27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: იზრუნეთ პირადი პრობლემების მოგვარებაზე და მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. სულიერი სიმშვიდისთვის ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე გჭირდებათ.
კარიერა: როგორი გრძელი და დაუსრულებელიც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ადრე თუ გვიან, ეს სამუშაო დღეც დამთავრდება. ნუ დაიზარებთ და თქვენზე დაკისრებული მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და ხვალისთვისაც იზრუნეთ, რომ ცოტა ადრე მოახერხოთ სამსახურიდან წამოსვლა.
სიყვარული: თქვენი რჩეული უშედეგოდ ცდილობს, გაგამხიარულოთ. დაეხმარეთ, რომ მისი მცდელობა წარმატებით დასრულდეს. თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული.


 


კურო
ჯანმრთელობა: კუჭის პრობლემების მაღალი რისკის გამო, თავს შეუძლოდ გრძნობთ. თუ ასეთ პრობლემებს ადრეც შეუწუხებიხართ, მათ მოგვარებას ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.
კარიერა: ხვალ შეგიძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცეთ, ცოტათი არასერიოზული და არაპროგნოზირებადი იყოთ. ეცადეთ, სტერეოტიპებისგან განთავისუფლდეთ და პრობლემებთან გამკლავების ახალი გზები იპოვოთ. ამჟამად, მოვლენების ახლებური ხედვა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.
სიყვარული: ხვალ ორივე სქესის კუროს ოჯახური ბარაქის მფარველი ვარსკვლავი იცავს. თქვენი და მისი მცდელობით, ოჯახურ ბიუჯეტს სოლიდური შემოსავალი ელის. გაუფრთხილდით მოპოვებულს და უაზროდ ნუ გაანიავებთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ბოლოს და ბოლოს, დაუჯერეთ დიეტოლოგის ან მკურნალი ექიმის რჩევებს და სწორად კვების რეჟიმზე გადასვლა გადაწყვიტეთ. მშვენიერია, თუმცა, ეცადეთ, რომ კვების ახალ რეჟიმზე ძალიან მკვეთრად არ გადახვიდეთ.
კარიერა: ხვალ თქვენი ორგანიზმი ამინდის ცვალებადობის მიმართ ძალიან მგრძნობიარე იქნება, ამიტომ ეცადეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას გამუდმებით თვალყური ადევნოთ. რაც შეეხება სამსახურს, მზად ხართ, გაწეული სამუშაოს შესახებ, შეფს ანგარიში ჩააბაროთ. მთავარია, დამაჯერებელი იყოთ და საკუთარი ხედვებისა და იდეების მკვეთრად და ნათლად გადმოცემა შეგეძლოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი რჩეული სერიოზულად საუბრისთვის განწყობილი არ გახლავთ, ამიტომ თქვენს მცდელობას, გულახდილად დაელაპარაკოთ, სიტყვის ბანზე აგდებით და დაცინვით პასუხობს, რაც უზომოდ გაღიზიანებთ. პრობლემას უფრო მარტივად თუ შეხედავთ, შესაძლოა, ასეც სჯობდეს.  


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კირჩხიბებს ვურჩევთ, თვითმკურნალობას თავი დაანებონ და მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეწყვიტონ. ბოლოს და ბოლოს, ერთი დღე მაინც მოითმინეთ. ხვალ შეცდომების დაშვების ნაკლები შანსია.
კარიერა: ამჟამად საკუთარ საქმეებსა და კარიერაზე მეტად ნათესავის ან მეგობრის სამსახურში მოწყობით ხართ დაინტერესებული. ადამიანების დახმარება და კეთილი საქმეების კეთება მშვენიერი საქმიანობაა, თუმცა, ეცადეთ, მოგვიანებით ამის გამო უსიამოვნებები არ გქონდეთ.
სიყვარული: თუ შესაძლებელია, ხვალ მაქსიმალურად შეზღუდეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთანაც ურთიერთობა გიწევთ. მინიმუმამდე შეამცირეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც, თუმცა ამის გაკეთება ისე უნდა მოახერხოთ, რომ მის ბობოქარ ფანტაზიებსა და ეჭვიანობას ასპარეზი არ დაუტოვოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:  
საკუთარ ოთახში გენერალური დასუფთავების ჩატარება შესაძლოა, მტვერზე ალერგიული რეაქციების არიდების გარანტია გახდეს. სხვათა შორის, სახლის დალაგება სპეციალური ნიღბითაც არის შესაძლებელი.
ბიზნესი: თუ ფიქრობთ, რომ ცოტას თუ დაიცდით, პრობლემა თავისთავად გაქრება, ძალიან ცდებით. შესაძლოა, ეს „ცოტა“ დროსა და სივრცეში ისე გაიწელოს, რომ მერე გვიან იყოს. ასე რომ, პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოთ.
სიყვარული: დღეს აღმოაჩენთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ყველაფერი ისე ლამაზი, ნათელი და მშვენიერი არ არის, როგორც აქამდე გეჩვენებოდათ. თუმცა, თავად შეგიძლიათ, ყველაფერი საუკეთესო მიმართულებით შეცვალოთ და თქვენთვის სასარგებლო კალაპოტში მოაქციოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:  
თავადაც გაიხსენეთ და სხვებსაც შეახსენეთ, რა არის სულის მხნეობა და ოპტიმიზმი. სხვებსაც დაეხმარებით და თავადაც უკეთ იგრძნობთ თავს.
კარიერა: კრეატივის დღეა. ასე რომ, შეგიძლიათ, თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ფანტაზიები ცხოვრებაში თამამად განახორციელოთ. შემოქმედებითობა და იმპროვიზაცია ყველაზე ზუსტ და სერიოზულ საქმიანობაშიც არასოდეს არის ზედმეტი. ზოგჯერ, სწორედ მათი დახმარებით ხდება ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემების გადაჭრა.
სიყვარული: რამდენიც არ უნდა ეხვეწოთ საყვარელ ადამიანს სანუკვარი ოცნების ასრულება, სურვილის სირთულისა და მნიშვნელობის მიუხედავად, ხვალ თქვენს თხოვნას ასრულება არ უწერია. ვარსკვლავები გირჩევენ, ტყუილად არ გაიფუჭოთ განწყობა მსგავსი ტიპის ავანტიურით და კარგად დაფიქრდეთ: მართლა ასე მნიშვნელოვანია ეს სურვილი თქვენთვის?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო თავდაჯერებული და ნუ მოექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე ძვირიან წამალს შეგიქებენ, რადგან თქვენს ორგანიზმს, შესაძლოა, ეს პრეპარატი აბსოლუტურად არ მოუხდეს.
კარიერა:
ეს დღე მთლიანად მიუძღვენით საკუთარი ქმედებების ეფექტურობას ამა თუ იმ სფეროში. შესაძლოა, თქვენთვის აზრიანი იყოს მოქმედების სფეროს შეცვლა იმ მიმართულებით, რომ კაცობრიობას მეტი სარგებელი  და ოჯახს უფრო მეტი ფული მოუტანოთ.
სიყვარული:
შესაძლოა, ხვალ საკუთარი თავით უკმაყოფილო იყოთ. სხვადასხვა ზარები შეგიპყრობთ: იქნებ, ძალიან პატარა მკერდი გაქვთ ან ზედმეტად დიდი მუცელი, ან თქვენი ვარცხნილობა არ შეესაბამება ახლანდელ დროს. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამგვარ ნერვიულობას - საკუთარი თავის მიმართ უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა გამოიჩინეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მდგომარეობის მკვეთრი შეცვლა თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. ხოლო, თუკი მას სულ ოდნავ შეცვლით - მაგალითად, გადააადგილებთ კომპიუტერს ერთი ადგილიდან მეორეში - სუნთქვა გაცილებით გაგიადვილდებათ. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ გადაადგილების პროცესში კომპიუტერიდან მტვერს გადაწმენდთ.
კარიერა:
ხვალ ყველა გარემოება თქვენს მხარეზე იქნება. შესაძლოა, თქვენი გეგმები სრულად ვერ განხორციელდეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, მაქსიმალურად მიუახლოვდება ტრიუმფალურ დასასრულს. ეს დღე თქვენს კარიერაზე მნიშვნელოვნად აისახება.
სიყვარული:
იყავით უფრო ორიგინალური გრძნობების გამოხატვის დროს! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მეორე ნახევრისთვის თქვენთან ყოფნა მოსაწყენი იქნება. ეს კი, პირველი ნაბიჯია საყვარელი ადამიანის შეცვლისკენ. შეეცადეთ, იყოთ არაორდინარული. თუკი თავად ვერ მოიფიქრებთ, მიმართეთ მეგობრებს, ისინი ყოველთვის სიხარულით დაგეხმარებიან.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ მუხლებისა და იდაყვების დარტყმას, დაჭიმულობას, მათზე  სისხლჩაქცევების წარმოქმნას და მსგავს უსიამოვნო ქმედებებს, რომლებსაც ვერაფრით გაექცევით, თუკი, მაგალითად, „როლიკებით“ სეირნობას გადაწყვეტთ.
კარიერა: 
ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ, ზედმეტად მიენდოთ საკუთარ ძალებს. კარგი იქნება, თუკი სამუშაოს შესრულებაში მეგობრებსა და კოლეგებს დაიხმარებთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დახმარებამ, შესაძლოა, თქვენს სიამაყეს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს, თუმცა, ვარსკვლავების ვარაუდით, ამის აშკარა მიზეზი არ შეინიშნება.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი გონება, რომელიც ყველა პლანეტაზე წინ იდგა და სამომავლო ქმედებებს გკარნახობდათ, მოკრძალებულად ჩაიკეტება კუთხეში და მას გულის კარნახი შეცვლის. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ შეგრძნებები სასიამოვნო გექნებათ,  შთაბეჭდილება - ნათელი, ხოლო შედეგი - ყველაზე წარმოუდგენელი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებით გაუფრთხილდეთ თვალებს. შეეცადეთ, თვალებს ჭუჭყიანი ხელებით არ შეეხოთ და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ კოსმეტიკით სარგებლობას. ტელეეკრანთან დიდხანს ყოფნაც, რა თქმა უნდა, მავნებელია.
კარიერა: 
ხვალ შესაძლოა, ძალიან მომგებიანი წინადადებით დაინტერესდეთ. თუმცა, ვარსკვლავები მაინც სიფრთხილეს გირჩევენ. გულდასმით გადაამოწმეთ შემოთავაზების წყარო. განიხილეთ ყველა დეტალი და ყურადღება მიაქციეთ იმ წვრილმანებსაც კი, რომლებიც, ზოგადად, უმნიშვნელოა - ხვალ ყველაფერი დასაშვებია!
სიყვარული:
ხვალ, საყვარელი ადამიანისგან, მორალური სიამოვნებისა და საყოველთაო ბედნიერების გარდა, შესაძლოა, კიდევ რაიმე მატერიალური მიიღოთ. მაგალითად, საჩუქარი ან გემრიელი კერძი. მართალია, ეს შეიძლება ნაგვის ტომარაც აღმოჩნდეს, რომლის გატანა მოგიწევთ. ისიც მატერიალურია, ვერ შეედავებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზულად დაიწყოთ ვარჯიში. განსაკუთრებული ყურადღება კი კუნთებზე გაამახვილეთ.  ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კუნთები მაქსიმალურად გაიმაგროთ და  უახლოეს მომავალში მოსალოდნელი დატვირთვისთვის მოამზადოთ.
კარიერა: ხვალ უამრავი სირთულე გელოდებათ, თუმცა, მორალურად დაცემა არ ღირს. დასაწყისისთვის, ჩამოწერეთ სამუშაო გეგმები, შესაძლოა, რომელიმე გეგმა სიიდან ამოვარდეს. თუკი  თავშეკავებით და მკვეთრად იმოქმედებთ, უამრავ დროს დაზოგავთ და ყველა საქმეს გაუმკლავდებით. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანს დიდხანს არ მოუწევს ხვეწნა დასახმარებლად: ხვალ საკმაოდ დამთმობი და ლმობიერი იქნებით. მთავარია, თქვენი კეთილი ბუნებით ზედმეტად არ ისარგებლონ არც სხვებმა და, სხვათა შორის, არც თქვენმა რჩეულმა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალისთვის შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ ყველაფერი - თქვენი გეგმები მოულოდნელი გაუგებრობებით არ ჩაიშლება, მაგრამ, თუკი დილიდან თავს შეუძლოდ იგრძნობთ, საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა თქვენთვის საკმაოდ რთული იქნება.
კარიერა: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მთლიანად შეცვლის როგორც თქვენს სამუშაო პროცესს, ასევე თქვენი კომპანიის მიმართულებას. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ხელშია, ამიტომ თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
სიყვარული: მოიქეცით ისე, როგორც უდარდელი ბავშვი! ბოლოს და ბოლოს, მუდმივად დიდ ადამიანად ყოფნა მოსაწყენია! გოგონამ გაიკეთოს ორი კიკინა, ბიჭმა საჰაერო ბუშტი მოიმარჯვოს და ერთად გაემგზავრეთ ბავშვური სიხარულისა და სიამოვნების საძიებლად: მიირთვით ნაყინი, გაერთეთ საქანელებზე... სხვათა შორის, დიდი ადამიანებივით კოცნას არავინ გიშლით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?