1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დაუჯერებელია, მაგრამ ხვალ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ამის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეცადეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.
კარიერა: დიდი ხანია, თქვენთვის სამსახურში წასვლა ისეთი სასიამოვნო არ ყოფილა, როგორც ამ დღეს. მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ იპოვეთ გზა, როგორ გახადოთ თქვენი შრომის პირობები უკეთესი ან იპოვეთ პრობლემიდან გამოსავალი, რაზეც ამდენი ხანია, ფიქრობთ. ასეა თუ ისე, ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით ხართ სავსე და წარმატება თქვენს ხელშია.
სიყვარული: ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ფეხქვეშ მიწა გეცლებათ. ნაწილობრივ ასეცაა, რადგან თქვენს პირად ცხოვრებაში არასტაბილურობისა და ბუნდოვანი პერსპექტივების პერიოდი დადგა. ეს იმდენად უსიამოვნოა, რომ მხოლოდ ნათელი მომავლის იმედით აგრძელებთ ცხოვრებას.


 


კურო
ჯანმრთელობა: კუროებო, ეცადეთ, სახლის დალაგებას დღეში საათი მაინც დაუთმოთ. მტვერი გადაწმინდეთ, კუთხეები გამოხვეტეთ და ხალიჩა დაბერტყეთ. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ სუნთქვა უფრო მსუბუქი და თავისუფალი გახდება.
კარიერა: დაწყებული პროექტების დასრულების საქმეში დაუგეგმავი შეფერხებები გელით. ეცადეთ, პრობლემებს მშვიდად შეხვდეთ და მათი სწრაფი მოგვარებისთვის იზრუნოთ. ის საქმეები, რომელთა დასრულება საჩქარო არ არის, შეგიძლიათ, უკეთესი დროისთვის გადადოთ. სხვა მხრივ, მშვიდი და სასიამოვნო დღე გელით.
სიყვარული: თქვენს ოჯახურ ცხოვრებას განვითარებისთვის ახალი სტიმული აქვს, რაც გასაკვირი არ არის. ნამდვილ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ უყვარხართ?


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის იზრუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ გაცივების რისკი ძალიან მაღალია.
კარიერა: ზოგადად, პრობლემებს მსუბუქად და ირონიულად ეკიდებით, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. ყველა დეტალი რომ გათვალოთ და არაფერი გამოგეპაროთ, სერიოზული დაფიქრება გმართებთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს რჩეულს იმდენად უჭირს თქვენი ყურადღებისა და კეთილგანწყობის მოპოვება, რომ ამას საკუთარი პრობლემების გაზვიადებით ცდილობს. ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ თქვენი საჭმლის მომნელებელ სისტემას მძიმე საკვებისგან განტვირთვის საშუალებას მისცემთ. ხილი, ბოსტნეული, იოგურტი და წვენები ისაა, რაც ხვალ ყველაზე მეტად გჭირდებათ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ მართვასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. მიეცით თქვენს კოლეგებს უნიკალური შანსი, რომ გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად მიიღონ, თქვენ კი მათი გადაწყვეტილების ორიგინალურობა და ეფექტურობა შეაფასეთ. ამით ორ კურდღელს დაიჭერთ.
სიყვარული: გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი საერთოდ არ ესმის და არც ამის სურვილი აქვს. დაფიქრდით, რამდენად გასაგებად უხსნით და თავად თუ  იცით, მისგან რას ითხოვთ? იქნებ მას კი არა, თქვენ არ გსურთ მისი მოსმენა?


 


ლომი
ჯანმრთელობა:  
შესაფერისი დღეა ორგანიზმის აქტიურ წერტილებზე მასაჟის გასაკეთებლად. ეს დაგეხმარებათ, გაცილებით ეფექტურად და სწრაფად გადაჭრათ ყველა პრობლემა.
ბიზნესი: ხვალ თქვენი შრომითი კოლექტივის ცხოვრებაში მეტისმეტად არ იაქტიუროთ, განსაკუთრებით თუ ეს აქტიურობა თქვენს უშუალო მოვალეობებს არ ეხება. კედლის გაზეთის გამოშვებას თუ გასართობი ღონისძიების დაგეგმვას თქვენს გარეშეც მოახერხებენ. მთავარია, ხელი არ შეუშალოთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდება. არ არის საჭირო ზედმეტი კითხვების დასმა და ნუგეშისცემა. უბრალოდ, მის გვერდით იყავით და აგრძნობინეთ, რომ მისთვის სულ ერთი არ ხართ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ჩაიცვით ხასხასა  და მყვირალა ფერის სამოსი. ეს ხალისიანი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს.
კარიერა: ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ. ეცადეთ, რომ ჩაის ან ყავის დალევის დრო მაინც დაგრჩეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი არალოგიკური და არათანმიმდევრული გეჩვენებათ. ეს კი იმ მომხიბვლელობას ანიჭებს, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. თქვენი სამომავლო ურთიერთობისთვის უკეთესი იქნება, თუ მისი ქცევების მოტივებს არ ჩაუღრმავდებით.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებს უნდა გახსოვდეთ, რომ წონასწორობა და შინაგანი ჰარმონიულობა - ეს გასაღებია თქვენი ჯანმრთელობისა და შესანიშნავი განწყობისთვის. ასე რომ, უმნიშვნელო წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს.
კარიერა:
უნდა ისწავლოთ სხვების შეცდომების პატიება. ნუ შეიყვანთ ადამიანს შავ სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ საკითხში არაკომპეტენტურობა გამოიჩინა. შესაძლოა, მას თქვენთან შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს და თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს. იყავით მეტად შემწყნარებელი და მეგობრული.
სიყვარული:
ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ექსტრავაგანტური და ყველასგან გამორჩეული. სწორედ ეს გახდება თქვენი კოზირი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რჩეულისთვის მოსაწყენი იქნებით. პირველივე შემთხვევით ისარგებლებს, რათა თქვენი კომპანია უფრო საინტერესოთი შეცვალოს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მარტივად შეასრულებთ სხვადასხვა ვარჯიშებს იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ელასტიკური იყოთ. ასე რომ, დაუთმეთ მას განსაკუთრებული ყურაღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვარჯიშამდე აუცილებელია კუნთების გახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეულის დაჭიმულობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებით.
კარიერა:
ხვალ, უბრალოდ, იბრწყინებთ თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევებითა და იმ სფეროს იშვიათი ცოდნით, რომელშიც ახლა მუშაობთ. იკაშკაშეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ ღირს სხვის გრძნობებზე თამაში - ეს პირდაპირი გზაა კონფლიქტისკენ.
სიყვარული:
მსუბუქი შეცვლა ან ღალატის თამაში, შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებს სასარგებლოდ წაადგეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩვეულებრივზე უფრო მეტად ისაუბროთ საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანის განსაკუთრებულობაზე, დადებით თვისებებზე და დისკუსიაში საყვარელი ადამიანიც ჩართოთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი ძილს საკმარის დროს ვერ უთმობთ, რათა თქვენმა ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს, ხვალ შეამჩნევთ, რომ ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ და მეხსიერების მდგომარეობა თქვენი მხრიდან გარკვეულ დახმარებას მოითხოვს. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს კი გამთენიისას დაძინება ან უთენია საწოლიდან წამოხტომა?
კარიერა:
ხვალ მოგეცემათ შესაძლებლობა იმ ადამიანს გაუწიოთ დახმარება, ვისაც თქვენი თანადგომის დიდი იმედი აქვს. შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ, საპასუხოდ თქვენც დაგეხმარონ ან თქვენი კეთილშობილური საქციელი მხოლოდ მადლობით შემოიფარგლოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნუ იქნებით იმედგაცრუებული.
სიყვარული:
ის ფაქტი, რომ საყვარელ ადამიანთან ეფექტური ურთიერთობის გაგრძელების მიზნით ცრუ ჯაჭვი ააწყვეთ - კიდევ არაფერი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თქვენი დასკვნები ჭეშმარიტად მიგაჩნიათ და მათ შესასრულებლად მკაცრად მოქმედებთ. არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება ცდებოდეთ?


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქების არ აწყენდათ განტვირთვის დღის მოწყობა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი ორგანიზმი გადატვირთული არ არის და თქვენი ფიგურა თითქმის იდეალურია.
კარიერა:
თქვენს ახლობლებს დახმარება და რჩევები სჭირდებათ. ასე რომ, მზად იყავით იმისთვის, რომ მათი სამუშაოს შესრულებით დაკავდეთ. თქვენი საქმეები, ბუნებრივია, დაიცდის. თუკი, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე თქვენი ახლობელი ან მეგობარი არ იზრუნებს. 
სიყვარული: 
ხვალ თქვენ და თქვენს რჩეულს უფროს თაობაზე მოგიწევთ ზრუნვა. მაგალითად, მოინახულეთ საყვარელი ადამიანის ან თქვენი მშობლები. ან დაურეკეთ მათ, ან თუნდაც ხანშიშესულ ადამიანს გზაზე გადასვლაში დაეხმარეთ. ერთობლივი ძალებით ადამიანების დახმარება კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ურთიერთობებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: სხვადასხვა რელაქს-პროცედურები თქვენს ორგანიზმს სასარგებლოდ წაადგება, ასევე, დამამშვიდებელი მასაჟი. ეს სასიამოვნო პროცედურები, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ძალებისა და სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. 
კარიერა: ხვალ, როგორც არ უნდა გსურდეთ აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რომლისთვისაც მთელი მონდომებით ემზადებოდით, სამწუხაროდ, წარუმატებლად ჩაივლის. თქვენი ძალისხმევა თითქმის უმნიშვნელო აღმოჩნდება. ამიტომ, ვარსკვლავების აზრით,  დასახული მიზნის მისაღწევად, აუცილებლად უნდა გაარღვიოთ ჩაკეტილი წრე, რომელიც თქვენს წარმატებას ასე ძალიან უშლის ხელს. 
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს ორიგინალურ იდეებს ყოველმხრივ გააკრიტიკებს და სანაცვლოდ არაფერს შემოგთავაზებთ. თუმცა, მისი შენიშვნები, შესაძლოა, სრულიად კონსტრუქციული აღმოჩნდეს  და მათი გამოყენება თქვენი ოცნების შესასრულებლად სავსებით მართებული იქნება. თქვენი მეორე ნახევარიც კმაყოფილი დარჩება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზების ორგანიზმი ვიტამინებისა და ელემენტების ნაკლებობას განიცდის, მაგალითად, კალციუმის, თუთიისა და ფტორის. ამიტომ შეეცადეთ, კვებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ.
კარიერა: რაც არ უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ თავშეკავება და სიმშვიდე. თავდაჯერებულობა და ფხიზელი შეხედულება ყველაზე კრიტიკულ საკითხზე - თქვენი  წარმატების სრული გარანტია. არ აიმაღლოთ ხმა და ნუ დაკარგავთ კონტროლს ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ხმამაღალ სიტყვებსა და გრძნობების მგზნებარე გამოხატვას. თქვენი მოზღვავებული ემოციები, დასამახსოვრებელი ფრაზების ნაცვლად, რამდენიმე საათში წარსულში დარჩება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?