18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
მიანიჭეთ ორგანიზმს დამსახურებული რელაქსაცია. მით უმეტეს, რომ დიდი ხანია, დაბნეულობისა და გულმავიწყობის სახით, სიგნალებს გიგზავნით. მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და მიხვდებით, ზუსტად რა გჭირდებათ ახლა.
კარიერა: მშვენიერი პერსპექტივა გაქვთ, რადგან ყოველდღიურად იმტკიცებთ პოზიციას. შეუძლებელია, შეფმა თქვენში შეუცვლელი თანამშრომელი არ დაინახოს. ისღა დაგრჩენიათ, განამტკიცოთ საკუთარი პოზიციები და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მოემზადოთ.
სიყვარული: მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებისგან, მოდუნდით და დინებას გაჰყევით. ის სწორი მიმართულებით წაგიყვანთ. მთავარია, იმავე მიმართულებით წაიყვანოს თქვენი საყვარელი ადამიანიც, რადგან საწყენი იქნება, თუ ვიღაცის წყალობით, მდინარის სხვა ნაპირზე აღმოჩნდება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ საკუთარ თავს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ. უეცარი ეფექტისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ნუ ჩაატარებთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს. ასე არ ხდება.
კარიერა: ხვალ თქვენს პარტნიორს თქვენი მოქმედებებიდან სწორი დასკვნების გაკეთება უჭირს. შესაბამისად, ბიზნესსტრატეგიის დაგეგმვისას შეიძლება, შეცდომა დაუშვას. დაეხმარეთ სწორი კურსის არჩევაში, რადგან ეს თქვენს ინტერესებშიც შედის.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენი რომელიღაც წამოწყების მოულოდნელი და შეუცვლელი დამხმარე ხდება. გილოცავთ, ამ სასიამოვნო სიურპრიზის სახით, საიმედო საყრდენი იპოვეთ, მაგრამ ეცადეთ, მთლიანად მასზე დამოკიდებული არ გახდეთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ სპორტული ვარჯიშების ან ცეკვის გაკვეთილების გაცდენა არ შეიძლება. თუ მეცადინეობას ხანგრძლივი დროით შეწყვეტთ, გაგრძელება და ფორმაში დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ვარჯიშის დრო გამონახოთ.
კარიერა: გიჭირთ, გაიგოთ, რატომ გავალებენ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, თუმცა ამის გაკეთება მაინც გიწევთ, რადგან შეფის ბრძანება განხილვას არ ექვემდებარება. თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ განიხილოთ, გაითვალისწინეთ, რომ შედეგები მოულოდნელი და უსიამოვნო იქნება.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, ვიღაც სიყვარულში გამოგიტყდეთ, თუმცა საეჭვოა, რომ ამ სიურპრიზმა გაგახაროთ. ეცადეთ, რეაქცია ისე არ გამოხატოთ, რომ თაყვანისმცემელს მომავალში ვინმესთვის სიყვარულის ახსნის სურვილი სამუდამოდ გაუქროთ. ასეთი რამ ადვილი შესაძლებელია.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ მეხსიერებამ გიმტყუნოთ. მოგეჩვენოთ, რომ მსგავს სიტუაციაში ყოფილხართ და იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, თუმცა, ეს ასე არაა. ნუ იქნებით თავდაჯერებული, განსაკუთრებით, თუ საქმე ჯანმრთელობას ეხება.
კარიერა: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, თუკი ხვალვე დაწერთ განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ და გადასცემთ დირექტორს, ზეგიდან უკვე თავისუფალი ადამიანი იქნებით, მაგრამ ნამდვილად გსურთ ეს?
სიყვარული: ხვალ რაღაცას დაკარგავთ. ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ ეს წვრილმანი და უმნიშვნელო ნივთი იქნება, თუმცა თეორიულად შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი, მათ შორის, საყვარელი ადამიანიც დაკარგოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ თმების მდგომარეობას. შესაძლოა, მათ დამატებითი კვება ან სპეციალური მოვლის საშუალებები სჭირდება. გირჩევთ, კორექტივები შეიტანოთ თმის მოვლის საშუალებებში. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია უნდა შეარჩიოთ.
ბიზნესი: თუ რომანტიკა მოგენატრათ, გამოდით ოფისიდან, შეიძინეთ გიტარა და გეოლოგიურ ექსპედიციაში გაემგზავრეთ. შესაძლოა, სწორედ ასეთ სიტუაციაში  აღმოაჩინოთ თქვენი მოწოდება. თუ ცხოვრებისეული მარშრუტის მკვეთრი შეცვლა თქვენს სტილში არაა, უბრალოდ, წაიკითხეთ წიგნები შორეულ ქვეყნებსა და მოგზაურობაზე. ესეც დაგეხმარებათ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ხვალ საყვარელ ქალაქში საყვარელ ადამიანთან და მეგობართან ერთად გაისეირნებთ. უკეთესი იქნება, თუ კომპანიონად ოჯახური უღლით დამძიმებულ მეგობარს არ შეარჩევთ და უპირატესობას ჩიტივით თავისუფალს მიანიჭებთ. ასეთ შემთხვევაში, კარგი გართობა გარანტირებული გაქვთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ამინდის ცვალებადობაზე მეტისმეტად დამოკიდებული ხართ, ამიტომ თავს თუ შეუძლოდ გრძნობთ, დაგეგმილი საქმეები შეცვალეთ და კარგად დაისვენეთ.
კარიერა: მთელი დღე უფროსების დაკვირვების ქვეშ ხართ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი მოქმედებები „გვერდიდან“ შეაფასოთ. თუ ბეჯითი თანამშრომელი ხართ, შესაძლოა, შეფი თქვენს წახალისებას აპირებს, თუ პირიქით, სასწრაფოდ გამოსწორდით, რომ მერე არ ინანოთ.
სიყვარული: საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ. ფიქრობთ, რომ იმაზე სუსტი ხართ, ვიდრე რეალურად ბრძანდებით. დარწმუნებული ხართ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, სინამდვილეში კი, უბრალოდ, არ გსურთ გააკეთოთ. თქვენმა მდგომარეობამ შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. იქნებ ამაზე დაფიქრდეთ?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ სასწორებმა უარი უნდა თქვან შებოლილ პროდუქტებსა და მარინადებზე, რადგან მათი მიღება მნიშვნელოვნად გააუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და, ასევე, დიდ ზიანს მიაყენებს კუჭს.
კარიერა:
ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ თქვენს მოსაზრებებს არავინ აქცევს ყურადღებას. სცადეთ და შემოიკრიბეთ გარშემო თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დაუჭერენ თქვენს წამოწყებას. სრულიად შესაძლებელია, რომ სამომავლოდ, თქვენი საქმიანი ურთიერთობები დაგეხმაროთ და ერთად მოახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შეეცდება, თქვენს წინაშე უფრო გამბედავი იყოს და ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების ნიჭი წარმოაჩინოს. შეეცადეთ, ყველა მისი ქმედება ღირსეულად და გულწრფელად შეაფასოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელების მთავარი პრობლემა ხვალ დისბალანსი იქნება. პრობლემას ის ფაქტიც შეგიქმნით, რომ გადაწყვეტილების მიღებას მშვიდად და დაფიქრებულად ვერ შეძლებთ, რაც თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ ხელმძღვანელისთვის კარგი იდეის გაზიარებას, იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი იდეა ნამდვილად იმსახურებს მის ყურადღებას. ამგვარი ინიციატივა, შესაძლოა, თქვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს. შეეცადეთ, ხვალ თავმდაბალი გენიოსი იყოთ. იქნებ, მოიფიქროთ კიდეც, როგორ მიიღოთ თქვენი გამჭრიახობიდან დამატებითი სარგებელი.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება ამა თუ იმ პროცესზე კონცენტრირება, რადგან მას მუდმივად მოაცდენს სასიხარულო ან პირიქით, არასასიხარულო ფიქრები თქვენზე. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მისი ოცნებებიდან აორთქლდეთ, თუნდაც ერთი დღით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
აქტიურად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, რადგან სწორედ ხვალიდან დგება პერიოდი, როდესაც  შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ფსიქოლოგიურად და ემოციურად შეიცვალოს. ეს რჩევა ნებისმიერ მშვილდოსანს გამოადგება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად წესრიგში გაქვთ.  
კარიერა:
შეეცადეთ, ხვალ გაუგოთ პარტნიორს ან კოლეგას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით თქვენთან საკუთარი პრობლემის გაზიარებას გადაწყვეტს, თუნდაც, არასამუშაო თემაზე. კეთილი ურთიერთობები სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. 
სიყვარული:
თქვენი პარტნიორი თქვენს გაოცებას გადაწყვეტს და მას ეს აუცილებლად გამოუვა. ხოლო, როგორი იქნება თქვენი გაოცება - სასიამოვნო თუ არც ისე - ვარსკვლავებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სიტუაციაზე და, ასევე, თქვენს ქცევაზე.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ მოგიწევთ, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა იმ კუნთებზე გადაიტანოთ, რომელთა დაძაბვის სურვილი აქამდე არ გქონდათ. შეეცადეთ, არ გადატვირთოთ კუნთები მათთვის უჩვეულო მუშაობით.
კარიერა: 
ხვალ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სწრაფი რეაქცია, არატრივიალური აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა ისე დაგჭირდებათ, როგორც არასდროს. ინტუიცია ან კარგი პროფესიონალური ყნოსვაც არ გაწყენდათ.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება იმის გაგება, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი თქვენს უთანხმოებაში. თქვენთვის კი პასუხი მეტ-ნაკლებად ნათელი იქნება. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ერთობლივად მიხვიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე, სხვა დანარჩენი ყოფითია.  ვარსკვლავები ხვალისთვის, მხოლოდ ამ რჩევას გაძლევენ. თუკი არ გამოგივათ, კიდევ ერთხელ სცადეთ. ეს ყველა წამალზე უკეთ დაგეხმარებათ.
კარიერა: თქვენი ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებიდან საღი აზრის გამოტანა გაგიჭირდებათ. იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი მისი ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ, ასეა თუ ისე, მათი შესრულება მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი თქვენს კარიერაზე სამწუხაროდ აისახება.
სიყვარული:
ხვალ შესანიშნავი დღე იქნება შედეგების ერთობლივად შესაჯამებლად. მოიძიეთ ერთი ან ორი საათი იმისთვის, რომ ერთად დასხდეთ და მყუდროდ განიხილოთ, რა გააკეთეთ, რა ვერ შეასრულეთ და რა უნდა გააკეთოთ ან არ უნდა გააკეთოთ სამომავლოდ. შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად სამართლიანი და გულწრფელი, ეს ხელს შეგიწყობთ უფრო სწორი დასკვნების გამოტანაში. 


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, დაიწყოთ ბრძოლა მავნე ჩვევებთან, თუკი ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, გახასიათებთ. თუმცა, იდეალური ადამიანი არ არსებობს, ასე რომ, განსაზღვრეთ მტერი და - წინ, გამარჯვებისკენ!
კარიერა: თქვენი ახლობელი ადამიანი თქვენს ტალღაზე აღმოჩნდება და ყველა თქვენს კაპრიზს გაიგებს. ამიტომ თამამად მიუძღვენით ხვალინდელი დღე საყვარელ სამუშაოს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის პირდაპირ უკავშირდება სახლის პირობებში ასაფეთქებელი ნივთიერების წარმოებას, თუმცა, მაინც შეეცადეთ, გონიერება შეინარჩუნოთ. 
სიყვარული:
მოწყობილობები და გაჯეტები უსასრულოდ გამოგიყვანთ მდგომარეობიდან, რაც აქტიურად შეუშლის ხელს თქვენს პირად ცხოვრებას. ამიტომ შეეცადეთ, ხვალინდელი დღე ისე დაგეგმოთ, რომ ამ „მოღალატემ“ მინიმალური გავლენა იქონიოს თქვენზე, განსაკუთრებით იმ საკითხში, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას უკავშირდება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?