29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:

ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას. კარგი იქნება, თუ საეროდ უარს იტყვით ცხარე კერძებზე, მარინადებსა და გაზიან სასმელებზე. იქნებ, დიეტაც დაგეწყოთ?
კარიერა: მშვენიერი დღეა საქმიან მივლინებაში გასამგზავრებლად, რადგან ხვალ წარმატება გარანტირებული გაქვთ. სავარაუდოდ, თქვენი კომპანია ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს, თქვენ კი კარიერული წინსვლის შანსი მოგეცემათ. დროა, იმოქმედოთ.
სიყვარული: 
ხვალ ბევრი სასიამოვნო, მაგრამ უმნიშვნელოსი სიურპრიზი გელით. თქვენი დიდი ხნის ოცნებას ხვალ ასრულება არ უწერია. ასე რომ, მშვიდად და აუჩქარებლად გააგრძელეთ მიზნისკენ სვლა და დატკბით პატარა სიხარულებით, რომლებსაც დღე გულუხვად გთავაზობთ.




კურო

ჯანმრთელობა: კუროებო, ეცადეთ, ფორმა შეინარჩუნოთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ და მსუბუქი საუზმით გააგრძელეთ. ნუ მისცემთ ორგანიზმს მოშვებისა და სიზარმაცის საშუალებას.
კარიერა: ეცადეთ, უფრო მომთმენი იყოთ გარშემომყოფთა მიმართ. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი თვისება ყველა ადამიანს აქვს და დროა, ამას შეეგუოთ. ანგარიში გაუწიეთ უფროსის ან კოლეგების აზრს და ყველაფერი კარგად იქნება.
სიყვარული:
ვიღაც პაემანზე გეპატიჟებათ. თქვენ კი ბოლო მომენტამდე ვერ გადაგიწყვეტიათ, წახვიდეთ თუ არა. ვარსკვლავები გირჩევენ, ბედი სცადოთ. რა იცით, იქნებ მოგეწონოთ?




ტყუპები
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ ზღვის ეგზოტიკური პროდუქტებით გაინებივრებთ თავს. კრევეტები, ლანგუსტები ან იშვიათი ჯიშის თევზი სწორედ ისაა, რაც ხვალ გჭირდებათ.
კარიერა: მალე სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, რაც სამომავლოდ, სერიოზულ უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ, დაშვებული შეცდომა აღმოაჩინოთ და საკუთარი, დაუფიქრებელი ქმედებებისგან გამოწვეული შედეგების თავიდან აცილება მოახერხოთ.
სიყვარული:
მთავარია, გწამდეთ და იმედი არ დაკარგოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით, ოცნების ახდენას. მხოლოდ იმედი და რწმენა, სხვა ვერაფერი დაგეხმარებათ.    



  
კირჩხიბი

ჯანმრთელობა: მკურნალობასთან, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებასა და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული თქვენი ნებისმიერი იდეა წარმატებით განხორციელდება. ასე რომ, თამამად იმოქმედეთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. 
კარიერა:
ეცადეთ, გარშემომყოფთა აზრები ნაკლებად გაითვალისწინოთ და ისეთი იყოთ, როგორიც ხართ. სიამაყის მიზეზი ნამდვილად გაქვთ, რადგან ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეთ. გახსოვდეთ, პესიმიზმს თუ მიეცემით, შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი დაკარგოთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად, რამე მხიარული და საინტერესო ფილმი ნახოთ. ეს აუცილებლად აამაღლებს თქვენს განწყობას და კიდევ უფრო დაგაახლოებთ.




ლომი
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ადრე მსგავს პრობლემებს არასოდეს შეუწუხებიხართ, მაგრამ ახლა, მტვერზე ან სხვა ალერგენებზე ალერგიული რეაქცია გამოავლინოთ. ეცადეთ, სახლი საფუძვლიანად დაალაგოთ და თვალი მიადევნოთ სწორად კვებას.
კარიერა:
ვერაფრით ხვდებით, რითაა გამოწვეული ამა თუ იმ ადამიანის საქციელი, თუმცა იმისთვის, რომ გიჟად შერაცხოთ, ეს საკმარისი მიზეზი არაა. თუ თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია, პირდაპირ ჰკითხეთ.
სიყვარული: იყავით მკაცრი და მომთხოვნი საყვარელი ადამიანის მიმართ. მხოლოდ ასე შეძლებთ, მისგან ადეკვატური რეაქცია და სასურველი შედეგი მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმოქმედო და პასიური დარჩება.




ქალწული
ჯანმრთელობა:
დროა, ზედმეტ წონასთან ბრძოლას შეუდგეთ, თუ ასეთი პრობლემა გაქვთ. ეცადეთ, ძალიან მკვეთრად არ დაიწყოთ და საკუთარი თავი მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მოამზადოთ.
კარიერა:
ფულის ეკონომიის ყველა გეგმა წყალში ჩაგეყრებათ, რადგან გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, დიდი დანახარჯი გელით. სამაგიეროდ, ისეთ დიდ პრობლემას მოიცილებთ თავიდან, რომელიც მომავალში შეიძლება კატასტროფად ქცეულიყო.
სიყვარული:
დიდი მცდელობისა და უზარმაზარი სურვილის მიუხედავად, საყვარელ ადამიანს უჭირს თქვენი იუმორის გაგება. ეცადეთ, მისგან შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი არ მოითხოვოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
მერწყულებო, ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდით. ნუ იქნებით სასწაულის მოლოდინში. უფრო მეტად საკუთარ თავს მიენდეთ და მოერიდეთ რისკებს.
კარიერა: სამსახურებრივი საქმიანობის სიმრავლე თავბრუს დაგახვევთ, თუმცა, შესასრულებელი დავალებები საკმაოდ მოსაწყენი და მონოტონური იქნება. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ, მათ ოპერატიულად გაუმკლავდეთ.
სიყვარული: დიდი ხანია, თქვენს ბავშვებს ცოცხალ ბუნებასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ? თუკი ასეა, მაშინ ვარსკვლავები გირჩევენ, მათთან ერთად ზოოპარკს ან ეგზოტერიუმს ეწვიოთ. მოუყევით მათ ცხოველების შესახებ ყველაფერი, რაც იცით და მზად იყავით შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. მთავარია, ბავშვები მტაცებლების გალიებს არ მიუახლოვდნენ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჰორმონალურ სისტემას. კონსულტაციისთვის მიმართეთ გამოცდილ ექიმს, რათა კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტაროთ და დაავადებების წარმოქმნის რისკი მაქსიმალურად შეამციროთ.
კარიერა: როგორც ჩანს, გასულ დღეებში ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეთ. ამიტომ, ხვალ აუცილებლად დაგჭირდებათ რელაქსაცია. შეცვალეთ გეგმები - სხვაგვარად, სამომავლოდ შრომისუნარიანი ვერ იქნებით.
სიყვარული: ნუ მიმართავთ ფანტასტიკურ თეორიებს საყვარელი ადამიანის ალოგიკური ქმედებების ასახსნელად. მაინც ვერ გამოიცნობთ. ჯერ ერთი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი აზროვნებაც განსხვავდება. მეორე - მამაკაცები რთულად უგებენ ქალებს, ისევე, როგორც პირიქით. ამიტომ, თუ რამე გაინტერესებთ, უმჯობესია, მას პირადად ჰკითხოთ. დიდი შანსია, გიპასუხოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე ოჯახურ გარემოში გაატაროთ. ეს დადებითად აისახება თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თავს მორალურად და ფიზიკურადაც უკეთ იგრძნობთ.
კარიერა: ყურადღება გაამახვილეთ რაიმე ერთ საქმეზე, მაქსიმუმ - ორზე. ერთდროულად სამი საქმიანობის შესრულება, სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ. დამხმარეების მოძებნა მით უმეტეს არ ღირს - ამით მხოლოდ ხელი შეგეშლებათ.
სიყვარული: ხვალ მარტივად მიაღწევთ იმას, რაც  ადვილად არასდროს გამოგდიოდათ. მაგალითად, ქუჩაში გამვლელის გაცნობა, საყვარელ ადამიანთან ამ დიდ და წმინდა გრძნობაში გამოტყდომა ან მასთან სამუდამოდ დაშორება - როგორც გამოგივათ. მთავარია, შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეთ. 


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ნებისმიერი სახის ნეგატიური ემოცია თხის რქებს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბუმერანგები არ გაუშვათ: ისინი მხნეობასა და ჯამრთელობას ვერ მოგიტანენ.
კარიერა: ხვალ თქვენთვის აჩქარება არ ღირს. თუკი თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებს დაჩქარებული ტემპით შეასრულებთ, ორ-სამ მნიშვნელოვან შეცდომას დაუშვებთ, რომლებიც თქვენს ბიზნესში საბოლოოდ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია ახალი გატაცებებისთვის. თუკი სასიყვარულო სფეროში ყველაფერი რიგზე გაქვთ და ახალი ურთიერთობები არ გაინტერესებთ, იქნებ სიტუაცია ახალი ჰობის შეძენის მიმართულებით წარმართოთ. შეგიძლიათ, რომელიმე უცხო ენას დაეუფლოთ, მაკრამეს ქსოვა დაიწყოთ ან ბოთლების ეტიკეტები მოაგროვოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებს შესაძლოა, კუჭის მჟავიანობა მოემატოთ, ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ კვების პროდუქტების შერჩევისას, რათა უსიამოვნებები არ წარმოგექმნეთ. შეეცადეთ, საკუთარ თავს მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ.
კარიერა: სამუშაო პროცესის მონაწილეებთან თქვენი ორმხრივი ურთიერთობები შესაძლოა, შეიცვალოს. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ეს ცვლილებები უარესობისკენ არ განხორციელდეს.
სიყვარული: ხვალ თავადაც გაგიკვირდებათ, როგორ მარტივად შეგიძლიათ, თქვენი გეგმების განხორციელება. მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს დაკრულზე ცეკვავს და მხოლოდ თქვენი წესებით თამაშობს, რათა სიამოვნება მოგანიჭოთ. მათ შორის თქვენი საყვარელი ადამიანიც.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ყურადღებით იყავით კოსმეტიკური საშუალებების შეძენის დროს: დიდი რისკია იმისა, რომ ყალბ პროდუქციას შეიძენთ და საკუთარ კანს ზიანს მიაყენებთ. შეეცადეთ, მსგავსი პროდუქცია ბრენდულ მაღაზიაში შეიძინოთ. უცნობი მარკებით ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს.
კარიერა: ხვალ კოლეგები თქვენი თანამოაზრეები გახდებიან, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, არაოფიციალურ გარემოში შეიკრიბოთ კათხა ლუდის ან ფინჯანი ჩაის დასალევად და ისაუბროთ ყველასთვის სასიამოვნო თემაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამსახურზე.
სიყვარული: ხვალ თავს მოწყენილად და მარტოსულად იგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი ადამიანი ახლოს გეყოლებათ, თუმცა, მისი გვერდით ყოფნა დაგეხმარებათ, სულიერი ტკივილის ყველაზე ძლიერ შეტევებს გაუმკლავდეთ და მათ ღიმილითაც კი შეხვდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?