13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

ას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ვერძებო, ხვალ ყველაზე რთულ ფიზიკურ დატვირთვასაც კი ადვილად დაძლევთ. ამიტომ, სპორტული ვარჯიშების დაწყებას თუ აპირებთ, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.
კარიერა: კარიერულ წინსვლას თუ გეგმავთ, სტრატეგიის შემუშავებაზე უნდა იფიქროთ. მათთვის, ვინც ამა თუ იმ მიზეზით, დაკავებული პოზიციის შეცვლას აპირებს, ეჭვებითა და ვარაუდებით სავსე დღეა. რამდენიც გინდათ, იფიქრეთ, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა არ ღირს.
სიყვარული:
სავარაუდოდ, ხვალ საყვარელ ადამიანთან რაღაც გაუგებრობა მოხდება, მაგრამ საუკეთესო მეგობარი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, რჩევაც არ მოგცეთ, რადგან ამ თემაზე მასთან საუბარს არ აპირებთ. უბრალოდ, დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ, გაგამხიარულებთ და გაიძულებთ, წვრილმან პრობლემებს ყურადღება არ მიაქციოთ.




კურო

ჯანმრთელობა: ყელი თქვენი სუსტი ადგილია, ამიტომ ერიდეთ ისეთ დაავადებას, როგორიც ტონზილიტია. ყველა ზომას მიმართეთ, რომ ამ დაავადების წარმოქმნას ხელი შეუშალოთ.
კარიერა: ნუ ფიქრობთ სამუშაოზე, უბრალოდ, აკეთეთ თქვენი საქმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში ტვინი უნდა გათიშოთ, მაგრამ დროის ფუჭად ხარჯვას ნამდვილად უნდა მოერიდოთ.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელ ადამიანთან ასაკობრივი სხვაობის შესახებ დაივიწყებთ. ამის აღსანიშნავად, შეგიძლიათ, სასწრაფოდ გააბათ რომანი თქვენზე ორჯერ უფროს ან სამჯერ უმცროს ადამიანთან.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ სისხლში შაქრის შემცველობას. თვალი ადევნეთ, რას და რა რაოდენობით მიირთმევთ და თავი შეიკავეთ ტკბილი და ცხიმიანი კერძების დიდი ოდენობით მიღებისგან.
კარიერა: ნუ ცდილობთ, რომ თქვენს რუტინას თავი აარიდოთ, რადგან მაინც არაფერი გამოგივათ. გახსოვდეთ, სწორედ ეს გეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლებათ. ნუ მოუსმენთ ადამიანს, რომელიც ხვალ ცვლილებების აუცილებლობაზე გესაუბრებათ. ცვლილებები მაშინ მოვა, როცა ამის საჭიროება დადგება.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანისგან იმხელა ნდობას გრძნობთ, რომ ერთდროულად, ნასიამოვნები და შეშინებული ხართ. ვერც წარმოიდგენდით, რომ ამდენად ახლობელ ადამიანად გთვლიან. ეცადეთ, ნდობა გაამართლოთ, თორემ ის უკანასკნელი იქნება თქვენს ურთიერთობებში.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ, უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ ახალი ცხოვრება მავნე ჩვევებისა და მიდრეკილებების გარეშე დაიწყოთ. თუ ნამდვილად გსურთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, ყველაფერი გამოგივათ. თუნდაც ერთი დღით, მაგრამ მაინც.
კარიერა:
თქვენს რჩეულს დიდხანს არ მოუწევს თქვენთვის იმის გამეორება, რომ სამუშაო მგელი არაა და ტყეში არ გაგექცევათ. ეს მისი შეხსენების გარეშეც მშვენივრად გახსოვთ. ეცადეთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება თქვენი სამუშაოსთვისაც გასაგები გახდეს და მგელივით არ მოგექცეთ.
სიყვარული: ქალბატონი კირჩხიბები შესაძლოა, ხვალ ბავშვობის მეგობრებს შეხვდნენ, რომლებთანაც ოდესღაც ბევრი რამ აკავშირებდათ. თქვენი მონაყოლი მშრომელ ქმარსა და ჭკვიან შვილებზე მათში სევდასა და მოწყენილობას აღძრავს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ეს მხოლოდ თეთრი შურია (გიხაროდეთ, რომ შავი - არა).



ლომი
ჯანმრთელობა:
დიდია ნევროზებისა და მათ ფონზე სხვადასხვა გართულებების რისკი. ეცადეთ, ყველაფერი იღონოთ, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება თავიდან აიცილოთ. თუ არ იცით, ეს როგორ მოახერხოთ, სპეციალისტს მიმართეთ. ის პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ბიზნესი: ხვალ სხვა ადამიანების მოსაზრებებს ანგარიშს არ უწევთ და თქვენთვის განსხვავებული აზრი აბსოლუტურად მიუღებელია. სამწუხაროა, რადგან ამჟამად თქვენი პოზიცია ჭეშმარიტებისგან ძალიან შორსაა.
სიყვარული:
თქვენს რჩეულს უჭირს იმის დაჯერება, რომ აღარ გიყვართ და თქვენთვის საინტერესო აღარაა. ამიტომ შეგიძლიათ, როგორც გსურთ, ისე მოიქცეთ. თქვენი ქმედებები მაინც არ იქნება აღქმული, როგორც ურთიერთობების შეწყვეტის მცდელობა.



ქალწული
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ენერგიის შევსების წყარო დაგჭირდეთ, რადგან ქალწულების ცხოვრებისეული ტონუსი რამდენადმე შესუსტებულია. გაიხსენეთ დაბალანსებული კვებისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ.
კარიერა: 
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მეგობრები შეკრიბოთ და გაუმასპინძლდეთ. სამუშაო სწრაფად დაასრულეთ და სახლისკენ გაქანდით. გაცილებით საინტერესო საქმეები გელით.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს ლექსს ან პიესას მიუძღვნით. შეგიძლიათ, მის გამო გმირობაც ჩაიდინოთ და ცხრათავიანი გველეშაპი მოკლათ, ან ბოლოს და ბოლოს, ჭურჭელი გარეცხოთ. გახსოვდეთ, რომ სიყვარულის სახელით ჩადენილი ნებისმიერი თავგანწირული ქმედება თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებს სასიკეთოდ წაადგება. 


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ვარგისიანობას: ხვალ შესაძლოა, ვადაგასული პროდუქტით მოიწამლოთ. თუკი თქვენში რაიმე ეჭვს გამოიწვევს, უმჯობესია, არ გარისკოთ და საეჭვო პროდუქტის მიღებაზე უარი თქვათ.
კარიერა:
ხვალ სერიოზული და საპასუხისმგებლო დავალება გელოდებათ, რომლის შესრულების შემდეგაც დეტალური ანგარიშის ჩაბარება მოგიწევთ. ნუ იჩქარებთ სამუშაოს დაწყებას - ჯერ დეტალებში გაერკვიეთ. ალბათ, არ გესიამოვნებათ, როდესაც სამუშაოს ბოლოს გამოგიცხადებენ, რომ შეგეძლოთ, გაცილებით უკეთესად გემუშავათ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი არ მოისურვებს თქვენთან ერთად იმდენი დროის გატარებას, რამდენიც  საჭიროდ მიგაჩნიათ. ამ მიზეზით, რა თქმა უნდა, მასთან დავა და კამათიც კი მოგიწევთ. შეეცადეთ, იპოვოთ კომპრომისი ან თქვენ თვითონ წახვიდეთ დათმობაზე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ, კანის პრობლემების მკურნალობა წარმატებით ჩაივლის. შესაძლოა, ამ დაავადებისგან სრულად ვერ განიკურნოთ, თუმცა, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
კარიერა:
საქმისადმი იდეალური მიდგომის მუდმივ ძიებაში ხართ. თქვენი გამუდმებული ეჭვის „სწორად ვიქცევი თუ არა?“ და არასაკმარისი გამბედაობის გამო გარშემომყოფებსა და დირექტორს თქვენ შესახებ ისეთი ადამიანის წარმოდგენას შეუქმნით, რომელსაც ვერაფრით გაუგია, რა სჭირდება. თუკი ფიქრობთ, რომ ეს ასე არ არის, დაუმტკიცეთ ყველას, რომ ისინი ცდებიან.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი საკუთარი ერუდიციით თქვენთან ტრაბახს გადაწყვეტს. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ საღამოს ლექციის მოსმენაში გაატარებთ თემაზე: ტალღა-ნაწილაკების დუალიზმი ან ლიბიდოს სუბლიმაცია ფროიდის მიხედვით. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ აღფრთოვანების გამოხატვა.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, სხვადასხვა პრეპარატების თავსებადობის პრობლემებს გადაეყაროთ. კატეგორიულად გეკრძალებათ აბებით ექსპერიმენტების ჩატარება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
კარიერა:
ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელოდებათ, რომელმაც შესაძლოა, თქვენს სამომავლო ცხოვრებაზე იმოქმედოს. შეეცადეთ, საკუთარი თავი მეტ-ნაკლებად მომგებიანი კუთხით წარადგინოთ: მომავალში აუცილებლად დაინახავთ თქვენი ძალისხმევის ნაყოფს.
სიყვარული:
ხვალინდელ დღეს ფეთქებადი და აღგზნებული იქნებით, რაც საკმაოდ შესამჩნევად აისახება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე. სავარაუდოდ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ის შეეცდება, თქვენთან ყოფნას მოერიდოს და მას აუცილებლად უნდა გაუგოთ. ასე რომ, თქვენს რჩეულზე გაბრაზება არ ღირს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალინდელი დღე შესანიშნავია სხვადასხვა ტიპის გამოკვლევების ჩასატარებლად, ასევე, ვაქცინაციისთვის. შეაფასეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ პირველ რიგში.
კარიერა:
ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავისა და უფლებების დაცვის. ნუ გამოხატავთ საკუთარ წყენასა და გაბრაზებას. ეს მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს. წარმოიდგინეთ, რომ აღჭურვილი ხართ ნამდვილი აბჯრით, თქვენ ვერაფერი გავნებთ და თქვენი თავდაცვის გარღვევას, მით უმეტეს, ვერავინ მოახერხებს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თეორიულად გაუჭირდება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაც კარგად ვერ არის. პრაქტიკამ მას საკმაოდ მტკივნეული დარტყმა უნდა მიაყენოს, რათა საბოლოოდ დაფიქრდეს საკუთარი ქმედებების მიზანშეწონილობასა და სისწორეზე. ეს კი თქვენს ძალებშია.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით სახსრებს, განსაკუთრებით ხელისას, რადგან ხვალ რომელიმე ორგანის მოტეხა ან დაზიანება, სამწუხაროდ, თქვენთვის ადვილზე ადვილი იქნება. მოერიდეთ უსიამოვნებებს.
კარიერა: თუკი ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი ნივთის ან უძრავი ქონების ბედნიერი მფლობელი არ ხართ, ხვალინდელ დღეს აუცილებლად უნდა იფიქროთ მსგავსი რამის შეძენაზე. დასაწყისისთვის ნუ იქნება ქონება. შეგიძლიათ, უბრალოდ, კარადა შეიძინოთ. 
სიყვარული: ხვალ გააცნობიერებთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ამა თუ იმ პრობლემის მიმართ გაცილებით სერიოზულია, ვიდრე თქვენ. ამიტომ ამ მიზეზით შესაძლოა, გარკვეული სახის გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, გაერკვეთ, რა დამოკიდებულება აქვს თქვენს გულისსწორს ცხოვრების მიმართ და რა მოუხერხოთ მას.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები არ გირჩევენ  ძლიერი სტრესისა და დაძაბულობის გამოაშკარავებას. არანაირი ექსტრემი, არანაირი გამოცდა გამძლეობაზე. ხვალ ისე უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, როგორც ყველაზე ძვირფას საგანძურს.
კარიერა: ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ხვალინდელი დღე თქვენთვის არც თუ ისე მარტივად ჩაივლის. მიზნის მისაღწევად უამრავი შიშისა და კიდევ უფრო მეტი უარყოფითი შეხედულების დაძლევა მოგიწევთ, რომელსაც კოლეგების მხრიდან იგრძნობთ. წესით, უნდა გამოგივიდეთ, ნებისყოფა ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული: დღე-ღამის განმავლობაში საღამო ოპტიმალური ვარიანტია დროის ერთად გასატარებლად. თუმცა, სასურველია, ოთხ კედელში არ იჯდეთ. გაისეირნეთ და დატკბით ერთად ყოფნით. შეეცადეთ, რომ შესაძლო ნალექებმაც კი არ შეგიცვალონ გეგმები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?