30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: უძილობა ან დაბალკალორიული კვება შესაძლოა, სისუსტის მიზეზი გახდეს. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები ამოუწურავი არ არის, ამიტომ ვიტამინების მიღება არ გაწყენდათ.
კარიერა: ხვალ არასტანდარტული აზროვნება და პრობლემების ახლებურად ხედვა წარმატების გარანტიად იქცევა. თავადაც გაოცდებით, ისეთი იდეები გაგიჩნდებათ. გააოცეთ ყველა! დაე, იცოდნენ, ვისგან უნდა აიღონ მაგალითი და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ.
სიყვარული: 
ხვალ ოპტიმიზმს ასხივებთ და ყველაზე უსიამოვნო სიახლეებსაც კი არ შეუძლია თქვენი განწყობის შეცვლა. ეცადეთ, ოპტიმიზმი და სასიცოცხლო ენერგია საყვარელ ადამიანსაც გაუზიაროთ, რომ ცოტა ხნით მაინც მოეჩვენოს სამყარო ფერადად და მშვენიერად.




კურო

ჯანმრთელობა: შეასრულეთ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა და მიზანი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მიზნის გონივრულობაში ეჭვი არ გეპარებათ.
კარიერა:
კორპორაციული სულისკვეთების ასამაღლებლად, რაღაც საინტერესო და მხიარული უნდა მოიფიქროთ. მაგალითად, იუმორთან მწყრალად რომ არ არის, ისეთ თანამშრომელზე შარჟი დახატეთ ან თქვენი მეგობრული გუნდისთვის ჰიმნი დაწერეთ. შეიძლება ხელოვნების შედევრი არ იყოს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც გაგამხიარულებთ.
სიყვარული:
ბოლოს და ბოლოს, გაიაზრეთ, რომ ნამდვილი განძი ხართ! თქვენ ყველაზე ძვირფასი ხართ, რაც გაგაჩნიათ. მაშ, შეიყვარეთ საკუთარი თავი და გააოცეთ გარშემომყოფები თქვენი ცვლილებით. სავარაუდოდ, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ, დიდი არ არის, სამაგიეროდ, გამოვლენილი სიმამაცისთვის ერთეულების სიყვარული ნამდვილ ჯილდოდ იქცევა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ და არტერიული წნევა ნორმაში შეინარჩუნოთ. ხშირად აკონტროლეთ წნევა და მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
კარიერა:
კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდებით, თორემ გეგმების გამუდმებული ცვლილება თქვენს პროდუქტიულობაზე აისახება. სჯობს, ერთხელ და საფუძვლიანად განიხილოთ ეს საკითხი, ვიდრე დაუსრულებლად გადადოთ მისი მოგვარება.
სიყვარული:  საყვარელი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გრძნობდეს, რომ მისთვის ძვირფასი ხართ და ყველაზე მეტად გჭირდებათ. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ თქვენს გრძნობებში წამითაც არ შეეპაროს ეჭვი. 


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე თქვენთვის კატეგორიულად აკრძალულია საკვების შეზღუდვა. გირჩევთ, დიეტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ.
კარიერა:
პროფესიული თვალსაზრისით, არცთუ ისე წარმატებული დღე გელით. ეცადეთ, შეფს „თვალებში არ გაეჩხიროთ“ და მით უმეტეს, არ გაბედოთ ხელფასის მომატებაზე საუბრის დაწყება. ამჟამად, მას თქვენთვის არ სცალია.
სიყვარული:
ეცადეთ, სახლში მყუდრო გარემო შექმნათ. როგორ მოახერხებთ, თქვენი გადასაწყვეტია, რადგან თქვენს რჩეულს თქვენზე უკეთ არავინ იცნობს. მისი ბედნიერი სახის ხილვა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება იქნება და თქვენც გაცილებით ბედნიერს გაგხდით.



ლომი
ჯანმრთელობა:
გეჩვენებათ, რომ თქვენთვის შეუძლებელიც კი ადვილად დასაძლევია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მკაფიოდ დაისახეთ მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ.
ბიზნესი:
დღის პირველ ნახევარში იმედგაცრუება გელით: თქვენს ნაცვლად, წარმატებას ვიღაც უფრო მოხერხებული მიაღწევს, მაგრამ ეს მოწყენის საბაბი არ გახლავთ. ახლა ზუსტად იცით თქვენი სუსტი მხარეები და მათზე მუშაობა უნდა დაიწყოთ, რომ მომავალში გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ.
სიყვარული: საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დღე გელით. გამოცდის ჩაბარება, რომელიც გელით, მხოლოდ საიმედო დასაყრდენის მქონე, სერიოზულ და დამოუკიდებელ ადამიანს შეუძლია. დაე, თქვენი რჩეული ასეთად იქცეს, რადგან მარტო ამასთან გამკლავება ძალიან გაგიჭირდებათ. 



ქალწული
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, ახალი კერძების დეგუსტაციას და კულინარიულ ექსპერიმენტებს დროებით თავი აარიდოთ, რადგან შესაძლოა, კუჭ-ნაწლავი გაიღიზიანოთ. არავითარი ეგზოტიკა! უპირატესობა მხოლოდ კარგად ნაცნობი კერძებს და უბრალო სადილებს უნდა მიანიჭოთ.
კარიერა: 
ხვალ მოგიწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცვლელი არ ხართ. მთავარია, არ მოდუნდეთ და დასახული მიზნისკენ მეტი შემართებით იმოძრაოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუძლებთ ნებისმიერ კონკურენციას.
სიყვარული:
შესაძლოა, ქალწულებს (განსაკუთრებით მდედრობითი სქესის) თავში არაერთმნიშვნელოვანი აზრები მოუვიდეთ. მაგალითად, ძალიან ბევრი იფიქრონ ცხოვრების არსზე ან საღამოს ოჯახის წევრებისთვის გასაკეთებელ სადილზე. მომავალზე ამდენი ფიქრო საჭირო არაა. ახლანდელზე იფიქრეთ და მომავალი თავისთავად მოვა.



სასწორი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, ფეხით ბევრი იაროთ, განსაკუთრებით, თუკი ცოტა დრო გაქვთ იმისთვის, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკაზე იზრუნოთ. მსგავსი „ვარჯიში“ სამუშაო დღის შემდგომ მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ განწყობას.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ არ გაგიმართლოთ - რაღაცას დაკარგავთ და კარგი იქნება, თუკი ეს „რაღაც“ სამსახური არ აღმოჩნდება. გვინდა გვჯეროდეს, რომ თქვენ გაუმკლავდებით ყველანაირ სიტუაციას, მაგრამ გონების დაძაბვა, რეალურად, მოგიწევთ.
სიყვარული: თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ხართ. ვერავინ გაიძულებთ, გაგაკეთებინოთ ის, რის გაკეთებაც არ გსურთ ან არ მოგწონთ. სრული უფლება გაქვთ, პაემანზე წახვიდეთ  ან გამვლელებთან იფლირტაოთ. უბრალოდ, არ გადააჭარბოთ: თანამედროვე საზოგადოება ღალატს მაინც არ პატიობს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებისთვის მიზანშეწონილია, გააკეთონ აზიდვები არა ათჯერ, როგორც მიჩვეული ხართ, არამედ, თუნდაც, თერთმეტჯერ. ხოლო, თუკი აზიდვებს საერთოდ ვერ აკეთებთ, იყოს ერთხელ. მცირედი პროგრესი თქვენთვის უბრალოდ, აუცილებელია - მათ შორის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლადაც.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ, სამსახურში ვინმეს დახმარება გაუწიოთ. საკუთარი საქმეც საკმარისად გექნებათ - სხვისი რაში გჭირდებათ? თანაც, რეალურ დახმარებას მაინც ვერავის გაუწევთ, ვერც ავტორიტეტს აიმაღლებთ და ვერც თვითშეფასებას გამოისწორებთ. აი, განწყობა კი ნამდვილად გაგიფუჭდებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს დიდი დრო არ დასჭირდება იმის ასახსნელად, კონკრეტულად რა სურს თქვენგან: ამას თქვენ თვითონაც შესანიშნავად ხვდებით. შეეცადეთ, დროზე ადრე არ გამოხატოთ საკუთარი უკმაყოფილება: მის მოსაზრებებს ბოლომდე მოუსმინეთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ დროში ორიენტირება გაგიჭირდებათ, რისი მიზეზიც გვიან გაღვიძებაა. შედეგად გეგმები სრულიად აგერევათ. დააყენეთ მაღვიძარა უფრო ხმამაღლა.
კარიერა:
შესაძლოა, ვიღაცის სიტყვების ინტერპრეტირება ისე მოახდინოთ, როგორც  თქვენ მიგაჩნიათ სწორად და არა აზრის შესაბამისად. ამგვარ „ხრიკებს“ ვარსკვლავები არ გირჩევენ, რადგან სამომავლოდ შესაძლოა, თანამშრომლებთან პრობლემები შეგექმნათ.
სიყვარული: თუკი ამინდი შეგიწყობთ ხელს, ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა ხნით ბავშვობა გაიხსენოთ. უმჯობესია, გარეთ გაერთოთ, რადგან სახლში თამაშის დროს ვერ დაივიწყებთ, რომ უკვე დიდი ხანია, ბავშვები არ ხართ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენი წარმოდგენა იმ დაავადების მასშტაბებზე, რომელიც გაწუხებთ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადაჭარბებული ან პირიქით, შემცირებული იყოს. სანდო ინფორმაციის მიღებას მხოლოდ ექიმებისგან შეძლებთ.
კარიერა: ნუ აიძულებთ თანამშრომლებს, იმუშაონ ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ: იდეების მარაგი ყველას როდი აქვს და თქვენსავით პასუხისმგებლობის გრძნობაც ბევრს არ გააჩნია. იყავით მომთხოვნი, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ინდივიდუალურ მიდგომას. ამგვარად ნამდვილად შეძლებთ, უახლოეს მომავალში ბრწყინვალე ხელმძღვანელი გახდეთ.
სიყვარული: დიდი ალბათობით, ბედისწერა წარსულში დაგაბრუნებთ: შეხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაში დიდ როლს არასდროს ასრულებდნენ. თუკი ამ ფაქტს დაუშვებთ, მათ ახლაც შეუძლიათ, შეიტანონ თავიანთი მცირედი წვლილი საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე გაატაროთ. პარკში სეირნობა ან ქალაქგარეთ გასვლა თქვენს ორგანიზმზე ყველაზე დადებითად იმოქმედებს.
კარიერა: თქვენი ფირმის მოქმედების მიმართულების შეცვლა საკმაოდ გაგაკვირვებთ. კომპანიის პოლიტიკა და წესდება შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს. თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია და მოვლენა არცთუ ისე მასშტაბურია, როგორც თქვენ ფიქრობთ. 
სიყვარული: დილით სარკეში ჩახედვისთანავე იმიჯის შეცვლას გადაწყვეტთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ კარდინალური ცვლილებების გატარებას. შემოიფარგლეთ მხოლოდ ვარცხნილობით. ეწვიეთ სილამაზის სალონს. ასევე, შეგიძლიათ, თმები შეიღებოთ, ოღონდ არა კაშკაშა ფერებში, რადგან ამ  შემთხვევაში დიდი შანსია, თქვენი ახალი იმიჯი არავის მოეწონოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზები ხვალ ჩვეულებრივზე მეტად იზრუნებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუმცა, სიტუაცია ამას ნაკლებად იმსახურებს. თუკი სამედიცინო პუბლიკაციებს არ  წაიკითხავთ, გაცილებით მშვიდად იქნებით.
კარიერა: ხვალ, როგორც იქნა, შეძლებთ მოლაპარაკებების დასრულებას, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თქვენს პარტნიორთან სამომავლოდ თანამშრომლობის შემთხვევაშიც კონფლიქტური სიტუაციები არ წარმოგექმნებათ. კარგი მიზეზია იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ თქვენ შესანიშნავად უმკლავდებით საკუთარ ვალდებულებებს.
სიყვარული: ბოლოს და ბოლოს, თქვენ დამოუკიდებელი და თვითკმარი პიროვნება ბრძანდებით. შესაძლოა, ორივეს სურვილი იყოს, მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ თქვენი მეორე ნახევრის ბუნებრივი გაგრძელება, პირადი ინტერესები და გატაცებები უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემომყოფებისთვის და, პირველ რიგში, საყვარელი ადამიანისთვის უინტერესო გახდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?