19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

 


ვერძი
ჯანმრთელობა:  შესაძლოა, დღეს თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, რაც იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს დასვენება სჭირდება. ამისთვის კი მხოლოდ ტახტზე წამოწოლა საკმარისი არაა. გარემო უნდა შეიცვალოთ.
კარიერა: დროა, თავი დაანებოთ იმის მტკიცებას, რომ ფოლადის ხართ. შეგიძლიათ, სამსახურში „ტემპი დააგდოთ“, პირად ცხოვრებაში კი დათმობებზე წახვიდეთ და გაცილებით გახსნილი იყოთ. როცა, ბოლოს და ბოლოს, რაღაც გაირკვევა,  სამომავლო გეგმები დასახეთ და ის გახდით, ვინც სინამდვილეში ხართ.
სიყვარული:  
შესაძლოა, თქვენი საიდუმლო და მთლიანად, პირადი ცხოვრება საზოგადოების განხილვის თემა გახდეს. საეჭვოა, მოვლენების ამგვარად განვითარება თქვენს ინტერესებში შედიოდეს, ამიტომ დღე ისე უნდა გაატაროთ, რომ სალაპარაკო არავის მისცეთ. ბოლოს და ბოლოს, ისე მაინც იმოქმედეთ, რომ გარშემო მყოფებმა ვერაფერი შენიშნონ.



კურო
ჯანმრთელობა:  
საუკეთესო დღეა გამწმენდი დიეტის დასაწყებად, რადგან ნებისყოფის გამოვლენა არ გიჭირთ და მარტივად შეძლებთ საყვარელი, მაგრამ ზიანის მომტანი პროდუქტების მიღებისგან თავი შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ დიეტა ხანგრძლივი არ უნდა იყოს.
კარიერა:  
მდივნებისა და ოფის-მენეჯერებისთვის მძიმე დღეები დგება. თუ ასეთ პოზიციაზე ხართ, შეეგუეთ, რომ ქანცის გაწყვეტამდე მუშაობა მოგიწევთ. თუ ბედმა გაგიღიმათ და სხვა პროფესია გაქვთ, გულმოწყალება გამოიჩინეთ და მდივნებს და ოფის-მენეჯერებს ნუ დატანჯავთ.
სიყვარული: 
ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენზე ისე ფაქიზად ზრუნავს, თავი ფაიფურის თოჯინა ან ბროლის ლარნაკი გგონიათ. ეცადეთ, არ მიეჩვიოთ, რადგან ეს სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში საპირისპიროდ შეიცვალოს.



ტყუპები
ჯანმრთელობა:  
გირჩევთ, ნაკლებად დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც გასწავლიან, როგორ უნდა იმკურნალოთ, როგორ უნდა ისწავლოთ ან გაუმკლავდეთ ოჯახურ პრობლემებს. შესაძლოა, თქვენთვის სიკეთე უნდათ, მაგრამ სისულელეებს გირჩევენ.
კარიერა:
ამ დღეს ადვილად გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ, რადგან თქვენი სიზარმაცე მოვალეობაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება. რა გაეწყობა... ხანდახან დამარცხებაც უნდა აღიაროთ. 
სიყვარული: 
რატომღაც, ამ დღეს თქვენი რჩეული ყველაფერზე ბრაზდება და იბუტება. რაც ყველაზე ცუდია, ვერ გაგირკვევიათ, კონკრეტულად რა შეიძლება ეწყინოს. ეცადეთ, ყველაფრისთვის მზად იყოთ.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებო, შესაძლოა, ისეთ პრობლემებს შეეჯახოთ, როგორიცაა თავის და სახსრების ტკივილი, სწრაფად დაღლა. სიტუაცია რომ არ დაამძიმოთ, ეცადეთ, დღის აქტივობები სწორად დაგეგმოთ.
კარიერა: თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ტყუილად შრომობთ. დეპრესიაში თუ ჩავარდებით, სერიოზულ სისულელეს ჩაიდენთ, ამიტომ აჯობებს, რომ დასვენების დღე მოიწყოთ. მით უმეტეს, თუ მაინც ტყუილად შრომობთ..
სიყვარული:
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მოსახიბლად მხოლოდ მომაჯადოვებელი ღიმილი გეყოფათ. ასე, რომ, გაიღიმეთ და ყველაფერი გამოგივათ.



ლომი
ჯანმრთელობა:
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ტრენაჟორების დარბაზში თუნდაც ნახევარი საათი წაივარჯიშოთ და ზურგის კუნთები გაიმაგროთ. უახლოეს ხანებში ეს ძალიან გამოგადგებათ.
კარიერა:
სხვა დღეებთან შედარებით, ამ დღეს თქვენი პროფესიული აქტივობა შენელებულია. საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, დაიღალეთ. გირჩევთ შვებულება აიღოთ.
სიყვარული: ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ ღირს, რადგან გონივრულს მაინც ვერაფერს მოიფიქრებთ: როგორც არ უნდა ეცადოთ, დღევანდელსა და ხვალინდელ დღეებს შორის, ლოგიკურ კავშირს ვერ აღმოაჩენთ. თქვენს მეორე ნახევარსაც ურჩიეთ, რომ უნაყოფო საქმიანობას თავი დაანებოს. მოგვიანებით ყველაფერში ერთად გაერკვევით.



ქალწული
ჯანმრთელობა:
თავს ძალიან დაღლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აქტიური შრომა პასიურ დასვენებასთან შეათავსოთ. ასე თავს უკეთ იგრძნობთ.
კარიერა:
კარგი დღეა არაფორმალურ ვითარებაში საქმიანი შეხვედრებისთვის. შეგიძლით, პარტნიორებთან ან კოლეგებთან ლუდის სმის დროს ახალი პროექტი განიხილოთ და საქმიან ქაღალდებს ხელი მოაწეროთ. ეს ყველას სიამოვნებას მოგანიჭებთ და საერთო საქმეზეც კარგად აისახება.
სიყვარული: 
თუნდაც არ იმსახურებდეს, ამ დღეს საყვარელ ადამიანს ყველაფერში ბოლომდე ენდობით. ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ და წინდაუხედაობის გამო საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. 


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ამ დღეს სასწორები სხვადასხვა ვარჯიშებზე გაამახვილებთ ყურადღებას, რაც თქვენს ორგანიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, უმჯობესია დატვირთვა თანდათანობით გაზარდოთ.
კარიერა: თუკი ეჭვი გეპარებათ, რომ ანგარიშში შეცდომა დაუშვით, არ დაგეზაროთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცდარი მონაცემებით ხელმძღვანელობა დაგაბნევთ და უამრავ პრობლემას შეგიქმნით, რაც აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ. ასე არ არის?
სიყვარული: ხვალ ნოსტალგიური განწყობა შეგექმნებათ. გაიხსენებთ წარსულ სიყვარულს და ძალიან მოგინდებათ ყველაფერის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდეა. ჩართეთ მოსაწყენი მუსიკა, გაიხსენეთ, შემდეგ კი ამოიგდეთ თავიდან ფიქრები. ცხოვრება კარგია აწმყოში, შიგადაშიგ მომავლისკენაც უნდა გაიხედოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალ სპეციალისტებს. თუკი ამა თუ იმ ექიმის კომპეტენტურობაში ეჭვი გეპარებათ, მოძებნეთ ვინმე სხვა. იქნებ, მეგობრებს სთხოვოთ რჩევა.
კარიერა: დახმარება გჭირდებათ? მოძებნეთ ის უშუალოდ სამეზობლოში - შესაძლოა, მეგობრებიც დაგეხმარონ, მეგობრის ნაცნობები ან, უბრალოდ, თქვენი ახლო ნათესავები.
სიყვარული: თქვენთვის არ იქნება მარტივი საყვარელ ადამიანთან გულწრფელად საუბარი თქვენ შორის გაჩენილ პრობლემებზე. საუბრის დროს თქვენი რჩეული უკონტროლო გახდება. მოგიწევთ, ან მოითმინოთ, ან შეახსენოთ, რომ პირადი აზრის გამოთქმის უფლება ყოველთვის გაქვთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, გაღვიძებიდან თუნდაც ნახევარი საათს შემდეგ ისაუზმოთ: ამგვარად თქვენი ორგანიზმი ამ დროში ოდნავ მაინც მოასწრეს გამოფხიზლებას და მზად იქნება საკვების მისაღებად. და კიდევ, ნუ გადატვირთავთ კუჭს დილიდან, უმჯობესია, მსუბუქად ისაუზმოთ და შემდეგ ლანჩის მიირთვათ.
კარიერა: ერთფეროვნება ძალიან დაგღლით. მონოტონური სამუშაო დადებით ემოციების უკანასკნელ წვეთსაც გამოგაცლით. ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულების შენარჩუნებას არასამუშაო საქმიანობით შეძლებთ, რომელიც ყოველდღიურობას მოგწყვეტთ.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანი შეგაშინებთ, თანაც, შესაძლოა, ძლიერად. თუმცა, გამორიცხული არ არის, ის თავისებურად გაგეხუმროთ. ამიტომ, თუკი დარწმუნდებით, რომ რეალურად საშიში არაფერი ხდება, ხმამაღლა ნუ გამოთქვამთ უკმაყოფილებას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, სერიოზული დაჟეჟილობები მიიღოთ, ამიტომ, ყურადღებით იყავით ყველგან, რაც არ უნდა უსაფრთოხდ მოგეჩვენოთ ადგილმდებარეობა. სხვათა შორის, ყველაზე საშიში თქვენთვის კიბე აღმოჩნდება. უპირატესობა ლიფტს მიანიჭეთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საბოლოოდ გარისკოთ უიმედო ნაბიჯის გადადგმა: სამსახურის შეცვლა ან დირექტორთან ღიად საუბარი. როგორც ჩანს, მსგავსი ქმედებების დრო უკვე მოვიდა. ისღა დაგრჩენიათ, თქვენი სულისკვეთება მიზნების შესაბამისად მოამზადოთ.
სიყვარული: თუკი თქვენი პარტნიორი „დედიკოს ბიჭია“/„დედიკოს გოგოა“, სწორედ ხვალინდელ დღეს შეძლებთ, მას რამე მოუხერხოთ. სცადეთ, გამოიჩნეთ ძალისხმევა, რათა თუნდაც ოდნავ მაინც შეცვალოთ ის. თუკი თქვენი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა სამომავლოდ თქვენი ურთიერთობები და ხართ თუ არა მზად, შეეგუოთ მის სისუსტეებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, თქვენი ძალები და ენერგია გონივრულად გადაანაწილოთ, რადგან ხვალ ნებისმიერი ემოციური სტრესი დიდი ხნით შეგირყევთ ჯანმრთელობას. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. განა, არ იმსახურებთ ამას? გახსოვდეთ - ისეთი საქმე არ არსებობს, რომლის გადადება შეუძლებელია ან რომელიც უთქვენოდ ვერ მოგვარდება. სცადეთ, ხვალ აუცილებლად უნდა გამოგივიდეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხსენოთ, რომ იუმორის გრძნობა გაქვთ და ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ის ამას გაიგებს და დააფასებს. ბევრი პრობლემა სწორედ ჯანსაღი სიცილის დამსახურებით მოგვარდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე იდეალურია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ, ვვარსკვლავები გირჩევენ გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა და უფრო მეტად გააქტიურდეთ. საღამოს კი, არ დაგავიწყდეთ დამამშვიდებელი აბაზანის მიღება.
კარიერა: ეს დღე, სამწუხაროდ, არჩევანის წინაშე დაგაყენებთ: პირადი ცხოვრება თუ კარიერა? ასეთ სიტუაციაში შინაგანი ხმა ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველია. სხვათა შორის, შესაძლოა, თქვენი ნიჭის წყალობით (ერთმანეთს შეუთავსებელი შეუთავსოთ) წარმატებას ორივე სფეროში მიაღწიოთ, თუმცა უმჯობესია, მაინც არჩევანი გააკეთოთ.
სიყვარული: ყურადღებით იყავით! სრულიად შესაძლებელია, რომ ხვალ კარს უკან ნამდვილი ბედნიერება დაგხვდეთ! ამიტომ, სანამ კარის სახელურისკენ ხელს გაიწვდით და გამოაღებთ, გაიღიმეთ და განეწყვეთ ოპტიმისტურად! ბედნიერებაც ზღურბლზევე გაგიღიმებთ და ფეხსაცმლების წმენდით შემოვა თქვენს ცხოვრებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?