25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ფიზიკური შრომით დაკავდებით. ეს ძალიან დაგეხმარებათ ტონუსის შენარჩუნებაში და სასიკეთო გავლენას მოახდენს გულის მუშაობაზე.
კარიერა: ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ გამოიყურებით. ნუ იქნებით სკეპტიკურად განწყობილი საკუთარი გარეგნობის მიმართ. ასეთი დამოკიდებულება არც თქვენს ხელმძღვანელობას მოეწონება და ფირმის რეპუტაციასაც დააზარალებს. მაქსიმალური ყურადღებით შეარჩიეთ კოსტიუმი და აქსესუარები.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანისთვის არ გჭირდებათ ახსნა, რატომ იქცევით ასე და რატომ ითხოვთ მისგან ამა თუ იმ მოქმედებას. ის ყველაფერს უთქმელად მიხვდება და ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ოცნებობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხელიდან არ გაუშვათ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი.


 


კურო
ჯანმრთელობა: ეცადეთ, თავი დაიცვათ გაციებისგან. გამძლეობის დემონსტრირებისთვის უფრო შესაფერისი მომენტი უნდა შეარჩიოთ.
კარიერა: როგორც ყოველთვის, ამ დღის მთავარი გმირიც თქვენ ხართ. ბუნებრივია, ასეთ ძვირფას კადრს ხელმძღვანელობა არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელიდან. კარგია, რომ ბოლო დროს შეფთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. იფიქრეთ ძველი პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც დიდი ხანია, დავიწყებული გაქვთ.
სიყვარული: ეცადეთ, ხვალ საყვარელი ადამიანის მეგობრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. შესაძლოა, სწორედ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მათი პრობლემების მოგვარება შეუძლია. თქვენი რჩეულისთვის მეგობრები ძალიან ბევრს ნიშნავს და მათ დახმარებას თუ შეძლებთ, მისთვისაც გაცილებით ძვირფასი და მნიშვნელოვანი გახდებით.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა სასურველი არაა. გაითვალისწინეთ, რომ კოლეგიალურად მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით სანდო და ობიექტური იქნება. ასე რომ, რჩევის კითხვა ნუ დაგეზარებათ.
კარიერა: თუ ბიზნესის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას აპირებთ, ის დროა, სიტყვიდან საქმეზე გადახვიდეთ და გეგმების რეალიზაციაზე იფიქროთ. თუ მხოლოდ საკუთარ პროფესიულ ინტუიციას დაეყრდნობით, შესაძლოა, შეცდომები დაუშვათ, ამიტომ სჯობს, რჩევა გამოცდილ ხალხს ჰკითხოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი რჩეული საზეიმო განწყობაზე არაა: გაღიზიანებულია, უმიზეზოდ ყვირის და არაადეკვატურად იქცევა. იქნებ, ასე ამინდის ცვალებადობაზე რეაგირებს?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: პრობლემები, რომლებიც საკუთარ თავს შეუქმენით, შეგიძლიათ, თავად გამოასწოროთ. ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ. სამომავლოდ კი მეტი ყურადღებით მოეპყროთ საკუთარ ჯანმრთელობას.
კარიერა: არაა საჭირო, ამდენი ფიქრი იმაზე, რამდენად სწორად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. რაც უფრო სწრაფად დაასრულებთ, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. გაითვალისწინეთ, რომ დაყოვნებას არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება.
სიყვარული: ბედნიერი ხართ, რომ ამ ქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელიც გიყვართ. იმის მიუხედავად, საპასუხო გრძნობით გიპასუხებენ თუ არა, სიყვარულით სავსე დღე გექნებათ. მთავარი ხომ ესაა?


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
სახლიდან გასვლამდე არ დაგავიწყდეთ ჩანთაში ხელსახოცების ჩადება. შესაძლოა, გაცივდეთ ან ყველაზე უხერხულ მომენტში დაისვაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელსახოცები აუცილებლად დაგჭირდებათ.
ბიზნესი: შესაძლოა, ხვალ ახალი ჰობი იპოვოთ, რომელიც ძალიან გაგიტაცებთ. პრობლემა ისაა, რომ ახალი გატაცების გამო, სამუშაოს სათანადო ყურადღებას ვეღარ უთმობთ, რაც უახლოეს ხანებში თქვენს კარიერაზე ცუდად აისახება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ უნაზესი გრძნობებით ხართ სავსე და ვინმეს თუ არ გაუზიარეთ, შეიძლება გასაბერი ბუშტივით გასკდეთ. ამხელა გრძნობის ერთ ადამიანში დატევა შეუძლებელია. უამბეთ ამის შესახებ მსოფლიოს!


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ქალწულებო, ყველანაირი ტკბილეული ერთნაირად მავნებელი არაა. მენიუში თაფლს ან ხილის ჩირს თუ ჩართავთ, ტკბილეულის მოთხოვნილებასაც დაიკმაყოფილებთ და არც ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს.
კარიერა: სავარაუდოდ, პირველივე იდეა, რომელიც თავში მოგივიდათ, წარმატებული არ იქნება. მეორეს ან უკეთესი იქნება, თუ მესამეს დაელოდებით. არ აჩქარდეთ. სჯობს, ისეთ ადამიანს მოეთათბიროთ, ვისაც თქვენზე მეტი იდეები აქვს.  
სიყვარული: ხვალ თქვენი რჩეული რომელიღაც საოჯახო საქმიანობაში დაგეხმარებათ: ან მაღაზიაში გაიქცევა, ან ჭურჭელს გარეცხავს ან გაზქურასთან იტრიალებს. მთავარია, ამან ძალიან არ შეაშინოს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ სასწორებისთვის გაცილებით კარგი იქნება, თუკი მთელ დღეს მარტოობაში გაატარებენ, ვიდრე ხალხმრავლობაში. დაივიწყეთ ყველანაირი სირთულე და იზრუნეთ საკუთარ ნერვებზე. მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას.
კარიერა:
თქვენი სურვილები საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს შესაძლებლობებს, ამიტომ მოცემული სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეთ. დაიწყეთ იმ საქმეების შესრულება, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სიტყვა ავანტიურა უცხო იქნება, ისევე, როგორც ნებისმიერი სიგიჟე. ის, აუცილებლად მიიღებს უსაფრთხოების ზომებს და მკაცრად დააკვირდება ჩვენი კონსერვატიული საზოგადოების მოთხოვნებს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუკი სულიერ სიმშვიდესა და ამაღლებულ განწყობას შეინარჩუნებთ, სხეულიც აუცილებლად აგყვებათ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მთელი დღის მანძილზე  აქტიური და მხიარული იყოთ.
კარიერა:
ბოლო დროს ისე მუშაობთ, თითქოს თქვენი შესაძლებლობების ლიმიტი ამოიწურა. ცოტაც და ნერვები გიღალატებთ. შეეცადეთ, ერთდღიანი დასვენება აიღოთ, რათა, უბრალოდ, მგრძნობელობა დაგიბრუნდეთ და თან, სუფთა გონებით უფრო სწორად შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში ახალი პროექტის განხორციელებას. 
სიყვარული:
ბოლოს როდის გაგახარათ იმ ფაქტმა, რომ გიყვართ და უყვარხართ? თქვენთვის ეს სრულიად ბუნებრივია - ისევე, როგორც სუნთქვა ან ჩაის დალევა. სიყვარული კი - სასწაული გრძნობა და ბედის ნამდვილი საჩუქარია! თქვენ გვერდით მსოფლიოში ყველაზე შესანიშნავი ადამიანია! ასე რომ, გიხაროდეთ და უმადლოდეთ საკუთარ ბედისწერას!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, გარშემო დადებითი მომენტები ეძებოთ, რათა საჭირო ენერგიით დაიმუხტოთ და გაუმკლავდეთ იმ ზოგად სისუსტეებს, რომელიც შესაძლოა, უახლოეს დღეებში აღმოგაჩნდეთ.
კარიერა:
ხვალ, რაც შეიძლება ბევრი ფული დახარჯეთ. რაც უფრო დიდი თანხა გაიცემა თქვენი საფულიდან, მით უფრო მეტად შეივსება მომავალ კვირას. თუმცა, უკანასკნელ თეთრამდე თანხის დახარჯვა არ ღირს: დაიტოვეთ მცირედი „შავი დღისთვის“. ზოგჯერ ვარსკვლავებიც ცდებიან.
სიყვარული:
თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს სასწრაფოდ გესაჭიროებათ ახალი შთაბეჭდილებები! სასურველია, რომ შთაბეჭდილება იყოს ერთი - ორივესთვის, ერთიანი და განუყოფელი, რათა შემდეგ ერთად შეძლოთ მისი გახსენება და განხილვა. სხვათა შორის, უმჯობესია, თუკი მშფოთვარე დისკუსიას გამართავთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს მზის სხივების ქვეშ გაატარებთ, თუნდაც ხელოვნური. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მზე თქვენი კანისთვის მავნებელი არ არის. ეწვიეთ სოლარიუმს თუნდა, სამი წუთით - ამის შემდეგ ცხოვრება უფრო ფერადად მოგეჩვენებათ.
კარიერა:
ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. გარდა ამისა, თქვენს ხელმძღვანელობაზე წარმოდგენას შეიცვლით, დირექტორი თქვენს წინაშე აბსოლუტურად სხვა კუთხით წარდგება და სავარაუდოდ, ხვალინდელი დღე ადამიანების უკეთ ამოცნობაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და მაქსიმალურად უნდა დაეხმაროთ მას ჭაობიდან ამოყვანაში. დიახ, ადვილი საქმე არ არის, ჭაობიდან ბეჰემოთი ამოიყვანოთ, მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღეს მერწყულები თავს მოდუნებულად იგრძნობენ, ამიტომ, ცუდი არ იქნება, აქტივობის მოსამატებლად სხვადასხვა საშუალებებს მიმართოთ, თუმცა, ვარსკვლავების რჩევით, რადიკალური ზომების მიღება არ ღირს.  
კარიერა: ხვალ, დიდი ალბათობით, თქვენი ერთ-ერთი კოლეგისთვის შთაგონების წყარო გახდებით, რაც მას მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად დიდ სტიმულს მისცემს. ამიტომ ხვალ თქვენი იმიჯი სრულყოფილი უნდა იყოს.
სიყვარული: ხვალისთვის მერწყულებს თამაშის განწყობა შეექმნებათ, ამიტომ თქვენთვის არ იქნება რთული იმ ადამიანის გაცნობა, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ ადამიანს მეტროში ან კინოთეატრში, საღამოს სეანსზე შეხვდებით. ის თავად მოვა თქვენთან, რადგან თქვენს სასიამოვნო აურას აუცილებლად იგრძნობს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: მოერიდეთ გადახურებას. საუნასა და ცხელ აბაზანას, სამწუხაროდ, ხვალ არ
უნდა მიმართოთ. მიიღეთ თბილი შხაპი: განწყობასაც აგიმაღლებთ და გათბობაშიც დაგეხმარებათ.
კარიერა: თევზებო, ხვალისთვის ყველაზე ჩვეულებრივი საქმიანობით დაკავდით. არაფერი ექსტრაორდინარული და დაუფიქრებელი - ეს მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. კონსერვატიზმი, რაც არ უნდა არაადეკვატური იყოს თქვენი განწყობისთვის, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იქნება.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, მოძღვრის როლში აღმოჩნდეთ. ნუ ეცდებით მისგან გაქცევას, პირიქით - ყველანაირად შეეცადეთ, თქვენთვის ძვირფასმა ადამიანმა გული გადაგიშალოთ. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?