8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
თქვენმა გადაღლილობამ თავი იჩინა, რადგან მნიშვნელოვან საქმეზე კონცენტრირებას და აზრების მოკრეფას ვეღარ ახერხებთ. მიეცით საკუთარ თავს შესვენების უფლება.
კარიერა: შეფს სასწრაფოდ დასჭირდება თქვენს უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული რაღაც ინფორმაცია, თუმცა ეს მოწყენილობის მიზეზად არ გადმოდგება. რაც უფრო დროულად მიაწოდებთ სასურველ ინფორმაციას, მით უფრო მალე დაუბრუნდებით სანატრელ დასვენებას.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, თუ მამაკაცი ხართ, ხვალ განსაკუთრებულად ძლიერი და დამოუკიდებელი უნდა იყოთ, ხოლო თუ ქალბატონი ბრძანდებით, ნაზი, მორცხვი და მაქსიმალურად ქალური უნდა გახდეთ. ეს შესანიშნავი თვისებები, რომელიც თქვენს სქესს კაცობრიობის მოდგმის დღიდან ახასიათებს, განსაკუთრებით მომხიბლავს გაგხდით, არსებული საყვარელი ადამიანისა თუ პოტენციურად საყვარელი ადამიანის თვალში.


 


კურო
ჯანმრთელობა: კუროებო, სპორტული ვარჯიშის დროს სიფრთხილე გმართებთ, რადგან ხვალ ტრავმების რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუ აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ, გირჩევთ, ეს გამოცდილი მწვრთნელის თანდასწრებით გააკეთოთ.
კარიერა:
კარგი იქნება, თუ სამუშაო გარემოს ცოტათი სახლის გარემოს მიუახლოებთ. სამსახურში სახლის „ჩუსტებით“ გამოცხადება აუცილებელი არ არის. ქოთნის ყვავილის ან ოჯახის წევრების ფოტოების მიტანაც საკმარისი იქნება. ეცადეთ, თქვენი სამუშაო ადგილიდან წამოსულმა სითბომ და მყუდროებამ თქვენს კოლეგებამდე მიაღწიოს. იქნებ, რამე შინაურულითაც გაუმასპინძლდეთ?
სიყვარული:
დაფიქრდით, საყვარელი ადამიანის ესა თუ ის თვისება რატომ არ მოგწოთ? იქნებ, ამ თვისებებს სხვა სახელი რომ დაარქვათ, შეხედულება შეგეცვალოთ? მაგალითად, ყბედი კი არა, კომუნიკაბელური, მატყუარა კი არა, მდიდარი ფანტაზიის მქონე. ეს დღე მსგავსი ექსპერიმენტებისთვის შესაფერისია. ასე რომ, სცადეთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
თუ ვარჯიშის დაწყება სერიოზულად გადაწყვიტეთ, განსაკუთრებული ყურადღება სუნთქვას უნდა მიაქციოთ.
კარიერა: 
ხვალ პატიოსან ქცევასა და ანგარებით ქცევას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნასა და სწორი გადაწყვეტილების არჩევაში საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარებათ. გირჩევთ, ისე მოიქცეთ, რომ სულის სიმშვიდე არ დაკარგოთ.
სიყვარული: 
განწყობილი ხართ, რომ გააანალიზოთ, რატომ იქცევით საყვარელ ადამიანთან ასე და არა სხვაგვარად და რატომ გპასუხობთ ის ამა თუ იმ სახით. მიზეზების ძებნაზე ამდენი ფიქრი საჭირო არაა. იმაზე იფიქრეთ, შედეგებს როგორ უნდა გაუმკლავდეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: იყავით ყურადღებიანი და მომთმენი გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. შეიძლება ყველასთვის მოთმინება არ გეყოთ, მაგრამ უნდა ეცადოთ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
კარიერა: 
ხვალ თამამად შეგიძლიათ, სამომავლო გეგმები დასახოთ, რადგან მათ განხორციელებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. შეარჩიეთ პროფესიონალური განვითარების გზა და კარგად გაიაზრეთ ყველა შესაძლო შედეგი.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს სურვილი აქვს, რომ თუნდაც პატარა, მაგრამ სიამოვნება მოგანიჭოთ. მაგალითად, საკუთარი ხელით რაღაც ძალიან გემრიელი გაჭამოთ, კინოში დაგპატიჟოთ ან ძილის წინ იავნანა გიმღეროთ. ნუ დაუშლით. დაე, გაერთოს. შესაძლოა, სანაცვლოდ რაღაც გაცილებით სასიამოვნოც მიიღოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ ხვალ მარილს კვების რაციონიდან მთლიანად ამოიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დროებითი ღონისძიება თქვენს ჯანმრთელობას ძალიან სასიკეთოდ წაადგება.
ბიზნესი:
მთელი დღის განმავლობაში ძველი შეცდომის გამოსწორებას ცდილობთ. როგორც კი პრობლემის არსში გაერკვევით, შეგიძლიათ, შეისვენოთ. ხვალ მშვიდი და მოულოდნელობებისგან თავისუფალი დღე გელით.
სიყვარული:
ჯერჯერობით გვიან არ არის, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი შეცვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობას ახალს ვერ უწოდებთ, ის მაინც პლასტელინივით მოქნილი და დამყოლია და კორექციას ადვილად ექვემდებარება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ეცადეთ, არატრადიციულმა მედიცინამ მეტისმეტად არ გაგიტაცოთ, რადგან გამოცდილი და საქმის კარგად მცოდნე ადამიანის დაკვირვების გარეშე, შესაძლოა, საკუთარ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ.
კარიერა:
თუ შეფთან რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე დალაპარაკებას აპირებთ, ეს დღე ზედმიწევნით შესაფერისია, რადგან უფროსი პრობლემების მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ასეთი ურთიერთგაგება ხშირი არ არის, ამიტომ ეცადეთ, უახლოეს ხანებში დახმარებისთვის აღარ მიმართოთ.
სიყვარული:
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი და პატიოსანი იყოთ. გაითვალისწინეთ, რომ მისი მოტყუების ნებისმიერი მცდელობა უახლოეს მომავალში სერიოზულ პრობლემებს მოგიტანთ. სიმართლე ყოველთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ზოგჯერ, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის შეეცადეთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან საკუთარი თავის გაუფრთხილებლობის მიზეზით შესაძლოა, მცირე ტრავმები მიიღოთ. აუცილებლად იქონიეთ თან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
კარიერა:
თქვენთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელზეც ყურადღება  უნდა გაამახვილოთ, თქვენი ძვირფასი ჯანმრთელობაა. როდის მიმართეთ ბოლოს ექიმს პროფილაქტიკის მიზნით? შეეცადეთ, ოდნავ მაინც განმუხტოთ დაძაბული ატმოსფერო იქ, სადაც მუშაობთ.
სიყვარული:
ხვალ ცხოვრებისეული სიბრძნის გამოვლენა მოგიწევთ და, ასევე,  იმის დემონსტრირება, რამდენად მდიდარია თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ უკანასკნელით კი  ნამდვილად უნდა იამაყოთ და აუცილებლად ისარგებლოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ის ნამდვილად გამოგადგებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ხშირად ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმებიც კი ცდებიან და რა გასაკვირია, რომ თქვენც შეცდეთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუკი ხვალ დასვენების დღეს მოიწყობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურად არ შეგრჩებათ ენერგია ნაყოფიერად მუშაობის გასაგრძელებლად.  ერთი ან ორი დღით შემცვლელის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ყველაფერი ხელმძღვანელთან შეათანხმეთ და ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ თქვენი ოფისის სიგიჟეები.
სიყვარული:
ხვალ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საყვარელი ადამიანის ახლობლები და ნათესავები გულწრფელად და ღირსეულად შეგაფასებენ, ამიტომ წარმოაჩინეთ თავი საუკეთესო კუთხით. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ ნათელი ფერებითა და ზედმეტად თამამი მოხაზულობით საკუთარი პორტრეტის დახატვის დროს. ფრთხილად იყავით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებს ვარსკვლავები დაჟინებით ურჩევენ, აუცილებლად იზრუნონ მხედველობაზე. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, მოარიდოთ თვალები ზედმეტ დატვირთვას. უარი თქვით კითხვაზე ცუდი განათების ქვეშ. ტელევიზორის დიდხანს ყურება და მონიტორთან საათობით ჯდომაც არ ღირს.
კარიერა:
ხვალ ხაზგასმით თავაზიანი და პროდუქტიული უნდა იყოთ. განსაკუთრებით იმ საკითხების გარკვევის დროს, რომლებიც უშუალოდ თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის ურთიერთობას ეხება. ის ნამდვილად არ მოითმენს თქვენგან ქარაფშუტულ ქცევას და ამისთვის, შესაძლოა, დაგსაჯოთ კიდეც. თქვენ კი დასჯა არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია საბოლოო  შერიგებისთვის. შესაძლოა, ერთხელ და სამუდამოდ, შესაძლოა, პროფილაქტიკისთვის, შესაძლოა, იმიტომ შერიგდეთ, რომ, უბრალოდ, ორთქლი გამოუშვათ. მთავარია, თქვენს საყვარელ ადამიანს ზუსტად ესმოდეს მსგავსი საქციელის მიზანი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებს ვარსკვლავები არ გირჩევენ საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. დელიკატესების დეგუსტაცია შეგიძლიათ, ოღონდ მცირე ულუფებით,  შესვენებებით და იმის გააზრებით, რა მიირთვით და როგორ მოგეწონათ.
კარიერა:
ნუ გამოიგონებთ ველოსიპედს, როდესაც ჩახლართული საქმიანი სიტუაციიდან უჩვეულო გამოსავლის ძებნას დაიწყებთ: შესაძლო გადაწყვეტილების ყველა ვარიანტი თქვენამდე აპრობირებული იყო და თუკი ახლა დრო არ ითმენს, ისარგებლეთ უფრო გამოცდილი კოლეგის რჩევით, ხოლო პრობლემების დარეგულირების საკუთარ ვარიანტზე მოგვიანებით იფიქრეთ, დასვენების დროს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, თითქოს ის ბოლომდე არ გიყვართ. შეეცადეთ, მას საპირისპირო დაუმტკიცოთ შესაძლო თუ შეუძლებელი გზით. დაუმტკიცეთ, რომ ცდება და ის სამყაროს გირჩევნიათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მაქსიმალურად შეეცადეთ, ძლიერმოქმედი პრეპარატების მიღებისგან თავი შეიკავოთ პირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს თქვენს ღვიძლს არ მოეწონება.
კარიერა: თქვენთვის გაცილებით სასარგებლო იქნება მშვიდი დასვენება, ვიდრე საქმიანი მივლინება ნებისმიერ ადგილას. მედიტაცია შინაგანი ჰარმონიის დაბრუნებაში დაგეხმარებათ, ხოლო დამამშვიდებელი მუსიკა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მთავარია, საკუთარ თავში ფარული ძალები აღმოაჩინოთ.
სიყვარული: ხვალ საინტერესო შეხვედრა, მოულოდნელი ნაცნობობა და პერსპექტიული შემოთავაზება გელოდებათ. ყველა ეს სიკეთე, პირველ რიგში, თქვენს პირად ცხოვრებაზე აისახება. ამიტომ, თქვენი დავალებაა - არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი და ყველაფერი გააკეთოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, მზეზე დიდხანს გაჩერდეთ. ეს განწყობის ამაღლებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით, თუკი ბოლო დროს თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობთ.
კარიერა: დროა, შეწყვიტოთ ბუზისგან სპილოს გადაკეთება. თქვენი მდგომარეობა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის 90%-ის. არ გჯერათ? სადღაც ეწერა სტატისტიკა, მოძებნეთ. ეს მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს რატომღაც გაუჭირდება, გაიგოს, რა გსურთ მისგან, ამიტომ მოგიწევთ მისთვის ყველაფრის რამდენჯერმე ახსნა. მოთმინება და შრომა ყველაფერს შეგაძლებინებთ და თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება. ოღონდ, რა ფორმით - ჯერჯერობით გაუგებარია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?