28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 გირჩევთ, ეს დღე აქტიურ დასვენებას მიუძღვნათ. შეკრიბეთ მეგობრები და ლაშქრობაში გაემგზავრეთ. ასე მხოლოდ განწყობას კი არ აიმაღლებთ, კუნთებსაც გაივარჯიშებთ.
კარიერა: თქვენს იმედს, რომ უქმე დღეებში კარგად დასვენებას მოახერხებთ, ასრულება არ უწერია, ამიტომ ძალებს უნდა გაუფრთხილდეთ და სამსახურში მეტისმეტად არ გადაიღალოთ. ეცადეთ, დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან ნათქვამ სიტყვასა და გასროლილ ტყვიას უკან ვეღარ დააბრუნებთ და დიდხანს მოგიწევთ შედეგების გამოსწორება.   
სიყვარული: ხვალ ბედნიერებისგან იფრენთ, თუმცა შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი განწყობა ბოროტი ხუმრობით გააფუჭოს. ნურავის მისცემთ ამის საშუალებას.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ტვინი ისე შესანიშნავად იმუშავებს, რომ ახალი ინფორმაციის ათვისებას წამის მეათედებში მოახერხებთ. ზედმიწევნით შესაფერისი დღეა ცოდნის არეალის ყველა მიმართულებით გასაფართოებლად.
კარიერა: 
ხვალ ეცადეთ, სახლიდან ფულის მინიმალური რაოდენობით გახვიდეთ, რადგან შესაძლოა, დაკარგოთ ან უაზროდ დაგეხარჯოთ. ეს კი უკიდურესად უარყოფითად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. ისწავლეთ ეკონომიურად ცხოვრება!
სიყვარული:
დაუმტკიცეთ საყვარელ ადამიანს, რომ შრომისმოყვარე ბრძანდებით და ნებისმიერი საქმის კეთება შეგიძლიათ. რომ თქვენთვის არ არსებობს გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემა. გაითვალისწინეთ, რომ ეს თვისებები თქვენს რჩეულს აუცილებლად მოხიბლავს და მის თვალში ბევრად ამაღლდებით. თქვენც ხომ მხოლოდ ეს გინდათ?


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, ხვალ ხორცეულს არ უნდა გაეკაროთ და მხოლოდ მცენარეულ საკვებს დასჯერდეთ. მიირთვით ბევრი მწვანილი და ხილი. სვით მცენარეული ჩაი. ეს თქვენს ჯანმრთელობას უაღრესად სასიკეთოდ წაადგება.
კარიერა: ამა თუ იმ მოქმედების საჭიროებაში შეფის დარწმუნება თუ მოახერხეთ, ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი დღეა. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ პრინციპული და შეუდრეკელი იყოთ. სხვანაირად არაფერი გამოვა.
სიყვარული: 
საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს თქვენგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ თქვენთან ურთიერთობაზე „გადმოწყობა“. მისგან მეტისმეტს ითხოვთ. ამას კი სჯობს, უბრალოდ, დაეხმაროთ.


 


კირჩხიბი:
ჯანმრთელობა: კირჩხიბებს, რომლებსაც შარდსასქესო ორგანოების დაავადებები აწუხებთ, ხვალ განსაკუთრებით მოუწევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს და იმოქმედეთ, რაც შეიძლება ოპერატიულად.
კარიერა: 
ნუ უამბობთ სხვებს თქვენს განცდებსა და ოცნებებზე. სამსახურში უნდა იმუშაოთ, სხვა საქმეებით კი ოფისის მიღმა უნდა დაკავდეთ. გასაგებია, რომ შესვენებაზე ყავის სმას გულახდილი საუბრების ციკლი მოჰყვება, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების ზღვარს არ გადახვიდეთ.
სიყვარული: 
შესაძლოა, ხვალ მეუღლის მშობლებთან ურთიერთობა გაგირთულდეთ. იმის შესამოწმებლად, როგორ ზრუნავთ მათ შვილზე, შესაძლოა, მოულოდნელი ვიზიტით გეწვიონ, რაც მაინცდამაინც არ გაგახარებთ. გირჩევთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. მაქსიმალურად კორექტული და თავაზიანი იყავით და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობის ოდნავი გაუარესება იგრძნოთ. ეცადეთ, გაარკვიოთ, საიდან მომდინარეობს საგანგაშო სიგნალები. კარგი იქნება, თუ სამსახურში ძალიან არ გადაიღლებით.
ბიზნესი:
თუნდაც ეს თქვენს ძირითად მოვალეობებში შედიოდეს, ხვალ ვაჭრობით ნუ დაკავდებით. უკეთესი იქნება, თუ მთელ დღეს საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებას დაუთმობთ. ყველაფერი ლამაზად ჩაალაგეთ საქაღალდეებში, შემოაწყვეთ თაროებზე და მშვიდად მიირთვით ყავა.
სიყვარული:
რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესი გახდეს? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, გულზე ხელები დაიკრიფოთ და ბედნიერებას საკუთარ სავარძელში ჩამჯდარი ელოდოთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სახლიდან გახვალთ. თქვენი ბედნიერება სადღაც ახლოსაა და თქვენს გამოჩენას ელის.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ქალწულების მთავარი ამოცანაა, რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ. თქვენს მიზანს, გქონდეთ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სული, მხოლოდ ასე მიაღწევთ.
კარიერა: 
ხვალ მოულოდნელად აღმაფრენა გეწვევათ, რომელიც მთელი დღის მანძილზე არ მიგატოვებთ. ამის გამო გეგმების შეცვლაც კი მოგიწევთ. ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ.
სიყვარული:
თქვენი რჩეული ძალიან გაღიზიანებულია და ყველა წვრილმანის გამო ბრაზდება, რამაც შეიძლება ყველა გარშემომყოფს და პირველ რიგში თქვენ ხასიათი გაგიფუჭოთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მისი გამოხტომები თქვენც და სხვებსაც მშვიდად და აუღელვებლად მიგეღოთ, მაგრამ, რადგან ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, მოგიწევთ კბილი კბილზე დააჭიროთ და უბრალოდ, მოითმინოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ძალიან ემოციური იყოთ, ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი გრძნობები. წინააღმდეგ შემთხვევაში წნევის პრობლემები წარმოგექმნებათ ან თავისა და კუნთების ტკივილი შეგაწუხებთ.
კარიერა:
ხვალინდელ დღეს გლობალურ გეგმებზე ფიქრს დაუთმობთ, რომელიც თქვენი კარიერის სამომავლო განვითარებას, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობასა და შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდას შეეხება. სამწუხაროდ, ეს ოცნებები მხოლოდ ოცნებად დარჩება, თუკი მოქმედების სტრატეგიასა და დასახული მიზნების მიღწევის მეთოდებს კარგად არ შეიმუშავებთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან. შესაძლოა, ეს ნაცნობობა იმაზე მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე პროდუქტიული საუბარი საერთო თემებზე, მაგრამ ამგვარ საქმეს აჩქარება არ უყვარს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე წყლის პროცედურებს დაუთმოთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ აბაზანაში ან აუზზე.
კარიერა:
ნუ ენდობით ხელმძღვანელის სიტყვებს უპირობოდ. თუკი ის, ფირმის მიმდინარე სიტუაციას უიმედოდ აღწერს ან ზედმეტად პერსპექტიულად მიიჩნევს, ის, უდავოდ, რაღაცას გიმალავთ თქვენი დეზინფორმაციის მიზნით. რა უნდა გააკეთოთ ამგვარ მდგომარეობაში და როგორ უნდა მოიქცეთ - თქვენი გადასაწყვეტია. 
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე საბავშვო ფილმების ერთად ყურებაში გაატაროთ, რათა დროებით მაინც დაბრუნდეთ იმ ასაკში, როდესაც ყველაფერი ნათელი, ფერადი, მარტივი და გასაგები იყო. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით, თქვენი ურთიერთობაც ბავშვური გახდეს - გულწრფელი და ხალისიანი.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მშვილდოსნებისთვის ალერგია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთანავე, შესაძლოა, მისი გამომწვევი ახალი ფაქტორები შენიშნოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ხვალ საღამოს მთელი სხეულის ქავილი შეგაწუხებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სამსახურზე გაქვთ ალერგია.  
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი სამუშაო დღე მოძრაობაში გაატაროთ. თუკი ხელთ ისეთი დოკუმენტები გაქვთ, რომლებიც სასწრაფოდ ქალაქის მეორე ნაწილში უნდა მიიტანოთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, რომ ეს სწორედ ხვალ გააკეთოთ: მსგავსი არჩევანი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.
სიყვარული:
რაღაც გაიძულებთ წარსულის გახსენებას.საკუთარი მოგონებების სხვისთვის გაზიარება არ ღირს - უმჯობესია, ამ დღეებზე ფიქრით მხოლოდ თქვენ დატკბეთ. წარსულ სიყვარულზე საუბრის დროს, თქვენს ხმაში გაჩენილ სინაზეს ყველა როდი შეაფასებს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ იმ თხის რქებმა, რომელთაც ხშირად აწუხებთ შაკიკი. ორგანიზმის ზედმეტად გადატვირთვა არ ღირს, რადგან შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს.
კარიერა:
უკვალოდ არაფერი ქრება და ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ რაც არ უნდა კარგად გაუმკლავდეთ საკუთარ ვალდებულებებს, თქვენი ხელმძღვანელი თქვენს წარმატებებს მაინც უყურადღებოდ დატოვებს. პირიქით, დირექტორს თქვენზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს და ხვალინდელი დღე, უდავოდ, დაგაჯერებთ ამ სიტყვებში.
სიყვარული:
თქვენს ოჯახში იდეალური განწყობა არ შეინიშნება, რაც, თქვენს უსიამოვნებას გამოიწვევს. მოგიწევთ საკუთარი თავის ხელში აყვანა - უმჯობესია, თავად გაუმკლავდეთ დაწყებული კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ოჯახის სხვა წევრებისგან პირველი ნაბიჯის გადმოდგმას შეგიძლიათ, არ დაელოდოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მოიშორეთ თავიდან ბნელი აზრები. ჯანმრთელობის პრობლემების დავიწყებაში მხოლოდ პოზიტიური განწყობა და, ასევე, ზომიერი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ.
კარიერა: შესაძლოა, ხვალინდელმა დღემ თქვენგან დიდი ძალისხმევა მოითხოვოს, ამიტომ იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად შეასრულოთ და, რაც მთავარია, მოცემულ ვადებში ჩაეტიოთ, სცადეთ, დავალებები კოლეგებთან ერთად შეასრულოთ. ერთად მთებს გადადგამთ, აი, ნახავთ.
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღეა საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან ფლირტის წამოსაწყებად. ჯერ ერთი, გაიხსენეთ, საერთოდ რას ნიშნავს ფლირტი. მეორე - ფლირტის გამო ოჯახის შექმნას არავინ გაიძულებთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზებს მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდებათ. შესაძლოა, ეს იყოს ამა თუ იმ დაავადებაზე გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია, ებრძვით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამგვარი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კარიერა: თუკი ხვალ, რაიმე სახის უსიამოვნება წარმოგექმნებათ, ეს ყველაზე უმნიშვნელო იქნება. ხოლო სიხარული, რომელიც  გეწვევათ, საფუძვლიანი აღმოჩნდება. ეს აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. გაუზიარეთ თქვენი წარმატება გარშემომყოფებს!
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მოქმედებებიდან გამომდინარე უამრავ ცრუ დასკვნას გააკეთებთ, მაგრამ რაც ყველაზე საშიშია, ამასთანავე, ბრმად დაიჯერებთ იმას, რომ თქვენი დასკვნები ბოლო ინსტანციით ჭეშმარიტია. იქნებ, არ ღირდეს ასე თავდაჯერებულად დაეყრდნოთ საკუთარ უცოდველობას?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?