12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, კარგად დავიწყებულმა ავადმყოფობამ თავი შეგახსენოთ. რა გაეწყობა. ოდესღაც დაწყებული და მივიწყებული მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
კარიერა: ჩატარებული სამუშაო რამდენჯერმე შეამოწმეთ და მის სისწორეში დარწმუნდით, მაგრამ გრძნობამ, რომ რაღაც შეცდომა გაგეპარათ არ მიგატოვათ. მიენდეთ ინტუიციას. ის ამჯერად არ გიღალატებთ.
სიყვარული:  თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ოპტიმისტი იყავით. ეს პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს საყვარელ ადამიანსაც გაახარებს. გაიკეთეთ ცოტა ხნით ვარდისფერი სათვალე და არ ინანებთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: სრულიად შეუფერებელი დღეა მკაცრი დიეტის დასაწყებად. თუ კვების სქემაში რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალოთ, მენიუში მცირეოდენი კორექტივები შეიტანეთ და უფრო მსუბუქი გახადეთ, მაგრამ მთლიანად მისი შეცვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
კარიერა: კოლეგებმა თქვენთან გახუმრება გადაწყვიტეს, რამაც შეიძლება თქვენი უშუალო მოვალეობების შესრულებას პრობლემები შეუქმნას. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ სამუშაო რეჟიმიდან ერთი წუთითაც არ ამოვარდეთ.
სიყვარული: ხვალ კუროების ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიედინება. გამონაკლისი შესაძლოა, მშობლებთან და მეორე ნახევართან ურთიერთობა იყოს. სავარაუდოდ, წინა დღეებში ისინი სერიოზულად გაანაწყენეთ და ახლა მათი ნდობისა და სიყვარულის დასაბრუნებლად, დიდი შრომა მოგიწევთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირეოდენი გაუარესება იგრძნოთ, რაც, სავარაუდოდ, სტრესთან და ნერვიულობასთან იქნება დაკავშირებული. ეცადეთ, ყველაფრის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არა უშავს, თუ ხელები აგიკანკალდათ და თვალიც გითამაშებთ. იქნებ, ვერავინ შეამჩნიოს.
კარიერა: ხვალ უფროსთან მცირე კამათი გელით. ცდილობთ, დაუმტკიცოთ, რომ, მუშაობის გარდა, დასვენების უფლებაც გაქვთ, თუმცა მას განსხვავებული მოსაზრება აქვს. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ როლები გაცვალოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდი, თქვენს ნაცვლად, თქვენს გარსში გახვეულ საკუთარ ოცნებას ხედავს. მოგიწევთ, მთლიანად გაამართლოთ მისი მოლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მიტოვებულის როლში აღმოჩნდეთ. ერთი გამოსავალიც არსებობს: თქვენი გულის ვარდის ოცნებებზე უკეთესი იყოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ამ დღეებში ცილოვანი საკვების მიღებისგან თავს შეიკავებთ. მიეცით თქვენს ორგანიზმს შესვენების საშუალება. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის მსუბუქ სალათებს. ეს თქვენს ფიგურასაც სასიკეთოდ წაადგება.
კარიერა: სასწრაფო და საპასუხისმგებლო სამუშაო გელით, ამიტომ გირჩევთ, კარგად გამოიძინოთ. შესაძლოა, მალე ამის საშუალება აღარ მოგეცეთ.
სიყვარული: ხვალ უამრავი პრობლემის გადაჭრა გიწევთ. თქვენი ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები რატომღაც ფიქრობენ, რომ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ვალდებული ხართ, ყველა მათი პრობლემა მოაგვაროთ და ყველა საქმეში დაეხმაროთ. თუ შენიშნეთ, რომ ვიღაც თქვენს კისერზე მოკალათებას ცდილობს, სასწრაფოდ ჩამოაგდეთ!


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენზე მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მთავარია, მეტისმეტი არ მოუვიდეთ და არ დაგაჯერონ, რომ უიმედო ავადმყოფი ხართ. მით უმეტეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით.
ბიზნესი: შინაგანი შფოთისა და ფორიაქის გრძნობა მთელი დღის განმავლობაში არ გტოვებთ, ამიტომ კოლეგებთან და თანამშრომლებთან მკვეთრი და უხეში ხართ. ეცადეთ, გაერკვეთ, რაში მდგომარეობს ხასიათის ასეთი ცვლილება. კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგთან კონსულტაციასაც გაივლით.
სიყვარული: ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, კიდევ უფრო დაგაახლოებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთად ნებისმიერი სახის დაბრკოლებასა და წინააღმდეგობას გაუმკლავდებით. ყოველ შემთხვევაში, ხვალ..


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
სეირნობის დროს ფეხების დასველება ან ორპირ ქარში ყოფნა შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების მიზეზი გახდეს. გაუფრთხილდით საკუთარ ორგანიზმს და თავიდან აიცილეთ მოვლენების ამგვარად განვითარება.
კარიერა: ნუ დააჩქარებთ მოვლენების განვითარებას. თქვენი მოვალეობაა, ძალიან ფრთხილად შეიტანოთ მცირეოდენი კორექტივები ამ პროცესში.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თავში რაღაც ნათელი აზრი მოუვა, რომლის თქვენთვის გაზიარებს ცდილობს და ვერ ახერხებს. ყველანაირად ეცადეთ, რომ მიუხვდეთ და გაიგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, შესაძლოა, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოგექმნათ. თუკი თქვენი კუჭი გაზარმაცებულია ან პირიქით, ოდნავ გაღიზიანებული, შეცვალეთ კვების რაციონი. ზოგიერთი პროდუქტის მიღებაზე დროებით უარის თქმა მოგიწევთ.
კარიერა:
ხვალინდელი დღე უამრავ შესაძლებლობას გჩუქნით, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, ბოლომდე დაიხარჯოთ და სამუშაო საქმეები სრულყოფილად შეასრულოთ. ასევე, გაიმყარეთ საკუთარი პოზიციები. ნუ იტყვით უარს შემოთავაზებებზე, რადგან, რაც უფრო მეტ საქმეს მოასწრებთ და დაგეგმავთ, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ მომავალში.
სიყვარული: არ დაიბნეთ და კარგად დაფიქრდით, რისი თქმა მოასწარით საყვარელ ადამიანზე და რისი - არა. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რა უთხარით არა მას, არამედ მის მეტოქეს. სწორედ ეს საკითხი ხვალ სერიოზულ დაბრკოლებას შეგიქმნით და ცოტა არ იყოს,  უსიამოვნებას მოგიტანთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუკი საკუთარ თავზე რეგულარულად მუშაობთ და ამას მიჩვეული ხართ. ხვალ თქვენი მცდელობის შედეგს ნამდვილად  იგრძნობთ და მიზეზიც გაგიჩნდებათ, რომ შესანიშნავ ფორმაში იყოთ. 
კარიერა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია მათთვის, ვისი საქმიანობაც საბუთებს უკავშირდება. ვარსკვლავების თქვენდამი კეთილგანწყობა და ასევე, საერთო საქმიანი მდგომარეობა თქვენს წარმატებას უდავოდ შეუწყობს ხელს.
სიყვარული: ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, დარჩეთ მარტო საყვარელ ადამიანთან ერთად. მეგობრები, ნათესავები, კოლეგები და მეზობლები - ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ არა ხვალ და არა თქვენთვის. ნურაფერს განიხილავთ, რადგან, როგორც ჩანს, პრობლემები არ გაქვთ. უბრალოდ, იყავით ერთად და კიდევ ერთხელ გააცნობიერეთ, რომ ერთმანეთისთვის არსებობთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. უარი თქვით ცხარე და მლაშე საკვებზე და, ასევე, ძლიერმოქმედი პრეპარატების მიღებაზე. თუკი წამლების მიღება თქვენთვის გარდაუვალია, აუცილებლად დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.
კარიერა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ რაიმეს დასრულება აღნიშნოთ. მაგალითად, კარგად შესრულებული საქმიანობის. თუკი ამგვარი რამ თქვენი მუშაობის ბოლო პერიოდში არ შეინიშნება, სასწრაფოდ შეუდექით ნებისმიერი დავალების შესრულებას, რათა საღამომდე მოასწროთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საყვარელი ადამიანის აზრი იმის შესახებ, რას და როგორ აკეთებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი აზრი მცდარი აღმოჩნდება, ვარსკვლავები მაინც გირჩევენ მის მოსმენას. შესაძლოა, იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და საბოლოოდ საპირისპიროდ მოიქცეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
მოულოდნელად გაგონილი ან დანახული ინფორმაცია დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის სწორად გამოყენებას შეძლებთ.
კარიერა: ხვალ სახლშიც იმ საქმიანობის შესრულება მოგიწევთ, რითიც სამსახურში ხართ დაკავებული. ოღონდ, ამ შემთხვევაში, შრომას ფულით არ აგინაზღაურებენ. სამაგიეროდ, ახლობლებისა და ნათესავების კეთილგანწყობას ნამდვილად მოიპოვებთ.
სიყვარული: ჯერ კიდევ არ არის გვიანი ყველაფრის შესაცვლელად და გამოსასწორებლად. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ საყვარელ ადამიანთან ყველაფერი კარგად გქონდეთ. ხვალ ბედისწერა გასაოცარ შანსს გაძლევთ და თუკი მისი გამოყენება გსურთ - აჩქარდით და იმოქმედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამუდამოდ დააგვიანოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, იმდენი დაიძინოთ, რამდენსაც თქვენი ორგანიზმი მოითხოვს - არც ერთი წამით ნაკლები. ძილის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა საკმაოდ სამწუხარო შედეგამდე მიგიყვანთ.
კარიერა: სამსახურში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია გელოდებათ. თქვენი ქმედებების სისწორე დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა კოლეგები თქვენს ინტრიგებში გახლართვას. რაც არ უნდა მოხდეს, არ დაკარგოთ რაციონალურად აზროვნებისა  და მომხდარის გაანალიზების უნარი.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთვის საკუთარი პრობლემებისა თუ წუხილის გაზიარების სურვილი გაუჩნდება. შესაძლოა, მისი ნათქვამი თქვენთვის გაუგებარი და უინტერესო აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ბოლომდე მოუსმინოთ მას და რაც არ უნდა მოხდეს, მიიღოთ მონაწილეობა თქვენი მეორე ნახევრის ბედისწერაში.


 


თევზები
ჯანმრთელობა: დროა, მავნე ჩვევებს გადაეჩვიოთ. თუკი უკვე დიდი ხნის წინათ გადაწყვიტეთ, რომ თამბაქოს მოხმარებასა და ფრჩხილების კვნეტას თავი უნდა დაანებოთ, ხვალინდელი დღე თქვენი დასახული მიზნის მისაღწევად იდეალურია - შეგიძლიათ, სამუდამოდ გამოემშვიდობოთ მათ.
კარიერა: იყავით მზადყოფნაში, რადგან ხვალინდელი დღე რამდენიმე სახიფათო და არასასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. შესაძლოა, რომელიმე თქვენმა  „კეთილისმსურველმა“ გაგაცუროთ. უფრთხილდით კონკურენტებს, ყოველი შემთხვევისთვის.
სიყვარული: თქვენი ქცევა, თქვენს საყვარელ ადამიანს ვერ აღაფრთოვანებს, თუმცა, მის უკმაყოფილებას თავისთვის შეინახავს და არ გისაყვედურებთ სწორ გზაზე დასაყენებლად. საკმაოდ დიდი ხანია, რაც გიცნობთ, ამიტომ მისი მხრიდან ქცევის სწორი მოდელის არჩევის ალბათობა საკმაოდ დიდია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?