14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ზურგის ან მხრების ტკივილმა შეგაწუხოთ, მაგრამ ნუ შეშინდებით, კვალიფიციური მასაჟისტის დახმარებით, ყველა პრობლემა მოგვარდება. თუ გარშემო ასეთი ვერავინ აღმოაჩინეთ, შეეცადეთ, თავად დაიზილოთ მტკივნეული ადგილები.
კარიერა: წამითაც არ გაქვთ მოსვენება. გამუდმებით ახალ პრობლემებს აწყდებით, როცა ძველებიც მოუგვარებელი გაქვთ. ცოტაც გაუძელით. საღამოს 5 საათის შემდეგ, ყველაფერი მიწყნარდება და კოლეგებთან ერთად, ყავის დალევასაც შეძლებთ.
სიყვარული: ხვალ განსაკუთრებულ ვალდებულებას გრძნობთ იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ხართ. გინდათ, რომ დაეხმაროთ ჩახლართული სიტუაციიდან გამოსვლაში ან რაღაცით გაახალისოთ. ნუ იფიქრებთ შედეგებზე და უბრალოდ, გააკეთეთ, რაც გინდათ.




კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, ნუ იქმნით პრობლემებს, როცა ისინი არ გაქვთ. სანამ რომელიღაც არარსებული დაავადების სიმპტომების კვლევით ხართ დაკავებული, შესაძლოა, რეალური პრობლემა ვერ შენიშნოთ. ასე რომ, ისწავლეთ რეალურად აზროვნება.
კარიერა: 
კოლეგებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ: ან ნათქვამის გაგება უჭირთ ან თქვენ არ ხართ ხასიათზე. ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ პრობლემების განხილვას მომავალი დღისთვის გადაიტანთ.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოუსმინოთ და გააანალიზოთ მიღებული ინფორმაცია, რადგან, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოგადგებათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინოთ. ხვალ ძალიან უხეში და ფეთქებადი ხართ და შეიძლება გაუფრთხილებლობით საკუთარი თავი ან გარშემომყოფი ადამიანები დააზიანოთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციები.
კარიერა:
კარგი იქნება, თუ ბიზნესში ყველა საკამათო საკითხს ძალდაუტანებელ გარემოში განიხილავთ. თუნდაც, რომელიმე ელეგანტურ რესტორანში, ფინჯან ყავასთან. ნუ იძუნწებთ, დანახარჯს აუცილებლად აანაზღაურებთ.
სიყვარული: ტყუპებო, თუ თქვენი რჩეულის სამსახური გადაადგილების საშუალებებთან არის დაკავშირებული (მაგალითად, თუ მძღოლია), ხვალ მასთან ურთიერთობის ნაკლებობას განიცდით. მარტოობის საღამოებს, როგორც წესი, წიგნის კითხვაში ან ტელევიზორის ყურებაში ატარებთ. არადა, როგორ მოგენატრათ მისი სითბო და ალერსი...    




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს შეეჯახოთ. ეცადეთ, რაციონის კორექტირება მოახდინოთ. გამორიცხული არაა, ზოგიერთ პროდუქტზე დროებით უარის თქმაც კი მოგიწიოთ.
კარიერა:
უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტები არცთუ წარმატებულად განხორციელდა, ამიტომ საიმედო დასაყრდენის იმედი არ უნდა გქონდეთ. ნებისმიერ დაწყებულ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ მხედველობაში დახმარება, რომელსაც კომპანიონები გაგიწევენ.
სიყვარული:
თუ დაქორწინებული არ ხართ, ვენერასა და ურანის განლაგება თქვენს მომავალ ოჯახურ ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. შესაძლოა, ხვალ მეგობრისგან შორსმიმავალი წინადადება მიიღოთ. კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ დაწონეთ, რომ მერე არ ინანოთ.




ლომი
ჯანმრთელობა: 
თუ ხვალ კოსმეტოლოგთან ვიზიტს გეგმავთ, ეცადეთ, ეს 15 საათის შემდეგ გააკეთოთ. სწორედ ამ დროს იქნება თქვენი კანი ყველაზე მგრძნობიარე კოსმეტიკური პროცედურების მიმართ და მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ.
კარიერა:
ნებისმიერი, მცირე გამარჯვება საკუთარ თავში რწმენას განგიმტკიცებთ. თქვენ აუცილებლად იამაყებთ საკუთარი თავით, რადგან ამ მცირე გამარჯვებებს დიდი ტრიუმფისკენ მიჰყავხართ. კარგია, მაგრამ დრო და დრო იმაზეც იფიქრეთ, რომ ადამიანს თავმდაბლობა ამშვენებს.
სიყვარული:
ჟენევის კონვენციით, ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება აკრძალულია. გირჩევთ, გამუდმებით ამაზე იფიქროთ, რადგან თითქოს ეშმაკი შეგიჩნდათ, ცნობისმოყვარეობის გამო, ვიღაცასთან ფლირტის დაწყებას ცდილობთ. დროა, შეჩერდეთ, რადგან ეს წმინდა წყლის ექსპერიმენტია.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ნეგატიური ინფორმაციის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ. ეცადეთ, ემოციურ დატვირთვებს მოერიდოთ, თორემ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.
კარიერა:
ნუ ეცდებით ევერესტის დაპყრობას, როგორც თქვენი რომელიღაც კოლეგა. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ის თქვენზე უკეთ  მომზადებულია. გაითვალისწინეთ, რომ მწვერვალზე მოუმზადებლად ასვლის მცდელობას შეიძლება მთიდან დაგორება და პოზიციების გაუარესება მოჰყვეს.
სიყვარული:
გეჩვენებათ, რომ თქვენი სიტყვები, ცრემლები და თხოვნა სრულიად ამაოა და საყვარელ ადამიანზე არავითარ გავლენას არ ახდენს. იქნებ, ჩუმად საუბარი გეცადათ? მაშინ ძალაუნებურად, თქვენი მოსმენა მოუწევს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავი ვერ იქნება. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეეცადეთ, სწორად დაგეგმოთ დღის რეჟიმი და, ასევე, ყურადღებით შეადგინოთ პროდუქტების სია.
კარიერა: თქვენი ბიზნესის სამომავლო განვითარების შესახებ რჩევები მეგობრებს ან კოლეგებს უნდა ჰკითხოთ. არ აქვს მნიშვნელობა, გაეგებათ თუ არა რაიმე ამ საკითხში. ახალი, გაურთულებელი შეხედულება, პრობლემებს სხვა კუთხით დაგანახვებთ და დაგეხმარებათ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
სიყვარული: ხვალ თქვენგან არ მოითხოვენ სასიყვარულო სიტყვებს, არც სინაზეს და არც საჩუქრებს. ერთადერთი, რასაც თქვენგან ელიან, სხვისი მოსმენა და გაგებაა. ნუ გაუცრუებთ იმედს საყვარელ ადამიანს, ეს მისთვის უმნიშვნელოვანესია, თქვენ კი არაფერს დაკარგავთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე იდეალურია სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. ეს დაგეხმარებათ გამომშრალ კანთან დაკავშირებული  პრობლემების გადაწყვეტაში.
კარიერა: 
ხვალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მოგეცემათ. თუმცა, სანამ ახალ საქმეს მოეკიდებით, რეალურად შეაფასეთ თქვენი ძალები და სულ მალე იგრძნობთ, რომ გადაწყვეტილებებით სავსე ხართ, თამამად იმოძრავეთ მიზნისკენ. მთავარია, თავდაჯერებულობა შემდეგშიც  არ დაკარგოთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, რომ ძალიან შეიცვალეთ იმ დროში, რაც ერთმანეთი არ გინახავთ. არა მხოლოდ ქცევებითა და ხასიათით, არამედ გარეგნულადაც. ეს, ბუნებრივია, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას შეცვლის, მაგრამ რამდენად ძლიერად და რომელ მხარეს - გაუგებარია.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, განსაკუთრებით, თუკი რომელიმე წვეულებაზე აპირებთ წასვლას: ხვალ ალკოჰოლი თქვენზე  ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს, ამიტომ ზედმეტი არ იქნება, შეზღუდოთ მისი მიღება.
კარიერა: თუკი ადრე არავინ გაქცევდათ ყურადღებას, ხვალ ხელმძღვანელობა, როგორც იქნა, მოგცემთ შანსს, საკუთარი თავი წარმოაჩინოთ. ამისთვის, რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა, ყველაფერი საუკეთესო გზით მოგვარდება და თითქმის, თავისთავად. სულ ცოტაოდენი საზრიანობა დაგჭირდებათ და ანგარიშის ალღო.  
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ დასჭირდება დიდხანს ახსნა, როგორ უნდა იმოქმედოთ სამომავლოდ, რა უნდა გააკეთოთ ან რა უნდა გაითვალისწინოთ, რადგან ამ საკითხში საკმაოდ კარგად ხართ გათვითცნობიერებული. შეეცადეთ, არ დააიგნოროთ მისი რჩევები - ყოველი შემთხვევისთვის.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თხის რქებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ხერხემალს, რადგან ეს თქვენი ორგანიზმის ყველაზე დაუცველი ადგილია. ნუ დაგავიწყდებათ სამკურნალო ვარჯიშის შესახებ და შეეცადეთ, ძალიან არ დაჭიმოთ კისრის კუნთები.
კარიერა: დარწმუნდით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო საუკეთესოდ შეგესრულებინათ. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: სწორი გაფორმებიდან დაწყებული, ხარისხიანი და ეფექტური პრეზენტაციით დამთავრებული. იყავით ყურადღებიანი და თვითკრიტიკული.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ ის საქმე, რაზეც უამრავ ნერვებსა და ენერგიას ხარჯავდით, რეალურად, გაცილებით სწრაფად, მარტივად და სიამოვნებითაც კი კეთდება. ეს ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არცთუ ისე რთული რამ არის - მისი ნებისმიერი ასპექტით შეგიძლიათ, გულწრფელად, ძლიერად და გულიანად გაიხაროთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ძალებისა და ენერგიის ნამდვილ მოზღვავებას იგრძნობთ. გააანალიზეთ ბოლო დროის თქვენი ქმედებები, შესაძლოა, ამგვარი ეფექტი რომელიმე ახალმა მეთოდმა ან ვარჯიშების ახალმა კომპლექსმა მოგიტანათ.
კარიერა: ხვალ მთელი თქვენი აზრების კონცენტრაცია კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე უნდა მოახდინოთ. თუკი შეგიძლიათ, კომპანიის მასშტაბით იაზროვნოთ - ამაზეც აუცილებლად იფიქრეთ. თუკი არა - იაზროვნეთ დამოუკიდებლად.  
სიყვარული: ხვალ შეიძლება თქვენი საყვარელი ადამიანის ბევრს შეშურდეს! თქვენ იდეალური მეორე ნახევარი იქნებით: მის სურვილებს გამოიცნობთ, მის ფრაზებსა და ქცევებზე  ზუსტად ისეთ რეაგირებას მოახდენთ, როგორც მას სურს, ან როგორც მას ესიამოვნება. თქვენ ნამდვილად შეგეფერებათ იდეალურის წოდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: კომპიუტერთან მუშაობის დროს ყურადღება მიაქციეთ თვალებს. კარგი იქნება, დროდადრო შეისვენოთ, რათა თვალებს დასვენების საშუალება მისცეთ, რაშიც სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი დაგეხმარებათ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ დირექტორთან არაოფიციალური ურთიერთობის დაწყებას. ეს სამომავლოდ კარიერის განვითარებაში ხელს შეგიშლით და მასაც გაუჭირდება თქვენთან თანამშრომლობა. შეეცადეთ, ფორმალურობის ჩარჩოები შეინარჩუნოთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს ძალიან დასჭირდება თქვენი დახმარება და მხარდაჭერა, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. იყავით მის გვერდით. დაეხმარეთ სიტყვებით, ღიმილით, გამოხედვით და თბილი შეხებით. ვარსკვლავები გისურვებენ, ეს ყველაფერი თქვენი ხანგრძლივი ერთობლივი მომავლის სრული გარანტი გახდეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?