7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ნევროზის წარმოქმნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებით, რასაც შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ. თუკი არ იცით, როგორ - მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
კარიერა: იყავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თანამშრომლებთან ურთიერთობაში. თავად გაარკვიეთ ურთულესი სიტუაციები. მხოლოდ თქვენი გამოცდილება და ინტუიცია გიკარნახებთ, ვინ დაუშვა შეცდომა მოლაპარაკებების დროს და ვინ არ გაითვალისწინა თქვენი მითითებები.
სიყვარული: მოიფიქრეთ, როგორ გირჩევნიათ, მიმართოთ საყვარელ ადამიანს. ნუ შეჩერდებით რომელიმე კონკრეტულ საყვარელ  სახელზე. არ არის აუცილებელი, თქვენ მიერ შერჩეული მეტსახელი ლამაზად ჟღერდეს.



კურო
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი რომელიმე მატონიზებელ სასმელს მიიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა წერია შეფუთვაზე.
კარიერა:
ნუ შეგაშინებთ სირთულეები, რადგან, რაც უფრო მეტად შეგაშინებთ უიღბლობა, მით უფრო რთულად გადასაწყვეტი მოგეჩვენებათ თქვენი საქმეები - როგორც რუტინული, ასევე მოულოდნელი. შეხედეთ ყველაფერს მარტივად.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთან ურთიერთობის ანალიზის გაკეთება მოუწევს, რათა მიხვდეს, რა გელოდებათ მასთან ერთად უახლოეს მომავალში. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, მთავარია, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეიძლება ყველაფრის შეცვლა - მთავარია სურვილი.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
დაზოგეთ თავისუფალი დრო, რათა ორგანიზმს დასვენების საშუალება მისცეთ. საუკეთესო ვარიანტია სიტუაციის შეცვლა. თუნდაც, ფეხით სეირნობა ძილის წინ - უდავოდ, დაგეხმარებათ.
კარიერა: თქვენი წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რამდენად პროდუქტიული ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან. ნუ აიძულებთ თანამშრომლებს თქვენი გეგმების გათვალისწინებას. ისწავლეთ სხვების აზრების მოსმენა. გახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენზე უკეთ შეუძლიათ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა.
სიყვარული: მზის აქტივობა იმდენად ძლიერად იმოქმედებს ტყუპებზე, სიტუაციის ადეკვატურად შეფასებას ნაკლებად შეძლებენ. თუმცა, ხვალ, შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაალაგოთ. თუკი ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, ორივე თქვენგანი საკუთარ აზრზე დარჩება.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში იოგა და სუფთა ჰაერზე  სეირნობა დაგეხმარებათ. ასევე, სწორი, რეგულარული და დაბალანსებული კვება. უარი თქვით წახემსებაზე, თუნდაც, ერთი დღით.
კარიერა: შეხვდით ხვალინდელ დღეს კოლეგებთან გულწრფელი საუბრით, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე, თუმცა, კონკრეტული მითითებების გაცემა არ ღირს. გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაკვირვებულობა.  
სიყვარული: დაურეკეთ მშობლებს! ან, თუკი ერთად ცხოვრობთ, უთხარით, რომ გიყვართ. ისე, უმჯობესია, არაფერი თქვათ. უბრალოდ, იმოქმედეთ ისე, რომ მათ ასიამოვნოთ. სხვათა შორის, თუკი საყვარელი ადამიანის მშობლების მიმართაც გამოიჩენთ ყურადღებას, მაშინ სამყარო სიკეთით კიდევ უფრო შეივსება.



ლომი

ჯანმრთელობა:
ნუ გამორიცხავთ რაციონიდან ცხიმებს. ხვალ ცხიმიანი საკვები ნამდვილად არ გავნებთ, პირიქით, სავსებით სასარგებლო და აუცილებელიც გახდება თქვენთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საუზმეზე, სადილად და ვახშმად მხოლოდ ლორი მიიღოთ.
კარიერა:
ხელმძღვანელთან დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ გარკვევა, ვინ არის თქვენ შორის მართალი და რომლის გადაწყვეტილების მიღების მეთოდი იქნება თქვენი კომპანიისთვის უფრო ეფექტური, ოპტიმალური და ადვილად შესასრულებელი. შეეცადეთ, იყოთ ობიექტური და საღად შეაფასოთ როგორც თქვენი, ასევე მისი შემოთავაზებები.
სიყვარული:
თქვენ არ შეგიძლიათ, აუხსნათ ვინმეს, რატომ გიყვართ ეს ადამიანი, მაგრამ ფაქტია, რომ გიყვართ! ამბობენ, რომ, თუკი წარმოთქვამთ სიტყვებს „რატომ“ და „რისთვის“ - ეს სიყვარული არ არის. ასე რომ, არ ღირს საკუთარ თავში ძიება. უბრალოდ, გიყვარდეთ!



ქალწული

ჯანმრთელობა:
ხვალ, შესაძლოა, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ. ასევე, ხვალინდელი დღე უსიამოვნო იქნება მათთვის, ვისაც ქრონიკული ტკივილები აწუხებთ. მოიმარაგეთ ჯიბეში ტკივილგამაყუჩებლები.
კარიერა: ხვალ დიდხანს არ მოგიწევთ თქვენი ხელმძღვანელის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრი მათი სწორად ინტერპრეტაციისთვის. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ყველაფერს მარტივად გაიგებთ დამატებითი კომენტარების გარეშე.
სიყვარული: არ გეჩვენებათ, რომ თქვენი ზრუნვითა და სიყვარულით საყვარელ ადამიანს ზედმეტად აწუხებთ? ზედმეტი ყურადღება თქვენს რჩეულს ახრჩობს და მხოლოდ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაზე ოცნებობს. ვარსკვლავები არ მიგითითებენ, რომ თქვენი მეორე ნახევარი ნაკლებად გიყვარდეთ, თუმცა, მასთან დღეში 40-ჯერ დარეკვა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზე აქვს, ალბათ, არ ღირს.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ნუ დაკარგავთ საკუთარ ძალებს ეჭვებზე, უბრალოდ, გააკეთეთ ის, რაც გევალებათ და შედეგზე ლოდინი არ მოგიწევთ. ეჭვებით, დიდი შანსია, დაკარგოთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ.
კარიერა: რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევარი საკმაოდ დატვირთული გექნებათ. მთავარია, საქმეზე კონცენტრირება მოახერხოთ, ხოლო ყოველდღიური პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ, სამომავლოდ გადადოთ. წინ მნიშვნელოვანი საქმეები გელოდებათ, ამიტომ მოიკრიბეთ ძალები  და მოემზადეთ კიდევ ერთი ნახტომისთვის.
სიყვარული:
ნუ იქნებით ზედმეტად გულწრფელი საყვარელ ადამიანთან. სამწუხაროდ, ღირსეულად ვერ შეგაფასებენ და უხასიათობაში ჩაგითვლიან. თუმცა, ზედმეტ გულწრფელობას, შესაძლოა, უმწეობა ეწოდოს, რაც ქალისთვის დიდი უპირატესობაა და  რასაც მამაკაცზე ვერ ვიტყვით.



მორიელი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იგრძნობთ, ამიტომ შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ და არ ინერვიულოთ, რადგან ნერვული დაძაბულობა მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს.
კარიერა:
გაიხსენეთ თქვენი დაპირებების შესახებ და განახორციელეთ ისინი ცხოვრებაში. გაათამამეთ საკუთარი თავი. ეს სასარგებლოდ წაგადგებათ. ზოგადად, ხვალინდელი დღე თქვენია, ამიტომ თამამად დაგეგმეთ ის, რაც მოგესურვებათ.
სიყვარული:
ხვალინდელი დღე იდეალურია პირველი კოცნისთვის თქვენს ახალ სასიყვარულო პარტნიორთან, ასევე, ნებისმიერი ურთიერთობის განვითარებისთვის. მთავარია, არ იმოქმედოთ მკვეთრად ახალ სიყვარულთან შეხვედრის დროს, რადგან დიდი შანსია, თქვენი რჩეული შეაშინოთ და საწინააღმდეგო მიმართულებით გააქციოთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
ნუ გადადებთ ზეგისთვის იმას, რის გაკეთებაც შესაძლებელია ხვალ, ამიტომ, ნუ გაწელავთ როგორც სამკურნალო პერიოდს, ასევე სპორტული ვარჯიშების ან ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის დაწყებას.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენ გაქვთ როგორც დასვენების, ასევე მუშაობის უფლება. რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ტიპის მცირე შესვენებები და სადილზე ცოტა ხნით გასვლა თქვენს სამუშაოს სასარგებლოდ წაადგება. უმჯობესია, ნებისმიერ სამუშაოს დასვენებული გონებით მიუდგეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან დასჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, იმ შემთხვევაშიც, თუკი არ შეგწევთ ძალა, მას სწრაფად და ხარისხიანად დაეხმაროთ. შეეცადეთ, ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება შექმნათ, თითქოს მოცემულ სფეროში გარკვეული ბრძანდებით. დანარჩენი თავისთავად მოგვარდება.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ ფხიზლად შეაფასოთ. მისი ცრუ შეფასება საჭირო ზომების მიღებაში ხელს შეგიშლით, რაც უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს.
კარიერა: ბოლო დროს საკმაოდ კარგად მუშაობთ და თქვენი წარმატება საიდუმლო არავისთვისაა. თქვენს თანამშრომლებს დიდი სურვილი აქვთ, ცილისწამებაში დაგდონ ბრალი და ყველაზე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამიტომ იყავით ფრთხილად და შეეცადეთ, კომპრომისზე არ წახვიდეთ. 
სიყვარული: ვარსკვლავები თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გირჩევენ, დაკავდეთ წყლის პროცედურებით. შეეცადეთ, წახვიდეთ აუზზე, მიიღოთ აბაზანა ერთად, ან ცალ-ცალკე. სხვათა შორის, სადილის მაგიდაზე  ჩაისა და წვენების დიდი რაოდენობა წარმატებით აისახება კონცეფციაზე.



მერწყული

ჯანმრთელობა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ორპირ ქარს, გამვლელების ხველებას და თქვენი ახლობლების სურდოს. რაც უფრო მეტად შეგეშინდებათ გაციების, მით უფრო დიდი შანსია, შეგეყაროთ. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ უვნებელი ხართ.
კარიერა: ხვალ არც კი უნდა გაიხსენოთ იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების უფლება გაქვთ. მის რეალიზებას მაინც ვერ მოახდენთ. იმისთვის, რომ არ გაღიზიანდეთ, დროებით დაივიწყეთ მის შესახებ.
სიყვარული: ნუ ეცდებით, ბუზი და კატლეტი ერთ თეფშზე მოაქციოთ. რაც იმას გულისხმობს, რომ არ არის სასურველი, საყვარელი ადამიანი და მეგობრები ერთ შენობაში აღმოჩნდნენ. ამ ფაქტით ყველა შეწუხდება. პირველ რიგში კი, თქვენ.



თევზები

ჯანმრთელობა: თევზებს საკმაოდ სუსტი ფილტვები აქვთ, ამიტომ შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, უარი თქვათ სხვადასხვა პროცედურებზე, რომლებიც სასუნთქ სისტემას უკავშირდება. მოწევაზე საუბარიც ზედმეტია!
კარიერა: ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ხელმძღვანელის თვალში სამაგალითო თანამშრომელი იყოთ. იფიქრეთ, რომ მან ისედაც იცის ამის შესახებ და თქვენი გადაჭარბებული მცდელობა მას სასაცილოდ მოეჩვენება. იმუშავეთ ისე, როგორც მუშაობდით, თქვენ ყველაფერს შესანიშნავად ართმევდით თავს.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, რა ხდება თქვენში. თუმცა, ამის გაგების დიდი სურვილი ექნება. ამიტომ იყავით მზად უამრავი მომაბეზრებელი კითხვისთვის, გამოიჩინეთ მოთმინება და შეეცადეთ, მისი ხასიათი სწორად გაიგოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?