14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი ამაღლებული განწყობა ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც დადებითაც აისახება, თუმცა გირჩევთ, მაინც სიფრთხილე გამოიჩინოთ ფიზიკური დატვირთვისას. განსაკუთრებით, თუ გული გაწუხებთ.
კარიერა: ხვალ, სამსახურის გამო, პირად ცხოვრებაზე უარის თქმა მოგიწევთ. მოულოდნელი რომ არ იყოს, წინასწარ გააფრთხილეთ საყვარელი ადამიანი, რომ მთელი დღის მანძილზე არ გეცლებათ. ეცადეთ, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მისთვის რამდენიმე საათი მაინც გამოყოთ.
სიყვარული: თქვენს გულის ვარდს თავგადასავლები მოენატრა, თანაც თქვენი საზოგადოების გარეშე. თუ უცებ გაიგეთ, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან დროს ატარებს, განგაშს მაშინვე ნუ ატეხთ. ჯერ გაარკვიეთ. იქნებ, უბრალოდ, სპორტულ აქტივობებს გეგმავენ?


 


კურო
ჯანმრთელობა: დაფიქრდით, რას და რამდენს მიირთმევთ და შეადგინეთ მენიუ, რომელიც საჭმლისგან სიამოვნების მიღების საშუალებასაც მოგცემთ და კუჭსაც არ დაგიზიანებთ.
კარიერა: ხვალ საქმე თავზე საყრელად გაქვთ. თქვენი უშუალო მოვალეობების გარდა, დამატებით დავალებებსაც მოგცემენ. რთულ მდგომარეობაში ხართ, თუმცა, საქმეს აუცილებლად გაუმკლავდებით.
სიყვარული: ხვალ მოდუნებული ხართ და არაფერი გაინტერესებთ. ერთადერთი იმედია, რომ საყვარელი ადამიანი საქმეს თქვენს ნაცვლად შეეჭიდება და თქვენს პრობლემებს გაორმაგებული ენერგიით გადაჭრის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემები კიდევ დიდხანს შეგაწუხებთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, რომ კომპიუტერთან მუშაობისას, მხედველობის ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პერიოდულად, თვალებს დასვენების საშუალება უნდა მისცეთ. კარგი იქნება, თუ სპეციალურ ვარჯიშებსაც მიმართავთ.
კარიერა: სამსახურში ძვირფასი და შეუცვლელი თანამშრომლის რეპუტაციით სარგებლობთ და საქმეში უზარმაზარ ენერგიას დებთ, ამიტომ შესაძლოა, უნიკალური შანსი მოგეცეთ. თქვენი უფროსი დარწმუნებულია, რომ სოლიდურ პრემიას იმსახურებთ. გილოცავთ!
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევარი თქვენზე ძალიან დამოკიდებული გახდა, რაც პირად თავისუფლებას გიზღუდავთ. თუ ასე ცხოვრება მოგწონთ, გააგრძელეთ. თუ არა, კორექტულად მიანიშნეთ, რომ თქვენც გაქვთ პირადი ცხოვრების უფლება.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ თავი ხელში აიყვანოთ. განსაკუთრებით თუ წვეულებაზე წასვლას აპირებთ. ხვალ თქვენზე ალკოჰოლი ჩვეულზე ძლიერ მოქმედებს, ამიტომ გირჩევთ, შეზღუდოთ მისი მოხმარება.
კარიერა: თუ ხვალ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას აპირებთ, შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავი სიტუაცია შეიქმნათ, რაც საქმის გადადებას გაიძულებთ. რა თქმა უნდა, დრო ფულია, მაგრამ ეცადეთ, ამას ჩვეულზე მშვიდად შეხვდეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულად ნაზი გრძნობები გამოძრავებთ. უცნობია, რითაა ეს გამოწვეული, თუმცა შედეგები აუცილებლად მოგეწონებათ: საპასუხოდ, თბილ და სასიამოვნო ემოციებს მიიღებთ. კარგი იქნება, თუ ასე გააგრძელებთ..


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ გონებრივი სამუშაო მხოლოდ თქვენი ტვინისთვის არ იქნება სასარგებლო. ეს დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ არასასიამოვნო შეგრძნებებს. იქნებ, გეცადათ?
ბიზნესი: ხვალ ყველა თქვენს დახმარებასა და ყურადღებას ითხოვს. თავიდან  საყოველთაო აღიარების შეგრძნება მოგეწონებათ, მაგრამ დღის ბოლოსკენ თქვენი პერსონის მიმართ გამოჩენილი ყურადღება დაგღლით. დახმარებით დაეხმარეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკუთარი საქმეებიც ბევრი გაქვთ.
სიყვარული: გულახდილობა, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ ყველასთან არა. ხვალ გულახდილი მხოლოდ საყვარელ ადამიანთან უნდა იყოთ. ისიც მხოლოდ მაშინ თუ დარწმუნებული ხართ, რომ გაგიგებთ და გაპატიებთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჯობია, საკუთარი პრობლემები ქაღალდზე ჩამოწეროთ და დაწვათ, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერი გაიგოს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სახსრების მდგომარეობას. ეცადეთ, რომ ზედმეტად არ დატვირთოთ. სჯობს, ცოტა იეშმაკოთ, ვიდრე უსიამოვნებები გქონდეთ.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები თქვენი პრინციპებისა და იდეალებისადმი ერთგულების შემოწმებას აპირებენ. ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიოთ უკან საკუთარი პოზიციიდან. გახსოვდეთ, ის ბანკში გახსნილ ანგარიშებზე ძვირფასია.
სიყვარული: ხვალ მთლიანად სიყვარულით ხართ შეპყრობილი. მის გამო ივიწყებთ სწავლას, მუშაობას, სპორტს, გართობას. ერთი სიტყვით ყველაფერს და თქვენი მეორე ნახევარი ამით ძალიან ბედნიერია. არაფერი დაშავდება, თუ ერთი დღე ასე იქნებით, ხვალიდან კი ეცადეთ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თუკი საჭმლის მომნელებელი სისტემა გაწუხებთ, ხვალ აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ახალი ბოსტნეული. დროებით უარი თქვით სხვადასხვა კულინარიულ აღმოჩენებზე და უპირატესობა მიანიჭეთ უბრალო კერძებს.
კარიერა:
ხვალ თანამშრომლებზე ნადირობის სეზონი იხსნება. შესაძლოა, სხვა კორპორაციული გასროლის პარტია გერგოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იპოვით ღირსეულ თანამშრომელს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება, დაგარწმუნოთ  იმ ქმედების აუცილებლობაში, რომელიც მისთვის  მიზანშეწონილია, თქვენთვის კი - აბსოლუტურად უაზრო, თუმცა, მისი დარწმუნების ნიჭი მართლაც სასწაულებს ახდენს, რაშიც ხვალ, თავად დარწმუნდებით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენს ჯანმრთელობას ხვალ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, მცირე უსიამოვნებები, შესაძლოა მოხდეს, მაგრამ სერიოზული არაფერია -  რომელიმე არასწორი ქმედებისთვის აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიების ჩატარება მოგიწევთ.
კარიერა:
ხვალინდელ დღეს პრემიას ან ხელფასზე დანამატს უნდა ელოდეთ, მაგრამ ნუ გაეშურებით კისრისტეხით უახლოეს მაღაზიაში იმ თანხის სრულად დასახარჯად, რაც რთული შრომის შედეგად მოიპოვეთ. უმჯობესია, გამოიჩინოთ აზროვნების უნარი და საკუთარი თავი ოდნავ გაანებივროთ. მკვეთრად განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის სასურველი და რა - დასაშვები.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენს წინაშე საკუთარი გონიერების ან ფიზიკური მონაცემების გამოხატვის სურვილი გაუჩნდება. მოგიწევთ მისი წესებით თამაში და მისით აღფრთოვანება, ან იმის დამტკიცება, რომ მასზე ნაკლები არ ხართ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ, რამეში საკუთარი თავის შეზღუდვას. შეეცადეთ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, თუმცა, ჯანმრთელობისთვის მინიმალური ზიანის მიყენებით, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
კარიერა:
ხვალ შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებების დასასრულებლად, სარეკლამო კამპანიის ჩასატარებლად და, ასევე, გამოფენისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, ხელოვნების სფეროში მუშაობთ. რაც შეეხება თქვენს კარიერას, შესაძლოა, ძალიან გაურკვევლად განვითარდეს. მზად იყავით მოულოდნელი ნაბიჯებისთვის ხელმძღვანელის მხრიდან.
 სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან კომპლიმენტის მოსმენის სურვილი გაგიჩნდებათ და სასიამოვნო სიტყვების გასაგებად არაფერს დაიშურებთ. თუმცა, გულწრფელად  თხოვნა არ ღირს: შესაძლოა, საწინააღმდეგო ეფექტი მიიღოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი ბოლო პერიოდში, საკუთარ თავში ძალებს ვერ პოულობდით, ხვალ მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და სისტემატურად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კარიერა: რაც არ უნდა  მოგწონდეთ ბრძანებების გაცემა, როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, ამჩნევთ, რომ ამგვარი პასუხისმგებლობა თქვენგან დიდ ძალისხმევასა და სულიერ სიმშვიდეს მოითხოვს. იყავით უფრო მეგობრული დროებით ქვეშევრდომებთან. მცირედი პირფერობაც კი დაგეხმარებათ საქმიანობის წარმატებით დასრულებაში. 
სიყვარული: თქვენს გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანია! თქვენ კი მოწყენილი ხართ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენთვის სასურველი ადამიანი არ გაქცევთ ყურადღებას. ეს ხომ ალოგიკურია! სამყაროში არსებობენ უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი და უფრო გულიანი ადამიანები. ამიტომ შეწყვიტეთ ტირილი და გასწიეთ წინ ახალი ოცნების საძიებლად.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ხვალინდელი დღე ბოსტნეულისა და თევზის დიეტაზე გაატაროთ. ბურღულეულის მიღებაზე უარი თქვით: შესაძლოა, არასასურველი შედეგი მიიღოთ. ხორცი და ნახევარფაბრიკატი პროდუქტები დროებით უნდა დაივიწყოთ. 
კარიერა: ნუ დაუთმობთ სამუშაო საქმეებს დიდ დროს - ამას ვარსკვლავები გირჩევენ. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება დიდ სიამოვნებასა და კმაყოფილებას ვერ მოგანიჭებთ, შედეგად მხოლოდ დაღლილობას და გაღიზიანებას მიიღებთ, რაც არაფერში გჭირდებათ. 
სიყვარული:
ხვალ განმარტოებას მოისურვებთ. მეგობრებთან, ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობაზე უარს იტყვით. თუმცა, ურთიერთობებზე უარის თქმა საყვარელ ადამიანზე არ გავრცელდება: მისი ნახვა ნებისმიერ შემთხვევაში გაგახარებთ. სხვათა შორის, მხოლოდ მას ექნება უნიკალური შესაძლებლობა, სევდიანი მდგომარეობა საბოლოოდ დაგავიწყოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ემოციურ დატვირთვას, რადგან ხვალინდელ დღეს ნეგატიური ემოციების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება პროფესიული სწავლებისა და განათლების მისაღებად. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი სპეციალობით, რაც შეიძლება ბევრი ახალი წიგნი შეიძინოთ და დაუყოვნებლივ დაიწყოთ მათი ყურადღებით შესწავლა, რათა თქვენი ცოდნის სფეროში უმაღლესი ადგილი შეინარჩუნოთ.
სიყვარული: შეეცადეთ, საყვარელ ადამიანს თქვენი საქციელით თავი არ მოაბეზროთ და მოსვენების საშუალება მისცეთ. ამით მას ვერაფერში დაეხმარებით და უარესად გააღიზიანებთ. თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი მშფოთვარე საქმიანობის დასრულება, მისგან თავი მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?