10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად აწონ-დაწონეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღებას ვერ შეძლებთ.
კარიერა: გირჩევთ, სამუშაო პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. ის აუცილებლად იქნება, უბრალოდ, მაშინვე ვერ შენიშნავთ.
სიყვარული:
ხვალ დიდი და განსაკუთრებული დღეა! ის თქვენი ცხოვრების უამრავ სფეროში (მათ შორის, პირადშიც) განმსაზღვრელი და გადამწყვეტი გახდება. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაგეპაროთ, თორემ თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანიც (რომელიც შეიძლება საყვარელი ადამიანი ვეღარ გახდეს) ძალიან დიდხანს ინანებთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: შესაძლოა, კუროებმა კარგად ვერ გათვალონ საკუთარი ძალები და ისეთ საქმეს შეეჭიდონ, რომელიც მათ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. თავადაც იცით, რით შეიძლება ეს დამთავრდეს, ამიტომ ნუ იჩქარებთ და ნუ იძუნწებთ. ალტერნატიული გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.
კარიერა:
გახსოვდეთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობა საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ, რადგან ეს კარგად არ დამთავრდება. შესაძლოა, სამსახურებრივ მდგომარეობასთან და კარიერულ ზრდასთან და დაკავშირებით, პრობლემები გაგიჩნდეთ, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს გამუდმებით თქვენ გვერდით ყოფნა სურს. ეჩვენება, რომ სანამ თქვენთანაა, თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. თუ თქვენს პირად ცხოვრებაში მისი ასე ახლოს შემოშვება არ გსურთ, ეცადეთ, თქვენს დამოუკიდებლობაში დაარწმუნოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
სასურველია, კვების მენიუში მცირეოდენი კორექტივები შეიტანოთ და სხვადასხვა მსუბუქი სალათებითა და ბოსტნეულით გაამდიდროთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ მძიმე საკვების მიღება სასურველი არაა.
კარიერა: 
ხვალ შეფი თქვენს მუშაობას გაფაციცებით დააკვირდება, ამიტომ ეცადეთ, ყველა საქმე ხარისხიანად აკეთოთ და შეცდომა არ დაუშვათ. შესაძლოა, უფროსის ასეთი ქცევა უბრალო აკვიატება იყოს, რომელიც მალე გაუვლის, მაგრამ შეიძლება თქვენთან დაკავშირებით რაღაც გეგმები აქვს. ასე რომ, მეტი უნდა მოინდომოთ.
სიყვარული: 
კარგი იქნება, თუ თქვენი გულის ვარდთან ერთად, ხატვის საღამოს მოაწყობთ. გაამზადეთ ბევრი ფერადი საღებავი, უზარმაზარი ქაღალდი და საკუთარი სიყვარული დახატეთ. რაც უფრო ნათელი და უჩვეულო ნახატი გამოვა, მით უფრო საინტერესო იქნება. არ დაგავიწყდეთ, ერთობლივი შედევრისთვის ჩარჩოს ყიდვა და კედელზე ჩამოკიდება.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ნერვული აშლილობის ზღვარზე ხართ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლდეთ, თორემ შეიძლება სერიოზულ პრობლემებს გადაეყაროთ.
კარიერა:
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გარშემო არც ისეთი კეთილგანწყობილი გარემოა, როგორც გგონიათ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ლოგიკასა და ინტუიციას დაეკითხეთ, შეგიძლიათ თუ არა სიტუაციის სწორად შეფასება და შეძლებთ თუ არა, გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან თავის დაღწევას?
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანი ძალიან ლამაზად და ნაზად გევლებათ თავს და მაქსიმალურად გამოხატავს თქვენი პერსონის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ეცადეთ, საპასუხოდ გულწრფელი სიხარული, თბილი გრძნობები და აღფრთოვანება გამოხატოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
 შეგიძლიათ, საკუთარი თავით იამაყოთ, რადგან სწორად ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ და ენერგიითა და შესანიშნავი განწყობით სავსე ხართ.
ბიზნესი:
უფროსებთან ხუმრობისთვის შესაფერისი დღე არ გახლავთ. შეიძლება, თქვენი იუმორი არასწორად გაიგონ და დაზარალდეთ. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და საკუთარი პოზიციები არავისთან დააფიქსიროთ. „ჩრდილში“ დარჩით და უხმაუროდ გააგრძელეთ მუშაობა.
სიყვარული:
ისეთი განცდა გაქვთ, რომ სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი, გამოცდილი და ბრძენი ადამიანი ხართ. თქვენი რჩეული კი პირიქით, პატარა, უმწეო და დაუცველი გეჩვენებათ. შესაბამისად, მასზე ზრუნვა და მისი დაცვა მოგიწევთ, რომ მყუდროება არავინ დაურღვიოს.



ქალწული
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, რაც უფრო ხშირად გაიხსენებთ ჰიგიენის არსებობის შესახებ და ხელებს დაიბანთ, მით ნაკლები შანსია, გადამდები დაავადება შეგხვდებათ. განსაკუთრებით, მასობრივი თავშეყრის ადგილების მონახულების შემდეგ.
კარიერა: იმდენად უინტერესო და მოსაწყენი დავალება გაქვთ შესასრულებელი, რომ განწყობა საბოლოოდ გაგიფუჭდათ. ცოტა რომ გამხიარულდეთ, სახლში შემოქმედებით საქმიანობას შეუდექით. ეს დაგეხმარებათ, ნეგატიური ემოციები უსულო საგნებზე გადაიტანოთ.
სიყვარული:
თქვენი რჩეული უჩვეულო დაღლილობას გრძნობს. შესაძლოა, სწავლით, მუშაობით ან თქვენთან გართულებული ურთიერთობით დაიღალა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მორალური მდგომარეობით დაინტერესდით და გაარკვიეთ, რა აწუხებს. შესაძლოა, რაღაცით დაეხმაროთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს. ამიტომ შეეცადეთ, მეტი დაისვენოთ და არ ინერვიულოთ, რადგანაც ნერვული დაძაბულობა მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებს.
კარიერა: ხვალ შთაგონება გეწვევათ. იმისთვის, რომ მან ძალიან არ შეუშალოს ხელი თქვენს სამსახურებრივ საქმიანობას, შეგიძლიათ, ანგარიში ლექსად დაწეროთ და საგადასახადო ინსპექტორს მიუძღვნათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გაიგოს, რომ ის თქვენ რეალურად გჭირდებათ, თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანია. მას  სრულიად საწინააღმდეგო თემები შეაწუხებს. შეეცადეთ, ყველა ღონე იხმაროთ „ბნელი აზრების“ ლიკვიდაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობები გაუარესდება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ახლობლებზე, ნათესავებზე ან კოლეგებზე  ხმის ამაღლება თქვენს ნერვებზე უარყოფითად იმოქმედებს. ხმამაღალი საუბარი თქვენი ხმის იოგებსაც არ მოეწონება. ამიტომ მოიმარაგეთ მოთმინება და პრეპარატები ყელის ტკივილის საწინააღმდეგოდ.
კარიერა: სავარაუდოდ, სამსახურში დაგაწინაურებენ ან დამატებითი მოვალეობებით  დაგტვირთავენ, რომლებიც მისი სირთულიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ადრე გაშინებდათ. მთავარია, მოვალეობებთან ერთად ხელფასიც მოგიმატონ, სირთულეებს კი მარტივად გაუმკლავდებით.
სიყვარული: ადამიანი, რომელიც მოგწონთ, ხვალ სადმე დაგპატიჟებთ. სავარაუდოდ, კინოში. დასთანხმდეთ თუ არა - საკითხავი აი, ეს არის! ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ, გადახედოთ გარდერობის მდგომარეობას, ჰკითხოთ რჩევები ახლობლებს, შემდეგ ნაცნობებს და, რა თქმა უნდა, დასთანხმდეთ მის წინადადებას.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი კანი შესაძლოა, ძალიან „გაკვირვებული დარჩეს“, რადგან მის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენთ, თუმცა, კანის მოვლის პროცედურების ჩატარება თქვენთვის აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები აუცილებლად შეგექმნებათ.
კარიერა:
თქვენი არაორგანიზებულობისა და მოუწესრიგებლობის გამო დიდ შეცდომას დაუშვებთ. მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ. ასე უკეთესია! ახლა კი ისღა დაგრჩენიათ, დროებით დაივიწყოთ კოლეგებთან საუბარი და გამუდმებული ზარები. ამ შემთხვევაში ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ.
სიყვარული:
დროებით მოგიწევთ, მოწყდეთ ყოველდღიურ საქმიანობას, რადგან პირადი ცხოვრება უამრავ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, სხვა საქმიანობისთვის კი ენერგია, უბრალოდ, არ დაგრჩებათ. სამწუხაროდ, სამსახური და საზოგადოებრივი ცხოვრება გარკვეულწილად დაზარალდება, მაგრამ ზოგჯერ მათი მსხვერპლად შეწირვა ღირს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
საკვების შერჩევის დროს განსაკუთრებული მოკრძალება გამოიჩინეთ, ასევე, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ქცევებს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ, რა არის თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ყველაფერ დანარჩენზე უარი თქვით.
კარიერა:
ხვალინდელ დღეს თქვენთვის მუშაობა ნებისმიერ დასვენებაზე უკეთესი იქნება: მას დიდი სიამოვნებით შეასრულებთ. შეეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ სამუშაომ: თქვენი მეგობრები და ახლობლები შესაძლოა, უყურადღებობის გამო გაგინაწყენდნენ კიდეც.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გაიგოს, რის თქმა გსურთ მისთვის. რაღაც მომენტში, მან შესაძლოა, დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავოს. თანხმობის ნიშნად გაგიღიმებთ და თავს დაგიქნევთ. შეეცადეთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებისთვის კარგი იქნება, თუკი სპირტიან სასმელებზე უარს იტყვით. ალკოჰოლის მიღება, შესაძლოა, კარგიც იყოს, მაგრამ არასტანდარტული დოზა თქვენს ჯანმრთელობაზე დამანგრევლად იმოქმედებს. სხვათა შორის, საეჭვო შემადგენლობის უალკოჰოლო სასმელზეც უარის თქმა მოგიწევთ ყოველი შემთხვევისთვის.
კარიერა: მნიშვნელოვანი საქმის სწრაფად შესრულება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ოპერატიულად შეძლებთ საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მოგროვებას, რათა მოცემულ ვადებში ჩაეტიოთ და ყველაფერი დროულად მოასწროთ.
სიყვარული: რამდენი მეგობარიც არ უნდა გყავდეთ, თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაზე ძვირფასია, რაც კი გაგაჩნიათ, ამიტომ მოუფრთხილდით მას და იმ ურთიერთობას, რომელიც მასთან გაკავშირებთ. ხვალ განსაკუთრებული მოთმინება და ყურადღება გამოიჩინეთ: თქვენი საგანძური გაცილებით მსხვრევადია, ვიდრე ფიქრობთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ გულთან დაკავშირებული პრობლემები წარმოგექმნებათ, ასე რომ, შეეცადეთ, თავი მოარიდოთ ზედმეტ დატვირთვას. თუკი თქვენი ორგანიზმისთვის კარდიოლოგიური პრობლემები უცნობია, მაშინ სიყვარული გეწვევათ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ თქვენი პირდაპირი მოვალეობების კოლეგებთან გაზიარებას. შესაძლოა, მათი ინიციატივა ხელმძღვანელმა შეამჩნიოს და ეს მოვალეობები თქვენს კოლეგებს სამუდამოდ გადააბაროს, რაც თქვენსა და მათ ხელფასზე მკვეთრად აისახება.
სიყვარული:
თევზების ოჯახში ხვალ სრულიად ნორმალური მდგომარეობა იქნება. თუმცა, ოჯახს გარეთ შესაძლოა, გარკვეული ტიპის ურთიერთობები ჩამოგიყალიბდეთ, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს დიდად არ გაახარებს. ნუ დაუშვებთ მოვლენების თვითნებურად განვითარებას, რადგან უახლოეს მომავალში წარმატებას დიდი ხნით გამოემშვიდობებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?