ, თუკი გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ურთიერთობები ახალ სტადიაზე გადაიყვანოთ, შეეცადეთ, ნელ-ნელა და აკურატულად იმოქმედოთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობის ოდნავ შესუსტებას იგრძნობთ. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ, სწორად დაგეგმოთ დღის რეჟიმი და, ასევე, დაკვირვებით შეარჩიოთ საკვები პროდუქტები.
კარიერა: თქვენი ვერაგი თვისება - გაურკვევლობა და თავდაუჯერებლობა თქვენს გეგმებს მთლიანად შეცვლის. იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, პირველ რიგში, გაარკვიეთ მიზეზი, რატომ გაქვთ საკუთარ თავთან ამგვარი დამოკიდებულება. აიღეთ რამდენიმედღიანი შესვენება და  ბევრი იფიქრეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას და მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. იყავით მისთვის საიმედო საყრდენი. მოითმინეთ მისი ცუდი განწყობა, ცრემლები და მძიმე სუნთქვა. სამწუხაროდ, სიყვარული მხოლოდ მთვარის შუქზე რომანტიკული საღამოები არ არის.                                                             


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
სასურველია, ჩვეულებრივ კერძებს სხვადასხვა სანელებლები დაუმატოთ, მაგალითად, როზმარინი ან კურკუმა. ეს არა მხოლოდ გაამდიდრებს კერძს, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებაში და კუჭის კიბოს პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.
კარიერა: სამუშაო დღის მანძილზე ნამდვილად გაგიმართლებთ. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ იქნებით დაძაბული და კარგი იქნება, თუკი თქვენს პროფესიონალურ ვალდებულებებს თავისთავად გადაწყვეტის საშუალებას მისცემთ. უბრალოდ, მიუშვათ. შედეგი საქმიანი და საინტერესო იქნება.
სიყვარული:
სამწუხაროდ, საყვარელ ადამიანს ყურადღებას ვერ დაუთმობთ. სწორედ ამ უყურადღებობის გამო ის თქვენთვის უმნიშვნელო ადამიანად იგრძნობს თავს. იყავით მზად ურთიერთობის ხანგრძლივი გარკვევისთვის. ისე, ყოველი შემთხვევისთვის.



ლომი

ჯანმრთელობა:
ამ ეტაპზე დიდი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რადგან ჩატარებული მკურნალობის კურსი, სამწუხაროდ, ისეთ შედეგს ვერ მოგიტანთ, როგორსაც ელოდებოდით. ამიტომ აიყვანეთ თავი ხელში და იმოქმედეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
კარიერა:
ხვალ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჩაცმულობას. ის, ვისთანაც ურთიერთობა მოგიწევთ, ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ ამგვარი მარტივი საკითხის გამო მასთან ურთიერთობის დაძაბვა არ ღირს.  
სიყვარული:
ხვალ მიხვდებით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენზე დამოკიდებული არ არის და ის საზოგადოების დამოუკიდებელი წევრია. ვერ ვიტყვით, ეს ფაქტი ძალიან დაგამწუხრებთ თუ გაგახარებთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მასთან შეგუება მოგიწევთ.



ქალწული

ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ შორ მანძილზე წასვლას. თუკი სხვა გამოსავალი არ არის და გამგზავრება გარდაუვალია, თან წაიღეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება გზაში დაგჭირდეთ. წვრილმანი ნივთებიც კი.
კარიერა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია ახალი სამუშაო ადგილის საძიებლად. გადახედეთ ვაკანსიებს ინტერნეტსაიტებზე და გაზეთებში. მიმართეთ ახლობლებსა და ნაცნობებს: იქნებ, მათ შეძლონ, მოგიძებნონ სწორედ ისეთი სამსახური, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. წარმატება თქვენთან ახლოსაა, ყურადღებით იყავით და ნუ გაუშვებთ მას ხელიდან!
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, მაგრამ ხვალ ზუსტად გაივლის. ამიტომ მოამზადეთ საყვარელი „კუჭისთვის“ რამე განსაკუთრებით გემრიელი. თქვენც მიირთვით მასთან ერთად: თქვენი მეორე ნახევრის ბედნიერი თვალები  მადას კიდევ უფრო აღგიძრავთ.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სისუფთავეზე იზრუნოთ. ნივთებისა და დოკუმენტების დალაგებით გონებასა და გრძნობებშიც წესრიგს დაამყარებთ, რაც თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კარიერა: ნუ გაუმხელთ ნაცნობებს თქვენს სამომავლო გეგმებს. თქვენი თანამოსაუბრის უნებლიე, ჩვეულებრივი ადამიანური შური თქვენს წარმატებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. უმჯობესია, საკუთარი აზრები საიდუმლოდ შეინახოთ, ხოლო წარმატების შესახებ მას შემდეგ ისაუბროთ, როგორც კი ფაქტი შედგება.
სიყვარული:
გყავთ ნათესავები საზღვარგარეთ? ნუ შეგეშინდებათ. უბრალოდ, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შორი გზიდან ახალ ინფორმაციას მიიღებთ. მოულოდნელი სიახლე მნიშვნელოვნად გაგაოცებთ და თავსატეხსაც გაგიჩენთ. გადაწყვეტილების მიღებამდე, ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ, რათა შემდგომ სულელის როლში არ აღმოჩნდეთ.  



მორიელი

ჯანმრთელობა: ხალხური მედიცინით მკურნალობა კარგ შედეგს მოგიტანთ. მაგრამ, თუკი ამ სფეროში თქვენი ცოდნა საკმარისი არ არის, სასურველია, უპირატესობა ტრადიციულ მედიცინას მიანიჭოთ.
კარიერა:
თქვენ თავდაუზოგავად შრომობთ და დანამდვილებით არც კი იცით, რისთვის იღვწით ასე მტკიცედ - ეს, ერთი მხრივ, შესანიშნავია, მეორე მხრივ, სრულიად უსარგებლო. იქნებ უფრო აზრიანი საქმიანობით დაკავდეთ?
სიყვარული:
საყვარელ ადამიანთან საუბრის დროს ყურადღებით იყავით გამონათქვამებთან. ხვალ თქვენი რჩეული სიტყვებს ორაზროვნად მიიღებს და უცნაურ დასკვნებს გააკეთებს, რომლებიც არც ერთ არსებულ და ცნობილ ლოგიკის მეცნიერებას არ მიეკუთვნება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
თუკი ჰიპერტენზია არ გაწუხებთ, მაგრამ გსურთ, რომ წნევა მუდმივად ნორმაში გქონდეთ, მაშინ არ უნდა დაივიწყოთ ჯანსაღი კვების შესახებ. უარი თქვით ცხიმიან საკვებზე. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.
კარიერა:
ხვალ დაძაბული დღე გელოდებათ. უფრო ზუსტად კი, ხვალინდელ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში გაატარებთ. ლოდინი კი წარმოუდგენლად დაგღლით. წარმატებებს გისურვებთ!
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის გულისკენ გზა კუჭზე გადის, რაც ქალბატონებზეც და მამაკაცებზეც ერთნაირად ვრცელდება. საყვარელი ხელებიდან მიღებული საკვები ყოველთვის უფრო გემრიელია. გარდა ამისა, ის სიყვარულის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა. ამიტომ მოამზადეთ თქვენი მეორე ნახევრისთვის რაიმე  გემრიელი, თუნდაც შემწვარი კვერცხი, მთავარია - სულით და გულით!



თხის რქა

ჯანმრთელობა:
დაკვირვებით შეარჩიეთ თქვენი მენიუ. გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით დამზადებული მსუბუქი კერძებით, ხოლო მძიმე საკვებზე დროებით უარის თქმა მოგიწევთ.
კარიერა:
ხვალ შესაძლებლობა მოგეცემათ, თავი ბრძენ ადამიანად ჩათვალოთ: ადვილად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. საუბრის დაბალი, ზომიერი ტემბრი და ჩამოყალიბებული არგუმენტები აუცილებლად დაგეხმარებათ.
სიყვარული:
თუკი საყვარელ ადამიანს ვინმესთვის გულის გადაშლა მოუნდება, ამ საქმეში საიმედო საყრდენი მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით. მართალია, სხვისი პრობლემების მოსმენა თქვენთვის რთულია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი რჩეულის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობები გაქვთ.



მერწყული

ჯანმრთელობა: რთული ცხოვრებისეული სიტუაციები და ნერვიულობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაგირღვევთ. იმისთვის, რომ ყველაფერი ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახოს, აუცილებლად ისწავლეთ, რას ნიშნავს რელაქსაცია.
კარიერა: მსოფლიოს ბედსა და გლობალურ პრობლემებზე დიდხანს ფიქრი არ ღირს, რადგან ეს ფიქრები მხოლოდ თავის ტკივილით დასრულდება და ბიზნესსაქმიანობაში წარმატებას ნამდვილად ვერ მოგიტანთ, თუმცა, რატომ გაშფოთებთ მსოფლიოს ბედი ასე ძალიან, თქვენთვისაც გაურკვეველია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სამსახურში, სასწავლებელში ან ცხოვრების სხვა რომელიმე სფეროში მცირე პრობლემები შეექმნება, რაც თქვენთან ურთიერთობაში მას ხელს შეუშლის. შეეცადეთ, გაუგოთ თქვენს რჩეულს და დიდად არ გამოთქვათ პრეტენზიები. თქვენი მხარდაჭერა  მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მას ცხოვრებას.



თევზები

ჯანმრთელობა: თევზებო, შეეცადეთ, აზიდვები გააკეთოთ არა ათჯერ, როგორც მიჩვეული ხართ, არამედ - თერთმეტჯერ. თუკი აზიდვების გაკეთება საერთოდ არ შეგიძლიათ, იქნებ ერთხელ მაინც სცადოთ. თქვენთვის, ამ ეტაპზე, აუცილებელია მცირე პროგრესიც კი, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ მებრძოლი სულის ასამაღლებლადაც.
კარიერა: დაფიქრდით, რამდენად შეგეფერებათ იმ ფუნქციების შესრულება, რომლებიც თქვენმა ხელმძღვანელმა დაგავალათ. თუკი თვლით, რომ თქვენი პოტენციალის გამოყენება უფრო რაციონალურად იყო შესაძლებელი, აუცილებლად განაცხადეთ ამის შესახებ.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენს საყვარელ ადამიანს მოეჩვენოს, რომ ღალატი საშიში არ არის. რა თქმა უნდა, ეს ფიქრისა და მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას მოგანიჭებთ, თუმცა ამით თქვენი მეორე ნახევრის მიმართ გარკვეული უფლებები  ჩამოგერთმევათ. მიიღოთ თუ უარყოთ ეს სიტუაცია - მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?