18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამ ეტაპზე ვერძებისთვის სასარგებლო იქნება, თავი მათთვის უჩვეულო სპორტის სახეობაში გამოსცადონ, შესაძლოა, ახალი შეგრძნებები სწორედ ისაა, რაც კარგი განწყობისა და რა თქმა უნდა, ფიგურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კარიერა: ხვალ ყველაფრის კეთება შეგიძლიათ, რაც თქვენს კაპრიზულ ბუნებას მოუნდება. კინოში ან გამოფენაზე წასვლა, სტუმრების მიღება ან უბრალოდ, სახლში მარტო ყოფნა. საკუთარი სურვილებისთვის უარის თქმა ძალიან საზიანოა, ამიტომ მიიღეთ  ცხოვრებისგან სიამოვნება.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენთვის არაფრის ახსნა არ სურს, ამიტომ ყველაფერს თავად უნდა მიხვდეთ. ბევრი ფიქრი მოგიწევთ, რადგან ფანტაზია ულევი გაქვთ, თქვენი ურთიერთობის ისტორიაში კი ლაქები საკმარისზე მეტია...




კურო
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, ეს დღე სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო კომპანიაში გაატაროთ. გაითვალისწინეთ, რომ კარგი განწყობისა და ფიგურის შენარჩუნებას ძალიან უხდება გუნდური სპორტული თამაშები.
კარიერა: ხვალ
 მთავარია, მუშაობასა და დასვენებას შორის ოპტიმალური თანაფარდობა დაიცვათ. ახალი იდეების გენერაცია და ძველების განხორციელება შეგიძლიათ კოლეგებთან ერთად, ან სრულ მარტოობაში მოახდინოთ. მთავარია, ყველაფერი სწორად დააბალანსოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის ყურადღების მიქცევას უშედეგოდ ცდილობთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, მისი ყურადღება ასობით უფრო საინტერესო მოვლენის ან ობიექტის მიმართ არის გადატანილი.




ტყუპები
ჯანმრთელობა:  
გახსოვდეთ, რომ მარკეტებსა თუ ბაზარში შეძენილი ხილი და ბოსტნეული ხარისხიანად უნდა დაამუშაოთ. ამ დღეს შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეჯახოთ, რაც ძალიან უსიამოვნო იქნება.
კარიერა:
შესაძლოა, საქმიანი წინადადება იქიდან მიიღოთ, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
სიყვარული: კარგი დღეა ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ფლირტის დაწყებისთვის. თუ სწორად გამოიყენებთ, ამ საქმისთვის მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და მიკროფონიც კი გამოგადგებათ. ამ დღეს ტექნიკა თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნება ბედნიერებისკენ სავალ გზაზე.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ნუ მოგერიდებათ, დამატებითი კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან მედიცინაში კარგად გაცნობიერებულ ადამიანებს მიმართოთ. ეს ავადმყოფობისგან დაგიცავთ და არასასიამოვნო შედეგებს თავიდან აგაცილებთ.
კარიერა: ხვალ თავისუფლად შეგიძლიათ, ხელმძღვანელის ნიჭი გამოავლინოთ. შორს მყოფიც კი მოახერხებთ დისტანციურად, ერთი პრობლემური საკითხი მოაგვაროთ. მთავარია, რომ კომუნიკაციის საშუალებებმა არ გიღალატოთ.
სიყვარული: თქვენს რჩეულს მძიმე დღე ელის, რადგან საშინელ ხასიათზე ხართ. რა გაეწყობა.. ხანდახან ასეც ხდება, მაგრამ სწორედ ამ დროს არის საჭირო მეტი მოთმინება და გაგება. მთავარია, ასეთი განწყობა ჩვევაში არ გადაგეზარდოთ, თორემ ეს თქვენს პირად ცხოვრებას ნამსხვრევებად აქცევს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
გარკვეულ სირთულეებსაც რომ აწყდებოდეთ, დაწყებული მკურნალობის მიტოვება არ იფიქროთ. ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, თორემ მკურნალობის კურსის თავიდან ჩატარება გაცილებით რთული იქნება.
კარიერა: ხვალ უამრავი საინტერესო შეხვედრა და ახალი ნაცნობობა გელით, რაც კარიერული წინსვლის საქმეში ძალიან დაგეხმარებათ. შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებსაც წააწყდეთ, რადგან რამდენიმე ადამიანთან კონტაქტის დამყარება გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი იუმორის გრძნობა საუკეთესო დამხმარე იქნება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი უნებურად ხელს გიშლით დასახული მიზნის მიღწევაში. ეცადეთ, შეცდომაზე კორექტულად მიუთითოთ. ეს საგრძნობლად შეცვლის თქვენს ურთიერთობას. რასაკვირველია, უკეთესი მიმართულებით.




ქალწული
ჯანმრთელობა:
შეგიძლიათ, ხვალ თავი არაფერში შეიზღუდოთ. ეცადეთ, საკუთარ თავს სიამოვნების მაქსიმუმი მიანიჭოთ, ოღონდ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ჯანმრთელობისთვის მინიმალური ზიანით.
კარიერა: 
ხვალ კოლეგებთან და პარტნიორებთან შეხვედრის მთავარი ინიციატორი იქნებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან უქმე დღეების მიუხედავად, ბიზნესი ერთ ადგილზე არ დგას. მისი წახალისება გამუდმებით არის საჭირო, თუნდაც არაფორმალური მეთოდებით.
სიყვარული:
სამწუხაროდ, ხვალ თავის მართლება მოგიწევთ, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო. მნიშვნელობა არა აქვს, დააშავეთ თუ არა. მათთვის თქვენ დამნაშავე ხართ, ამიტომ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ საკუთარ საქციელს ახსნა გამოუძებნოთ. წარმატებებს გისურვებთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ სასწორებს ამაღლებული განწყობა ექნებათ, რაც დადებითად იმოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, შეეცადეთ, ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი გულის პრობლემები გაწუხებთ.
კარიერა: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თქვენი პირადი ცხოვრება ერთი დიდი წარმოუდგენელი ბურთია. ამ რთულ სიტუაციაში გარკვევას ვერც თქვენ და ვერც თქვენი საყვარელი ადამიანი ვერ მოახერხებთ, რაც თქვენს კარიერას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. შეეცადეთ, ეს არ დაუშვათ.
სიყვარული: ოჯახური წყვილებისთვის არ არის რეკომენდებული, ერთობლივი მგზავრობა ავტომობილით. სიტუაცია შესაძლოა, სხვადასხვანაირად განვითარდეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, იკამათოთ და ერთ-ერთმა თქვენგანმა ავტომობილის სალონი დატოვოს. უმჯობესია, ავტობუსით იმგზავროთ. მართალია, ეს ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ სამაგიეროდ ჩხუბს თავიდან აიცილებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა:
მორიელებს შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა შეახსენოს თავი. იქნებ გაიხსენოთ და გაითვალისწინოთ, რა სახის პროფილაქტიკურ ზომებს უნდა მიმართოთ?
კარიერა: ხვალ, როგორც კი სამუშაო საქმეებს მორჩებით და შვებით ამოისუნთქავთ, თავს კვლავ შეუძლოდ იგრძნობთ. თუკი შენიშნავთ, რომ მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენებისთვის მზად არ ხართ, ნუ დააძალებთ საკუთარ თავს. აუხსენით მეგობრებს, რომ, უბრალოდ, გსურთ, მოდუნდეთ და ისინი აუცილებლად გაგიგებენ.
სიყვარული: არანაირი სიყვარული არ ღირს სხვისი ბედნიერების, სხვისი გრძნობების და სხვისი ზღაპრების დანგრევად. ამიტომ, თუკი თქვენი რომანტიკული ოცნების გმირი უკვე სხვისი რომანის გმირია, ათჯერ დაფიქრდით, სანამ მის სასტიკ გალანძღვას გადაწყვეტთ. ღირს კი ცეცხლთან თამაში?


 


მშვილდოსანი              
ჯანმრთელობა:
ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის აუცილებლად გიკარნახებთ, რა ზომები უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გააუარესოთ და სამომავლოდ, რომელიმე დაავადების წარმოქმნის რისკი თავიდან აიცილოთ.
კარიერა: რაც არ უნდა შეგემთხვათ ხვალ, ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება მიმართული. თავიდან, შესაძლოა, სიტუაცია რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა, ენდეთ ვარსკვლავებს, ისინი არასდროს გატყუებენ. თქვენი ცხოვრება განათდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იქნება თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის.
სიყვარული: საყვარელ ადამიანზე არასასურველ ინფორმაციას შეიტყობთ, რაც, ბუნებრივია, ძალიან გაგაბრაზებთ და დაგაფიქრებთ. რას აირჩევთ: გადახედოთ თქვენს ურთიერთობებს მეორე ნახევართან თუ არასასიამოვნო ინფორმაციის წყაროს გაუსწორდეთ? - ეს თქვენი გადასაწყვეტია. ასე რომ, კარგად დაფიქრდით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ შეეცადეთ, ბოლომდე მოდუნდეთ, რადგან დასვენების დღეების მუშაობით გაფუჭება - ეს ნამდვილად დანაშაულია. თქვენთვის აუცილებელია ვითარების შეცვლა, რადგან საქმიანობის ცვლილება - უკვე დასვენებაა.
კარიერა: დროა გაიხსენოთ, რომ ამ ქვეყნად სამსახურისა და გადაუდებელი საქმეების გარდა, არსებობს ასევე, გადაუდებელი საკითხები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ღირსეულად შესრულებული სამუშაო თქვენს გათბობას ვერ შეძლებს, აი, საყვარელი ხელების სითბო კი - თქვენთვის შეუცვლელი იქნება.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ გამოთქვათ, რა გაწუხებთ, გააზიაროთ თქვენი დარდი და მწუხარება. აუცილებლად მოგისმენენ და გაგიგებენ.  გამოაცხადეთ ხვალინდელი დღე გულწრფელობის დღედ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალ სარკის წინ მანტრას წაიკითხავთ, რომლის მოკლე შინაარსი საკამათო, მაგრამ ამავდროულად, სასარგებლო იქნება ფსიქიკისთვის. გჯეროდეთ, რაც თქვენს გარშემო ხდება - ყველაფერი უკეთესობისკენ. შეეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ - ამგვარად თქვენი ორგანიზმიც პოზიტიურად განეწყობა.
კარიერა: ფულზე მეტად ის დაგაინტერესებთ, რა სარგებლობას მოუტანს თქვენი შრომა ადამიანებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს თქვენი საქმიანობის სფეროს შეცვლას გულისხმობდეს.
სიყვარული: თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ეს არ უკავშირდება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, თუმცა, შესაძლოა, ასეც იყოს. შეეცადეთ, თქვენ გვერდით მუდმივად იყოს ახლობელი ადამიანი, რომელსაც უყვარხართ და თქვენი კარგად ესმის. ამგვარად უფრო გაგიადვილდებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად ხელებზე იქნება დამოკიდებული, ხოლო თუკი ეს ხელები მსუბუქ მასაჟსაც გაგიკეთებთ, საოცარი შეგრძნება დაგეუფლებათ - უბრალოდ, გაფრინდებით. მხოლოდ წვრილმანი დაგრჩათ - შესაფერისი ხელების მოძებნა.
კარიერა: თქვენ ყოველთვის ახერხებდით სხვისთვის სამაგალითო ყოფილიყავით, გარშემომყოფებს მუდმივად აძლევდით მოტივაციას, აიძულებდით, ემუშავათ საერთო საქმიანობის კეთილდღეობისთვის. მოგბეზრდათ? ახლა შეგიძლიათ, აიძულოთ საკუთარი თავი, ცოტა მოეშვათ და არ იფიქროთ იმაზე, როგორ მოაგვარებენ პრობლემებს უთქვენოდ.
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ფულადი ხასიათის პრობლემა წარმოიქმნება. საერთო მიზნის მისაღწევად ან ძალიან ბევრი საშუალება გექნებათ ან ძალიან ცოტა. მოგიწევთ ამ რთულ გამოწვევას საკმაოდ დიდი სიფრთხილით და გულდასმით მოეკიდოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?