8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენს ორგანიზმს სიმშვიდე და დასვენება სჭირდება. ეს დაგეხმარებათ, ძალები აღიდგინოთ და გაათმაგებული ენერგიით შეუდგეთ მუშაობას.
კარიერა: ხვალ გარკვეული სირთულეები გელით როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე თქვენი თვალსაზრისის სწორად აღქმასა და გაგებაში. მოთმინებით აღიჭურვეთ და არავითარ შემთხვევაში ხმა არ აიმაღლოთ. ეს მაინც არ დაგეხმარებათ და შეიძლება უფრო დაგაზარალოთ.
სიყვარული: ხვალ უმცირესი გამარჯვებისთვისაც კი უდიდესი ბრძოლების გადატანა მოგიწევთ. ეცადეთ, სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი იღონოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ თუ სპორტულ აქტივობებს გეგმავთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შესაძლოა, დიდი დატვირთვის გამო, სახსრების პრობლემა შეგექმნათ. კარგი იქნება, თუ ხვალ ფიზიკური დატვირთვისგან საერთოდ თავს შეიკავებთ.
კარიერა: ნუ დაივიწყებთ, რომ სამსახურებრივი საქმიანობის გარდა, თქვენს ცხოვრებაში კიდევ უამრავი ვალდებულებაა. მოაწესრიგეთ სახლი და სამუშაო ოთახი, გაესაუბრეთ თქვენს მეორე ნახევარს სამომავლო გეგმებზე ან ესტუმრეთ მშობლებს. მათ ხომ ძალიან მოენატრეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღების გამოჩენა გმართებთ. რაღაც ძალიან გიშლით ხელს, რომ ეს გააკეთოთ, თუმცა რაც არ უნდა იყოს, თქვენ მასზე ძლიერი ხართ და ამ ბარიერის გადალახვას შეძლებთ. გახსოვდეთ, ამის გაკეთება აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობაში პრობლემებმა არ იჩინოს თავი.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ისეთი განცდა გაქვთ, რომ არავის უყვარხართ და სჭირდებით, თუმცა ასე არაა. რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ ამაზე, მით უფრო შეინარჩუნებთ ფიზიკურ და მორალურ ჯანმრთელობას.
კარიერა: სწორედ ის დროა, ყველას დაუმტკიცოთ, რომ თანამდებობა ლამაზი თვალების წყალობით არ მოგიპოვებიათ. მოულოდნელმა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. პირიქით, მეტად უნდა ეცადოთ საკუთარი პოზიციების გამყარებას. არავის მისცეთ უფლება, გზიდან ჩამოგიშოროთ და ეცადეთ, ლიდერობა შეინარჩუნოთ.
სიყვარული: იმდენად გაგიტაცათ სამუშაომ, რომ პირადი ცხოვრება სრულიად დაგავიწყდათ. ასეთ რეჟიმში თქვენი მეორე ნახევარი თქვენს გასამხნევებელ, დასაწყნარებელ და გამოსაკვებ აგრეგატად იქცა. როგორ ფიქრობთ, ამ რეჟიმს დიდხანს გაუძლებს?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: გირჩევთ, საკუთარ შესაძლებლობებზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ. შესაძლოა, ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რისი გაკეთებაც თქვენს ძალებს აღემატება. ეს კი კარგს არაფერს მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ და იძუნწებთ. ალტერნატიული გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.
კარიერა: ხვალ თქვენი შეუზღუდავი აქტიურობა იკლებს. გაითვალისწინეთ, რომ დასვენების დღეები ახლოვდება და შეგიძლიათ, ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესო ღონისძიებები დაგეგმოთ. მხოლოდ მათ გარემოცვაში შეძლებთ, იპოვოთ მხარდაჭერა და სიყვარული, რაც სამომავლო აქტიურობის ძალას შეგმატებთ.
სიყვარული: თქვენი სურვილები არავის აინტერესებს. ხვალ თქვენგან მხოლოდ დახმარებას ელიან. რა გაეწყობა. საჭირო ადამიანად ყოფნა არც ისე ცუდია. მით უფრო, რომ ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ლომებო, ჯანმრთელობის მხრივ სასიამოვნო ცვლილებები გელით. ასე რომ, შეგიძლიათ, სწორად ჩატარებული მკურნალობის კურსით იამაყოთ. სულ ცოტაც და თავს სრულიად ჯანმრთელად იგრძნობთ.
ბიზნესი: ხვალ საკუთარ თავზე რაღაც არასასიამოვნოს მოისმენთ. სავარაუდოდ, ამას პირში არავინ გეტყვით, თუმცა ზურგს უკან მოსმენილიც საწყენი იქნება. ცნობად მიიღეთ და თუ საჭიროდ ჩათვლით, ეცადეთ, საკუთარ ქცევებში კორექტივები შეიტანოთ.
სიყვარული:
ხვალ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიციისა და ინტერესების დაცვის უნარი ძალიან დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს. ხვალ თქვენს ტანდემში მოქმედებს პრინციპი - ყველამ საკუთარ თავს მიხედოს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, მსუბუქმა თავბრუსხვევამ, გულისრევის შეგრძნებამ ან თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი მომავალი დღისთვის გადადოთ.
კარიერა:
უარი თქვით ყველაფერზე, რაც თქვენს თუნდაც მცირეოდენ ეჭვს იწვევს. ამჯერად, სჯობს, საერთოდ არაფერი გააკეთოთ, ვიდრე შეცდეთ. შეცდომებზე სწავლის პრაქტიკა სხვა დროისთვის გადადეთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი გულის ვარდი ისეთ მოულოდნელ კითხვას დაგისვამთ, რომ ბრინჯივით დაიბნევით. მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ და ეცადეთ, რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პასუხზე გარკვეულწილად, თქვენი სამომავლო ურთიერთობაა დამოკიდებული.


 


სასწორი
 ჯანმრთელობა: ხვალ გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკი ჩვეულებრივზე მაღალია, ამიტომ ეცადეთ, ზედმეტ დატვირთვებს მოერიდოთ. თუ თქვენთვის კარდიოლოგიური პრობლემები უცხოა, შესაძლოა, გულის ფრიალი სიყვარულის მომასწავებელი იყოს.
კარიერა: ხვალ ბევრი რამ უნდა მოასწროთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომა დაფასდება და შეიძლება წარმატების დიდი შანსიც გაგიჩნდეთ. მთავარია, თქვენი პირდაპირი მოვალეობები შეასრულოთ და რაიმე ავანტიურაში არ ჩაერთოთ. 
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა იდეალურად კარგად აეწყობა. ასე კარგად დიდი ხანია არ ყოფილხართ, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ და ცხოვრებით დატკბით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, მაქსიმალურად ფრთხილი და ყურადღებიანი იყოთ. გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად შესაძლოა, მცირე საწარმოო ტრავმა მიიღოთ. ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიოთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 
კარიერა:
გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. საჭირო ფანქრის არჩევის დროსაც კი თქვენი მოქმედების შესაძლო შედეგებზე იფიქრეთ. გახსოვდეთ, რომ არასწორი დასკვნების გამოტანა ყველა სიტუაციაში შეიძლება.
სიყვარული: ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ სიყვარულზე დაწერილი ზღაპრის მთავარი გმირი ხართ. როგორც ყველა ზღაპარში, ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე რთული გამოცდები და დაბრკოლებები გელით, მაგრამ ყველაფერი კარგად, ბედნიერად და მშვიდობიანად დასრულდება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები მშვილდოსნებს ჭამაში ზომიერების დაცვას ურჩევენ. მიირთვით მცირე ულუფებით და დიდი შესვენებებით.
კარიერა: კარგი იქნება, თუ კოლეგებთან და უფროსებთან თქვენს დამოკიდებულებაზე დაფიქრდებით. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი შეცდომა, გადაცდომა, შეუთავსებლობა და ალოგიკურობა უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. ნუ გარისკავთ და წინასწარ დასახული გეგმით იმოქმედეთ.
სიყვარული: ხვალ ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენელი ხართ. ამაყობთ საკუთარი ღირსებებით, წარმატებებითა და მიღწევებით, თუმცა შესაძლოა, ამან თქვენი მეორე ნახევარი გააღიზიანოს. მისმა მწარე რეპლიკამ ღრუბლებიდან მიწაზე თუ დაგაბრუნათ, ე.წ. საკუთარი თავით ტკბობაში გადააჭარბეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მარილის მოხმარება მინიმუმამდე შეამციროთ. არ შეშინდეთ. ეს დროებითი ღონისძიებაა, თუმცა თქვენს ორგანიზმს ძალიან წაადგება.
კარიერა: როგორი რთული და მრავალმხრივიც არ უნდა იყოს, ხვალ თქვენს უშუალო მოვალეობებს თავს ჩვეულზე მალე გაართმევთ. ეცადეთ, იგივე ბედნიერებას თქვენი კოლეგებიც აზიაროთ. ასეთ შემთხვევაში სამუშაო დღის ბოლოს კოლექტიური ჩაისა და ყავის სმა გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: ხვალ უჩვეულოდ პრაგმატული და გრძნობებისგან დაცლილი ხართ და ყველა საკითხს ლოგიკისა და ჯანსაღი აზრის პოზიციიდან უყურებთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სასიყვარულო საქმეებში ასეთი პოზიცია მიუღებელია. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მხოლოდ გულს მიენდეთ. ტვინი შეგიძლიათ, მთლიანად გათიშოთ, ოღონდ სამუდამოდ არა.


მერწყული
ჯანმრთელობა: 
მერწყულებო, ხვალ თმის შეღებვას ან ქიმიურ დახვევას არ გირჩევთ, რადგან ძალიან დასუსტებული გაქვთ. ეცადეთ, თმაზე მეტი იზრუნოთ და სპეციალური საშუალებებით მზის ზემოქმედებისგან დაიცვათ. 
კარიერა: ვარსკვლავები დაბეჯითებით გირჩევენ, უარი თქვათ  ოფიციალური ან არაოფიციალური კორპორაციული წვეულების მაცდუნებელ წინადადებაზე და ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. დარწმუნებული იყავით, რომ კოლეგები და საქმიანი პარტნიორები არსად დაიკარგებიან. 
სიყვარული: ერთად გატარებული წლები არ ნიშნავს, რომ საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზები აღარ უნდა მოუწყოთ და მის მოხიბვლას აღარ ეცადოთ. რასაკვირველია, თქვენს ტანდემს არაფერი ემუქრება, მაგრამ იმაზე, რომ არასოდეს დაემუქროს, ახლა უნდა იზრუნოთ.


თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ხელის კუნთების გავარჯიშება მოგიწევთ, მაგრამ ჰანტელებთან ვარჯიშისას, არ გადააჭარბოთ. კარგი იქნება, თუ დატვირთვის სწორად გადანაწილებაში ამ საქმეში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი დაგეხმარებათ.
კარიერა: სასოწარკვეთილების არავითარი საფუძველი არ გაქვთ. თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ თქვენს თავზე შავი ღრუბლები ავისმომასწავებლად შეგროვდნენ, გახსოვდეთ, რომ მათ თავზე მზე კაშკაშებს, რომელიც სწორედ მაშინ გამოანათებს, როცა აუცილებელი იქნება. გახსოვდეთ, დახმარება იქიდან მოვა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით. 
სიყვარული: თავი დაანებეთ საგამოძიებო ექსპერიმენტებს, რადგან სასურველი შედეგის ნაცვლად, ეს მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. ადამიანს, რომლითაც დაინტერესდით, პირდაპირ ჰკითხეთ, რაც მის შესახებ გსურთ, რომ გაიგოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?