4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ხვალ დიდია ალერგიული რეაქციების რისკი, ამიტომ ერიდეთ მტვრიან შენობებში ყოფნას. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზმი ალერგიისგან დაიცვათ.
კარიერა: ისწავლეთ ფულის ეკონომიურად ხარჯვა. ფული რომ გაგიჩნდათ, არ ნიშნავს, რომ ქარს უნდა გაატანოთ და სრულიად უსარგებლო ნივთების შეძენაში ფლანგოთ. უკეთესი იქნება, თუ დანაზოგს „შავი დღისთვის“ შეინახავთ, როცა მათი საჭიროება რეალურად დადგება.
სიყვარული: ხვალ იღბალი თან გდევთ, ამიტომ შეგიძლიათ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები უშიშრად დაგეგმოთ და განახორციელოთ. თუმცა, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ იღბალი კაპრიზებით სავსე ქალბატონია, რომელმაც შეიძლება ყოველ წუთს გიღალატოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ეცადეთ, თავისუფალი დროის ყოველი წუთი ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გაატაროთ. გახსოვდეთ, რომ ხვალ მდგომარეობის გამოსწორებისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი დაუჯერებლად კარგ შედეგს მოგიტანთ.
კარიერა:
თავი ათასგვარი სისულელით სავსე გაქვთ. ნუ იჩქარებთ საკუთარი აზრების გახმოვანებას, თორემ მერე ხანგრძლივი განმარტებების კეთება მოგიწევთ, რაც არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული:
კარგი იქნება, თუ მთელი ოჯახით რაიმე სპორტულ შეჯიბრში მიიღებთ მონაწილეობას ან უბრალოდ, სპორტით დაკავდებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ზუსტად ასეთი აქტივობისთვის არის შესაფერისი.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები დაბეჯითებით გირჩევენ, რომ ამ დღეს ზედმიწევნით სწორად იკვებოთ და მავნე პროდუქტების შესახებ დაივიწყოთ. თუ არჩევანის სისწორეში დარწმუნებული არ ხართ, საერთოდ უარი თქვით ჭამაზე. ასე ჯობია.
კარიერა: ხვალინდელი დღე უამრავ სასიამოვნო სიახლეს მოგიტანთ, რაც აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას. შესაძლოა, კომპანიის განვითარებაში ჩადებული შრომისთვის უფროსობამ სოლიდური პრემიით დაგასაჩუქროთ, ხოლო თუ საკუთარი საქმე გაქვთ, თანამშრომლობის შესახებ მომგებიან წინადადებას უნდა ელოდოთ. ცხოვრება მართლაც მშვენიერია, განსაკუთრებით თქვენთვის და განსაკუთრებით ხვალ. 
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის პოზიტიური განწყობა გჭირდებათ, რაც საკმაოდ ადვილი მისაღწევია: ჩართეთ ძველი, საყვარელი მელოდია, უყურეთ მულტფილმებს, დაათვალიერეთ ბავშვობის ფოტოები და მომენტალურად, ბედნიერების მეცხრე ცაზე აღმოჩნდებით.


 


 კირჩხიბი
ჯანმრთელობა: დროა, დაუგეგმავ შვებულებაზე იფიქროთ, რადგან ასე გაგრძელების შემთხვევაში, სერიოზული ნერვიული აშლილობა გემუქრებათ. დაფიქრდით, ღირს თქვენი სამსახური ასეთ მსხვერპლად?
კარიერა:
უახლოეს ხანებში, თქვენი საცხოვრებელი რაიონის ტერიტორიაზე ლურჯი ფრინველების გადაფრენაა მოსალოდნელი. სიმაღლეში ხტომაში თუ ივარჯიშებთ, შესაძლოა, რამდენიმე ფრინველის დაჭერა მოახერხოთ, რომლებიც ყველა სანუკვარ სურვილს აგისრულებენ. ოღონდ ვარჯიში ახლავე უნდა დაიწყოთ.
სიყვარული:
თუნდაც რომანტიკულ პაემანს არ გეგმავდეთ, ხვალ მაინც შესანიშნავად უნდა გამოიყურებოდეთ. ჯერ ერთი, არავინ იცის, რა განძეულს აღმოაჩენთ ქუჩაში. ამასთანავე, თქვენს საყვარელ ადამიანს ექნება სასიამოვნო განცდა, რომ მისი რჩეული ყველასთვის მოსაწონი ადამიანია.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ინტუიცია თქვენი საუკეთესო მრჩეველი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, მაშინ, როცა გონების ხმას არ შეუძლია, უტყუარი პასუხი გაგცეთ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
კარიერა:
ძალიან ბევრს ნერვიულობთ იმაზე, რამდენად სწორად იქცევით, როგორ გამოიყურებით კოლექტივის თვალში, რამდენად ხარისხიანი და ეფექტურია თქვენი ნამუშევარი და ღირს თუ არა საქმის იქით წაყვანა, საითაც მიგყავთ. მეტისმეტად ბევრს ნერვიულობთ, ამიტომ თქვენი მთავარი ამოცანაა, დამშვიდება მოახერხოთ.
სიყვარული:
იქნებ, ერთად თავს ცუდად იმიტომ გრძნობთ, რომ თქვენს ურთიერთობას არასწორი სახელი ჰქვია? ჩაატარეთ რებრენდინგი. იმას, რაც თქვენ შორის ხდება, სხვა სახელი დაარქვით და გაიხსენეთ კაპიტან ვრუნგელის ცნობილი ფრაზა: გემს როგორც დაარქმევ, ისე გაცურავს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, მჟავე პროდუქტები ზომიერად მოიხმაროთ, რადგან ორგანიზმის მჟავიანობა მომატებული გაქვთ. ეს კი შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასახარბიელოდ აისახოს.
კარიერა:
 ტექნიკა ყველაზე შეუფერებელ მომენტში გიღალატებთ, რაც გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით. რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრება ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეცადეთ, ხვალ სამუშაოს მის გარეშე გაართვათ თავი.
სიყვარული:
თუ მოულოდნელად თავი ცუდად იგრძენით, შეგცივდათ და შეგეშინდათ, საუკეთესო მკურნალი საყვარელი ადამიანის ალერსი იქნება. მალე იგრძნობთ, როგორ აივსებით სასიცოცხლო ენერგიით და ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის არ დაგავიწყდეთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ კისერს. სასარგებლო იქნება როგორც კომპლექსური ვარჯიშები, ასევე კისრის კანის დატენიანება. კარგი იქნება, თუკი მსგავსი ზრუნვა ჩვევაში გადაგივათ.
კარიერა:
ზოგჯერ გიწევთ, იმ საქმიანობით დაკავდეთ, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებთ და ხვალინდელი დღე ამის ნათელი მაგალითი იქნება. იქნებ ისწავლოთ, მიიღოთ თუნდაც მცირედი სიამოვნება განხორციელებული სამუშაოდან, ამგვარად ნაკლებად იგრძნობთ, რომ თქვენი შრომა წყალში ჩაიყარა.  
სიყვარული:
ხვალ შესაძლოა, შთაბეჭდილება შეგექმნათ, თითქოს საყვარელი ადამიანი გამცირებთ, პროვოკაციებს გიწყობთ და თქვენგან გარკვეულ რეაქციას ელოდება. თუკი ზუსტად იცით, რა რეაქციის მიღება სურს თქვენგან, აუცილებლად ასიამოვნეთ და შეუსრულეთ. თუკი არ იცით, შეეცადეთ, გამოიცნოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კუჭს, რადგან შესაძლოა, გასტრიტი გაგიმწვავდეთ. მიირთვით სხვადასხვა ტიპის მსუბუქი წვნიანი კერძები, ფაფები და, ასევე, ბალახეული ჩაი, ძირითადად, გვირილის.
კარიერა:
არ არის გამორიცხული, სამსახურში დაგაწინაურონ. ახალი თანამდებობა გაგახარებთ ფინანსურად, თუმცა, მას გარკვეული სახის პასუხისმგებლობა და სირთულეები მოჰყვება. ამიტომ ნუ იჩქარებთ მის აღნიშვნას: შესაძლოა, პირიქით, მოიწყინოთ, უზრუნველი წარსული დღეები მოგენატროთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენში გაიღვიძებს მეამბოხე, დამანგრეველი და რევოლუციონერი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კარდინალური ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ - რათა მომავალში ამ ურთიერთობის ნაცვლად ააშენოთ სრულიად სხვა, ახალი და რევოლუციური რამ. 


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია დატვირთული ვარჯიშებისთვის. სცადეთ, გატესტეთ და შეანჯღრიეთ თქვენი ორგანიზმი - ამგვარად მარტივად დაინახავთ, რის გაკეთება შეგიძლიათ დამატებით და სხეულის რომელ ნაწილზე უნდა გაამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება.
კარიერა:
ხვალ თავი შეიკავეთ საბუთებზე ხელმოწერისგან. შეამოწმეთ, კარგად გაეცანით თუ არა ხელშეკრულებას. დიდი ალბათობით, რომელიმე პუნქტში შეცდომას აღმოაჩენთ. თუკი სუსტი ადგილების ნახვას ვერ მოახერხებთ, გააგრძელეთ ძიება - სავარაუდოდ, ცუდად ეძებთ. ხვალ მნიშვნელოვანი პრობლემის სრულიად აღმოფხვრის შესაძლებლობა მოგეცემათ.
სიყვარული:
მშვილდოსნები ხვალ საღამოს, ხალხმრავალ ადგილას ყოფნის დროს, იმდენ სიყვარულს გამოაფრქვევენ, რომ შემდეგ ვერ გაიგებენ, სად უნდა წაიღონ ნადავლი. ის კი გპირდებათ, რომ მდიდარი იქნება. იქნებ გაუზიაროთ მეტ-ნაკლებად იღბლიან მეგობრებს. 


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ გარშემომყოფ ადამიანებთან განსაკუთრებით მეგობრული უნდა იყოთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება გულწრფელად გაიღიმოთ. იყავით თბილი და კეთილი. ეს დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა:
ეს დღე შესანიშნავია ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. ნუ ეტყვით უარს მათ, ვინც თანამშრომლობას შემოგთავაზებთ: შესაძლოა, ეს, სწორედ ის წინადადება იყოს, რომელზეც დამოკიდებული იქნება თქვენი საქმიანობის წარმატება. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით, რომ ეჭვი არაფერში შეგეპაროთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს დაგავალებთ. მის შესრულებას მთელი სერიოზულობით მიუდექით: ეს გახდება ერთგვარი ტესტი თავსებადობაზე და შესაძლებლობა მოგეცემათ, იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად ახლო და შორეულ მომავალში.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებისთვის სასარგებლო იქნება სიტუაციის შეცვლა. შესაძლოა, ასე სწრაფად სწორედ იმიტომ იღლებით, რომ სრულიად ჩაფლული ხართ რუტინაში. დროებით მოსწყდით მას - თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ეს ყველაზე საუკეთესოდ აისახება.
კარიერა: თუკი ხვალ გადაწყვეტთ, რომ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები უნდა მიიღოთ, ნუ შეგაშინებთ სირთულეები. თუკი მყარად დგახართ ფეხებზე (რაშიც ეჭვი არავის ეპარება), წარმატება გარანტირებული გაქვთ. გარდა ამისა, თქვენი ნათესავები და ახლობლები აუცილებლად მხარს დაუჭერენ თქვენს წამოწყებას.
სიყვარული: ხვალ თქვენი ჰარმონიულობის ყველას შეშურდება. რეალურად, იშვიათია წყვილი, რომელიც ასე ძალიან უხდება ერთმანეთს, რადგან თქვენ უსიტყვოდ ხვდებით ერთმანეთის სურვილებს. ვარსკვლავები ცხოვრებაში ამგვარი დღეების სიმრავლეს გისურვებენ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რას დალევთ და რა რაოდენობით. შესაძლოა, თქვენთვის უკვე დროა, ნალებად გემრიელი, მაგრამ უფრო მეტად სასარგებლო სითხეები მიიღოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოსაწერად. თუკი ამგვარი შესაძლებლობა მოგეცათ ან შესაბამისი კონტრაქტი ხელთ გაქვთ - ხვალ სასწრაფოდ მოაწერეთ ხელი, არ ინანებთ. თუმცა, თქვენი ხელმძღვანელის მაგიერ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ ღირს: თქვენს ამ საქციელს თქვენი დირექტორი არასწორად შეაფასებს.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენთან ურთიერთობაში გარკვეული შეცდომა დაუშვა. ეს არ იქნება ფატალური შეცდომა და თქვენს ურთიერთობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ შეიძენს, მაგრამ თქვენს რჩეულს ამ ფაქტის არსებობა გააღიზიანებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?