3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ ხვალ სპორტით დაკავდებით, ოღონდ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება სპორტული აქტივობები არასწორად აღიქვას და წინააღმდეგობა გაგიწიოთ.
კარიერა: ეს დღე აუცილებლად დასვენებას უნდა დაუთმოთ. თქვენი მხრიდან მუშაობის ნებისმიერი მცდელობა ვარსკვლავებისა და გარშემომყოფი ადამიანების მიერ აღქმული იქნება, როგორც სამყაროსა და მათი სურვილებს წინააღმდეგ განხორციელებული აქტი. შესაბამისად, რეაქციაც ადეკვატური მოჰყვება.
სიყვარული:
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად რაღაც უჩვეულო, საინტერესო და განსაკუთრებული მოიფიქროთ და ეს იდეა ცხოვრებაში მაქსიმალური სიხშირით განახორციელოთ. მხოლოდ საინტერესო შედეგს კი არა, შესანიშნავ ურთიერთგაგებასაც მიიღებთ.




კურო

ჯანმრთელობა: იქნებ, სცადოთ და ცხოვრების ჯანსაღი სტილი მოსინჯოთ? რა იცით, იქნებ, მოგეწონოთ კიდეც?
კარიერა:
ვარსკვლავებმა გამჭრიახი გონებით და ჭკუით დაგაჯილდოვეს, რაც თქვენს კონკურენტებს არ გააჩნიათ. თუმცა, იმისთვის, რომ ვინმემ თქვენი თვისებები დააფასოს, მათი გამოვლენა მოგიწევთ. თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ახლავე უნდა დაიწყოთ.
სიყვარული:
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის გაცნობიერება, ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობის რომელიღაც ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა, შესაძლოა, მას ახალი, უფრო ნათელი და კაშკაშა ეტაპი მოჰყვეს. უბრალოდ, ცოტა მოცდა მოგიწევთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაფერისი დღეა ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდისთვის, თუმცა ეს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რომ არაფერი დაიზიანოთ. ყოველი შემთხვევისთვის, რეკომენდაცია მკურნალ ექიმთან გაიარეთ.
კარიერა: ხვალ ქერა ადამიანებთან ურთიერთობას ერიდეთ. სწორედ ამ ფერის თმების მქონე ქალი ან კაცი შეეცდება, წყობიდან გამოგიყვანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ადამიანებს შეუძლიათ, მარტორქაც კი ინფარქტამდე მიიყვანონ.
 სიყვარული: თქვენს რჩეულს ვერაფრით გაუგია, რატომ აგრძელებთ მასთან ურთიერთობას, რადგან დარწმუნებულია, რომ მასში არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო არაა და ისეთი შესანიშნავი ადამიანისგან, როგორიც თქვენ ხართ, ყურადღებას არ იმსახურებს. ეცადეთ, დაამშვიდოთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ახალ, ეგზოტიკურ ხილსა და ბოსტნეულზე ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ. თუ გსურთ, რამე ტკბილი და გემრიელი მიირთვათ, უპირატესობა ჩვეულებრივ ვაშლს მიანიჭეთ.
კარიერა: ნუ ჩქარობთ. გადაჭარბებულმა სიჩქარემ შესაძლოა, თქვენი საქმე დააზარალოს და თქვენი გენიალურად შედგენილი გეგმები გააფუჭოს. ეცადეთ, ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. მხოლოდ ასე მიიღებთ საუკეთესო შედეგს, თუმცა ისე სწრაფად არა, როგორც ისურვებდით.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი პაროდიისა  და ირონიზების სურვილი გაუჩნდა. ეცადეთ, ხასიათი შეუწყოთ და მის განწყობას ადეკვატურად უპასუხოთ. მთავარია, მის ხუმრობებზე არ გაბრაზდეთ: ბოროტი განზრახვა ნამდვილად არ ჰქონია.




ლომი
ჯანმრთელობა:
ძალების მოკრება გიჭირთ და დასვენება გჭირდებათ. ეცადეთ, დასვენების პროცესში მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღოთ. რაღაც მშვიდი და სასიამოვნო შეარჩიეთ, მაგალითად სპა პროცედურები ან მასაჟი.
კარიერა:
დიდი ხანია, ცდილობთ, რომ ახალ, საკმაოდ რთულ და შრომატევად ღონისძიებებს საფუძველი ჩაუყაროთ? დღეს ამის შანსი მოგეცემათ. ცოტაოდენი მონდომება, ორგანიზატორული ნიჭი და თავადაც გაოცდებით, როგორ თავისთავად და მშვენივრად მოგვარდება ყველაფერი.
სიყვარული: თქვენი რჩეული დაუსრულებლად გიმეორებთ, რომ უყვარხართ. თავიდან ეს ძალიან სასიამოვნოდ გეჩვენებათ, შემდეგ კი ეს მშვენიერი სიტყვა ძველი ფოტოსავით გაცვდება და გახუნდება. იქნებ, ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვები მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტებისთვის შემოგენახათ?




ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. იმუნიტეტის გამყარებაზე იზრუნეთ და საკმარისი რაოდენობით C ვიტამინი მიიღეთ.
კარიერა: თუ გსურთ, ყველაფერი კარგად გამოვიდეს, თავად უნდა აკეთოთ. საეჭვოა, ხვალ ვინმესგან გააზრებულ მოქმედებას მიაღწიოთ, ამიტომ გაცილებით მარტივი იქნება, გადაწყვეტილება მიაწოდოთ, რომელთანაც დათანხმება მოუწევთ.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანი უზომოდ ეჭვიანობს. თუმცა, ეჭვიანობის ობიექტი ადამიანი კი არა, თქვენი გატაცება ან სამსახურია. ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმესაც ვერ მიატოვებთ. საუკეთესო სვლა იქნება, თუ შეძლებთ, დაარწმუნოთ, რომ ეს საქმე თქვენი ტანდემის უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შეძლებისდაგვარად იზრუნეთ სახის კანზე. სანამ სხვადასხვა სახის კრემებით ისარგებლებდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მასაჟის დახმარებებით კრემის კომპონენტები ბევრად უფრო დადებით ეფექტს მოგცემთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ყურადღებიანი იყოთ. რისკის შემცველი მოვლენები უმჯობესია, მომავლისთვის გადადოთ: ამ ეტაპზე მათ გარეშეც გაძლებთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტების შედგენისა და მათი შემოწმების დროს. ნებისმიერი უმნიშვნელო და წვრილმანი დეტალიც კი საბოლოოდ თქვენს წინააღმდეგ იქნება მიმართული.
სიყვარული: ხვალ სასწორებისთვის, განსაკუთრებით 24-დან 36 წლამდე, მოდაში იქნება ყვითელი ფერი - სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლო. ეს ფერი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ჯენტლმენების საზოგადოებაში თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს. „მზის სხივები“ თქვენს სახეზეც იკაშკაშებს. ასე რომ, პერსპექტიული ნაცნობობის შანსი ძალიან დიდია!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: კონსერვანტების, საღებავების შემცველი პროდუქტები, და, ასევე, უხარისხოდ მომზადებული კერძები თქვენს შინაგან ორგანოებზე მავნე ზემოქმედებას  მოახდენს. ასე რომ, მშრალი კონსერვებით წახემსებაზე უარის თქმა მოგიწევთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე სასურველია, გაატაროთ ლოზუნგით „მშვიდი ცხოვრებისთვის“, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრესი და ნერვული აშლილობა გარანტირებული გექნებათ. მიუძღვენით ეს დრო საკუთარ თავს, დაისვენეთ, ბოლოს და ბოლოს, მოითხოვეთ შვებულების დარჩენილი დღეები! უბრალოდ, შეეცადეთ, დატკბეთ ცხოვრებით და არაფერზე იდარდოთ - ყველაფერი კარგად გექნებათ!
სიყვარული: ხვალ მუხლმოუხრელი შრომა გელოდებათ. სამუშაო საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე  ჩაეფლობით და თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი ყურადღების მიპყრობა. ამიტომ, როგორც კი მუშაობას მორჩებით, შეამჩნევთ, რომ თქვენი რჩეული კუთხეში განაწყენებული ზის. ეს კი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თქვენი ორგანიზმი  ვიტამინების, მინერალებისა და ოქსიდანტების ნაკლებობას განიცდის, რაც არასრულფასოვანი და არასწორი კვების შედეგია. შეეცადეთ, ეს დანაკლისი აუცილებლად აინაზღაუროთ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება უფრო მეტი რაოდენობით.
კარიერა: გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან დაპირისპირება მოგივათ, რაც, სავარაუდოდ, თქვენი სამუშაო კომპეტენციის თემას არ შეეხება. თუმცა, თქვენ შესაშური სიჯიუტით შეეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. იქნებ სიჯიუტის გამოვლენა მაინც არ ღირდეს?
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ წარმოუდგენელ სითბოს იგრძნობთ, თანაც იმ რაოდენობით, რომ მზად იქნებით, თქვენი სითბო მსოფლიოს გაუნაწილოთ. მაგრამ მისი ტყუილად დახარჯვა არც კი იფიქროთ: ერთხელაც, როდესაც ძალიან შეგცივდებათ, თავისუფლად შეძლებთ გათბობას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შრომის გარეშე ტბიდან თევზის ამოყვანა გაგიჭირდებათ. შეეცადეთ, ყველა ღონე იხმაროთ იმისთვის, რომ  შრომის თანაფარდობა და თევზების რაოდენობა თქვენი ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური იყოს.
კარიერა: ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას: ისინი, სავარაუდოდ, ისეთი გენიალური ვერ აღმოჩნდება, როგორსაც ფიქრობთ. ხოლო შედეგის განაწილება ყველასთვის მოგიწევთ. დარწმუნებული იყავით, არ დაივიწყებენ, ვის ეკუთვნის ავტორობა. იქნებ დროებით ჩრდილში ყოფნა ამჯობინოთ და თავმდაბლად დააფიქსიროთ თქვენი პირველობა?
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება თქვენთვის რაღაცის დამტკიცება, არა იმიტომ, რომ მას არ ენდობით, უბრალოდ, თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო. თუმცა, თუკი ამ „დამოუკიდებელ მიზეზებზე“ ძლიერი აღმოჩნდებით, ყველაფერი გაცილებით გამარტივდება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენზე სასარგებლოდ იმოქმედებს სხვადასხვა სახის თავსატეხები ან საგანმანათლებლო თამაშები, მაგალითად, სუდოკუ. ეს ხელს შეუწყობს თავის ტვინის  უმაღლეს დონეზე მუშაობას.
კარიერა: თქვენთვის მთავარია, სწორად დაისახოთ მიზანი და მეთოდურად გადადგათ ნაბიჯები მისკენ. ყველაფერს ერთად ნუ მოეჭიდებით: ჯერ რომელიმე კონკრეტულ მიზანს მიაღწიეთ, ეს თავდაჯერებულობაში დაგეხმარებათ და მარტივად შეძლებთ დაინახოთ, რა ნაბიჯები იქნება თქვენთვის სამომავლოდ მომგებიანი და პერსპექტიული.  
სიყვარული: ხვალინდელი დღე მშვიდად გაატარეთ: ყვირილი და ცრემლები პრობლემებს ვერ წყვეტს, ანტიდეპრესანტებიც გამოსავალი არ არის. საჭიროა, უბრალოდ, ხელში აიყვანოთ საკუთარი თავი, გაიღიმოთ და გადაწყვიტოთ, რა გსურთ. ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენი კაპრიზებით, ცოტა არ იყოს, დაიღალნენ, თქვენი დიდად მადლიერები დარჩებიან.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზებისთვის არ არის მიზანშეწონილი ყოველდღიური საოჯახო საქმიანობის გიჟურ ტემპში შესრულება. საბოლოოდ არაფერი გამოგივათ, ხოლო თითს ან კარში მოიყოლებთ, ან დაიწვავთ, ან გაიჭრით, ან სახეხში ჩაგყვებათ. ან როგორმე ადვილად დაარღვევთ თქვენი ორგანიზმის მთლიანობას.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია სოციალური ქმედებების დასაწყებად. მით უმეტეს, თქვენი ემოციური აღმასვლა და კარგი განწყობა მთელ კოლექტივს ოპტიმიზმით აავსებს. იმოქმედეთ - ხვალ თქვენი დღეა! დაარწმუნეთ გარშემომყოფები, რომ თქვენი აქტივობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბედი აუცილებლად გაგიღიმეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი საკმაოდ რთულად შევა კონტაქტში ახალ და საინტერესო ან თქვენთვის საჭირო ადამიანებთან. ამიტომ, თუკი ამ დღისთვის მნიშვნელოვან ნაცნობობას დაგეგმეთ, უმჯობესია, დროებით გადადოთ. მაგალითად, შემდეგი უქმე დღეებისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?