9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ შეგიძლიათ, უზომოდ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული მიირთვათ. ეცადეთ, მაქსიმალური ფანტაზიითა და გამომგონებლობის უნარით შეუთავსოთ ისინი თქვენს კერძებს.
კარიერა: ეცადეთ, მაღაზიების სიახლოვეს არ გაიაროთ, რადგან ახლახან გამომუშავებული ფულის დახარჯვის ცდუნება დიდია, შენაძენი კი - განსაკუთრებული არაფერი. არ ღირს ფულის ხარჯვა მხოლოდ იმიტომ, რომ დახარჯოთ. მით უმეტეს, რომ უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან თავს ლაღად, მსუბუქად და ძალდაუტანებლად გრძნობთ. მასთან საუბრის დროს თავს უაღრესად ჭკვიან, ერუდირებულ და საინტერესო ადამიანად მიიჩნევთ. თქვენს რჩეულსაც იგივეს განცდა აქვს. გილოცავთ, სრულ ურთიერთგაგებასა და ჰარმონიას მიაღწიეთ.




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, სქესობრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული რომელიღაც დაავადება გაგიმწვავდეთ, თუმცა სანერვიულო არაფერია. ექიმის დროული კონსულტაცია ყველა პრობლემას მოგიგვარებთ.
კარიერა:
როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ გაგება და თანადგომა. ახლა საკუთარ თავს მხოლოდ თავად თუ დაეხმარებით. მთავარია, იპოვოთ ის „ოქროს შუალედი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ ხან კოლეგებთან და ახლობლებთან ჩხუბით და ხან მათი კეთილგანწყობის მოპოვების დაჟინებული მცდელობით, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავარდეთ.
სიყვარული:
ხვალ უმცროსი და-ძმები და შინაური ცხოველები თქვენგან განსაკუთრებულ მზრუნველობას ელიან. ნუ იქნებით მათთან ძალიან მკაცრი. არც ისე უიმედოები არიან, როგორც გეჩვენებათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ნუ იბანავებთ ცივ წყალში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ავად არ გახდებით. ნუ გადახვალთ საცხოვრებლად მაცივარში და ნუ მიეძალებით ნაყინსა და ყინულიან სასმელებს. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ გაცივების დიდი შანსი გაქვთ.
კარიერა:
თქვენი შემთხვევისთვის შესაფერისიც რომ გეჩვენოთ, ხვალ მზამზარეული გადაწყვეტილებებით არ ისარგებლოთ და ინდივიდუალური სტრატეგია შეიმუშავეთ, რადგან ამოცანის საწყის პირობებთან გადაუჭრელ წინააღმდეგობას წააწყდებით.
სიყვარული: დაასრულეთ საქმე, რომელიც თქვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია. ეცადეთ, ეს რაც შეიძლება დროულად გააკეთოთ, რადგან თქვენი რჩეულისთვის სასიამოვნო არ იქნება, რომ საკმარის დროს არ უთმობთ და შესაძლოა, არასწორი დასკვნები გამოიტანოს.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ. ამ ეტაპზე, სუფთა ჰაერზე მეტად, ფეხების ამუშავება გჭირდებათ.
კარიერა:
ეცადეთ, ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს სამსახურზე ნაკლები ელაპარაკოთ. საეჭვოა, თქვენი ნათქვამი სათანადოდ გაიგონ და რაც მთავარია, სამუშაო პროცესის ნებისმიერი გახსენება თქვენთვისაც უსიამოვნო იქნება.
სიყვარული: ხვალ თქვენი სიძლიერე ტექნოლოგიების ცოდნაში მდგომარეობს. მისი დახმარებით შეძლებთ, სასურველ თანხმობას მიაღწიოთ ერთად ყოფნაზე ან განშორებაზე, რომლის მოსმენას დიდხანს ელოდით. ხელოვნური ინტელექტის ან რობოტის გამოგონება საჭირო არ არის. სასურველი შედეგის მისაღწევად უკვე არსებული ტექნოლოგიების გამოყენება სრულიად საკმარისი იქნება.



ლომი
ჯანმრთელობა:
რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია დაუთმეთ ფიზიკურ მომზადებას. ირბინეთ, კონტრასტული შხაპი მიიღეთ ან რაღაც მსგავსი მოიფიქრეთ, რომ ორგანიზმი ცოტა გამოაცოცხლოთ.
კარიერა:
სამსახურიდან გამოქცევას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, სწორედ სამუშაო დღის ბოლოს მოხდეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ძირეულად შეცვლის თქვენს საქმიან და შესაძლოა, პირად ცხოვრებასაც. ოფისიდან ნაადრევად წამოსვლით კი გამორიცხული არ არის, ეს ჯადოსნური ცვლილებები ხელიდან გაუშვათ.
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს იქნებიან. ნუ გაუშვებთ შანსს, დატკბეთ არომატული სასმელით, ტკბილეულით, ოჯახური სიმყუდროვით, ბავშვების ღიმილით და გულახდილი საუბრით. ხვალ ყველაფერი ნებადართულია. შექმენით სასწაული საკუთარი ხელით და ეს დღე ისე გაატარეთ, რომ აუცილებლად განმეორდეს.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ბოლო დროს მოხდენილ ფიგურაზე იმდენს ზრუნავთ, რომ დროა, დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება ორგანიზმის გამოფიტვა გამოიწვიოს.
კარიერა: მეტი ნდობა გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ და ისწავლეთ გუნდური მუშაობის პრინციპები. მით უმეტეს, ახლა, როცა გარემოება ამას მოითხოვს.
სიყვარული:
ხვალ ქალწულებს ფინანსური პრობლემა ელით. კერძოდ, უნდა მოიფიქროთ, რაში დახარჯოთ სოლიდური თანხა, რომელიც სამსახურში პრემიის სახით მიიღეთ ან სხვა გზებით მოიპოვეთ. გირჩევთ, მეუღლესთან ერთად გადაწყვიტოთ, ავტომობილი იყიდოთ, სარეცხი მანქანა თუ რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში, თუნდაც მონღოლეთში იმოგზაუროთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
თუკი რამდენიმე დღის წინ ვირუსული დაავადება შეგეყარათ, ხვალიდან თავს უკეთ იგრძნობთ, თუმცა, მკურნალობის კურსის შეწყვეტა ჯერ ადრეა. ფრთხილად იყავით, რათა სამომავლოდ შესაძლო პრობლემები თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რითი არიან დაკავებულები თქვენი კოლეგები. ბოლოს და ბოლოს, თუკი, ზოგადად, თქვენი და მათი ფუნქციები მსგავსია, საბოლოოდ ისინი მაინც გასხვავდება და საქმისადმი მიდგომაც განსხვავებული გაქვთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისა და მისი მეგობრების წრეში ძალიან მხიარულად იქნებით. ამ შესანიშნავი ადამიანების გარემოცვაში თავს კომფორტულად იგრძნობთ და მაქსიმალურად ეცდებით, მათთან ერთად უფრო მეტი დრო გაატაროთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: დაფიქრდით იმის შესახებ, რომ ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რაზეც უცილებლად უნდა იზრუნოთ. თუმცა, მისი თვითნებურად და ექიმის კონსულტაციის გარეშე დაწყება მაინც არ ღირს.
კარიერა: ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწევთ. ამიტომ მთელი თქვენი ძალები სამუშაო დავალებების შესასრულებლად გამოიყენეთ. თამამად მოეკიდეთ ყველაზე რთულ საქმიანობას და ნუ შეგაშინებთ კონკურენტების თავდასხმა, რადგან ისეთი ენერგიითა და მიზანდასახულობით, როგორიც თქვენ გაქვთ, ყველგან და ყველაფერში პირველი იქნებით.
სიყვარული: ნუ იჩქარებთ თქვენი პრობლემების საყვარელ ადამიანთან გაზიარებას. შესაძლოა, ის იმდენად აღელდეს, რომ პრობლემები მნიშვნელოვნად მოგემატებათ: დამამშვიდებლის პოვნა, ექიმის გამოძახება და ა.შ. შემდეგ კი ყოველდღიურად მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება იმის შესახებ, როგორ უმკლავდებით რთულ სიტუაციებს. გჭირდებათ ამგვარი თავსატეხი?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენთვის სასარგებლო იქნება ნაყინი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გემრიელი დესერტი კილოგრამობით მიირთვათ.  შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გადააჭარბოთ და არ გაცივდეთ.
კარიერა: ნუ მოცდებით სამუშაოს შესრულების დროს და ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ გარემოების გარკვევასაც კი, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. თქვენთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არასასურველი შედეგი მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალეთ.
სიყვარული:
ხვალ შეეცადეთ, საყვარელ ადამიანს განწყობა აუმაღლოთ. თუნდაც, ზედმეტი ღიმილით, მცირე საჩუქრით ან ყვავილების დიდი თაიგულით. მთავარია თქვენი ყურადღება და დახმარების სურვილი, რაც ნამდვილად ეფექტურ გავლენას მოახდენს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ფრთხილად იყავით ბასრ საგნებთან: დაუდევრობითა და უყურადღებობით შესაძლოა, ტრავმები მიიღოთ, ხოლო რამდენად სერიოზული იქნება ისინი და შეძლებთ თუ არა უსიამოვნების თავიდან აცილებას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
კარიერა: ოფისში გვიანობამდე გიწევთ მუშაობა? ფიქრობთ, რომ ამგვარად ხელმძღვანელისგან შექებას დაიმსახურებთ? სავარაუდოდ, ძალიან გადაიღლებით. ნათელი გონებით დღის მანძილზე გაცილებით ეფექტურად იმუშავებთ. გარდა ამისა, ენთუზიაზმისა და გულმოდგინე შრომისთვის დამატებით თანხას არავინ გადაგიხდით.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე მუსიკის მოსმენას დაუთმოთ, შეარჩიეთ შეძლებისდაგვარად მსუბუქი, სასიამოვნო და ისეთი მუსიკა, რომ ტვინი ზედმეტი ფიქრებით არ გადატვირთოთ. ამგვარი ტიპის მუსიკის ფონზე გაცილებით გაგიადვილდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება თქვენი პირადი ცხოვრებას შესახებ. 


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებისთვის კარგი იქნება კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან ეს მოგცემთ საშუალებას, ჩატარებული მკურნალობის კურსის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მიიღოთ.
კარიერა: ნურავის მიაყენებთ დისკომფორტს და ნუ შეხვალთ კონფლიქტში მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან. მაქსიმალურად შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს თქვენთვის ურთულესი იქნება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მანძილი შემაფერხებელი გარემოება არ გახდება. იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ, ხვალ თავისუფლად შეძლებთ, ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდეთ,  ერთმანეთისადმი ერთგულება და  ნდობა გამოხატოთ. თუმცა, მანძილი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეამციროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ღამის საათებში  ზედმეტად არ დანაყრდეთ. მიეცით კუჭს დასვენების საშუალება თუნდაც ძილის დროს. ნუ დატვირთავთ მას ზედმეტი „მუშაობით“. თუკი საღამოს შიმშილი შეგაწუხებთ, მიირთვით ერთი ჭიქა კეფირი.
კარიერა: გამოღვიძება დიდ სიხარულს ნაკლებად მოგანიჭებთ. თუკი ღრმა ძილიდან მოულოდნელად მუშაობის სურვილით გამოფხიზლდებით, გადადეთ ყველა საქმე და სასწრაფოდ მიმართეთ ფსიქიატრს. ამდენი მუშაობა ყოვლად დაუშვებელია.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენს სიტყვებს დიდ მნიშვნელობას რატომღაც არ მიანიჭებს. ხოლო თქვენი ბრძანებების შესრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია: თუკი ამგვარი რამ მოხდება, მხოლოდ სიზმარში. რა გაეწყობა, ყველაფრის შესრულება დამოუკიდებლად მოგიწევთ. დაელოდეთ შედარებით სასიამოვნო დღეებს და შედარებით ლოიალურ განწყობას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?