17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ მკურნალობის კურსმა სასურველი შედეგი არ მოგცათ, ისევ ექიმს უნდა მიმართოთ და განხორციელებულ ზომებს გადახედოთ. ნუ ეცდებით, თავად შეიტანოთ კორექტივები, რადგან შესაძლოა, მედიკამენტები აგერიოთ.
კარიერა: შესაძლებლობა მოგეცათ, რომ თქვენზე დაკისრებული მოვალეობების ნაწილი მოიხსნათ და საღამო უფრო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. დიდია ალბათობა, რომ კომპანიები, რომლებთან ურთიერთობა დიდი ხანია გსურთ, თანამშრომლობას შემოგთავაზებენ.
სიყვარული: თქვენი რჩეული თავს მოუსვენრად და არაკომფორტულად გრძნობს, რადგან ეჩვენება, რომ არაკეთილგანწყობილ გარემოში მოხვდა. ეცადეთ, გაუგოთ და დაეხმაროთ.




კურო
ჯანმრთელობა: 
თუნდაც ამის გამო ახლობლებისგან დაცინვა დაიმსახუროთ, ეცადეთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ თქვენი ორგანიზმიდან მომავალ სიგნალებს. გახსოვდეთ, რომ ხვალ უმცირესი დეტალიც კი არ უნდა გამოგეპაროთ.
კარიერა: 
შესაძლოა, რაღაც სასიამოვნო სიახლე შეიტყოთ, რომელიც მოსაწყენ დღეს განწყობას აგიმაღლებთ. მუშაობის ხალისიც მოგეცემათ და ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილიც გაჩნდება. ეცადეთ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ დააგვიანოთ.
სიყვარული: 
ნებისმიერ შემხვედრთან საკუთარ სრულყოფილებაზე საუბარი უადგილოა, რადგან  ასე შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ. იქნებ, სწორედ ამას ცდილობთ?




ტყუპები
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით თვალებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. მოერიდეთ ბნელ ოთახში წიგნის კითხვას და ეცადეთ, თვალები ყოველ ნახევარ საათში თუნდაც ხუთი წუთით, დაასვენოთ.
კარიერა: 
ხვალ სამსახურებრივი პრობლემების თავიდან აცილებას მხოლოდ სწრაფი რეაქციითა და ინტუიციით შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, ადვილი შესაძლებელია, ასეთი პრობლემები  შეგექმნათ. მთავარია, წინააღმდეგობას არ შეუშინდეთ და საკუთარ ძალებსა და ინტუიციას ენდოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს დახმარებას ნებისმიერ სფეროში საჭიროებს, რომელშიც ცოტა მაინც გაგეგებათ.  ნუ დაიზარებთ  და რამე ჭკვიანური ურჩიეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, კირჩხიბები კუჭის არეში ტკივილმა შეაწუხოთ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. სანამ ჯანმრთელობა ნორმაში არ ჩადგება, ეცადეთ, სპეციალური დიეტა დაიცვათ.
კარიერა:
ისწავლეთ, რომ ტიპური ამოცანების შესრულებაზე დრო უნდა დაზოგოთ. ეცადეთ, ავტომატურად შეასრულოთ ყველა მოქმედება, რომლის შესრულება დღეში რამდენჯერმე გიწევთ. შესაძლოა, ამის მისაღწევად, რამდენიმე კომპიუტერული პროგრამის ათვისება დაგჭირდეთ, სამაგიეროდ, საქმეს უფრო სწრაფად გააკეთებთ.
სიყვარული: 
ხვალ გაიგებთ, რომ საყვარელი ადამიანის გასაცნობად კიდევ ათასი გზა გქონდათ და, ადრე თუ გვიან, ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებოდით. სავარაუდოდ, თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და ბედმა სრულიად განსხვავებული გზებით დაგაკავშირათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, თქვენს მორყეულ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება დაუთმოთ. მოერიდეთ ნერვიულობას და თავი ხელში აიყვანეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, სამომავლო უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.
კარიერა:
როგორ ტიტანურ შრომასაც არ უნდა ეწეოდეთ სამსახურში და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება. არ ღირს ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ უკეთესი შედეგი დამდგარიყო. ამიტომ კუთვნილი დასვენების დღე გამოიყენეთ და საქმეებზე ხვალ იფიქრეთ.
სიყვარული: 
ხვალ ადამიანების გულების დაპყრობის ერთადერთი სწორი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ღრმა ინტერესი გამოიჩინოთ საქმეების მიმართ, რომლითაც გარშემომყოფები არიან დაკავებული. თუ ასტრონომიით გატაცებულ ადამიანთან ერთად, ტელესკოპში ვარსკვლავების თვლას დაიწყებთ ან გამოცდილ კულინარს ფლავის გაკეთებაში დაეხმარებით, ყველა მომხიბვლელ ადამიანად ჩაგთვლით.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
დაფიქრდით, რას მიირთმევთ? ეცადეთ, ისეთი მენიუ შეადგინოთ, რომ კვებისგან სიამოვნებაც მიიღოთ და კუჭ-ნაწლავიც არ დაიზიანოთ.
კარიერა:
ეცადეთ, სხვებს საკუთარი უკმაყოფილება არ დაანახოთ, თუნდაც ის დროული და სამართლიანი იყოს. ნუ ეჩხუბებით, თუნდაც იმიტომ, რომ უახლოეს ხანებში ამ ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. ცოტაოდენი ეშმაკობა გამოიჩინეთ. ხანდახან ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანზე შოკის მოხდენა, თანაც ნებისმიერი შესაძლო მეთოდით, უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. ეცადეთ, ისეთი სერიოზული ექსპერიმენტი არ ჩაუტაროთ, რომ ფსიქიკა დაუზიანოთ. ინფარქტგადატანილი ავადმყოფის სასთუმალთან ჯდომა არაფერში გჭირდებათ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოთ რომელიმე დაავადების ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს. უმჯობესია, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ, რათა მიღებულმა პრეპარატმა თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.
კარიერა: ხვალ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრების, კოლეგების ან პარტნიორების რჩევებს დაეყრდნობით. შესაძლოა, ამ რჩევებიდან რომელიმე სასარგებლო და ღირებულიც აღმოჩნდეს, მაგრამ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად.
სიყვარული:
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, არსებობს უსიამოვნო გამოსავალი და გადაწყვეტილება. თქვენი ხვალინდელი დავალებაა, იპოვოთ მეტ-ნაკლებად უსიამოვნო გამოსავალი თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის შექმნილი სიტუაციიდან. ის ნამდვილად არის!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, შეშუპებამ შეგაწუხოთ და უპეები ჩაგიწითლდეთ, განსაკუთრებით, ახლად გაღვიძებულზე. იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, სცადეთ პირის კონტრასტული დაბანა და, ასევე, სხვადასხვა სამკურნალო ბალახებზე მომზადებული ლოსიონები.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, უმჯობესია, ცოტა ხანი დაელოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან სიტუაცია საკმაოდ არასტაბილურია. მოითმინეთ, სანამ ყველაფერი დალაგდება და შემდეგ იმოქმედეთ.
სიყვარული: შესანიშნავი დღეა ახალი პერსპექტიული ნაცნობობისთვის სასიამოვნო გარეგნობის საპირისპირო სქესის ადამიანთან. მისთვის თვალების „ჟუჟუნი“, გაღიმება, მისი მოხიბვლა, მოჯადოება... მოკლედ, ყველაფერი ის, რაც კარგად გეხერხებათ და ამას დამატებული ცოტაოდენი ექსპერიმენტი.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ საკუთარ კანზე. დაატენიანეთ ის სხვადასხვა კრემებით, არ დაგავიწყდეთ დაიმუშაოთ ხილის ყინულით და გაიკეთოთ ბალახეული აბაზანები. თქვენი კანი უდავოდ მადლიერი დაგრჩებათ.
კარიერა: ყველაფერი, რითაც ხვალ დაკავდებით, ხვალვე უნდა დასრულდეს. არც კი იფიქროთ რაიმეს შემდეგისთვის გადატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზეგ ან მომდევნო დღეებში შესაძლოა, სერიოზული პრობლემები წარმოგექმნათ.
სიყვარული: ხვალ გამუდმებით მოგინდებათ რაიმე უმნიშვნელოზე გადაიტანოთ ყურადღება, დაივიწყოთ თქვენი მთავარი მიზანი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, გზაზე მიმავალი, კარგია ყვავილების მოწყვეტა და პეიზაჟებით ტკბობა, მაგრამ მიზნამდე ოდესმე მიღწევაც საბოლოოდ მაინც ღირს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თხის რქები გულმავიწყები იქნებით. შედეგად შესაძლოა, ამა თუ იმ პრეპარატის მიღების სქემა დაარღვიოთ. ჩაინიშნეთ ფურცელზე, დაიყენეთ მაღვიძარა - მოკლედ, შეეცადეთ, ეს არ დაუშვათ.
კარიერა: ხვალ საკუთარ თავს იურისპრუდენციას მიუძღვნით, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაუზოგავი შრომა მოგიწევთ. იმისთვის, რომ თქვენ მიერ უკვე დაკავებული პოზიცია შეინარჩუნოთ და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოთ უკან, გამოხატეთ სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა.
სიყვარული: ხვალ მოულოდნელი შეხვედრა გელოდებათ, რომელიც გარკვეულწილად შეცვლის თქვენს წარმოდგენას და თქვენი ცხოვრების ჰარმონიას ოდნავ ხელს შეუშლის. სურვილი გაგიჩნდებათ, ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ, გააანალიზოთ და მიიღოთ მოულოდნელი და შესაძლოა, არასასურველი გამოსავალი. ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, გაათამამოთ საკუთარი თავი და დახარჯოთ უფრო მეტი თანხა რაიმე განსაკუთრებულად სასარგებლო და გემრიელის შესაძენად. თუმცა, გადაჭარბება არ ღირს: ყველაზე სასარგებლო კერძის გადამეტებული მიღება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
კარიერა: თუკი კლიენტებს ეხმარებით, აირჩიონ ის პროდუქტი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება მათ მოთხოვნებს (ნებისმიერ სფეროში), მაშინ ხვალ მოგიწევთ, იყოთ ძალიან მომთმენი: შესაძლოა, ერთ-ერთ კლიენტთან სიტუაცია უაღრესად გაგირთულდეთ, მაგრამ მაქსიმალური გამჭრიახობის გამოვლენით, მასთან ყველაფერს მოაგვარებთ.
სიყვარული: ხვალ არ გამოირიცხება, თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენს მშობლებთან იკამათოს. სრულიად შესაძლებელია, კამათი დაუსწრებლად მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარეს თქვენი მონაყოლიდან რამე არ მოეწონება. მოგიწევთ მათი შერიგება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მიიღოთ დამამშვიდებელი აბაზანა და მაქსიმალურად შეეცადოთ, მოიხსნათ კვირის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ საბოლოოდ გამოჯანმრთელებას.
კარიერა: თუკი საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნების მიმართ ყურადღებით არ იქნებით, ხვალინდელ დაძაბულ დღეს, უბრალოდ, ვერ გაუმკლავდებით. საჭმელზე დროის დაზოგვა და მცირე შესვენებები მუშაობის პერიოდში, დაუშვებელია - ეს გაცილებით უარესად აისახება თქვენი შრომის შედეგზე, ვიდრე სამუშაო პერიოდში ნახევარი საათის დაკარგვა. 
სიყვარული: მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორ არიან სახლში, ისადილეს თუ არა, ყველაფერი წესრიგშია? სულ ტყუილად ნერვიულობთ. მეუღლე, თქვენი არყოფნის პერიოდში მშვენივრად ადევნებს თვალს ოჯახის წევრებს. ეჭვი გეპარებოდათ?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?