22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თავი შორს დაიჭირეთ გაზიანი სასმელებისგან. ხვალ დიდი რაოდენობით გაზიანი წყლის მიღებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს.
კარიერა: ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენს გარშემო ლაპარაკობენ. ჭორი სასარგებლო ინფორმაციის წყაროა და მისი იგნორირება არ ღირს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენამდე მოსული ინფორმაცია სანდო არაა, თქვენთვის სასარგებლო ჭორები თავად უნდა შექმნათ.
სიყვარული: ნუ იჩქარებთ დაპირებების გაცემას. პირობას შესრულება უნდა, თქვენ კი ამის სურვილი მალე გაგიქრებათ. თავადაც ხვდებით, სადამდე შეიძლება ამან თქვენი ურთიერთობა მიიყვანოს. ასე რომ, თუ თქვენგან რაღაც ისეთს ითხოვენ, რისი სურვილიც არ გაქვთ, მტკიცე უარით უნდა გაისტუმროთ.




კურო
ჯანმრთელობა: 
გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ჯანმრთელობამ ყველაზე შეუფერებელ მომენტში გიღალატოთ.  ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმიდან მომდინარე სიგნალებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა ღონე იხმარეთ.
კარიერა:
მშვიდი და სტაბილური დღეა, ამიტომ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს არ უნდა ელოდოთ. მუშაობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება ინფორმაციის სანდოობას მიაქციეთ. ამ ეტაპზე ყველა საქმეს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, ამიტომ თქვენი შრომა სასურველი შედეგით დასრულდება. 
სიყვარული:
დიდი ხანია, ბავშვობის ასაკიდან გამოხვედით, მაგრამ რაღაც ბავშვური თქვენში მაინც დარჩა. ეს „რაღაც“ დღეს თავს შეგახსენებთ და თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანსაც მოგიწევთ, მის პრეტენზიებს გარკვეული ყურადღება დაუთმოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს, რომ ოცნება აისრულოს და ჯანმრთელი იყოს. მოუსმინეთ ორგანიზმიდან წამოსულ სიგნალებს და ეცადეთ, სწორი მკურნალობის კურსი შეარჩიოთ.
კარიერა: 
ხვალ ჩვეულზე მეტად პასიური ხართ და გადაღლილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ეცადეთ, გაარკვიოთ, სად გაქრა თქვენი ენერგია? გადახედოთ მუშაობის გრაფიკს და დასვენებას ცოტა მეტი დრო გამოუყოთ.
სიყვარული: ეცადეთ, ერთად გატარებული ყოველი წუთიდან სიამოვნება მიიღოთ. შეიძლება ბევრი ასეთი წუთი გაქვთ, მაგრამ „ბევრს“ ერთი ცუდი თვისება აქვს - ის ოდესღაც მთავრდება. გაუფრთხილდით საკუთარ ბედნიერებას და უფლება არ მისცეთ, რომ შეუმჩნევლად გაგეპაროთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ისეთმა მშრომელმა ადამიანმა, როგორიც თქვენ ხართ, ხვალ ცოტა უნდა შეისვენოს, მოდუნდეს და დროებით დაივიწყოს საქმეების შესახებ. თუ სამსახურთან ახლოს ამის გაკეთება გიჭირთ, ცოტა ხნით ქალაქის ქაოსს გაერიდეთ და სადმე სასიამოვნო ადგილზე გაემგზავრეთ.
კარიერა:
შეიძლება ვერ ამჩნევთ, რომ თქვენს ერთ-ერთ წარმატებულ კოლეგას შურის თვალით უყურებთ. შეგახსენებთ, რომ შური უსარგებლო გრძნობა და სამსახურებრივ წინსვლაში ხელშემშლელი ფაქტორია. უკეთესი იქნება, თუ მისგან სასარგებლო და საინტერესო გამოცდილებას გაიზიარებთ.
სიყვარული: 
სამსახურებრივი პრობლემები ოჯახურ გარემოში მოდუნებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას არ გაძლევთ. იყავით მომთმენი და წინდახედული. ეცადეთ, რომ ნეგატიური ინფორმაცია სამსახურიდან სახლში არ მიიტანოთ. პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ერთმანეთს რომ თავზე მოახვიონ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ათასი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, მაგრამ არც ერთით არ ისარგებლებთ. ათასივე თუ არა, პირველიც საკმარისი იქნებოდა. გირჩევთ, მომავალში გაითვალისწინოთ.-
კარიერა: ნაკლები იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი შეფი შეცდა. შეფი ყოველთვის მართალია. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება. თუნდაც ცდებოდეს, ამაზე ყურადღების გამახვილებას არ გირჩევთ. საეჭვოა, რომ თქვენი კრიტიკა უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე მისი შეხედულება. 
სიყვარული: ეს დღე თქვენი ერთობლივი ფოტოების დათვალიერებას უნდა მიუძღვნათ. ბედნიერი წარსულის გახსენების გარდა, ეს მიგახვედრებთ, ამჟამად რა გაკლიათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებს რაღაც სადღესასწაულო ღონისძიება ელით, ამიტომ წინასწარ უნდა მოიფიქროთ, როგორ დაიცვათ ორგანიზმი ტოქსინების მავნე გავლენისგან. ჩვენი რჩევაა, რაც შეიძლება მეტი წყალი სვით. ეს ორგანიზმიდან ტოქსინების სწრაფად გამოდევნაში დაგეხმარებათ.
კარიერა: 
ხვალ შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვათ, რომელსაც ცუდი შედეგების მთელი წყება მოჰყვება. ამიტომ უფროსი თუ თქვენი მუშაობით უკმაყოფილებას გამოხატავს, ნუ აღშფოთდებით. უბრალოდ, ჰკითხეთ, როგორ შეიძლება შეცდომა გამოასწოროთ.
სიყვარული: 
ხვალ ძალიან დაბნეული ხართ. მკაფიოდ ხედავდით საკუთარ პერსპექტივას. ზუსტად იცოდით, რა გელოდებათ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ხვალ, ერთი კვირის ან ერთი წლის შემდეგ, მაგრამ უეცრად ეჭვებმა შეგიპყროთ. ეცადეთ, ეს რთული ამოცანა დროულად ამოხსნათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ რესპირატორულ ინფექციებს. შეზღუდეთ კონტაქტი ვირუსული გაცივებით დაავადებულ ადამიანებთან და მთელი ძალით გაიმაგრეთ იმუნიტეტი.
კარიერა:
ხვალ წარმოუდგენლად გაგიმართლებთ. გაუფრთხილდით თითოეულ წუთს და ნუ მისცემთ უაზროდ დაკარგვის საშუალებას. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხვალინდელი დღე დასრულდება და ნუ გათვლით იმაზე, რომ ყველა თქვენი დავალების შესრულება ფორტუნას მიანდოთ.
სიყვარული: ეს დღე შესანიშნავია ერთობლივი ცეკვებისთვის. თანაც, არ არის აუცილებელი ნელი და რომანტიკული ცეკვა. შეგიძლიათ, ენერგიული „როკ-ენ-როლი“ ან გაბედული „პოლკაც“ შეასრულოთ. მთავარი და ყველაზე რთულია - იპოვოთ მუსიკა, ადგილი და დრო, სხვა დანარჩენ სირთულეებს უპრობლემოდ გადალახავთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუკი საუბარია ფიზიკური ფორმების ან ჩატარებული მკურნალობის გაუმჯობესებაზე, მიღწეულ შედეგზე ნუ გაჩერდებით. თქვენთვის აუცილებელია მიღებული რეზულტატის შენარჩუნება და გამყარება.
კარიერა: ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ ზედმეტ ფიქრს საკუთარ საქმიანობაზე. იმ შემთხვევაშიც, თუკი საყვარელ ადამიანთან სასაუბრო თემა ამოგეწურებათ, უმჯობესია, გაჩუმდეთ, გაიღიმოთ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიოთ, მაგრამ სამსახურის შესახებ - არც ერთი სიტყვა.
სიყვარული: გაგიკვირდებათ, მაგრამ ხვალინდელი დღე შესაფერისია იმისთვის, რომ თქვენ და საყვარელმა ადამიანმა ერთმანეთს უყვიროთ. თუმცა, აქ არ იგულისხმება კამათი, უბრალოდ, ითამაშეთ „ჩხუბობანა“, გაარკვიეთ ურთიერთობები და ბევრი, ძალიან ბევრი იცინეთ. მოიხსენით დაძაბულობა და გაავარჯიშეთ ხმის იოგები. ხედავთ, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ხმამაღლა საუბარს?!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ფეხებისთვის აუცილებელია სითბო, სიმშრალე და მაქსიმალური კომფორტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ფეხით სიარული მოგიწევთ. უხარისხო ან არასეზონური ფეხსაცმელი შესაძლოა, შექმნილი პრობლემების მთავარი მიზეზი გახდეს.
კარიერა: კარგი იქნება, თუკი ხვალ საკუთარ მოქმედებებსა და ზოგადად, საკუთარ თავზე იფიქრებთ. შეეცადეთ, დაფიქრდეთ, როგორი ადამიანი გახდით, რა შეიცვალა თქვენში უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. თუკი არ გაკმაყოფილებთ თქვენი პერსპექტივების ხედვა, ხვალინდელი დღე საუკეთესოა მასში კორექტივების შესატანად.
სიყვარული: ხვალ ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი განგაში საყვარელ ადამიანს გაუმხილოთ. თუმცა, გჯეროდეთ, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, ამიტომ აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს რჩეულს ის, რაც გავიწროებთ და გაღელვებთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ კატეგორიულად გეკრძალებათ მკაცრი დიეტის დაწყება. თუკი კვების რაციონის შეცვლა გსურთ, დაიწყეთ მცირედით, შეამსუბუქეთ ყოველდღიური მენიუ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მთლიანად.
კარიერა: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ, დაარწმუნოთ საყვარელი ადამიანი იმაში, რომ ის არანაკლებ გიყვართ, ვიდრე თქვენი სამსახური. იმ შემთხვევაშიც, თუკი სამუშაოს უფრო მეტ დროს უთმობთ და თავისუფალი დრო იმაზე ნაკლები გრჩებათ, ვიდრე ეს მიღებულია.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეეცდება, სიურპრიზი მოგიწყოთ, რაც მისთვის საკმაოდ რთული დავალება აღმოჩნდება, რადგან, თუკი მოულოდნელად თქვენს გაოცებას ვერ მოახერხებს, ყველა მისი სურვილი და ჩანაფიქრი ამაოდ ჩაივლის. შეეცადეთ, არ გამოხატოთ მასთან თქვენი სავარაუდო სურვილები: იგრძნოს საკუთარი თავი დიდი შეთქმულების მეთაურად. ეს თქვენთვის რთული არ არის, მისთვის კი სასიამოვნოა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა საოჯახო აფთიაქში ყველა აუცილებელი პრეპარატი. თუკი რაიმე აკლია, შეავსეთ მარაგი. შესაძლოა, ახლა არ დაგჭირდეთ, მაგრამ ხვალინდელ დღეს ყველაფერი წესრიგში უნდა მოიყვანოთ. რატომაც არა, დაიწყეთ საოჯახო აფთიაქით.
კარიერა: ნუ გადადებთ რომელიმე საკითხის გადაწყვეტას შემდეგისთვის: ხვალინდელ დღეს განსახილველ საკითხებს სწორედ ხვალ უნდა გადახედოთ. პრობლემის საუკეთესო გზით მოსაგვარებლად ჰკითხეთ რჩევა ხელმძღვანელს, მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავს მიენდეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი იმ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გიწამლავდათ ცხოვრებას და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში ხელს გიშლიდათ. ნუ დაგავიწყდებათ თქვენი რჩეულისთვის მადლობის გადახდა ახალი ცოდნისა და უნარების დაუყოვნებლივ გამოყენებით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ  წარმოდგენელი ენერგიით აივსებით, ოღონდ საიდან ამდენი ენერგია - თქვენთვისაც გაუგებარი იქნება. შეეცადეთ, ის გონივრულად დახარჯოთ - ნუ გაფანტავთ დაუფასებელ განძსა და თქვენი ჯანმრთელობის საჩუქარს უაზროდ და უმიზნოდ.
კარიერა: ნუ დაგეზარებათ თანამშრომლების შექება. გახსოვდეთ, რომ კარგად შესრულებული სამუშაო უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და აუცილებლად უნდა წაახალისოთ. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე არ მოგეწონებათ, ნუ დამალავთ საკუთარ უკმაყოფილებას: უმჯობესია, შეცდომები დაუყოვნებლივ გამოსწორდეს.
სიყვარული: ნუ შეგაშინებთ სიტყვა „ეგოიზმი“. ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ეგეთია და აკეთებს იმას, რაც, პირველ რიგში, მას მოუტანს სარგებელს. მაგრამ თუკი თქვენს საყვარელ ადამიანს მხოლოდ თქვენი ბედნიერება და ღიმილი აბედნიერებს, ამაში ცუდი არაფერია. რა მოხდა, თუკი ის ამ ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებს?!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?