7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ნერვიულობა მოგიწევთ, რაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება. ეცადეთ, როგორმე დაწყნარდეთ. გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას.
კარიერა: ამ დღეს ბევრი საქმის კეთება გიწევთ, თანაც - ყველაფრის ერთდროულად, რაც ადვილი სულაც არ გახლავთ. ყველაფერს იმდენად ღირსეულად და წარმატებით გაუმკლავდებით, რომ თქვენი გმირობის კეისარსაც კი შეშურდებოდა.
სიყვარული:  თქვენს რჩეულს უჭირს იმის დაჯერება, რომ არ ატყუებთ, რომ მასთან ბოლომდე გულწრფელი ხართ და არაფერს უმალავთ. ეცადეთ, თქვენი სიმართლე როგორღაც დაამტკიცოთ, თორემ მის ნდობას ძალიან დიდი ხნით დაკარგავთ.


 


კურო
ჯანმრთელობა:  ხვალ გარეთ გასვლისას მეტისმეტად თბილად ნუ ჩაიცვამთ, რა არ გაოფლიანდეთ. ეცადეთ, ამინდის შესაფერისი და სამოსი შეარჩიოთ, თუმცა, უკეთესი იქნება, თუ სახლიდან საერთოდ არ გახვალთ.
კარიერა:
თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ საკუთარი თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნათ, ამ დღეს შეიძლება, ახალი და საკმაოდ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. ასე რომ, უახლოეს მომავალში მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.
სიყვარული:  
გუშინდელი ღამის ძალიან ლამაზმა და ფერადმა სიზმარმა თქვენზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. ვარსკვლავების განლაგება გაუწყებთ, რომ სიზმრებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოთ, თუნდაც ისინი თქვენს ვარაუდებს ადასტურებდნენ. უბრალოდ, მეტისმეტად ეჭვიანი ხართ და ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:  
ეცადეთ, თქვენს ღვიძლს შეუმსუბუქოთ მუშაობა. სწორი კვების ზოგადი წესების გათვალისწინებასთან ერთად,  ყურადღება მიაქციეთ ციტრუსების მოხმარებას. მანდარინს შეუძლია პრობლემის მოვარებაში დაგეხმაროთ.
კარიერა: სამუშაოს თქვენგან მობილიზებას მოითხოვს. ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმან უსიამოვნებებს და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა და როდის უნდა გააკეთოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ეუხერხულება, აღიაროს, რომ მისი გრძნობები რამდენადმე შეიცვალა. რა გაეწყობა... ეს ნამდვილად არ გახლავთ სასიამოვნო სიახლე, მაგრამ როგორღაც უნდა შეეგუოთ.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი გრძნობები მისი გრძნობების შესაბამისობაში უნდა მოიყვანოთ.    


   


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:  გაუფრთხილდით ფილტვებს, რადგან მათთან დაკავშირებული პრობლემების რისკი მეტისმეტად დიდია. თავი შეიკავეთ სასუნთქ ორგანოებზე უარყოფითად მოქმედი ჩვევებსგან და თუნდაც დროებით დაივიწყეთ სიგარეტის არსებობა.
კარიერა: ამ დღეს ყველას და თითოეულს ცალ-ცალკე უნდა დაუმტკიცოთ, რომ იმსახურებთ პოზიციას, რომელზეც იმყოფებით. მაგრამ პირველ რიგში, საკუთარ თავს, ვინაიდან ამ მოვლენის სამართლიანობაში თქვენ გარდა, ეჭვი არავის ეპარება. ეცადეთ, უტყუარი არგუმენტებით დაიმშვიდოთ თავი. 
სიყვარული: ოჯახის რომელიღაც წევრთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობთ. ეცადეთ, მეორე უპასუხო ზარისთანავე პანიკაში არ ჩავარდეთ. უბრალოდ, ადამიანებს ზოგჯერ არ სცალიათ. გირჩევთ დამშვიდდეთ და საკუთარი თავის ან სახლის მოწესრიგებას შეუდგეთ. გაითვალისწინეთ, პოლიციაში, სახანძროში და საავადმყოფოებში დარეკვამდე „ძებნილის“ მეგობრებთან, ნაცნობებთან და კოლეგებთან უნდა გადარეკოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ. არასტაბილური დღეა მათთვისაც, ვისაც სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ნუ დაივიწყებთ ჩანთაში ტკივილგამაყუჩებლის ჩადებას.
ბიზნესი: ამ დღეს თქვენს ეფექტურ მუშაობას ხელს უცნობი ტექნიკა უშლის. შესაძლოა, სამუშაო განწყობა კლავიატურის უჩვეულო სირბილემაც კი დაგიკარგოთ და მოდუნებისკენ გიბიძგოთ. არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ მსგავს პროვოკაციებს. თავი ხელში აიყვანეთ და განაგრძეთ.
სიყვარული: როგორღაც ახერხებთ წყლიდან მშრალად გამოსვლას. საყვარელ ადამიანს უღმერთოდაც რომ ატყუებდეთ, თქვენს ყველა სიტყვას ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად აღიქვამს, თუმცა მეტისმეტად ნუ დაიმშვიდებთ თავს. გახსოვდეთ, არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:  
ამჟამად ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზა სუფთა ჰაერზე სეირნობასა და იოგას ვარჯიშებზე გადის. არ დაივიწყოთ სწორი დადაბალანსებული კვებაც. მოერიდეთ „გადარბენაზე“ ჭამას, თუნდაც, მხოლოდ ამ დღეს.
კარიერა: ზოგჯერ ადამიანს თავისი სიკეთე ღუპავს. გახსოვდეთ ამის შესახებ, როცა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში კოლეგის დახმარებას გადაწყვეტთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი სიკეთის გამო შეიძლება მწარედ ინანოთ. ჯობს, საკუთარი საქმით დაკავდეთ და საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ.
სიყვარული: ამ დღეს განსაკუთრებით ბევრს ფიქრობთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. როცა სასურველ ინფორმაციას „შემოვლითი გზებით“ მოიპოვებთ, გახსოვდეთ, რომ სანამ თქვენამდე მოაღწევს, შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ორგანიზმმა საჭირო რაოდენობის ვიტამინები მიიღოს. ამიტომ, რაც შეიძლება გულდასმით დაგეგმეთ რაციონი -  დღეში, მინიმუმ, ორჯერ მაინც ჭამეთ ხილი.
კარიერა:
იმ შემთხვევაშიც, თუკი შეეცდებით, დროებით დაიმალოთ, ამით სამუშაოს თავს ვერ აარიდებთ. უმჯობესია საქმეს არ გაექცეთ და მოთმინება მოიკრიბოთ. 
სიყვარული:
ვარსკვლავები არ გირჩევენ ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღებას. რა თქმა უნდა, ვახშმის დროს მირთმეული ერთი ბოკალი ღვინო - პრობლემა არ არის, მაგრამ მეტი - ნამდვილად არა. საყვარელ ადამიანს არ ესიამოვნება თქვენი ნახვა ნასვამ მდგომარეობაში.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ნუ დაიწუწუნებთ გარშემომყოფებთან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან ისინი პანიკას ატეხენ, რომ საქმე ცუდადაა. თუკი ჯანმრთელობის შესახებ საუბარი გსურთ, პირდაპირ მიმართეთ სპეციალისტს.
კარიერა: იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი პროფესია ხელოვნებას არ უკავშირდება, ხვალ მოგიწევთ იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც  თქვენგან კრეატივის გამოვლენას მოითხოვს. სამუშაო ვალდებულებებისა და კრეატიულობის სინთეზი კი მატერიალურ სარგებლობას მოგიტანთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანზე უკეთ მისი მეგობარი გაგიგებთ. თუმცა, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მასზე შორეული გეგმების დაწყობა დაიწყოთ. უბრალოდ ჩათვალეთ, რომ  გზად კარგი ადამიანი შეგხვდათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი ტკბილეულის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძიათ, მასზე უარის თქმა არ ღირს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კალორიების დაწვა სატრენაჟორო დარბაზში ან ცურვის დროს მოგიწევთ.
კარიერა:
ხვალ საკმაოდ მშვიდი დღე გელოდებათ. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, გადახედეთ თქვენი მუშაობის მეთოდებს და ისწავლეთ გუნდური მუშაობა.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად რაღაც საქმიანობით დაკავდებით.   ერთმანეთს ურჩიეთ, დაეხმარეთ და ერთმანეთი გააფრთხილეთ შესაძლო უსიამოვნებებისა და საფრთხეების შესახებ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი წონაში კლება გსურთ, მოამზადეთ რამე უგემური კერძი. ხვალ ამ პრობლების გადასაწყვეტად ყველაზე ეფექტური მეთოდი ფსიქიკაზე ზემოქმედება იქნება და არა სხეულზე.
კარიერა:
თქვენი ოცნებაა, გქონდეთ საკუთარი კაბინეტი, რომლის შესახებ არავინ იცის, სადაც არ რეკავს ტელეფონი და არ ზუზუნებს ფაქსი. სადაც, სიმშვიდეში გადაწყვეტთ სამუშაო პრობლემებს, გამაღიზიანებელ წვრილმანებს კი ყურადღებას არ მიაქცევთ. იქნებ სცადოთ თქვენი ოცნების განხორციელება?
სიყვარული:
ხვალ გააცნობიერებთ, რომ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს საკმაოდ ბევრი საერთო ტრადიცია, ჩვევა და ერთობლივი თამაში გაქვთ, რომლებითავ შესანიშნავად ხალისობთ. მერე რა, თუკი გარშემომყოფები თავის ქნევით და გაკვირვებით გიყურებენ: იცხოვრეთ ისე, როგორც გენებოთ... ეს თქვენი ცხოვრებაა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თავს ცოტა შეუძლოდ იგრძნობთ. ამის მიზეზი შესაძლოა, ამინდის ცვალებადობა იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, მიზეზი უფრო სერიოზული აღმოჩნდეს. გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს გარეგნობას და შეძლებისდაგვარად სწრაფად შეუდგეთ გარდერობის დალაგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მალე სამსახურში დამცინავი მზერით შემოგხედავენ. ხვალინდელი დღე კი შესანიშნავია შოპინგისთვის.
სიყვარული: ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელია კარგის პოვნა, მთავარი მონდომებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ საყვარელ ადამიანთან ერთად იფიქროთ, რა დადებით მხარე აქვს თქვენს პრობლემებს, რა სარგებლობის მიღება შეგიძლიათ მათგან და აუცილებელია თუ არა მათი სასწრაფოდ გადაწყვეტა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: გაესინჯეთ თქვენს მკურნალ ექიმს. შემდეგ მიმართეთ არატრადიციულ მედიცინას. შემდეგ, სრული თავდაჯერებულობისთვის, რომ არაფერი გამოგრჩათ, კვლავ გაიმეორეთ ორივე ეტაპი, ოღონდ - სხვა კლინიკებში. დიახ, ეს ყველაფერი ხვალ უნდა გააკეთოთ - თქვენ რა გეგონათ?
კარიერა: დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის უმაღლესი შეფასება მიიღეთ. ახლა, მთავარია, არ მოდუნდეთ და არ დაივიწყოთ, რომ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. 
სიყვარული:
ხვალ თქვენი პირადი ცხოვრება საპნის ოპერას მოგაგონებთ. ასეთი ბედისწერის ნებისმიერ რეჟისორს შეშურდება! როგორც კი პრობლემებს მოაგვარებთ, იქნებ ფილმის გადაღება სცადოთ?..


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?