12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გირჩევთ, დროებით, ცილოვანი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ. დაასვენეთ ორგანიზმი ასეთი გემრიელობებისგან და უპირატესობა სხვადასხვა სახის ხილის სალათებს მიანიჭეთ: ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით და ფიგურასაც.
კარიერა: მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა. კონტრაქტები, მოლაპარაკებები და სერიოზული პროექტები სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური პრობლემების მოგვარების მცდელობამ შეიძლება მხოლოდ დამატებითი სირთულეები მოგიტანოთ, ამიტომ სჯობს, უმნიშვნელო და ზოგადი საქმეებით დაკავდეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი პირადი ცხოვრება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. უკეთესი თუ უარესი მიმართულებით, მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაიგებთ, როცა დღევანდელი მოქმედებების შედეგები თქვენ წინაშე სრული მშვენიერებით გადაიშლება.




კურო
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მკურნალი ექიმის ყველა რჩევა გაითვალისწინოთ. თუ მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი გაეჭვებთ, შეგიძლიათ, ექიმს ყოველგვარი მორიდების გარეშე ჰკითხოთ.
კარიერა:
გახსოვდეთ, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს. ჯერ ერთი პროექტი დაასრულეთ და გააცნობიერეთ, რისი გაკეთება გსურთ და მეორეს გაკეთებას მერე შეუდექით. შესაძლოა, ფინიშთან პირველი ვერ მიხვიდეთ, მაგრამ ნამუშევარი აუცილებლად საუკეთესო გექნებათ.
სიყვარული: წონასწორობის შენარჩუნება და მიმდინარე პროცესებში გარკვევა გიჭირთ. ერთადერთი, ვისაც შეგიძლიათ, დაეყრდნოთ, თქვენი საყვარელი ადამიანია. თუმცა, რამდენად მყარი იქნება ეს საყრდენი, უცნობია. 




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ზედმიწევნით ხელსაყრელი დღეა კომპლექსური მკურნალობის ჩასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გრძნობთ.
კარიერა: 
ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით - ხვალინდელი დღე მთლიანად მოძრაობაში უნდა გაატაროთ. თუნდაც ეს გვერდიდან უცნაურად ჩანდეს, თქვენთვის ღრმა შინაარსის მატარებელი იქნება. 
სიყვარული: სინანულით იხსენებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის საწყის პერიოდს, როცა სრულიად სხვა ადამიანი იყო. სამწუხაროა, რომ იმ ადამიანს ვეღარ დაიბრუნებთ, სამაგიეროდ, თქვენ გაქვთ მისი შეცვლილი და გაუმჯობესებული ვარიანტი. 



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კარგი დღეა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ასარჩევად. რა თქმა უნდა, 6 საათის შემდეგ, ჭამას ვარჯიში სჯობს, თუმცა, 7 საათისთვის გადაწყვეტილებას შეცვლით და გემრიელად ივახშმებთ. ვახშმის შემდეგ კი ფიზიკურ აქტივობებს არანაირი აზრი არ აქვს.
კარიერა:
არ ღირს სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, გამუდმებული წუწუნი, რადგან ბოლომდე არ გაგიცნობიერებიათ, რამდენ პერსპექტივას გთავაზობთ ის. ეცადეთ, ვითარება შეაფასოთ და სასწრაფოდ ისარგებლოთ შესაძლებლობით, თორემ მერე გვიან იქნება.
სიყვარული:
კარგი დღეა, ოჯახთან ერთად, სანადიროდ ან სათევზაოდ წასვლისთვის. ცხოველების მოყვარული თუ ხართ და დასახოცად გენანებათ, იარაღის ნაცვლად, ფოტოაპარატი წაიღეთ. მთავარია, რომ ყველანი ერთად იქნებით და მშვენიერ დროს გაატარებთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, არსებულ პრობლემებს რეალურად შეხედოთ. სავარაუდოდ, ვითარება ისე რთული არაა, როგორც წარმოგიდგენიათ.
კარიერა:
ეცადეთ, სამსახურში არ დაგეძინოთ. გასაგებია, რომ ძალიან დაიღალეთ, მაგრამ გარშემომყოფებისთვის ამის დემონსტრირება საჭირო არ არის. დასვენება თუ გსურთ, ქუთუთოებზე გახელილი თვალები მიიხატეთ და ეცადეთ, არ იხვრინოთ.
სიყვარული: 
ხვალ სულიერ ნათესავს აღმოაჩენთ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გაგიგებთ და ღირსეულად შეგაფასებთ. მასაც მსგავსი პრობლემები აქვს და გადასარევად ესმის თქვენი, ამიტომ შეგიძლიათ, უფრო მჭიდრო ურთიერთობები გააბათ, თუმცა საეჭვოა, აქედან რაიმე სიამოვნება მიიღოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ვინც არ უნდა გაძლევდეთ, ეს დღე რჩევების მიღებისთვის შესაფერისი არ გახლავთ. ეცადეთ, თქვენთვის ნათქვამი ყოველი სიტყვა ჯანსაღად შეაფასოთ. 
კარიერა:
ვარსკვლავები რთულ და მოვლენებით აღსავსე დღეს გიმზადებენ, ამიტომ ტყუილად ფიქრობთ, რომ საღამოს მშვიდად დაელოდებით და სახლში წახვალთ. შესაძლოა, ხვალ უფროსებთან კონფლიქტი გქონდეთ. ეცადეთ, პრობლემის ფილოსოფიურად ხედვა და კომპრომისის დანახვა ისწავლოთ.
სიყვარული: 
ხვალ მიხვდებით, რომ უამრავ რამეს ტყუილად აკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს მოქმედებებზე საყვარელ ადამიანს არავითარი რეაქცია არ აქვს. შესაბამისად, ეს დრო და ენერგია თავისუფლად შეგიძლიათ, თქვენთვის და მისთვის უფრო საჭირო და სასარგებლო საქმეებზე დახარჯოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეგიძლიათ, საკუთარ თავს ცოტაოდენი ცხარე კერძის მირთმევის უფლება მისცეთ, თუმცა, გადაჭარბება მაინც არ ღირს: დიდი რაოდენობით ცხარე ორგანიზმისთვის მავნებელია. უბრალოდ, აიმაღლეთ განწყობა კულინარიული შედევრებით.
კარიერა: ყველაზე უსიამოვნო ამბავს შორი გზიდან მიიღებთ. თუკი საზღვარგარეთ პარტნიორები გყავთ, შეამოწმეთ, არის თუ არა ყველაფერი რიგზე თქვენს ურთიერთობებში. შესაძლოა, მოსალოდნელი პრობლემები თავიდან აიცილოთ.
სიყვარული: შეგიძლიათ, მშვიდად იყო: ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით მიდის. ურთიერთობები ზუსტად ისე ვითარდება, როგორც თქვენ გსურდათ, დაბრკოლებები არ შეინიშნება, ასე რომ, შეგიძლიათ, საკუთარი თავი დიდებულ სტრატეგად და ინტრიგანად ჩათვალოთ. სხვათა შორის, ხომ არ მოიწყინეთ მარტომ? არ გსურთ მრავალფეროვნება?


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, თავის ძლიერმა ტკივილებმა შეგაწუხოთ, განსაკუთრებით დილიდან, ამიტომ, შეეცადეთ, მსგავსი უსიამოვნება გაითვალისწინოთ და შესაბამისი წამლები მოიმარაგოთ. ის ფაქტი, რომ საჭირო პრეპარატები ახლოს გაქვთ, სიტუაციასთან გამკლავებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
კარიერა: მოემზადეთქტიური შემოქმედებითი სამუშაოსთვის. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს საერთოდ არ შეესაბამება თქვენს პროფესიულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ ყველას, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერ დავალებულ საქმეს  გაუმკლავდეთ, თანაც, უმაღლეს დონეზე.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლის თქმა, რის შესახებაც უკვე დიდი ხნის წინათ უნდა გცოდნოდათ, თუმცა, ვერაფრით მოხერხდა. ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ხანგრძლივი დროის  შემდეგ თქვენი ეჭვები გამართლდება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ექიმის რეკომენდაციებს. იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ მისი შემოთავაზებული მოქმედების გეგმა განსაკუთრებით ეფექტური არ არის, მის ნათქვამს დიდი ინტერესით მოუსმინეთ.
კარიერა:
ხვალ უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, მოასწროთ ყველაფერი ნებისმიერ ახალ წამოწყებულ საქმიანობაში, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენს საქმეს სწორად მიუდგებით. თუკი არასწორად იმოქმედებთ - თქვენი შრომა წყალში ჩაიყრება, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს ეს თქვენთვის. რა გაეწყობა, ყოველი ადამიანი საკუთარი ბედნიერების მჭედელია.
სიყვარული: ხვალ სერიოზულად დაფიქრდებით, ნამდვილად უყვარხართ თუ არა საყვარელ ადამიანს. მსგავსი ეჭვებისთვის არაერთი მიზეზი გაქვთ. შეეცადეთ, დეპრესიაში არ ჩავარდეთ, უმჯობესია, შექმნილი სიტუაციიდან  ოპტიმალური გამოსავალი იპოვოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და უფრო მეტი დრო გაატარონ სითბოში. ნებისმიერი ორპირი თქვენი ორგანიზმისთვის არა მხოლოდ მავნებელი იქნება, არამედ, პრაქტიკულად, დამღუპველი. იყავით ფრთხილი საკუთარი თავის მიმართ.
კარიერა: როგორც იქნა, თქვენს თავზე შავმა ღრუბელმა გადაიარა, თუმცა, ეს, სამწუხაროდ, არ ნიშნავს მას, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. რაიმეს დაკარგვის შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე მოპოვების. შესაძლოა, ეს თქვენთვის უკეთესიც იყოს, თუმცა მომხდარის გაგებასა და შეფასებას გარკვეული დროის შემდეგ შეძლებთ.
სიყვარული: ხვალ, სავარაუდოდ, საეჭვიანო მიზეზი მოგეცემათ. ნუ გაუშვებთ მას ხელიდან - უახლოეს პერიოდში ამგვარი შანსი არ გაგიჩნდებათ. თქვენ ხომ დიდი ხანია, გსურთ საკუთარ ღირსებებსა და გარშემომყოფების ნაკლოვანებებზე საუბარი, საკუთარი პრეტენზიების გამოთქმა ან, უბრალოდ, სიბრაზის გამოხატვა. აბა, რა ხდება, ხომ არ გადაიფიქრეთ?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ისეთი წვრილმანები, როგორიც არის ფეხის დასველება სეირნობის დროს ან ორპირში მცირე ხნით ყოფნა, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული გაციების მიზეზი გახდეს. გაუფრთხილდით საკუთარ ორგანიზმს!
კარიერა: თუკი სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ხოლო სამსახურში გაუბედავი ხართ, იქნებ დაფიქრდეთ თქვენი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე. ფენ-შუის სწავლება, სხვათა შორის, ტყუილად არ არის გამოგონილი. ასე რომ,  შეეცადეთ, სახლში ნივთები გადააადგილოთ, საოჯახო შენაძენი გააკეთოთ ან გარშემო თუნდაც რამე განაახლოთ.
სიყვარული: სიყვარული ძლიერი სტიმულია იმისთვის, რომ საკუთარ თავს უკეთესობისკენ შეცვლა აიძულოთ. თუკი მსგავსი ცვლილებები „დაგიძველდათ“, კვლავ განაახლეთ ისინი და თანაც სწორედ ხვალიდან. სხვათა შორის, ამაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ: მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ორი-სამი პატარა მთის გადაადგილების სურვილი გაგიჩნდეთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი საქმიანობა საოცარ წარმატებას მიაღწევს - ეს შესანიშნავია სამკურნალო პროცესის დასაწყისისთვის, გაგრძელებისა და დასასრულისთვის, როგორც არ უნდა დასრულდეს ის. მოკლედ, ყველაფერი გამოგივათ, არ ინერვიულოთ.
კარიერა: კონკრეტული საკითხის განხილვისას, დაუზუსტებელი და საეჭვო ფორმულირებებით თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცდებიან, თანაც, თითქოს შეგნებულად. შეკრებაზე თანამშრომლებს მოქმედების კონკრეტული გეგმა მოსთხოვეთ და არა თემის ბუნდოვანი განხილვა.
სიყვარული: გადაწყვეტილების მიღებისას იყავით მკაცრი, ხოლო მოთხოვნების განხილვის დროს - კატეგორიული. შესაძლოა, ხმის აწევაც მოგიწიოთ. სხვაგვარად ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერასა და გაგებას ვერ მიიღებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?