2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
თუ ადრე იღვიძებთ და გვიან იძინებთ და ცოტა კიდევ წაძინების სურვილიც არ გაქვთ, უკიდურესობამდე გადაღლილი ხართ. გაითვალისწინეთ, რომ შვებულება თუ არ აიღეთ, წამლები და მკურნალობა გარანტირებული გაქვთ.
კარიერა: ვიღაც, ვისთანაც დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებთ, მორიგ ტრიუკს ჩაგიტარებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რადგან ეს არაფერს შეცვლის. შესაძლოა, ვიღაც ვისთვისაც თქვენი ინტერესები მეათეხარისხოვანია, ცდილობს, წყობიდან გამოგიყვანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პოზიციები არ დათმოთ.
სიყვარული: გეჩვენებათ, რომ თქვენმა რჩეულმა, ბოლოს და ბოლოს, გაიგო, რა გსურთ მისგან და, ზოგადად, ცხოვრებისგან, მაგრამ ცდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად აუხსნათ. ეს რაღაც საკონტროლო გასტროლის მსგავსი იქნება.




კურო

ჯანმრთელობა: თუ აქამდე არაფერი გსმენიათ ისეთი ცნების შესახებ, როგორიც სწორი კვებაა, ხვალ საკუთარ თავზე გამოცდით თქვენი უმეცრების დამღუპველ შედეგებს მუცლის შებერილობისა და ტკივილის სახით.
კარიერა:
ბოლოს და ბოლოს, სამსახურში თქვენი აქტიურობა  დამსახურებულ შედეგებს მოიტანს - ერთობ პერსპექტიული პროექტის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი გახდებით. თქვენი მონდომებისა და მცდელობის გამო კი შესაძლოა, კარიერულ წინსვლასაც გამოჰკრათ ხელი.
სიყვარული: 
სრულიად შესაფერისი დღეა (უფრო ზუსტად, საღამო) რომ ვინმეს რაიმეში გამოუტყდეთ. შესაძლოა, იმაში, რომ გიყვართ, ან იმაში, რომ 20 წლის წინათ, სამი ქილა კაკლის მურაბა თქვენ შეჭამეთ და თქვენი ძმა ტყუილად დაისაჯა. მოკლედ, მოიფიქრეთ, რაში სჯობს გამოტყდომა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, გირჩევთ, მხედველობას გაუფრთხილდეთ. ნაკლები დრო გაატარეთ მონიტორთან და მოერიდეთ წვრილი შრიფტით ნაბეჭდ წიგნებს. უარი თქვით კერვასა და ქსოვაზე და გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებებია.
კარიერა:
გაითვალისწინეთ, ამ თქვენი შრომა ადეკვატური და ნაყოფიერი არ და ვერ იქნება, თუ მთელი დღის განმავლობაში, ავტოკალმის ბოლოზე უფრო კალორიული და ნოყიერი არაფერი მიირთვით.
სიყვარული:
ვერაფრით გაგიგიათ, საყვარელი ადამიანი თავისი ამა თუ იმ მოქმედებით რის თქმას ცდილობს. თქვენი მცდელობა - როგორმე გაშიფროთ მისი ჩანაფიქრი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, უშედეგოდ დასრულდება - ზემოხსენებული მოქმედებების უკან არავითარი ჩანაფიქრი არ დგას.    


  
 
კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ხვალ ზედმეტი წონის აკრეფის დიდი შანსი გაქვთ. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი მადა და ზედმეტი არაფერი მიირთვათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ფქვილოვანი პროდუქტების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
კარიერა:
არაფერი გადადოთ სამომავლოდ და ყველა დაწყებული საქმე მაქსიმალურად სწრაფად მიიყვანეთ ბოლომდე. ძალიან მალე თქვენი კომპანიით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან. შესაბამისად, მსხვილი და მომგებიანი შეკვეთა გელით და ძველი საქმეებისთვის ვეღარ მოიცლით.
სიყვარული: 
ხვალ თქვენს რჩეულს მიზნად დაუსახავს, ნებისმიერ ფასად მოახერხოს თქვენი გაოცება. შესაძლოა, ამას გაუცნობიერებლადაც აკეთებს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. იმედია, მისი მცდელობა უფრო ხალისიანს გაგხდით და საზოგადოებაში გაწითლება არ მოგიწევთ.




ლომი
ჯანმრთელობა:

ვერავითარი სიძნელე ვერ შეძლებს თქვენი განწყობის შეცვლას. ასე გააგრძელეთ! პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, სერიოზულ უსიამოვნებებს გაუმკლავდეთ.
კარიერა: სერიოზულ პრობლემებთან შეჯახებისას, ეცადეთ, გამოცდილი ადამიანი მოძებნოთ, რომელიც მის გადაჭრაში დაგეხმარებათ. აუცილებელი არაა, რომ ის თქვენი კოლეგა იყოს. შესაძლოა, თქვენს პროფესიულ სფეროში გაუცნობიერებელმა ახლობელმა ან ნათესავმა ფასდაუდებელი დახმარება გაგიწიოთ.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენსა და კიდევ რომელიღაც ახლობელ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. როგორიც არ უნდა იყოს მისი არჩევანი, ეცადეთ, პატივისცემითა და გაგებით მიიღოთ, იმიტომ, რომ შესაძლოა, მომავალში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს.




ქალწული
ჯანმრთელობა:
მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკმარის ინფორმაციას ფლობთ და ყველა ვარიანტი მოფიქრებული გაქვთ. ნუ აჩქარდებით და გადაწყვეტილება კარგად გაიაზრეთ.
კარიერა:
აუცილებელი არაა, რომ ნებისმიერ საკითხზე რჩევა უფროსს ჰკითხოთ. ასე შეიძლება იფიქროს, რომ მისი რეკომენდაციის გარეშე, დამოუკიდებლად, ნაბიჯის გადადგმა არ შეგიძლიათ. ისწავლეთ, თავად მიიღოთ გადაწყვეტილებები და პასუხი აგოთ მათზე. გააზრებულად იმოქმედეთ და შეცდომებს აღარ დაუშვებთ.
სიყვარული:
ცეკვის სურვილი მოგეძალათ. მზად ხართ, საყვარელი ადამიანის გარდა, საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენლებთანაც დაუსრულებლად იცეკვოთ. ამაში თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილების ნატამალიც არ ურევია. უბრალოდ, მრავალფეროვნება და თავგადასავლები მოგინდათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, სპეციალისტთან კონსულტაცია დაგჭირდეთ. საერთო პროფილის ექიმთან საუბარი დროს ტყუილად დაგახარჯვინებთ. გაეცანით ყოფილი პაციენტების მიმოხილვებს.
კარიერა: მოულოდნელი მოვლენები შესაძლოა, თქვენს ბიზნესზე ნეგატიურად აისახოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი აკონტროლოთ. ყურადღებით იყავით მოულოდნელი სატელეფონო ზარების მიმართ და შეეცადეთ, ზედმეტი არაფერი თქვათ პირად შეხვედრებზე - ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად აისახოს თქვენს საქმიანობაზე.
სიყვარული: ხვალ სიმშვიდით გამოირჩევით, ზედმეტადაც კი... სხვათა შორის, სიყვარული და გონიერება ნაკლებად კომბინირებულია, ამიტომ თქვენი მეორე ნახევარი არ აღფრთოვანდება თქვენში მომხდარი  ცვლილებებით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ მორიელებმა, რომელთაც ზედა სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებთ. შესაძლოა, ადვილად „ჩაისუნთქოთ“ რაიმე საზიზღრობა. პროფილაქტიკა არ გაწყენდათ.
კარიერა:
ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. ყველა პრობლემა პირადად თქვენ არ გეხებათ, ხოლო ნებისმიერ საქმიანობაში ამგვარი მონაწილეობა თვალთმაქცობაზე მიანიშნებს. შესაძლოა, ამას თავად ვერ ამჩნევთ. 
სიყვარული:
ნერვიულობა არ ღირს - ბედი ვერსად გაგექცევათ. მით უმეტეს, თქვენ მისი ხელიდან გაშვება არ გსურთ. ხვალ მოგიწევთ დაფიქრება იმის შესახებ, რისთვის იბრძოლეთ და შედეგად რა მიიღეთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეძლებისდაგვარად დატვირთეთ საკუთარი ორგანიზმი ფიზიკური ვარჯიშებით და შიგადაშიგ ინტენსიური გონებრივ აქტივობით ჩაანაცვლეთ  - ამგვარად ნებისმიერ სექტორში წარმატების მიღწევას ადვილად შეძლებთ.
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები დასვენებას გირჩევენ - წინ სერიოზული დავალებები გელოდებათ, რაც თქვენგან მნიშვნელოვან დაძაბვას მოითხოვს. შეეცადეთ, ეს არავინ შეამჩნიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგების, პარტნიორების ან შემთხვევითი დამკვირვებლების მხრიდან დაცინვას ვერ გაექცევით.
სიყვარული: იყავით ტოლერანტული საყვარელი ადამიანის გაღიზიანებადობის მიმართ. დიახ, ის იდეალური არ არის, მაგრამ თქვენ ხომ ის სწორედ ასეთი გიყვართ? უარყოფითის გარდა, მას უამრავი დადებითი მხარე აქვს. თუკი მოთმენა საერთოდ არ შეგიძლიათ, ჩუმად გადით სხვა ოთახში ან, უბრალოდ, მოერიდეთ. დაითვალეთ ათამდე და კვლავ შეძლებთ თავის დაქნევასა და გაღიმებას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ იმ პრეპარატებს, რომლებსაც პირად აფთიაქში ინახავთ. შესაძლოა, რევიზიის ჩატარება დაგჭირდეთ, რათა მიღებული წამლები ვადაგასული არ აღმოჩნდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაიუარესოთ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ მოდუნებას. ხვალ საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ: არაერთი სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა და, ასევე, პროფესიული ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. მოემზადეთ მორალურადაც და ფიზიკურადაც.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, დაგარწმუნოთ, რომ მას ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ და არა ისეთი, როგორიც გსურთ იყოთ. შეეცადეთ, მას დაუჯეროთ: შედეგად ცხოვრება მნიშვნელოვნად გაგიადვილდებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხალხური მედიცინით მკურნალობამ შესაძლოა, კარგი შედეგი მოგიტანოთ. თუმცა, თუკი ამ სფეროში ნაკლებად ერკვევით, უმჯობესია, უპირატესობა ტრადიციულ მედიცინას მიანიჭოთ.
კარიერა: ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას ვარსკვლავები არ გირჩევენ. უმჯობესია, ემოციები და თქვენი ჯიუტი ხასიათი მოთოკოთ და თქვენი ხასიათის ეს შტრიხები სამუშაოს შესრულებაში გამოიყენოთ. თუკი თავის შეკავებას მაინც ვერ შეძლებთ, შესაძლოა, ყველაზე უსიამოვნო შედეგი მიიღოთ.
სიყვარული: ხვალ ისე როგორც არასდროს მოახერხებთ ვინმეს სიცრუეში გამოჭერას. ასე რომ, თუკი თქვენგან ვინმე რამეს მალავდა - დარწმუნებული იყავით: საიდუმლო ნათელი გახდება. მიღებული ინფორმაცია საკმაოდ გაგაოცებთ, თუმცა, საჭირო ზომების მიღებას ნუ იჩქარებთ. გულდასმით დაფიქრდით დადებით და უარყოფით მხარეებზე.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზებისთვის სუნთქვა მთავარი თემა გახდება გასააზრებლად და ძალების მოსაკრებად. ისუნთქეთ ნელა და სწორად, მთლიანი მკერდით და შეძლებისდაგვარად, სუფთა, ფიჭვის ჰაერით.
კარიერა: ხვალ ხელმძღვანელთან კონფლიქტი არ გამოირიცხება. ამიტომ, თუკი მისი ცხელი ხელის მოხვედრა არ გსურთ, უმჯობესია, თქვენთვის ჩუმად დაკავდეთ საკუთარი მოვალეობების შესრულებით. ხელფასის მომატებაზე საუბარი არც კი იფიქროთ - საშინელ შედეგს მიიღებთ.
სიყვარული: აგრძნობინეთ საყვარელ ადამიანს თავი დამოუკიდებლად, მათ შორის თქვენგანაც კი. მიეცით მას თავისუფლად ცურვის საშუალება და თქვენი ქმედებით ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ ის ნამდვილად თავისუფალია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?