3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  3 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: სასიამოვნოდ გაოცებული ხართ, იმდენად კარგად გრძნობთ თავს. არ ღირს ასეთი შანსის ხელიდან გაშვება და სახლში ჯდომა. გამოიყენეთ თქვენი ენერგია მაქსიმალურად.  
კარიერა: ნუ იქნებით მეტისმეტად სერიოზული. გახსოვდეთ, რომ ხუმრობა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება. ხვალ თქვენი საქმიანი და სერიოზული იერი შეიძლება არაბუნებრივად გამოჩნდეს. იყავით ის, ვინც ხართ. ასე უფრო მარტივად მოძებნით პრობლემიდან გამოსავალს.
სიყვარული: მთელი დღე დამნაშავის ძიებაში ხართ. ზუსტად იცით, რომ თავად არაფერი დაგიშავებიათ, თუმცა თქვენი მეორე ნახევარიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ეცადეთ, კომპრომისამდე ჭურჭლის დალეწვის გარეშე მიხვიდეთ. გახსოვდეთ, ჩაიდნიდან ჩაის დალევა, განსაკუთრებით ელექტროჩაიდნის პირობებში, ყველაზე რომანტიკული და სასიამოვნო საქმიანობა არ არის.


 


კურო
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ზომიერად და დაბალანსებულად მიირთვათ და ორგანიზმს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების აუცილებელი რაოდენობა მიაწოდოთ. იზრუნეთ ნივთიერებათა ცვლაზე და გახსოვდეთ, ზომიერად კვება ჯანმრთელობის საწინდარია.
კარიერა: საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ, თქვენი პოზიციის სისწორეში სხვებიც დაარწმუნოთ. შესანიშნავი დღეა, სხვადასხვა ტიპის შეკრებებზე სიტყვით გამოსვლისთვის, რადგან რიტორიკაში ბადალი არ გყავთ. თუ შესაფერისი აუდიტორიის მოძებნა მოახერხეთ, თქვენი გამოსვლა საგრძნობ შედეგებს მოიტანს.
სიყვარული: დროა, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და გადაწყვიტოთ, გიყვართ ეს ადამიანი თუ არა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რა უნდა მოუხერხოთ საკუთარ გრძნობებსა და სხვა ადამიანს, რთული და არაერთმნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ნებისყოფის მოკრეფის შემთხვევაში, ყველაფერი გამოგივათ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ხვალ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ხვალამდე დაცდა ჯობია.
კარიერა: მოვლენების დაჩქარებას ისე ცდილობთ, რომ შესაძლოა, საქმის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები ვერ გათვალოთ და არ გაითვალისწინოთ. ეცადეთ, ოპერატიულად მოქმედების დროს, იგივე შეცდომები არ დაუშვათ, რომლებსაც აქამდე უშვებდით.
სიყვარული: ხვალ საყვარელმა ადამიანმა თქვენს ყველა მოქმედებაზე აიღო პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სირცხვილით „თავი მოჭრათ“ და გადაწყვეტილება სანანებლად გაუხადოთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ. რა იცით, მომავალში ასეთი დამოკიდებულება რაში გამოგადგებათ?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, ოპტიმისტური განწყობა უნდა შეინარჩუნოთ. ეცადეთ, ხშირად გაიღიმოთ და იქნებ, ამის მიზეზიც გამოჩნდეს...
კარიერა: დახურულ სივრცეში დიდხანს ნუ გაჩერდებით. თუ ქუჩაში გასვლისა და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის დრო და საშუალება არ გაქვთ, ფანჯრები ბოლომდე გამოაღეთ. მიეცით საკუთარ თავსა და კოლეგებს თავისუფლად სუნთქვის საშუალება.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან თქვენი საუბარი მონოლოგს ჰგავს. ხშირად გეჩვენებათ, რომ თქვენი რჩეული არ გისმენთ და გახელილი თვალებით სძინავს. იქნებ, საუბრის თემამ არ დააინტერესა ან არააქტუალური ეჩვენა? ან უბრალოდ, თქვენი ტერმინოლოგიაა მისთვის გაუგებარი? იფიქრეთ ამაზე.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ლომებს უძილობა შეაწუხებთ. თუ არ გსურთ, რომ დილას გამოუძინებელი და დაღლილი შეხვდეთ, ასამდე და ათასამდე დათვლის გარდა, სხვა ზომებსაც უნდა მიმართოთ.
ბიზნესი: თქვენთვის უჩვეულო დავალების შესრულება მოგიწევთ. ეცადეთ, კარგად გაარკვიოთ, რას ითხოვენ თქვენგან და საქმე გაგიადვილდებათ. სინამდვილეში ამაში რთული არაფერია.
სიყვარული: ჯერ კიდევ შეიძლება გადაჭრათ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, პირად ცხოვრებას გიწამლავთ. შეიძლება, რაღაც შეცვალოთ ან გამოასწოროთ. ხვალ ყველაფერი გვიან იქნება, ამიტომ ეცადეთ, უკანასკნელი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ექიმთან ვიზიტისთვის ხელსაყრელი დღეა. ვიზიტი ხანმოკლე იქნება და დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულდება.
კარიერა: უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და საქმიანი ვიზიტებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ახალი კონტაქტების დასამყარებლად, პოტენციურ პარტნიორებთან საქმიან ვახშამზე შეხვედრა მოგიწიოთ, სადაც წყნარ ატმოსფეროში შეძლებთ საქმეებზე დალაპარაკებას.
სიყვარული: დაძაბული დღეა. თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უკვე მოხდა და არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ მოხდება. ახლა მცირეოდენი პაუზა გაქვთ და ისვენებთ. საყვარელ ადამიანს სთხოვეთ, რომ ფეხაკრეფით იაროს და იდილია არ დაგირღვიოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, შესაძლოა, ემოციური ამოფრქვევის მსხვერპლი ხადეთ, ამიტომ, კარგი იქნება, თუკი საკუთარ თავს გააკონტროლებთ და გარშემომყოფების ნეგატიური გავლენის ქვეშ არ მოექცევით. ბალახეული ჩაი, უდავოდ, მოგიხდებათ.
კარიერა:
თქვენი პარტნიორები, თქვენთან ერთად, თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე საუბარს მოისურვებენ და შესაძლოა, მასში გარკვეული სიახლეები შეიტანონ. თუკი ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტენ, ყურადღებით მოისმინეთ მათი არგუმენტები და კრიტიკულად მიუდექით მათ. ეს მაინც ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია.
სიყვარული:
სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე - ასე უფრო მარტივად მიაღწევთ სასურველს!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო დონეზე შენარჩუნებაში ხალხური მედიცინის რეცეპტები დაგეხმარებათ. თუმცა, თუკი ამ სფეროში ცუდად ერკვევით, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ, რათა დოზები არ გადაამეტოთ.
კარიერა:
შეეცადეთ, არ შეიკავოთ ნეგატიური ემოციები. დროებით დაივიწყეთ თვითკონტროლის შესახებ და იპოვეთ დრო, რათა მთელი დარდი ამოაფრქვიოთ, რომელსაც გულში ინახავთ. მთავარია, ამ დროს დირექტორს არ გადაეყაროთ - მან შესაძლოა, არაადეკვატურად შეაფასოს თქვენი ქმედებები.
სიყვარული:
დარწმუნებული ხართ, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ერთად მიიღეთ, სწორი და ჭეშმარიტია? ხვალ გულმოდგინედ მოგიწევთ მათი გადახედვა და შესაძლოა, თქვენს გადაწყვეტილებებში კორექტივებიც შეიტანოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებისთვის აუცილებელია ბოსტნეულის დიეტის შესრულება და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისპანახისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მიღება. ეს დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
კარიერა:
მათ, ვისაც ხვალ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, ვარსკვლავები დაჟინებით ურჩევენ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს. დაკისრებულ ვალდებულებებს დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევთ. თანაც, სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ უფრო თავდაჯერებული იქნებით, ვიდრე ადრე.
სიყვარული: 
ხვალ ნოსტალგია თქვენი კარგი, სანდო და საიმედო მეგობარი გახდება. განსაკუთრებით, თუკი ის თქვენს საყვარელ ადამიანსაც ეწვევა. ერთად გაიხსენებთ იმ ყველაფერ კარგს, რაც თქვენ შორის იყო და იფიქრებთ, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი აწმყო და მომავალი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებს ვარსკვლავები არ ურჩევენ ნახევრად უმი ხორცისა და ცუდად შემწვარი თევზის მიღებას. ბოსტნეული კი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ. ამ ეტაპზე თქვენს ორგანიზმში პარაზიტების მომრავლების საფრთხე არსებობს. ასე რომ, აუცილებლად ჩაიტარეთ გელმინტოზის (პარაზიტული დაავადებები)  პროფილაქტიკა.
კარიერა: ხვალ, დიდი ალბათობით, კანონთან კონფლიქტში შეხვალთ.  თქვენთვის და თქვენი კარიერისთვის, ეს ფაქტი ფატალური ნაკლებად აღმოჩნდება, თუმცა რამდენიმე უსიამოვნო წუთის გადატანა, სამწუხაროდ, მოგიწევთ. შეეცადეთ, ყველაფერი გაითვალისწინოთ და საჭიროებისამებრ შეფუთოთ.
სიყვარული: ხვალ, უბრალოდ, შესანიშნავი დღე გელოდებათ! არც კი წარმოგედგინათ, რომ ასე გულწრფელად უყვარხართ და თან, ერთდროულად ამდენ ადამიანს! თქვენი, შესაძლოა, ბევრს შეშურდეს. შეეცადეთ, არ დაკარგოთ ორმხრივი სიყვარულის ის საგანძური, რომლის მოგროვებას ბევრი წელი მოუნდით. 


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღეს, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მეტად შესაძლოა, თქვენი მორალური მდგომარეობა დაზარალდეს. ჭორები, თქვენ მიმართ ბოროტი გამოხედვა, ტყუილი და სხვა უსიამოვნო მოვლენები მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. გააკონტროლეთ საკუთარი თავი.
კარიერა: იმ სფეროში, რომელშიც მუშაობთ, ახალი აღმოჩენის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ის არ იყოს ფუნდამენტური და მისი გამოჩენით მილიონობით და მილიარდობით ადამიანის ცხოვრება არ შეცვალოს, თუმცა, თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ. სხვათა შორის, თქვენს რამდენიმე კოლეგასაც.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი არ მოისურვებს დიდი ხნით თქვენს გაშვებას. ამიტომ, თუკი მისი ფსიქიკა და კარგი განწყობა თქვენთვის ძვირფასია, შეეცადეთ, ყველა საქმე ოპერატიულად შეასრულოთ და შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე თბილ და კომფორტულ ჩახუტებას დაუბრუნდეთ. 


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური უნდა იყოს. ზედმეტი ნერვიულობა და შიში ნამდვილად არ გემუქრებათ. მართალია, ვინმეს შესაძლოა, მოუვიდეს თავში, რომ, თუკი ორგანიზმი კარგადაა, მისი დატვირთვაც შეიძლება... ფრთხილად იყავით.
კარიერა: რაც უფრო სწრაფად გაუმკლავდებით თქვენს უშუალო ვალდებულებებს, მით უკეთესი. შეეცადეთ, არ გადადოთ მათი განხორციელება და არ გამოთქვათ პრეტენზიები საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. რაც უფრო ოპერატიულად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დაიმსახურებთ ასე ნანატრ დასვენებას.
სიყვარული: აუცილებლად გაიხსენეთ ერთ-ერთი ბრძნული რჩევა, რომელიც ოდესღაც დედისგან მიიღეთ და რომელიც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში აუცილებლად გამოგადგებათ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუკი ეს რჩევა, ერთი შეხედვით  გულუბრყვილო  და უადგილოა. დრო ყველაფერს თავად გადაწყვეტს და თან თქვენზე უკეთესად. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?