21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. თან იქონიეთ მედიკამენტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მოიხმართ, რომ რთული სიტუაციიდან გამოსვლა მარტივად შეძლოთ.
კარიერა: კიდეც რომ გსურდეთ, ამ დღეს სამსახურში ჩვეულზე მეტ ხანს გაჩერება არ მოგიწევთ. გარემოებათა გამო, იძულებული ხართ, სამსახურის საქმეებს მოწყდეთ და არანაკლებ მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესასრულებლად სახლისკენ გაემართოთ. არადა, როგორ გინდოდათ ამისთვის თავი აგერიდებინათ..
სიყვარული:
საუკეთესო რჩევას, თქვენი პირადი ცხოვრების სამომავლო განვითარების შესახებ, სრულიად შემთხვევით მოისმენთ. ეს იქნება ვიღაცის საუბრიდან ფრაგმენტი, ტრანსპორტში გვერდით მჯდომი მგზავრის გაზეთიდან ამოკითხული ან კლასიკური ლიტერატურიდან მოყვანილი მაგალითი. გირჩევთ მთელი სერიოზულობით განეწყოთ ამ მინიშნების მიმართ.




კურო

ჯანმრთელობა:  ეცადეთ დაიცვათ ორგანიზმი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. როგორ მოახერხებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა აუცილებლად უნდა სცადოთ.
კარიერა:
შესანიშნავი დღეა იმის დემონსტრირებისთვის, რომ სანდო და საიმედო ადამიანი ხართ, რომელიც ვალდებულებებს არ გაურბის. დროა, საკუთარ რეპუტაციაზე იზრუნოთ, თორემ ბოლო დროს, სერიოზულად აღარ აღგიქვამენ.
სიყვარული:  
თქვენი რჩეული წუხილით აცნობიერებს, რომ ამაოდ ეცადა და მის მცდელობას თქვენზე შესაბამისი ეფექტი არ მოუხდენია. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ ძალიან არ იდარდოს. უკეთესი იქნება თუ ამას საერთოდ ვერ მიხვდება.




ტყუპები
ჯანმრთელობა:  
შესაძლოა, ნერვიულობის ნიადაგზე, რაღაც დაავადებებმა იჩინონ თავი. ამიტომ, სანამ სერიოზულ მედიკამენტებს დალევდეთ, ჩვეულებრივი დამაწყნარებელი მიიღეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.
კარიერა: ამ დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოთ სამუშაოსთან ადაპტირება, რადგან ის ვერ დაგიცდით: მოვლენები იმდენად სწრაფად განვ ითარდება, რომ უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ დროში ჩაეტიოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, თუმცა მხოლოდ თქვენი არსებობით მის ცხოვრებაში დახმარებას ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე მოახერხებთ. მის ლოგინთან ჩამოჯდომით, ტელეფონზე საუბრით ან კომპიუტერის მონიტორზე გამოჩენით, თუმცა პირდაპირი კონტაქტით შედეგი უკეთესი იქნება.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ეცადეთ, მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ, რადგან ამ დღეს თქვენი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია. ამჟამად, მკურნალობაში სწრაფი ეფექტის მღწევა შეუძლებელია, ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ.
კარიერა:
ვიღაც თქვენზე უფრო შემტევი და აქტიური ცდილობს წაგართვათ საქმე, რომელზეც მუშაობთ. თქვენი მეტოქე ძლიერი და დაუნდობელია. ძალები უნდა მოიკრიფოთ, რომ მასთან შერკინებას გაუძლოთ. ბოლოს და ბოლოს, თვალები კარგად გაახილეთ და მოახლოვებული საფრთხე შენიშნეთ.
სიყვარული:
მეტისმეტად ნუ ენდობით ზოგადად, ადამიანებს და კონკრეტულად საყვარელ ადამიანს. რა იცით, თავში რა მოუვა? ეცადეთ, გაზეთში წაკითხულსაც და ტელევიზორში ნანახსაც ჯანსაღი სკეპტიციზმით მიუდგეთ.




ლომი
ჯანმრთელობა:  
ლომებო, ეცადეთ, ამ დღეს ხმას არ აუწიოთ, თორემ მხოლოდ ყელის ხმოვან სიმებს კი არა, ნერვებსაც დაიზიანებთ, რაც ამ მომენტისთვის, გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია.
კარიერა:
ამ დღეს ყველაფერი გაღიზიანებთ. ამ თითქოს უმნიშვნელო მიზეზის გამო, შესაძლოა, კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაზარალდეს. თუ მოვლენების ამგვარად განვითარება თქვენს გეგმებში არ შედის, წიგნთან  ან ინტერნეტიდან გათიშულ კომპიუტერთან განმარტოვდით.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება ცისარტყელასავით ფერადია და ბედნიერებისგან ასხივებს. ეცადეთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ასეთი მდგომარეობა.



 
ქალწული
ჯანმრთელობა:  
გირჩევთ ნერვები და ენერგია სისულელეებზე არ დახარჯოთ. გახსოვდეთ, სხვების კამათში მონაწილეობა თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ არ წაადგება. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს აუზზე ან სპორტულ დარბაზში გაატარებთ.
კარიერა: დაძაბული დღეა. შესაძლოა, ჩვეულზე მაღალ ტონალობაში მოგიწიოთ საუბარი. რა გაეწყობა. ეცადეთ საკუთარი თავის საუკეთესი თვისებები წარმოაჩინოთ.
სიყვარული: ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ნორმის გაგება ყველაში სხვადასხვანაირია და ამის ცოდნა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი ადამიანის მოქმედებები ძალიან გაგაღიზიანებთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ მკაცრად გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციებია, თუკი ამგვარი რამ გამოწერილი გაქვთ. სპეციალისტის რჩევების ოდნავი დარღვევაც კი თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
კარიერა: იმისთვის, რომ ზეგინდელი საპასუხისმგებლო დავალება შეასრულოთ, ხვალვე უნდა გააერთიანოთ თქვენი ძალისხმევა ერთ-ერთ კოლეგასთან. ერთად გაცილებით ნაყოფიერად იმუშავებთ, ვიდრე მარტო და ვინ იცის, შესაძლოა ერთობლივი შრომა კარგი მეგობრის პოვნაში დაგეხმაროთ.
სიყვარული: ადამიანს, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაადგით თვალი, ხვალ სრულიად მოულოდნელად თქვენდამი ყურადღებას გამოიჩენს და თუ არ მოერიდება, შეხვედრაზე დაგპატიჟებთ. აქ კი მნიშვნელოვანია საპასუხოდ თქვენც არ მოგერიდოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მოემზადეთ იმედგაცრუებისთვის:  შესაძლებელოა, თქვენი ხანგრძლივი სუნთქვის ობიექტი ისეთი შესანიშნავი არ  აღმოჩნდეს, როგორიც წარმოგედგინათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით მოერიდეთ შესაძლო დამწვრობას. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა უსიამოვნება თავიდან აირიდოთ. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თავისა და კისრის ტკივილიც შეგაწუხებთ.
კარიერა:
ხვალ, თქვენსა და თქვენს დირექტორს შორის წარმოქმნილი გაუგებრობის გადალახვა გაგიჭირდებათ. არა იმიტომ, რომ სხვადასხვა ენაზე ისაუბრებთ: გარკვეული მიზეზების გამო ერთმანეთის გაგებისა და მოსმენის სურვილი უბრალოდ, არ გექნებათ.
სიყვარული:  მორიელებმა, რომლებიც 21-დან 27- წლამდე არიან და დილის 6-დან 11-საათამდე დაიბადნენ, ხვალ სახლში აუცილებლად უნდა შეამოწმონ ჭაღები, შეცვალონ გადამწვარი ნათურები და შეაკეთონ გაფუჭებული როზეტები. და საერთოდ, ელექტრო მოწყობილობებზე ხვალ განსაკუთრებით  უნდა იზრუნოთ - უბრალოდ ელექტროგაუმართავობით გამოწვეული უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი სპორტულ დარბაზამდე მიაღწევთ, შეეცადეთ აქტიურად ივარჯიშოთ. მაქსიმალურად დატვირთეთ სხეული. ხვალ დათობებზე წასვლა არ ღირს. ვარჯიშის შემდეგ ნუ იჩქარებთ კუჭის საჭმლით ავსებას, გახსოვდეთ, რომ ვარჯიშიდან მინიმუმ, ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ დატკბეთ ცხოვრების ყველა სიამოვნებით, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია. დაღვრემილი სახით სიარული და ნებისმიერ თხოვნაზე უხეში პასუხის გაცემა - „დაკავებული ვარ“ - არ ღირს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება იმ როლთან შეგუება, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში ასრულებს. ამიტომ, ნებისმიერი გზით ეცდება მის შეცვლას. ვარსკვლავები გირჩევენ აჰყვეთ მის „თამაშს“ ან მის სურვილებს მორჩილად დაეთანხმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშიშ შედეგს მიიღებთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი სამსახურში მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ხართ, შეეცადეთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ, რადგან გამუდმებული ფსიქოლოგიური პრობლემები თქვენს ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება.
კარიერა:
ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ თქვენს ქცევაზე აქტიურად იმოქმედებს ვიღაც ქალბატონი. შესაძლოა, ღირდეს ქალის რჩევების გათვალისწინება. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში თუკი მისი რჩევები თქვენს სამსახურს შეეხება, მისგან ღირებული ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, რომელიც სამომავლოდ თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება ან თქვენი საქმიანობის საერთო მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.
სიყვარული:
შესაძლოა, სახლიდან გასვლის შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ვერც კი იხსენებთ ვისზეა საუბარი? კარგით, არ აქვს მნიშვნელობა - უბრალოდ, ვიღაცას შეხვდებით და ეს ვიღაც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ხვალინდელ გეგმებს. და დიდი ალბათობით, საერთოდ, ცხოვრების გეგმებიც შეგეცვლებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ყური უგდეთ გამოცდილი ადამინების რჩევებს და ნუ დააიგნორებთ მათ იდეებს სანამ ყველაფერს გულდასმით არ გადაამოწმებთ. გამორიცხული არ არის, რომ მათ სიტყვებში სიმართლის მარცვალი აღმოაჩინოთ.
კარიერა: ეგოიზმი მცირე დოზით მავნებელი არ არის და პროფილაქტიკის მიზნით სასარგებლოც შეიძლება იყოს. ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ ,პირველ რიგში, დაკავდეთ იმ საქმეებით, რომლებიც უშუალოდ თქვენ გეხებათ, მაგრამ ისე, რომ სამუშაო საქმიანობას ზიანი არ მიაყენოთ, ხოლო შემდეგ იზრუნეთ საყვარელი ფირმის კეთლდღეობაზე.
სიყვარული: ხვალ რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, შეეცადეთ ყველაფერს დადებითად შეხვდეთ. დიახ, დიდი ალბათობით, ეს რთული, მაგრამ (თუკი ვარსკვლავების გჯერათ)  აუცილებელია. თუკი ხვალინდელ დღეს ღიმილით შეხვდებით და გააცილებთ, ზეგ, ყველაფერი გაცილებით უკეთ გექნებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თქვენი ცხოვრების ამა თუ იმ გარემოებებთან გამკლავება არც თუ ისე გაგიადვილდებათ, ამიტომ, გაუარესებული პირობების გამო თქვენი ორგანიზმიც აგიჯანყდებათ. არ იდარდოთ - პროტესტი დიდ ხანს არ გაგრძელდება.
კარიერა: თქვენს დირექტორს რატომღაც დაავიწყდება, რომ თქვენც გეკუთვნით შვებულება და ამიტომ, ყველა შესაძლო ძალას გამოიყენებს იმისთვის, რომ ცოტა ხანს კიდევ იმუშაოთ. თუკი ამგვარ სტრატეგიასა და მის ქცევას არ ეთანხმებით, არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ მას პირდაპირ და გულწრფელად უთხრათ.
სიყვარული: ხვალ კიდევ ერთხელ გააცნობიერებთ, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი უბრალოდ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. ბუნებრივია, შექმნილი სიტუაციები გაიძულებთ ამაში დარწმუნებას. მაგალითად, თქვენი გეგმები დასვენების  ან ბავშვების მოვლის შესახებერთმანეთს დაემთხვევა. ვარსკვლავები გირჩევენ გაუფრთხილდეთ თქვენს ურთიერთობებს - პარტნიორებს შორის სრული გაგება იშვიათია!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?