27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ვერძებისთვის საკმაოდ წარმატებული და პროდუქტიული დღეა. თავს შესანიშნავად გრძნობთ, უზომოდ აქტიური ხართ და შესანიშნავ იდეებს აფრქვევთ.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ რაღაცით გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანები გაიცნოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ მათმა საქმიანობამ დაგაინტერესოთ და მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გაფიქრებინოთ. ფიქრით იფიქრეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. ის აშკარად ნაჩქარევი იქნება.
სიყვარული:
თუნდაც ამას თქვენგან არავინ ითხოვდეს, მაინც დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს საქმეების მოგვარებაში. რა თქმა უნდა, მისი სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება გაგიჭირდებათ, მაგრამ, თუ ისეთი ინფორმაცია გაიგეთ, რომელიც ძალიან გამოადგება, აუცილებლად უამბეთ. აუცილებლად დაგიფასდებათ.




კურო

ჯანმრთელობა: თითქოს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. ამჟამად თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოგიწევთ. ყველაფერში რომ გაერკვეთ, დიაგნოსტიკით უნდა დაიწყოთ.
კარიერა: 
ხვალ რაც უფრო იაქტიურებთ, მით მეტად დაშორდებით მიზანს. ამჟამად იმ კუროებს უფრო გაუმართლებთ, რომლებიც მიზნისკენ მშვიდად და აუჩქარებლად მიდიან.
სიყვარული:
გეჩვენებათ, რომ თქვენმა რჩეულმა ყურადღება მოადუნა და სიფხიზლე დაკარგა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოტყუება და გაცურება გამოგივათ. დაფარული, ადრე თუ გვიან, გაცხადდება და ამ დღეს სირცხვილით გაიხსენებთ. გახსოვდეთ, რომ ტყუილი თქვენს ურთიერთობას მხოლოდ გააფუჭებს.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ დიდია ფილტვებისა და ბრონქების გაცივების ალბათობა. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და იმუნიტეტის გამაგრებაზე იზრუნოთ.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული წარმატებისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ. შეუძლებელია, ასეთმა მატერიალურმა წახალისებამ  მოტივაცია არ გაგიზარდოთ, ამიტომ მოიფიქრეთ რამე არაორდინარული და ნოვატორული. ამისთვის დრო საკმარისზე მეტი გაქვთ. 
სიყვარული: რთული დღე გელით. გეჩვენებათ, რომ თქვენი არავის ესმის და არავის სურს, გაგიგოთ. მათ შორის, არც საყვარელ ადამიანს. დაფიქრდით, იქნებ ყველაფერი მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფია და არაფერი ხდება?



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ სოლარიუმში ვიზიტისგან თავი შეიკავოთ. კანის ფერის შესაცვლელად, შეგიძლიათ, პილინგი გაიკეთოთ და კანის მკვდარი უჯრედები მოიცილოთ, რომელიც თქვენს კანს უსიამოვნო შეფერილობას აძლევს.
კარიერა: გაითვალისწინეთ, შესაძლოა, ყალბმა სიამაყემ  საქმეში  ხელი შეგიშალოთ და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შეგიქმნათ. თუ რაღაც გაწუხებთ, შეგიძლიათ, ოჯახის წევრებს უთხრათ. აუცილებელი არაა, თქვენი განცდებისა და ემოციების შესახებ თანამშრომლებმა იცოდნენ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი ყველანაირად ცდილობს, მნიშვნელოვან საქმეს მოგწყვიტოთ, რომელსაც გსურთ, მთლიანად უძღვნათ თავი. მოგიწევთ, მისი პერიოდული გამოხტომები აიტანოთ ან გასაგებად აუხსნათ, რომ მისი ქცევა კატეგორიულად არ მოგწონთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებს წარმატებული დღე ელით. განსაკუთრებით კარგად იგრძნობენ თავს ის ლომები, რომლებმაც ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ყურადღება დაუთმეს.
ბიზნესი:
შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როცა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჩანიშნული ღონისძიება გადაიდება. მომხდარის გამო გაბრაზება და ნერვიულობა არ ღირს. უკეთესია, გამოთავისუფლებული დრო რაიმე სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობით შეავსოთ. უქმე დღეები ხომ არც ისე ხშირადაა?
სიყვარული: 
ხვალ მიხვდებით, რომ უამრავ რამეს ტყუილად აკეთებთ - თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის თქვენს მცდელობას არავითარი შედეგი არ მოაქვს. ეცადეთ, მოიფიქროთ, რაში დახარჯოთ ენერგია უფრო შედეგიანად და ნაყოფიერად.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ყველაზე დახლართულ სიტუაციებსაც კი იუმორით შეხედოთ. ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან.
კარიერა:
ახლობლები და მეგობრები თქვენი თავისუფალი დროის მისაკუთრებას ცდილობენ. არადა, ხვალ თავისუფალი წამიც კი არ გაქვთ. ეცადეთ, ასეთ ადამიანებს ხვალ თვალებში არ შეეჩხიროთ.
სიყვარული:
აჩუქეთ საყვარელ ადამიანს რაღაც ცოცხალი. ამჯერად თქვენი ჰარმონიული ურთიერთობისთვის ლეკვი, კნუტი ან ქოთნის კაქტუსი სრულიად საკმარისი იქნება. შთამომავლობაზე  შეგიძლიათ, მომავალში იფიქროთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
დროა, დაიწყოთ ბრძოლა თქვენი დეპრესიული განწყობის წინააღმდეგ! ნერვული აშლილობის მოგვარებაში ვერავინ დაგეხმარებათ, თუკი ეს, პირველ რიგში, თქვენი სურვილი არ იქნება. იქნებ სადმე წახვიდეთ და უფრო განვითარდეთ?!
კარიერა: ნუ იფიქრებთ, როგორ განვითარდება სამომავლოდ თქვენი კარიერა. ხვალ ის თქვენი აზროვნების გარეშეც წინსვლას განიცდის. დაკავდით არსებული საქმეებით, ხოლო იმას, რა იქნება მომავალში - ბრძენი და მიუკერძოებელი დრო გიჩვენებთ. და, რაც მთავარია, ხელმძღვანელობა, რომელსაც ამგვარი მახასიათებლები, როგორც წესი, არ გააჩნია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად დიდხანს ისაუბრებთ აბსტრაქტულ თემებზე, რომელთაც თქვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა არის სიკეთე და ბოროტება? არის თუ არა ცხოვრება მარსზე? და თუკი ვეშაპი და სპილო იჩხუბებენ, რომელი მოერევა?... ისაუბრებთ რამდენიც გენებოთ, მთავარია, არ იკამათოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ დგომის პოზას: როგორც ჩანს, თქვენი დაავადებების უმეტესობა და პრობლემები დაკავშირებულია იმასთან, რომ ხერხემლის მდგომარეობა არც ისე კარგად გაქვთ. იქნებ მიმართოთ სპეციალისტს და დაიწყოთ სპეციალური ვარჯიშები?..
კარიერა: ხვალ არ იქნებით მიმართული იმისკენ, რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედოთ და სულ ტყუილად. ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. თუმცა, თუკი გარშემომყოფებზე ისეთი ადამიანის შთაბეჭდილების შექმნა გსურთ, რომლისთვისაც რამის თხოვნა მკრეხელობა და უაზრობაა, ხვალ ეს ნამდვილად გამოგივათ.
სიყვარული: ხვალ უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემათ, საყვარელი ადამიანი ყოფილ სიყვარულს შეადაროთ. ვარსკვლავები არ აპირებენ იმის თქმას, რომელი აღმოჩნდება საბოლოოდ უკეთესი, მაგრამ ისინი ირწმუნებიან: უკვე საღამოს თქვენს არჩევანში არანაირი ეჭვი აღარ იარსებებს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
როგორც ჩანს, უნდა იყოთ მომთმენი, რადგან, დიდი ალბათობით, ჩატარებული მკურნალობის კურსი სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ამიტომ აიყვანეთ თავი ხელში და იმოქმედეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
კარიერა: თქვენსა და თქვენს ხელმძღვანელს შორის არსებული უთანხმოება (დიდი შრომის ფასად) უკვე  მოაგვარეთ, თუმცა, თქვენს გარშემო მუქარის სიტყვები მაინც ტრიალებს. უბრალოდ, მშვიდად მიიღეთ და გაითვალისწინეთ ის დასკვნები, რაზეც თქვენს დირექტორთან ერთად ისაუბრეთ და ყველა კონფლიქტი უკან ჩამოიტოვეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე სიცოცხლისმოყვარე წარმომადგენლებსაც კი დაეუფლებათ გამაღიზიანებელი განცდა, თითქოს რაღაც წავიდა და აღარ დაბრუნდება. შეეცადეთ, პრობლემას სხვა მხრიდან შეხედოთ, რადგან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. გადაშალეთ ფოტოალბომი, იპოვეთ ძველი დღიური - არ მოგივათ თავში აზრად, იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ?


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი გრძნობთ, რომ თქვენს კანს დატენიანება აკლია, გადახედეთ არა მარტო იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლითაც სარგებლობთ, არამედ კვების პროდუქტებსაც. შეეცადეთ, რაციონში ავოკადო ან ნუში შეიტანოთ.
კარიერა: ნუ ელოდებით ხვალინდელი დღისგან იმას, რომ დასვენებისა და მოდუნების საშუალება გექნებათ. ხვალ ყველასთვის ცნობილ მღრღნელებს დაემსგავსებით, რომლებიც გაჭედილ ბორბალში გასართობად გიჟურ სიჩქარეს ირჩევენ, აზრი კი ნულია.
სიყვარული:
პირადი ცხოვრების შესახებ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. რაც ნიშნავს იმას, რომ საყვარელი ადამიანის ბედსაც ვერ გადაწყვეტთ. თუმცა, ამის გაკეთება აუცილებელი იქნება. ან იქნებ განეწყოთ ამგვარი ქმედების გარდაუვალობაზე უახლოეს მომავალში.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ფიზიკური ვარჯიშების დროს ყურადღება მიაქციეთ მუხლებს. თუკი მუხლებში უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ სახსრების დამატებითი ფიქსაციის შემთხვევაშიც კი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში.
კარიერა: იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებით შეასრულოთ, გარშემომყოფი ადამიანების სრული თანხმობა დაგჭირდებათ. მათი რჩევებით ხელმძღვანელობა საჭირო არ არის, უბრალოდ, თუკი მათი იდეების განსახორციელებლად სწორ მიმართულებას აირჩევთ, იდეალურ რეზულტატს მიიღებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურვილი გაუჩნდება, რაღაცით ძალიან გაგახაროთ, თუმცა, დავალება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდება, რადგან, ამ მხრივ, მისგან საკმაოდ გათამამებული ხართ. ყველა შემთხვევაში შეეცადეთ, აგრძნობინოთ მას, რომ გულწრფელად გაგიხარდათ, რადგან, ასეა თუ ისე, საყვარელი ადამიანი შეეცადა, გაეხარებინეთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი ჭამამდე მიიღოთ და არა ჭამის შემდეგ. ეს გადამეტებულ ჭამას თავიდან აგაცილებთ და, ასევე, თანდათანობით წონაში კლებასაც შეუწყობს ხელს.
კარიერა: როგორც ჩანს, უიღბლო გზაზე დგახართ. ხელმძღვანელთან ურთიერთობას ვერ ააწყობთ, ახალ პროექტზე მუშაობისას სირთულეებს წააწყდებით, რომელთა მოგვარებას ვერაფრით მოახერხებთ. შეეცადეთ, პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და რთულ სიტუაციებში დადებითი მხარეები მოძებნოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეამჩნევს, რომ უხასიათოდ ხართ, ამიტომ ყველანაირ მცდელობას მიმართავს იმისთვის, რომ გაიღიმოთ და სამყაროს მიმართ უფრო გახსნილი იყოთ. შეეცადეთ, განეწყოთ ისე, რომ ყველაფერს შეძლებთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?