31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ერთფეროვნებამ დაგღალათ? ეცადეთ, ყოველდღიურობა ცოტათი მაინც გააფერადოთ, რათა ცხოვრება საინტერესო გახდეს. თუნდაც, დროებით...
კარიერა: მუშაობის სურვილით და ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ, რატომღაც, ელით, რომ ამისკენ ვიღაცამ გიბიძგოთ. მეგობრებთან ჩივილი, რომ ცხოვრების და მუშაობის ინტერესი დაკარგეთ, არაფრის მომტანია. ეცადეთ, ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნება გახდეთ და საკუთარ პრობლემებს თავად მიხედოთ. იფიქრეთ ამაზე...
სიყვარული: გაახარეთ საყვარელი ადამიანი კულინარიული შედევრით. თუნდაც ეს შედევრი უბრალო ომლეტი იყოს, ეცადეთ, რომ ექსკლუზიურად გამოიყურებოდეს და სიყვარულით მიართვათ.


 


კურო
ჯანმრთელობა:  გაამდიდრეთ რაციონი ისეთი პროდუქტებით, რომელშიც ნახშირწყლები, B ვიტამინი და მცენარეული ცხიმები შედის. შესაძლოა, ეს უბრალო შვრიის ფაფაც კი იყოს.
კარიერა:
ამ დღეს თქვენი შრომის ნაყოფიერება პირდაპირ დაკავშირებულია ამინდთან. შესაძლოა, ნამუშევარი ვერ გაგიფუჭოთ, მაგრამ ხასიათს გაფუჭებას აუცილებლად მოახერხებს.
სიყვარული:  
ამ დღეს თქვენს რჩეულს განმარტოება სურს და ხელს თუ შეუშლით, მასაც და თქვენც რამდენიმე დღით განწყობის გაფუჭება გარანტირებული გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა სერიოზულად დაზარალდეს, რაც არაფერში გჭირდებათ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:  
დაბალი არტერიული წნევის გამო ამ დღეს ჯანმრთელობის მცირეოდენი გაუარესება გელით. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ.
კარიერა:
ყველანაირ გმირობაზე წამსვლელი ხართ, რათა თქვენი საქმიანობის სფერო ოდნავ მაინც შეცვალოთ. კარგი იქნება, თანამშრომლებისთვის რაიმე კულტურული სახის ღონისძიებას თუ მოაწყობთ, ოღონდ მზადება ახლავე უნდა დაიწყოთ, სანამ ინიციატივას სხვა აიღებს ხელში.
სიყვარული: 
ამ დღეს მიხვდებით, რომ ახლახან მომხდარმა ფაქტმა რადიკალურად შეცვალა თქვენი პირადი ცხოვრება, თუმცა ჯერ ვერ გაგირკვევიათ, რომელ უკეთესობისა თუ უარესობისკენ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: მიეცით ორგანიზმს დაძინების და დასვენების საშუალება. რვა საათიანი ძილი ის მინიმუმია, რომლის გარეშეც ღირებულს ვერაფერს შექმნით, თუმცა უკეთესია, ცხრა ან ათი საათი გეძინოთ.
კარიერა:
თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, ახალი ვარიანტები უნდა ეძიოთ. ეს დღე ასეთი საქმიანობისთვის სრულიად შესაფერისია. სავარაუდოდ, რაღაცას აღმოაჩენთ კიდეც.
სიყვარული:  
ამ დღეს კირჩხიბებისთვის ცხოვრება მხოლოდ  პოზიტივითაა სავსე. მშვენიერი პოზიციაა, თუმცა ფაქტებს და მოვლენებს უფრო რეალურად უნდა შეხედოთ და შეაფასოთ. იქნებ ყველაფერი ისეთი ფერადოვანი და მშვენიერი არ არის, როგორც ერთი შეხედვთ გეჩვენებათ? დაუფიქრებლად ნურაფერს გადაწყვეტთ. მიამიტობა დაუფიქრებელ საქციელს ვერ გაამართლებს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:  
კარგი დღეა სხვადასხვა სახის კოსმეტიკური პროცედურის ჩასატარებლად, რომლებიც სახის ფერის გაუმჯობესებას ემსახურება. ბოლო დროს ძალიან გადაიღალეთ, ამიტომ დროა, თავი წესრიგში მოიყვანოთ.
ბიზნესი:
თქვენი ბიზნესის განვითარებასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, ფურცელზე ჩამოწერეთ და თვალსაჩინო ადგილას გააკარით. სხვა  შემთხვევაში, მომენტალურად დაგავიწყდებათ.
სიყვარული:
გეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანს იმდენად კარგად იცნობთ, რომ მისი ყველა ქმედების წინასწარ განსაზღვრა შეგიძლიათ.  რა გაეწყობა.. რაღაც მომენტში სასტიკი იმედგაცრუება გელით, მაგრამ იქნებ ასე უკეთესია?


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
თავს მშვენივრად გრძნობთ და შესანიშნავ განწყობაზე ხართ, თუმცა სამომავლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
კარიერა:
ამდენი ხნის მანძილზე პირველად შენიშნეთ, რომ თქვენი პარტნიორიც ადამიანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამიერიდან მასთან მიმართებით თქვენი კომუნიკაბელური თუ სხვა სახის ეშმაკობების გამოყენება გაგიჭირდებათ, რადგან ზუსტად იცით, რომ მას,როგორც პიროვნებას, ასეთი საქციელი არ მოეწონება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს დაგარწმუნოთ, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იქნებ, ენდოთ და დაუჯეროთ, თუნდაც ეს თქვენს ლოგიკას ეწინააღმდეგებოდეს. ნდობის გარეშე ხომ ერთად ყოფნას აზრი არა აქვს?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, შესაძლოა, უხარისხო ან ძველმა საკვებმა მოგწამლოთ, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ კუჭს.
კარიერა: თქვენს პროფესიულ საქმიანობაში მთავარი გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღება იქნება. ყოველი შენელებული წამი კოლოსალურ დანაკარგს მოგიტანთ, თუმცა, მცდარი გადაწყვეტილებაც თქვენი საქმიანობისთვის წამგებიანი იქნება. მოგწევთ იპოვოთ ბალანსი, რაც არცთუ ისე მარტივი დავალებაა.
სიყვარული: ამ დღეს სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის პრინციპურად მნიშვნელოვან საკითხში ორივეს ერთი და იგივე შეხედულება გაგაჩნიათ. კარგი იქნება, თუკი ბედისწერა ხშირად გაგახარებთ ამგვარი სიურპრიზებით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა:  ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ მორიელებმა, რომელთაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ. თუკი თავს არ გაუფრთხილდებით, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები წარმოგექმნათ.
კარიერა:
ხვალ საკმაოდ დაბნეული იქნებით, რაც საქმისთვის, რა თქმა უნდა, საზიანო იქნება. შეეცადეთ, როგორმე გამოფხიზლდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ინანებთ, რომ დროულად ვერ მოახერხეთ საკუთარი თავის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. ყურადღებით იყავით. სულ მალე ხელსაყრელ გარიგებას შემოგთავაზებენ.
სიყვარული:
ხვალინდელ დღეს დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, სასწაულებს და ჯადოქრობებს მიმართოთ, მაგრამ ვინაიდან მათ არსაიდან ელით, მოგიწევთ საკუთარი ხელებით შექმნათ. თანაც, არამხოლოდ თქვენთვის, არამედ საყვარელი ადამიანისთვისაც: მასაც მოენატრა ზღაპარი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯერობით ნამდვილი ჯადოქარი არ ხართ და მხოლოდ სწავლობთ, ყველაფერი ზუსტად გამოგივათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებისთვის კარგი იქნება, თუკი ხვალ მასაჟის სეანსებზე ჩაეწერებიან. განსაკუთრებით ეფექტური იქნება ტერფებისა და ზურგის მასაჟი, ასევე, კისრის მიდამოების. თუმცა, თუკი გრძნობთ, რომ რაღაც უფრო მეტი გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ სპეციალისტთან ამ თემაზე საუბარი.
კარიერა:
თქვენს პროფესიულ საქმიანობაში მუქი ღრუბლები შეინიშნება. ხვალ, დიდი ალბათობით,  სიტუაცია გართულდება და მთელი ძალისხმევის გამოყენება მოგიწევთ მისგან თავის დასაღწევად, თანაც ისე, რომ ნერვული მდგომარეობა არ დაგიზიანდეთ. ამის პარალელურად, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით. უახლოეს მომავალში დიდ ფულად მოგებას არ უნდა ელოდოთ.
სიყვარული:
გახადეთ თქვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ნათელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩაიცვით ფერადი ტანისამოსი, მოამზადეთ განსაკუთრებულად მრავალფეროვანი სალათი ან გაალამაზეთ ოთახი საჰაერო ბურთებით. სადღესასწაულო ატმოსფერო კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს გრძნობებს და დაძაბულ სიტუაციას განმუხტავს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი მიზანი იქნება, დაკავდეთ მატონიზირებელი პროცედურებით, რაც თქვენი ორგანიზმისთვის უდავოდ საჭიროა. სხვა მხრივ, თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ნორმაშია.
კარიერა:
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, თქვენი სამუშაო პროექტის ყველა დეტალი ხელმძღვანელთან განიხილოთ. გამორიცხული არ არის, მას ახალი იდეები გაუჩნდეს, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეჩვენოთ იდეალურად, მაგრამ წარმოუდგენელ სარგებელს მოგიტანთ. ამიტომ, გინდათ თუ არა, მოგიწევთ ყველაფრის გადაკეთება თქვენი ხელმძღვანელის მოსაზრების შესაბამისად.
სიყვარული:
ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არაფერია სიყვარულის, სიყვარულზე ოცნებისა და სიყვარულთან დაკავშირებული გეგმების გარდა? ზედმეტად ხომ არ ამოიჩემეთ თქვენი ცხოვრების ეს ასპექტი? ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელ დღეს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ: მეგობრებზე, ჰობზე, პროფესიაზე - რა უფრო მეტად მოგწონთ. ეს სიყვარულს ზიანს არ მიაყენებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი საკუთარ ორგანიზმს ყურადღებით მოუსმენთ. არ ღირს იმაზე მეტი ძალით მუშაობა, ვიდრე გაგაჩნიათ. შეეცადეთ, მუდმივად გახსოვდეთ ენერგიის მარაგის აუცილებლობის შესახებ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ, ადამიანებთან ზედმეტად გულწრფელი და გახსნილი იყოთ. კარგი იქნება, თუკი საკუთარ მოკავშირეებს და მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან გამიჯნავთ და ხანდახან მაინც დამალავთ საკუთარ ემოციებს, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ ყველ ისეთი მეგობრული არ არის, როგორც თქვენ გსურთ. მოწინააღმდეგეების ზედმეტი ინფორმირებულობა ხელს ვერაფერში შეგიწყობთ, პირიქით!
სიყვარული:
შესაძლოა, თქვენი საყვარელი ადამიანი ოდესღაც წერდა ლექსებს, მოთხრობებს ან სიმღერებს. დაითანხმეთ ხვალ, რომ წარსული წლების შემოქმედება გაჩვენოთ. შესაძლოა, ისინი შედევრები არ აღმოჩნდეს, მაგრამ მათი შინაარსი აუცილებლად დაგაფიქრებთ, თუ როგორია ადამიანი, რომელიც გიყვართ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზებო, მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას - შესაძლოა, უბრალოდ, ვერ გუმკლავდეთ, ხოლო უკანდახევა უხერხული იქნება. ორგანიზმის გაძლიერება თქვენთვის აუცილებელია. იქნებ სხეულის გამკვრივებაზეც იფიქროთ.
კარიერა: ხვალ მიხვდებით, რომ თქვენი ხელმძღვანელობა თქვენზე ზრუნავს, უბრალოდ, საკმაოდ უცნაური მეთოდით. რატომღაც, მისი ქმედებები მზრუნველობად მიიჩნევა და არა დაცინვად, რაც თქვენთვის სრულიად გაუგებარია. მაგრამ უმჯობესია, ყოველთვის გჯეროდეთ კარგის და ყველაფერში იპოვოთ დადებითი შტრიხები.
სიყვარული:
მოიკრიბეთ სიმამაცე! ხვალ, შესაძლოა, უსიამოვნო ამბავი შეიტყოთ, რომელიც თქვენს პარტნიორს ეხება. დიდი ალბათობით, მისი „გარე კავშირების“ შესახებ გაიგებთ ან ვიღაცამ თქვენი ურთიერთობით მანიპულირება დაიწყო, რათა თქვენამდე მოვიდეს. თუმცა, ეშმაკი არც ისე საშიშია, როგორც მას ხატავენ. საღამოსთვის სიტუაცია სრულიად განიმუხტება და საკმაოდ კარგად განვითარდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?