23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაუფიქრებლად და მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ, თორემ შეიძლება სანანებლად გექცეთ.
კარიერა: ხვალ მიხვდებით, რომ დროა, დაემშვიდობოთ კომპლექსებს, რომლებიც სამსახურებრივ თავდაჯერებას უკავშირდება. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტზე უკვე მაცდური წინადადებები ჩანს. დღის მეორე ნახევარში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. გირჩევთ, ოჯახური თათბირი მოიწვიოთ. ახლა ოჯახის წევრების თანადგომა ნამდვილად გჭირდებათ. 
სიყვარული: თუ თქვენი მეორე ნახევარი ქალწულის, ტყუპების ან თევზების ნიშანს მიეკუთვნება, ძალიან გაგიმართლათ, რადგან ეს დღე, პირადი თუ ოჯახური ცხოვრების თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული იქნება. თუ თქვენი რჩეული ზოდიაქოს სხვა ნიშანს მიეკუთვნება, მაშინ სჯობს მის მოთხოვნებსა და პრეტენზიებს დაემორჩილოთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილებიც არ დაივიწყოთ, თორემ უახლოეს ხანებში დეპრესია გარანტირებული გაქვთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: თუ სპა-სალონის მონახულება გადაწყვიტეთ და წლის პროცედურებით თავის განებივრება გინდათ, სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს უნდა მიმართოთ, რადგან ხვალ ინფექციის შეძენის მაღალი რისკია.
კარიერა:
უგუნებოდ ხართ. თითქოს რაღაცით ან ვიღაცით უკმაყოფილო ბრძანდებით და გეჩვენებათ, რომ ბედი არ გწყალობთ. კარგად დაფიქრდით და ობიექტურად შეაფასეთ: ცუდი ამბები რომ არ ხდება, ეს ბედის წყალობა არაა? 
სიყვარული:  
სავარაუდოდ, ხვალ მეგობრები გასართობად დაგპატიჟებენ. თუ წასვლა გადაწყვიტეთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანიც თან წაიყვანოთ. დარწმუნებული იყავით, რომ  უხერხულობას არ შეგიქმნით და თავადაც კომფორტულად იქნება.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, გაუფრთხილდით საკუთარ ძალებს. თვალყური ადევნეთ, რომ თქვენმა ორგანიზმმა საჭირო რაოდენობით საკვები, ენერგია და დასვენება მიიღოს. ერიდეთ ნეგატიურ ემოციებს.
კარიერა:
შესაძლოა, თქვენს სამსახურებრივ საქმიანობაში მოულოდნელმა ცვლილებებმა იჩინოს თავი. გამორიცხული არაა, რომ ის გაცილებით მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახდეს. სამაგიეროდ, კოლეგებთან ურთიერთობა ნაკლებად ოპტიმისტურია. წარუმატებელი ურთიერთობა და უნდობლობა თქვენს თავმოყვარეობას ძალიან დააზარალებს.
სიყვარული:
ხვალ მიხვდებით, რომ ხშირად პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს ავტომატურად ასრულებთ და არ უფიქრდებით, რა და რატომ ხდება. თუ ასეა, იქნებ ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე დაფიქრდეთ?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაფერისი დღეა, რომ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვაზე იზრუნოთ. მით უმეტეს, რომ ასეთი პროცედურები სასიამოვნო და მიმზიდველია.
კარიერა: 
ხვალ თქვენი დევიზი „სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე“ უნდა გახდეს. იმის მიუხედავად, რომ თავზე უზარმაზარი მოცულობის სამუშაო დაგაყარეს, ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და არ ინერვიულოთ. გჯეროდეთ, რომ საქმეს თუ ხელი მოჰკიდეთ, აუცილებლად გაუმკლავდებით.
სიყვარული: 
ხვალ თქვენს რჩეულს გამუდმებით თქვენ გვერდით ყოფნა უნდა. ეცადეთ, მის სიახლოვეს იტრიალოთ, მაგრამ, თუ ამის საშუალება არ არის, რაც შეიძლება ხშირად დაურეკეთ და სმს შეტყობინება გაუგზავნეთ. გახსოვდეთ, მთავარია, თავი მიტოვებულად და დავიწყებულად არ იგრძნოს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ამჟამად თქვენთვის საუკეთესო დასვენება აქტიური გართობაა, მაგრამ, თუ ამის ძალა არ შეგწევთ და უბრალოდ, დივანზე კოტრიალი გინდათ, ისიამოვნეთ. ნუ ეტყვით საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს. შესაძლოა, ეს სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
ბიზნესი:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ ენას კბილი დააჭიროთ, რადგან შეიძლება გაუაზრებლად ზედმეტი წამოგცდეთ და მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, საერთო საქმეც დააზარალოთ.
სიყვარული: 
ხვალინდელ დღეს შემთხვევით გაცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ, რაც ძალიან მოგეწონებათ ან პირიქით. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი რჩეულის მსგავსად, მომხდარის მიმართ გულგრილი არ დარჩებით. ისიც ან აღფრთოვანებული დარჩება მომხდარით ან აღშფოთებული.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ ყელის მდგომარეობას. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, ივლეთ სავლებები და თავი შეიკავეთ ცივი სასმელების მიღებისგან. ამან შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანოთ.
კარიერა: 
ხვალ საკუთარი შეცდომების და იმ ადამიანების გახსენება მოგიწევთ, ვისაც ზედმეტად ენდობოდით. იმედია, ეს მოგონებები ადამიანებში რწმენას არ დაგიკარგავთ და სამომავლო შეცდომებისგან დაგიცავთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს მთელი დღე რჩევებს აძლევთ და ჭკუას არიგებთ. ეცადეთ, თქვენი დიდაქტიკით მეტისმეტად მომაბეზრებელი არ გახდეთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ხშირი და ხანგრძლივი შხაპი მიიღოთ, თანაც, სასურველია, კონტრასტული და აუცილებლად დილიდან, რათა გამოფხიზლდეთ. საღამოს კი დამშვიდდეთ. თქვენი ორგანიზმისთვის ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
კარიერა: ამ ეტაპზე ძალიან ხართ დაღლილი, იმისთვის, რომ სასურველი თანამდებობის მისაღებად იბრძოლოთ. აიღეთ რამდენიმედღიანი შვებულება, სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ შეძლებთ ბრძოლის მოგებას. ასევე, მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს და შეეცადეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
სიყვარული: ხვალ, ნამდვილად იგრძნობთ თავს საყვარელი ადამიანის მეორე ნახევრად. მის პრობლემებს ისევე გაიზიარებთ, როგორც საკუთარს, ხოლო მისი წარმატება იმაზე მეტად გაგიხარდებათ, ვიდრე ეს მას გაახარებს. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს გასაოცარი ერთობლიობა რაც შეიძლება დიდხანს: ის თქვენს ურთიერთობაზე დადებითად აისახება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება წელისა და ხერხემლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან შესაძლოა, სპორტული ვარჯიშების დროს ძლიერი ტკივილი იგრძნოთ და სიმძიმის შეგრძნება დაგეუფლოთ. გამოიჩინეთ უფრო მეტი ყურადღება საკუთარი თავის მიმართ.
კარიერა:
მზად ხართ, დანაშაული საკუთარ თავზე აიღოთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი რომელიმე საქმის წარუმატებლობაში ბრალი არ მიგიძღვით. გარდა ამისა, შეეცდებით, დანაშაული იქამდე აღიაროთ, სანამ ვინმე იკითხავს, „ვინ არის დამნაშავე?“ ნუ იჩქარებთ, შესაძლოა, თქვენი თავგანწირვა საჭირო სულაც არ იყოს.
სიყვარული:
როგორც ჩანს, ბედნიერებისთვის სულ ცოტა გყოფნით: საყვარელი ადამიანის ღიმილი ან თბილი გამოხედვაც საკმარისია. ეს მცირედი ყურადღება მთელი დღის მანძილზე დადებითად დაგმუხტავთ და თქვენი ბედნიერი გამომეტყველების მიზეზი გახდება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ემუქრებათ იმ მშვილდოსნებს, ვისაც შაკიკი აწუხებთ. იყავით ყურადღებით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ნუ დააიგნორებთ თქვენი მდგომარეობის თუნდაც ოდნავ გაუარესებას.
კარიერა:
სამწუხაროდ, ხვალ კარიერული საკითხები ვერ გადაწყდება. ასე რომ, არც კი ეცადოთ ამ მიმართულებით დროის დახარჯვას, რადგან ყველაფერს გააფუჭებთ. თავში ისეთ იდეები მოგივათ, რომელთა განხორციელებისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანის არავის შეშურდება: ხვალ კბილები ამოგივათ და მათ დემონსტრირებას ყველას წინაშე შეეცდებით, პირველ რიგში კი, მის წინაშე. რა გაეწყობა, საკუთარი შეხედულებები ნებისმიერ საკითხში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თქვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პირდაპირობა და ექსტრავაგანტური სტილი, მაგრამ იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი, შესაძლოა, თქვენ გამო შერცხვეს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
იმისთვის, რომ ხვალ თავი კარგად იგრძნოთ, თქვენთვის აუცილებელი იქნება სუფთა ჰაერი. შეეცადეთ, მოახერხოთ ბუნებაში გასვლის ორგანიზება, იმ შემთხვევაშიც, თუკი პიკნიკები დიდად არ გხიბლავთ. შეგიძლიათ, უბრალოდ, გაისეირნოთ.
კარიერა: ხვალ საკმაოდ კონფლიქტური და დაძაბული დღე გელოდებათ, თუმცა, თქვენ კარგად იცით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ სირთულეებს. ხვალინდელ დღესაც გადაიტანთ.
სიყვარული: იმ შემთხვევაშიც, თუკი ხვალ, საყვარელი ადამიანის პრობლემების მოსმენის თავი არ გექნებათ, ამის გაკეთება, უბრალოდ, აუცილებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი უყურადღებობა ურთიერთობაში ბზარის გაჩენის სერიოზული მიზეზი გახდება. ბოლოს და ბოლოს, არავინ გაიძულებთ მის საქმეებში ღრმად ჩაძიებას: გაუღიმეთ და თავი დაუქნიეთ ხოლმე.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღეს განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ სახის კანის დატენიანებაზე, კარგი იქნება, თუკი თერმული წყლით ისარგებლებთ.
კარიერა: ხვალ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ძილს. დატვირთული კვირის განმავლობაში ამგვარი შესაძლებლობა ნაკლებად მოგეცემათ: დღე-ღამეში 14 საათი მოგიწევთ მუშაობა, დანარჩენ დროს კი იმაზე ფიქრში გაატარებთ, რომელი საქმე გაქვთ სასწრაფოდ შესასრულებელი. ასე რომ, სანამ დრო გაქვთ, დატკბით ნეტარი სიმშვიდით.
სიყვარული: მერწყულები ხვალ სრულყოფილების შეგრძნებით  გამოირჩევიან. ვარსკვლავები გირჩევენ, ისარგებლოთ მომენტით და პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაში საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. მოაწესრიგეთ სახლი - ასიამოვნეთ მეუღლეს. ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ მსუბუქი ფიზიკური შრომა სასარგებლოდ წაგადგებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალისთვის შეეცადეთ, თქვენი ვახშამი საჭიროზე მეტად მოხარშოთ ან შეწვათ. ასევე, არ დაგავიწყდეთ ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა. საშიში მიკრობები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში იჩენს თავს.
კარიერა: ხვალ დიდხანს არ მოგიწევთ თქვენი სამსახურის შესახებ გარკვეული ინფორმაციის გახსენება, რომელიც მოულოდნელად თქვენს ახლობელს ან საყვარელ ადამიანს დასჭირდება. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ამ ინფორმაციის გარკვევა მხოლოდ სამსახურის შესახებ საუბრით შემოიფარგლოს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი წამითაც არ მოისურვებს თქვენთან დაშორებას. ამიტომ ხვალ შეეცადეთ, ყველაფერი შეძლებისდაგვარად ერთად გააკეთოთ. ერთი ნაბიჯითაც არ მოშორდეთ თქვენს რჩეულს. ბოლოს და ბოლოს, ერთი მთლიანობა ხართ და უფრო მეტიც, ნუთუ სიამის ტყუპები?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?