13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულზე ნაკლები იმუშავეთ, თავს მეტისმეტად დაღლილად გრძნობთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარ თავს სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცეთ.
კარიერა: სრულიად უმიზეზოდ ნერვიულობთ. არ ღირს ხასიათის გაფუჭება უმნიშვნელო პრობლემების გამო, რომლის მოგვარება ეტაპობრივად არის შესაძლებელი. ზედმეტი თავის ტკივილი რაში გჭირდებათ?
სიყვარული:
ბებიასდროინდელი რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ, რადგან სწორედ ამ რეცეპტით მოუმზადებთ საყვარელ ადამიანს რაღაც განსაკუთრებით გემრიელს. დაე, დატკბეს თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით და ახლად გამომცხვარი შედევრის დაგემოვნების შემდეგ, უფრო ძლიერ შეგიყვაროთ.




კურო
ჯანმრთელობა: 
აკონტროლეთ არტერიული წნევა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ და სტრესულ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდოთ.
კარიერა:
შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებსაც საუკეთესო მეგობრებად თვლიდით, სწორედ მაშინ გიღალატონ, როცა მათი დახმარება დაგჭირდებათ. ამ სამწუხარო ფაქტით გამოწვეული ემოციების დაძლევაში მხოლოდ სამუშაო დაგეხმარებათ. ზოგი ჭირი მარგებელია: ბოლოს და ბოლოს, მოახერხებთ დიდი ხნის წინათ დაწყებული საქმის დასრულებას და ტვირთად ქცეული პრობლემის მოგვარებას.
სიყვარული: თქვენს რჩეულს უჭირს, თქვენი ფიქრების სისწრაფეს დაეწიოს, თუმცა, ეცადეთ, გაუგოთ. ნუ მოგერიდებათ, რაღაცები აუხსნათ. მიხვდეს, რომ თქვენთვის მისი ინტერესების სფერო სულ ერთი არაა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, რაც შეიძლება ბევრი ცხიმოვანი მჟავით მდიდარი პროდუქტი მიირთვათ. მაგალითად, ორაგული და ავოკადო. ეს პროდუქტები გემრიელიცაა და თქვენი გულის მუშაობასაც დაეხმარება.
კარიერა:
ეცადეთ, სამსახურებრივი საქმეებით მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ, თუნდაც ყველა მხოლოდ ამით იყოს დაკავებული. ნუ მოექცევით საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. ეს არაფერში გჭირდებათ. ზრდასრული და ჭკვიანი ადამიანი ხართ და ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით.
სიყვარული:
ხვალ ეგოიზმის მოძალება გაქვთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი აზრი სხვებსაც გააჩნიათ და თქვენს რჩეულსაც აქვს ბედნიერების უფლება.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
კირჩხიბებო, ხვალ ღვიძლი თქვენი სუსტი ადგილია, ამიტომ ალკოჰოლს ახლოს არ უნდა გაეკაროთ. თუ სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა, ეცადეთ, თავი შეიკავოთ ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღებისგან.
კარიერა: 
ხვალ მეტისმეტად ანერვიულებული და გაღიზიანებული ხართ, თუმცა ყველა წვრილმანის გამო ნერვიულობა არ ღირს. დაფიქრდით, რატომ  ბრაზდებით, როცა თავადაც არ იცით საკუთარი სიბრაზის მიზეზი? წარმატებაში ხელისშემშლელ ფაქტორად რომ არ გექცეთ, ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს საღამო რესტორანში, სასიამოვნო მელოდიის ფონზე გაატაროთ. დასაშვებია, შამპანურის ან ღვინის ჭიქით ხელში, სიყვარულის ახსნა და საერთო მომავალზე რომანტიკული საუბრებიც.




ლომი
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ხვალინდელი დღე მოძრაობასა და საქმიანობაში გაატაროთ. მაგალითად, ივარჯიშოთ ან ოჯახს გემრიელი სადილი მოუმზადოთ. ნუ დაიზარებთ და საქმეების დასრულების შემდეგ, გაისეირნეთ კიდეც. ეს თქვენს ჯანმრთელობასაც მოუხდება და განწყობასაც.
კარიერა:
საკმაოდ მძიმე დღეა. იმდენი ერთმანეთის გამომრიცხავი მოვლენა გელით, მოგეჩვენებათ, რომ ვიღაც თქვენს მოთმინებას ცდის. ეცადეთ, მოვლენებს ცივი გონებით და ცოტა სხვა კუთხიდან შეხედოთ და მიხვდებით, რომ უსაფუძვლო ეჭვები გტანჯავთ.
სიყვარული:
ლომებო, უმნიშვნელო წვრილმანების გამო ოჯახში აურზაურის მოწყობა არ ღირს. თუნდაც თქვენი გულის ვარდი სამსახურიდან ოთხ ფეხზე და გალეშილი მთვრალი მოვიდეს, ზედმეტი ხმაურისა და ჭურჭლის ლეწვის გარეშე დაელაპარაკეთ. შესაძლოა, ამის საპატიო მიზეზი ჰქონდა. ასე რომ, მშვიდად გახადეთ და დასაძინებლად დააწვინეთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით თავისუფალ დროს და მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება. გარემოს შეცვლა ან ძილის წინ სეირნობა სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
კარიერა:
თქვენს პარტნიორებს უჭირთ გარკვევა, რას ითხოვთ ან ელით მათგან, ამიტომ არაადეკვატური რეაქციები ნუ შეგაშინებთ. პირიქით, უნდა გიხაროდეთ, რადგან ეს არასტანდარტული მოქმედებისა და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალების საშუალებას მოგცემთ.
სიყვარული: 
ხვალ მიხვდებით, რომ ზოგიერთი ხუმრობა, რომელსაც თქვენ და თქვენი რჩეული ერთმანეთში ცვლით, სასაცილოზე მეტად, წინასწარმეტყველურია. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, ერთად იქნებით თუ ცალ-ცალკე, რა თემებზე მხიარულობთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ გონებრივი პროცესი არა მხოლოდ თქვენი თავის ტვინის უჯრედების უკეთ მუშაობას შეუწყობს ხელს, არამედ დაგეხმარებათ მტანჯველი დაავადებებისგან თავის დაღწევაში. სცადეთ - რატომაც არა?
კარიერა: საქმიანი დავალებების შესანიშნავად გადაწყვეტაში წარმატებული თანამშრომლობა დაგეხმარებათ. სწორედ ხვალ შეძლებთ შეთანხმებაზე ხელის მოწერას. ხვალ დაწყებული ყველა მოლაპარაკება უმოკლეს ვადაში დასრულდება და სულ მალე შვებით ამოისუნთქავთ.
სიყვარული: ხვალ მოიწყენთ. თქვენს ცხოვრებაში რომელიღაც მნიშვნელოვანი და კარგი პერიოდი დასრულდება. მთავარია, თქვენმა მოწყენილობამ გარშემომყოფებისა და საყვარელი ადამიანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, რადგან მათ ბრალი არაფერში მიუძღვით და თქვენ გვერდით რჩებიან...


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე იდეალური იქნება სპეციალისტთან ვიზიტისთვის, მით უმეტეს, თუკი რაიმე სახის პრობლემები წარმოგექმნებათ. მორიელებისთვის მნიშვნელოვანია, მოისმინონ ავტორიტეტული მოსაზრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებთ. კარიერა: თუკი ადრე არ მოგეცათ შანსი, ბედნიერება „შუშის კედლებში“ შეგეგრძნოთ, ხვალ შეგიძლიათ, თავი რომელიმე ტელეშოუს გმირად წარმოიდგინოთ, რადგან თქვენი ხელმძღვანელობა განსაკუთრებული ყურადღებით გადევნებთ თვალს. ისღა დაგრჩენიათ, ამგვარი ქმედების მიზეზი გაიგოთ.  
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ რაიმე პირველად გააკეთოთ. მაგალითად, პირველად აკოცოთ საყვარელ ადამიანს ან პირველად გამოუტყდეთ მას გრძნობებში. თუკი ამას ხვალ არ გააკეთებთ, არავინ იცის, როდის მოგეცემათ ამგვარი უნიკალური შესაძლებლობა კიდევ ერთხელ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებისთვის არ არის რეკომენდებული, დიეტა და საკვებში შეზღუდვა. ეს თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება, რადგან დასახულ გეგმებთან გასამკლავებლად საკმაოდ დიდი ძალა გჭირდებათ.  
კარიერა: ხვალ ბედი გაგიღიმებთ! შესაძლოა, არც კი გახსოვთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის პრემია დაიმსახურეთ და მას სწორედ ხვალ მიიღებთ. ეს, სხვათა შორის, დროულია, რადგან ზედმეტი ფული ნამვილად არ გაწყენთ.
სიყვარული: ხვალ უნდა იყოთ თამამი, ძლიერი და მტკიცე ადამიანი, რათა საკუთარი ბედნიერება „აიშენოთ“. ეს არცთუ ისე მარტივი დავალებაა და მის გადასაწყვეტად დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა, გარისკვა არა მხოლოდ 100, არამედ 150%-ით ღირს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ზედმეტმა ნერვიულობამ და გაღიზიანებამ შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ. არ დაუშვათ რომ ამ მოვლენებმა სიცოცხლის ძალა გამოგაცალონ.
კარიერა: 
ხვალ ზედმეტად მომთხოვნი იქნებით როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების მიმართ. თქვენი ამგვარი ქმედება ბევრისთვის მოსაწონი არ იქნება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ყოველმხრივ მართალი იქნებით. თუკი ვინმესთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, იყავით უფრო თავაზიანი და სიფრთხილით შეარჩიეთ სიტყვები. საერთოდ კი, უმჯობესია, არავინ შეაწუხოთ.
სიყვარული: ხვალ ღრუბლებში იფრენთ და ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი გახდებით. განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. თქვენი შემხედვარე ადამიანები იფიქრებენ: „არსებობენ ბედნიერი ადამიანები!“  და თქვენი შეშურდებათ კიდეც, თუმცა თეთრი შურით. კარგი იქნება, ამგვარი დღეები ხშირად გქონდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მოგწონთ ცხოვრების ის წესი, რომლითაც ცხოვრობთ? თქვენი შეხედულებები აშკარად გადასახედია. შეეცადეთ, მაქსიმალურად მიუკერძოებელი იყოთ, რადგან ეს ყველაზე პირდაპირი გზით აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა: საქმისადმი თქვენს მიდგომაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ასე რომ, მოიშორეთ თავიდან ბნელი ფიქრები გაურკვეველი ცხოვრებისა და გამოუვალი მდგომარეობის შესახებ! ეს თქვენში აბსოლუტურად არ ჯდება. გარდა ამისა, თქვენს ინტერესებში არ შედის საქმის თავისთავად წარმართვა, რადგან შესაძლოა, საკმაოდ დიდი თანხა დაკარგოთ.  
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, თქვენი ერთი საყვარელი ადამიანი მეორეში ან მეხუთეში აგერიოთ, გამომდინარე იქიდან, რამდენია მათი რიცხვი თქვენს ცხოვრებაში. გაიხსენეთ, ვის რა მოუყევით და, რაც მთავარია, ვის რა ჰქვია. რადგან, თუკი დაიბნევით, პრობლემები ნამდვილად არ აგცდებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მიირთვათ რაც შეიძლება მეტი სტაფილო და სტაფილოს წვენი. ეს უამრავ სარგებელს მოგიტანთ. რაც შეეხება ზიანს... შესაძლოა, ტანსაცმელი დაგესვაროთ.
კარიერა: რაიმე მნიშვნელოვნის საძიებლად საკმაოდ დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ. ამ პროცესში, ალბათ, აზრადაც არ მოგივათ, უფრო რაციონალურად მოახდინოთ თქვენს გარშემო სივრცის ორგანიზება, რადგან ამგვარი მოვლენები იშვიათად მეორდება. სამწუხაროა, მაგრამ თქვენი საქმიანობა სამომავლოდ ვერ განვითარდება.
სიყვარული: თქვენთვის საკმაოდ რთული იქნება, თვალი ადევნოთ საყვარელ ადამიანს და გააცნობიეროთ, რომ ის ისეთი არ არის, როგორიც წარმოგედგინათ, ან როგორიც გსურთ, რომ იყოს. თუმცა, თქვენი რჩეული სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, მთელი მისი ნაკლოვანებებითა და უცნაურობებით, და თუკი მასში რაიმეს გადააკეთებთ - ის უკვე სხვა ადამიანი გახდება. იქნებ ამ აზრებმა თქვენში გაღიზიანების ინტენსივობა შეამციროს?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?