19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 თქვენი ჯანმრთელობა სრულ წესრიგშია. საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, ჯანმრთელობის საკითხებში რჩევებით სხვებსაც დაეხმაროთ.
კარიერა: როგორი გლობალური და გრანდიოზული გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, წვრილმანი პრობლემების მოგვარებიდან დაიწყეთ. გახსოვდეთ, უმცირესმა დეტალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. 
სიყვარული:
ხვალ თქვენს რჩეულს გარეშე ადამიანები ყველა საქმეში ხელს შეუშლიან. არ მისცემენ საშუალებას, რომ თქვენთან ურთიერთობაზე მოახდინოს კონცენტრირება, შესაბამისად, თქვენთან ურთიერთობაში ხელს უშლიან. იქნებ, მოიფიქროთ, როგორ აარიდოთ თავი მათ საზოგადოებას?




კურო
ჯანმრთელობა: ხვალ საყოფაცხოვრებო ტრავმების მაღალი რისკი არსებობს, ამიტომ ეცადეთ, სახლის საქმეები ფრთხილად აკეთოთ. უკეთესი იქნება, თუ დღეს სახლის გარეთ გაატარებთ. სასიამოვნოც იქნება და ამ შემთხვევაში, უსაფრთხოც.
კარიერა:
შესაძლოა, მომმარაგებლების მხრიდან პრობლემები შეგექმნათ. ეცადეთ, სათადარიგო ვარიანტებით დაიზღვიოთ თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული უსიამოვნებები გელით.
სიყვარული:
მშვენიერი დღეა ქალაქგარეთ გასეირნებისთვის. ასეთი სიამოვნებისთვის შეიძლება საქმეები გვერდით გადადოთ. დიახ, სწორედ ხვალ და სწორედ ქალაქგარეთ, ბუნებაში მოხდება ის, რასაც ამდენი ხანი ელით და კიდევ კარგა ხანს მოგიწევთ ლოდინი, თუ ვარსკვლავების რჩევას არ გაითვალისწინებთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ მეტისმეტად გაღიზიანდებით, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახოს. ეცადეთ, სწორად დასვენება და სულიერი წონასწორობის აღდგენა ისწავლოთ.
კარიერა:
შესანიშნავი დღეა ახალი, საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და ხელშეკრულებებისა და პროექტების შესადგენად. იქნებ დოკუმენტები გვერდით გადადოთ და საქმიან შეხვედრებზე გაემგზავროთ? მით უმეტეს, რომ სუფთა ჰაერი და გარემოს შეცვლა ნამდვილად არ გაწყენთ.
სიყვარული: 
ხვალ კიდევ ერთხელ მიხვდებით, რა განასხვავებთ ბიჭებს გოგოებისგან. ფიზიოლოგიის კი არა, აზროვნების, ლოგიკისა და ქცევის თვალსაზრისით. ძალიან გაგიჭირდებათ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა, თუმცა, ადრე თუ გვიან, მაინც მოახერხებთ.     


     

კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ცხიმიანი კერძების დეგუსტაციისთვის საუკეთესო დღე არ არის. კირჩხიბების ორგანიზმს განსაკუთრებით ცხიმიანი თევზის მონელება გაუჭირდება. ასე რომ, უპირატესობა მსუბუქ, სწორად დაბალანსებულ კერძებს უნდა მიანიჭოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ არც ერთი საქმიანობის მიმართ სერიოზულად არ განეწყოთ. სამყაროს მასშტაბების თვალსაზრისით, ყველაფერი წვრილმანია, ამიტომ ნერვების მოშლად არაფერი ღირს.
სიყვარული:
გარემოებათა გამო, რომელთა შეცვლა თქვენს ძალებს აღემატება, საყვარელ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა უჩვეულო ფორმით უწევს. თქვენ მხოლოდ მოთმენა, შეგუება და ატანა მოგიწევთ, რაც იოლი ამოცანა არ არის.




ლომი
ჯანმრთელობა:
კუჭ-ნაწლავის გამართულად მუშაობისთვის, ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკის ჩატარება არ გაწყენდათ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.
ბიზნესი: ახალი, მსხვილი პროექტების წამოწყებას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად ძალები ან ორიგინალური იდეები არ გეყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ჟურნალისტიკის, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მომუშავე ადამიანებს შემოქმედებითი კრიზისის პერიოდი დაუდგათ.
სიყვარული: 
ხვალ ძალიან გჭირდებათ ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ, კალთაში თავი ჩაუდოთ და გულიანად იტიროთ. თქვენი რჩეული ამ მისიისთვის არ გამოდგება, რადგან ტირილის ხასიათზე სწორედ მის გამო ბრძანდებით. გაითვალისწინეთ, კალთაში ტირილის დროს, გაცხარებულ გულზე, ზედმეტები არ წამოგცდეთ, თორემ მერე შეგრცხვებათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
დილა ფორთოხლის წვენით დაიწყეთ. ეს ენერგიითა და ხალისით აგავსებთ მთელი დღის თუ არა, მისი პირველი ნახევრის განმავლობაში მაინც. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის წვენის მშიერ კუჭზე დალევა სასურველი არ არის.
კარიერა:
სიახლეების დღეა. დაიწყეთ ახალი სფეროების შესწავლა, შეიტანეთ მუშაობაში სიახლეები, რადგან ეს აუცილებლად სასურველ შედეგს მოგცემთ. თანაც ძალიან მალე.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაცების ახსნისა და მტკიცების სურვილი არ აქვს. ურჩევნია, ყველაფერი თავისი შეხედულების მიხედვით გააკეთოს და ფაქტის წინაშე დაგაყენოთ, როცა არჩევანი აღარ გექნებათ. თუ მოვლენების ამგვარად განვითარება თქვენს გეგმებში არ შედის, ეცადეთ, მისგან ახსნა-განმარტებები მოისმინოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თუკი ბოლოდროინდელი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილს კვლავ გრძნობთ, ვარჯიშზე უარი მაინც არ უნდა თქვათ. დაუთმეთ თუნდაც რამდენიმე საათი სხეულზე მუშაობას.
კარიერა: ახალი პროექტების განვითარებაზე მუშაობა და მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა არ ღირს. სავარაუდოდ, ამ ტიპის წამოწყებები წარმატებული ვერ იქნება. უმჯობესია, ხვალინდელი დღე თვითგანათლებას დაუთმოთ - ამ მხრივ, ნერვიულობა ნამდვილად არ მოგიწევთ.
სიყვარული: ნებისმიერ, ყველაზე უმნიშვნელო ხრიკსაც კი თქვენი საყვარელი ადამიანი მტრულად აღიქვამს. ამიტომ, შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად სამართლიანი და მოერიდეთ ორაზროვან საუბრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ საღამოს ბოდიშების მოხდაში გაატარებთ, რაც არაფერში გჭირდებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: აბა, დაფიქრდით, რომელ საათზე იძინებთ? უმჯობესია, შუაღამემდე გადაწყვიტოთ დაძინება, რადგან ძილი ყველაზე სასარგებლო სწორედ ამ დროს არის.
კარიერა: 
ხვალ არ ღირს თავპირისმტვრევით სახლიდან გაქცევა. ხვალინდელი დღე სახლში, სიმშვიდესა და სიმყუდროვეში გაატარეთ. ბოლო პერიოდი დაძაბულობაში იყავით, რაც უდავოდ აისახა თქვენს ორგანიზმზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ძალიან თბილად ისაუბრებთ, ოღონდ - არაფერზე. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ და არც კი დაისახავთ ამგვარ მიზანს. მთავარია, საუბრიდან მაქსიმალური სიამოვნება და დადებითი ემოციები მიიღოთ, რაც აუცილებლად გამოგივათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მშვილდოსნებში აშკარა აღზევება შეინიშნება, ამიტომ დაკავდით აქტიური დასვენებით, რაც აუცილებლად სასარგებლოდ იმოქმედებს თქვენზე. გარდა ამისა, თამამად შეგიძლიათ, ახალ საქმიანობას მოკიდოთ ხელი და ძველი საქმეები დაასრულოთ.
კარიერა:
თქვენი ბიზნესპარტნიორი რაღაც საკითხში თქვენზე იღბლიანი აღმოჩნდება, რაც თქვენში შურს გამოიწვევს. თუმცა, შური არაკონსტრუქციული და პრაქტიკულად უსარგებლო შეგრძნებაა, ამიტომ შეეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და ჯანსაღი გამოსავალი იპოვოთ თქვენივე სასარგებლოდ.
სიყვარული:
სასწრაფოდ მოგიწევთ იმ სამუშაოს დასრულება, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინათ უნდა დაგესრულებინათ, თუმცა, რატომღაც ვერ მოასწარით. თქვენი საყვარელი ადამიანი, უფრო სწორად, მისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში, გარკვეულწილად ხელს შეგიშლით, თუმცა, ამას წარმატებით გაუმკლავდებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაში იქნება, ამიტომ ძალისხმევა მოიკრიბეთ, რათა ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს შეინარჩუნოთ. თქვენთვის ეფექტური იქნება ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორიცაა გამაჯანსაღებელი მასაჟი.
კარიერა: ხვალინდელ დღეს მოდუნებას ნაკლებად მოახერხებთ, რადგან ნათესავები მნიშვნელოვან საქმეზე გაყოლას გთხოვენ. მოთმინება მოიკრიბეთ, რადგან მნიშვნელოვანი საქმეები შესაძლოა, გაიწელოს და სახლში საკმაოდ გვიან დაბრუნდეთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი საჩუქარს მოგიმზადებთ. შესაძლოა, ეს არ იყოს ლამაზ შეფუთვაში ან დიდი ხნის წინათ დაპირებული გრანდიოზული შენაძენი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გაგახარებთ ის ფაქტი, რომ ხვალ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი გამოჩნდება და გულით ნაჩუქარ ძღვენს მიიღებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: რაღაც საკითხებთან მიმართებაში საკუთარ შეხედულებებს აუცილებლად უნდა გადახედოთ. თუკი აცნობიერებთ, რომ, მაგალითად, წონაში კლების სურვილი უკვე მანიად გექცათ, დიეტა, სავარაუდოდ, ვეღარ გიშველით. მოძებნეთ სხვა საშუალება.
კარიერა: თქვენი გადაწყვეტილებების სისწორეში სრულიად დარწმუნებული იქნებით. უბრალოდ, მათი ცხოვრებაში განხორციელება მალე ვერ მოხერხდება და ვერც ისე კარგად, როგორც ისურვებდით. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი გულდასმით ჩაინიშნოთ.
სიყვარული:
ხვალ ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღება განთავისუფლებაში დაგეხმარებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საყვარელ ადამიანთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. თუმცა, გადამეტება და შესანიშნავი „დამხმარე საშუალების“ გადაჭარბებით მიღება არ ღირს, რადგან ამ შემთხვევაში მან შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზები შესაძლოა, წნევის ცვალებადობამ შეაწუხოს. რაც, დიდი ალბათობით, ამინდის ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ხვალ საკუთარ თავს ძალიან არ დატვირთავთ. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, ადრე დაიძინოთ.
კარიერა: თქვენს ცხოვრებაში მკვეთი გამოწვევები და სახიფათო მოვლენები არ შეინიშნება. ხვალინდელი დღე სიმშვიდეს, სიწყნარესა და სტაბილურობას გპირდებათ, ამიტომ სამსახურის გახსენება თითქმის არ მოგიწევთ. რაც შეეხება ნათელ შთაბეჭდილებებს, მათ მიღებას საღამოს შეძლებთ, თუკი მიიღებთ იმ მიწვევას, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებენ.
სიყვარული: თევზებზე გაურკვეველი კოსმიური ძალების ზეგავლენა მათში ახალი ნიჭის აღმოჩენას შეუწყობს ხელს. თქვენც გაგიკვირდებათ, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ, მაგალითად, მოგწონთ ის მუსიკალური მიმდინარეობა, რომელსაც ჯიუტად გაცნობდნენ მეზობელი მელომანები ან თქვენ, როგორც იქნა, განიმსჭვალეთ ცისარტყელას ფერებში შეღებილი იროკეზების ესთეტიკით და მის დემონსტრირებას უფროსი შვილის მეგობრებთან ახდენთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?