17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვადასხვა სახის დამაწყნარებელი მედიკამენტების გამოყენებისას. ეცადეთ, ისეთი საშუალება შეარჩიოთ, რომელიც ძილიანობასა და გაფანტულობას არ იწვევს. ეს არაფერში გჭირდებათ.
კარიერა: თუ საშუალება მოგეცათ, აუცილებლად გაუზიარეთ უფროსობას თქვენი ნოვატორული იდეები. ადვილად შესაძლებელია, იმდენად ღირსეულად შეაფასონ, რომ ნამდვილად არ ინანოთ, რომ მათ შემუშავებაზე ამდენი დრო დახარჯეთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენ შორის მესამე ადამიანი ჩადგება. შესაძლოა, ეს თქვენი რჩეულის მომავალი ან პოტენციური თაყვანისმცემელი იყოს ან თქვენი წარსულის ან აწმყოს აჩრდილი. ფერებას ნუ დაუწყებთ. თუ ხედავთ, რომ თქვენს ურთიერთობას ხელს უშლის, უბოდიშოდ განდევნეთ თქვენი ცხოვრებიდან. დაე, იქ დაბრუნდეს, საიდანაც მოვიდა.




კურო

ჯანმრთელობა: კუროებო, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ეს დატვირთული სამუშაოს შემდეგ ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებათ და ორგანიზმის საერთო მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.
კარიერა:
ნუ იჩხუბებთ კოლეგებთან მაშინაც კი, თუ თქვენს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობაში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. შეინარჩუნეთ მშვიდობა. ის ხვალ როგორც არასდროს, ისე დაგჭირდებათ.
სიყვარული: უყვარხართ თუ არ უყვარხართ? ხვალ თქვენი კითხვისგან უამრავი გვირილა დაზარალდება. ნუ ტანჯავთ საცოდავ ყვავილებს და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. წაიკითხეთ საყვარელი წიგნი ან საინტერესო ფილმს უყურეთ. პასუხი თავისთავად მოვა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ნუ დაივიწყებთ ისეთი სასარგებლო თვისებების შესახებ, როგორიცაა იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი, რადგან სწორედ ეს დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა და შესანიშნავი ჯანმრთელობა.
კარიერა:
შესაძლოა, ახალ სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობის დალაგება გაგიჭირდეთ, მაგრამ ნაადრევად ნუ ინერვიულებთ. ნუ იქნებით მომაბეზრებელი. ეცადეთ, თანდათან დაამყაროთ კონტაქტი თითოეულ თანამშრომელთან.
სიყვარული: თუ მუსიკალური ან პოეტური ნიჭი გაქვთ, ეცადეთ, ხვალ საყვარელ ადამიანს რომანსი ან ლექსი მიუძღვნათ. თუ ხელოვნებისგან შორს ხართ, სხვისი შემოქმედება მიუძღვენით. მთავარი ხომ ყურადღებაა?




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: იზრუნეთ კუჭზე. მას ძალიან უჭირს იმ მოცულობით საკვების გადამუშავება, რამდენსაც მიირთმევთ. იქნებ, საკვების რაოდენობის შეზღუდვაზე გეფიქრათ?
კარიერა: ხვალ თქვენს მიმართ გამოთქმული კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან კრიტიკის საფუძველს არავის აძლევთ. თუ ვინმემ თქვენი თანდასწრებით მსგავსი რამ მაინც გაბედა, მკაცრად დასაჯეთ, რომ მომავალში ასეთი ქმედების სურვილი აღარავის გაუჩნდეს.
სიყვარული: 
ერთობლივი ინტელექტუალური შრომისთვის შესაფერისი დღეა. შეავსეთ კროსვორდები, უყურეთ ტელევიქტორინას, ამოხსენით მათემატიკური ამოცანები. მოკლედ, მიეცით ტვინს საზრდო. მხიარულებაც გარანტირებული გაქვთ და სარგებელსაც ნახავთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, სწორად დააბალანსოთ თქვენი მენიუ. თუ დიეტებმა თავი მოგაბეზრათ, შეგიძლიათ, მაცივრის პროდუქტებისგან განთავისუფლებას შეუდგეთ. ძალიან გადატვირთულად არ გეჩვენებათ?
ბიზნესი: ხვალ მუშაობა სასტიკად დაგეზარებათ. გირჩევნიათ, მოხერხებულად მოკალათდეთ დივანზე და საყვარელი წიგნი წაიკითხოთ ან საყვარელ ფილმს უყუროთ და მოდუნდეთ. დამშვიდდით, ამის გაკეთების საშუალება საღამოს აუცილებლად მოგეცემათ, ახლა კი გსურთ თუ არა, მუშაობა მაინც მოგიწევთ.
სიყვარული:
იჩქარეთ, რადგან იმაზე ნაკლები დრო გაქვთ, ვიდრე გგონიათ. თქვენი ბედნიერება მალე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრება, ამიტომ თქვენი ამოცანაა, ნებისმიერი ხერხით შეაჩეროთ და საშუალება არ მისცეთ, ხელიდან გაგისხლტეთ. თუ ძალიან მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ, ჯერ კიდევ არაა გვიან.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ყური დაუგდეთ საკუთარი ორგანიზმიდან წამოსულ სიგნალებს. ის ყველა ექიმზე უკეთ გეტყვით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ და ეს კვების პროდუქტებსაც ეხება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
კარიერა: 
ხვალ ხელქვეითების მიმართ მეტისმეტად მკაცრი ხართ. არ გაინტერესებთ მიზეზები, რატომ ვერ უმკლავდებიან სამუშაოს ან რითაა გამოწვეული მათი მოძრაობისა თუ აზროვნების დაბალი ტემპი. რადგან დააშავეს, დასვენების დღეებშიც მოუწევთ მუშაობა.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი რჩეული ნამდვილად არ გრძნობს იმას, რაც თქვენ გგონიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ არ გეცოდინებათ, რის თქმა ან გაკეთება სურს ან როგორ შემოგიბრუნდებათ ესა თუ ის მოქმედება. გაითვალისწინეთ შექმნილი მდგომარეობა და მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, მაქსიმალურად ფხიზლად შეაფასოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ცრუ შეფასებები აუცილებელი ზომების მიღებასა და უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებაში შეგიშლით ხელს.
კარიერა:
ხვალინდელი დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ცხოვრება სარეკლამო საქმიანობას დაუკავშირა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ხვალინდელი დღე გამორჩეული იქნება. განსაკუთრებით გაგახარებთ იმ სარეკლამო კამპანიის შედეგი, რომლითაც ახლა ხართ დაკავებული.
სიყვარული:
ოჯახისთვის, პირადი ცხოვრებისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის დრო არ დაგრჩებათ. შეეცადეთ, თუნდაც რამდენიმე საათი მაინც დაუთმოთ ამ ყველაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში მოძალებულ დროსა და ენერგიას ვერავისზე დახარჯავთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: პრობლემა, რომელიც მოგვარებულად მიგაჩნდათ, კვლავ წარმოგექმნებათ. დამოკლეს მახვილი განსაკუთრებით მტკივნეული იქნება მათთვის, ვინც პრევენციულ ზომებს გაურბის და საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება აქვს იმ სიგნალების მიმართ, რომელთაც ორგანიზმი გამოსცემს. იმედი გვაქვს, ეს თქვენ არ ხართ.
კარიერა: ხვალ არცთუ ისე მარტივი დავალების შესრულება მოგიწევთ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ და თქვენი ხელმძღვანელისა და კოლეგების დამოკიდებულებას თქვენ მიმართ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ცვლილებები საუკეთესო კუთხით განვითარდეს და სამომავლოდ მხოლოდ სარგებლობა მოგიტანოთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს გაუჭირდება გაიგოს, რისი მიღწევა გსურთ მისგან. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს თქვენთვისაც გაუგებარია. თქვენი მიზანი არა ურთიერთობის შედეგი, არამედ პროცესი იქნება, მაგრამ თქვენს მეორე ნახევარს საქმის ამგვარი ვითარება ძალიან გააღიზიანებს. მზად იყავით ამისთვის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: მ
შვილდოსნებს ვარსკვლავები ურჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მიიღონ ცხიმიანი, ტკბილი და მლაშე საკვები. შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი კუჭი ყველანაირი უსიამოვნო ფაქტორებისგან.
კარიერა:
ყურადღებით ადევნეთ თვალი ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ცვლილებებს, ასევე, იყავით უფრო კონცენტრირებული ფინანსურ საკითხებზე მუშაობის დროს. ხვალ ამ სფეროში უდიდეს წარმატებას მიაღწევთ. თანამშრომლებთან ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და კატეგორიული. წვრილმან პრობლემებზე ხმის ამაღლება არ ღირს.
სიყვარული:
იყავით ახლოს ბუნებასთან! საყვარელ ადამიანთან ერთად დატკბით წყლის მშვიდი დინებით და მოწმენდილი ცით, ან ტალღებით და ღრუბლებით. დაანთეთ ცეცხლი ან ირბინეთ წვიმაში (თუკი, რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენები არ გაშინებთ). ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ, გაამყარებს თქვენს გრძნობას და გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეასრულეთ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები, რომლებიც მოძრაობის კოორდინაციაში დაგეხმარებათ. ეს არა მხოლოდ თქვენი სხეულისთვის იქნება კარგი, არამედ თავის ტვინის უკეთესად მუშაობას შეუწყობს ხელს.
კარიერა: სასურველი შედეგის მისაღებად ბევრი მუშაობა მოგიწევთ. მხოლოდ ხვალინდელი შრომით მას ნაკლებად მიაღწევთ, თუმცა, ამ მხრივ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ძალზე მნიშვნელოვანია.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს რომანტიკული განწყობა ექნება. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხსენოთ იმ მაღაზიის მისამართი, სადაც სასწრაფოდ შეძლებთ მილიონი წითელი ვარდის ან დიდი ფუმფულა სათამაშოს შეკვეთას. თუკი რომანტიკული დღისთვის ფინანსური მხარე ხელს არ გიწყობთ, ფურცელზე დაუწერეთ თქვენს რჩეულს: „დილა მშვიდობისა, საყვარელო“ და ბარათი ფანჯრის ქვეშ დაუტოვეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: კონცენტრატებით გაჯერებული ნახევარფაბრიკატი პროდუქტები თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა, ამგვარი საკვების გადამეტებული მიღება წონის მომატების პროვოცირებას მოახდენს. მიირთვით ვაშლი და იყავით ჯანმრთელი.
კარიერა: თამამად შეუდექით ახალ პროექტზე მუშაობას და, ასევე, მოახდინეთ ინვესტირება უახლესი პროდუქტის შემუშავებაზე. დანერგეთ ახალი მომსახურება: ყველა თქვენი ახალი წამოწყება თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გამოასწორებს. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, რადგან ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს მიირთმევს.
სიყვარული: ნუ განიხილავთ პირად პრობლემებს გარშემომყოფებთან. მათი თანაგრძნობა ვერაფერში დაგეხმარებათ, ხოლო თქვენი გულწრფელობა საკმაოდ სწრაფად მივა იმათ ყურამდე, ვისთანაც საკუთარ პრობლემებზე საუბარი არ გსურთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ საკუთარი თავის მიმართ ჩვეულებრივზე უფრო მეტი მზრუნველობის გამოჩენა მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენი კანის მდგომარეობას, სასუნთქი გზების პრობლემებს ან ტკივილებს წელის არეში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.
კარიერა:
ხვალ სამსახურის გარეთ საკუთარი უნარების წარმოჩენის შანსი მოგეცემათ. თქვენს ძალისხმევას საკმაოდ მაღალი შეფასება მოჰყვება. თქვენი პროფესიონალიზმი აღტაცებას იმსახურებს - ასე რომ, ნუ მოერიდებით საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას.
სიყვარული: ხვალინდელი დღე ნათლად დაგანახვებთ, როგორ განვითარდება სამომავლოდ თქვენი ურთიერთობა. შეგიძლიათ, ცნობილი მაგალითის ანალოგი გაიზიაროთ: „როგორც შეხვდებით ახალ წელს, მთელ წელს ისე გაატარებთ“. ამიტომ შეეცადეთ, ხვალ არ იკამათოთ, არ დაიწყოთ ურთიერთობის გარკვევა. გამოხატეთ მხოლოდ სითბო და სიყვარული. ეს ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?