28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, ნუ დაივიწყებთ, რომ ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა. თუ კუნთები დიდი ხანია, არ გაგივარჯიშებიათ, სწორედ ის დროა, რომ ამ სასარგებლო საქმიანობით დაკავდეთ.
კარიერა: ხვალ გონებრივი მუშაობისთვის ხართ განწყობილი. ასე რომ, თუ ახლომახლო კროსვორდების კრებული შენიშნეთ, საქმეს შეუდექით. არც ისაა გამორიცხული, რომ კროსვორდებზე სერიოზული თავსატეხი გაგიჩნდეთ: მაგალითად, დიდი ხნის გადაუჭრელი ფინანსური საკითხები ან მნიშვნელოვანი სამსახურებრივი კონტაქტები.
სიყვარული: ერთადერთი, რაც ხვალ საყვარელ ადამიანთან ორმხრივი დანაკარგების გარეშე, ურთიერთობაში დაგეხმარებათ, თქვენი უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობაა. მხოლოდ მისი წყალობით, შეძლებთ, უარი თქვათ  იმ სისულელეების ჩადენაზე, რომლებზეც ბოლო კვირის მანძილზე ოცნებობთ.




კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ ფეხების ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხოთ. განსაკუთრებით, თუ ბრტყელტერფიანი ბრძანდებით, ამიტომ იზრუნეთ სწორი ფეხსაცმლის შერჩევაზე. გაითვალისწინეთ, რომ ტერფის სპეციალური ტრენაჟორები და ფეხის აბაზანები საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.
კარიერა: 
ხვალ მხოლოდ მუშაობის დროს წარმოქმნილ პრობლემებთან კი არა, საკუთარ ამბიციებთან და დასვენების დაუძლეველ სურვილთან მოგიწევთ შეჭიდება. გირჩევთ, სიტყვა „დასვენება“ დროებით დაივიწყოთ, რადგან ამაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ნამდვილად გჭირდებათ და მასთან ნებისმიერ თემაზე ურთიერთობა გაინტერესებთ. ეცადეთ, ამაში დარწმუნდეს, თორემ ძალიან დიდხანს მოგიწევთ მისი დეპრესიიდან გამოყვანა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ჯანსაღი კვების, სწორად შერჩეული ლოსიონებისა და მზის სხივების დახმარებით, არ დაუშვათ სახესა და ტანზე საშინელი მუწუკებისა და ფერიმჭამელების გამოჩენა. იზრუნეთ კანისა და, მთლიანად, სხეულის ესთეტიკურ მხარეზე. 
კარიერა: 
ხვალ სერიოზული საუბრისთვის ხართ განწყობილი, რომელსაც დიდი ხანია, გეგმავთ. გილოცავთ! თქვენ შესანიშნავად მოახერხებთ ყველა საჭირო არგუმენტის წარმოდგენას თემებზე, რომლებიც გაღელვებთ. თქვენს ოპონენტებს აღარაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ პრობლემის თქვენეულ ხედვას დაეთანხმონ. 
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ხანგრძლივი და ჯანსაღი ძილი პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელს ნუ შეუშლით. დაე, იძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად განაწყენდეს და დიდი ხნით გაგებუტოთ.    


 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ მკურნალობის მეთოდებით დაინტერესდებით, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთების დახმარებით ტარდება. თუნდაც, ვანილის ან მიხაკის ზეთით, რომელიც კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, უებარი სამკურნალო საშუალებაა.
კარიერა:
არჩევანის წინაშე ხართ - ისევ საკუთარ პრინციპებზე დარჩეთ, თუ ახალი და სასარგებლო კავშირების დამყარების შესაძლებლობა გამოიყენოთ? გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია. უბრალოდ, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, რომ წარმატებისთვის ამხელა მსხვერპლზე წახვიდეთ?
სიყვარული: 
შეუფერებელი დღეა ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიცაა „ყოველთვის“ და „არასოდეს“. არ გირჩევთ, გასცეთ დაპირებები მარადიულ სიყვარულსა და ხანგრძლივ, ერთობლივ ცხოვრებაზე. ეცადეთ, გაცილებით თავშეკავებული იყოთ და მომავლის გეგმებით თქვენი ბედი არ გააღიზიანოთ. გაითვალისწინეთ, ეს არ მოსწონს.




ლომი
ჯანმრთელობა:
სტრესული სიტუაციებისა და დაძაბული გარემოს მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ხვალ არტერიული წნევის მომატებისა და  გულზე პრობლემების გამწვავების მაღალი რისკია.
კარიერა:
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ხვალ ბევრი წვალება მოგიწევთ. თავისუფალ დროზე არც უნდა იოცნებოთ. თუ აღმოაჩინეთ, რომ საქმე არაფერი გაქვთ და თავისუფალი ბრძანდებით, იმას არ აკეთებთ, რაც საჭიროა.
სიყვარული: 
ხვალ სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი ადვილად გამოგდით, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ - ეს დამსახურებული წარმატებაა. არ მოდუნდეთ, წარსულში კარგი ქცევისთვის დამსახურებული წარმატება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ ბედი ახალ გამოცდას გიმზადებთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღის დევიზია: თუ გსურთ, ე.ი. შეიძლება, ამიტომ მიირთვით, რაც გსურთ. ხვალ ბევრი ენერგია დაგჭირდებათ, რომელიც საიდანღაც უნდა მიიღოთ. დიეტაზე დაჯდომას კიდევ მოასწრებთ.
კარიერა:
გირჩევთ, თქვენი ახალი იდეები თქვენთვის შეინახოთ და არავის გაუზიაროთ. ჯერ ერთი, ყველაფერი ბოლომდე არ მოგიფიქრებიათ და მეორე, შეიძლება თქვენი იდეა ვიღაცამ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს.
სიყვარული:
თქვენ და თქვენს შინაგან „მეს“ განსხვავებული პოზიციები გაქვთ და არ იცით, რომელს დაუჯეროთ. ამის დემონსტრირებას არ გირჩევთ, რადგან ოჯახის წევრები ვერ გაგიგებენ, უცხოები კი საერთოდ გიჟად ჩაგთვლიან. ნუ წვალობთ. რომელიმე პოზიცია აირჩიეთ და იმას მიჰყევით.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მერწყულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს გასათვალისწინებელია ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიცაა რეგულარობა. ამას ვარსკვლავები იმიტომ გახსენებენ, რომ ხვალ გულმავიწყობას გამოიჩენთ და დღის რეჟიმის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება შეგექმნებათ.
კარიერა:
ხვალინდელი დღე ნერვიულობას გიმზადებთ. შესაძლოა, ისეთი საქციელი ჩაიდინოთ, რომ ხელმძღვანელის მხრიდან გაკიცხვა დაიმსახუროთ. ამის გამოსწორების შანსი ნაკლებია, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, თუკი მიხვდებით, სად რა შეგეშალათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმ ფაქტთან შეგუება, რომ თქვენი ურთიერთობის მორიგი ეტაპი დასრულდა. შეეცადეთ, დაარწმუნოთ ის, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება, რომელიც ახლანდელთან შედარებით გაცილებით ლამაზი, თბილი და საინტერესო იქნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, ხვალ აუცილებლად იზრუნეთ სწორ კვებაზე. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის თევზი, ხილი და ბოსტნეული.
კარიერა: მაშ ასე, მორიელებს კვლავ საბრძოლო შემართება გაქვთ. ხვალინდელი დღე შესანიშნავია კაპიტალდაბანდებისთვის და ისეთი სამუშაოსთვის, რომელიც ფინანსებს უკავშირდება. ისეთ ტემპს აიღებთ, რომ თქვენს კონკურენტებს თქვენი გადასწრების უნარი ნაკლებად ექნებათ. მთავარია, ძალები დაიტოვოთ მომდევნო დღეებისთვის და ენთუზიაზმი შეინარჩუნოთ. 
სიყვარული: ხვალ შეეცადეთ, საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. შეასრულეთ ყველა მისი თხოვნა და უპასუხეთ ყველა მის შეკითხვას. შედეგად ის იგრძნობს, რომ თქვენ ნამდვილად საიმედო ადამიანი ხართ, რაც თქვენთვისაც კარგია.


 


მშვილდოსანი            
ჯანმრთელობა:
უნდა გახსოვდეთ, რომ მუხრუჭი გამოიგონეს არა მხოლოდ მშიშრებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც თავისი სხეულის ნაწილების  მთლიანობაზე ნამდვილად ზრუნავს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შესაძლო ტრავმებს თავი აარიდოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე მშვილდოსნებისგან გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას არ მოითხოვს, ამიტომ, ნუ იჩქარებთ, კოლექტივში შექმნილ ზოგად ტენდენციებს აჰყვეთ და ყველაფერი ოპერატიულად შეასრულოთ. უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ იმ საქმეზე, რომელზეც ახლა მუშაობთ, რადგან ის არცთუ ისეთი  მარტივია, როგორც გეჩვენებათ.  
სიყვარული: ხვალ განსაკუთრებული სიფხიზლით შეაფასეთ სიტუაცია და შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენსავით მობილიზებული და ოპერატიული ვერ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეულის ნაცვლადაც თქვენ უნდა იმოქმედოთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ!


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ისეთი უსიამოვნება, როგორიცაა ალერგია, მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია. ხვალ ის თქვენთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, შესაძლოა, ახალი მაპროვოცირებელი ფაქტორები წარმოგექმნათ. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი საღამოს საათებში სხეულის ქავილი შეგაწუხებთ, ეს ალერგიაა.
კარიერა: სამსახურში წასვლამდე ცოტა ივარჯიშეთ. ირბინეთ სახლის გარშემო, გააკეთეთ რამდენიმე აზიდვა. ყველაფერი ეს სწრაფად გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ და, ასევე, სწრაფად გააცნობიერებთ, ვინ ხართ, სად ხართ და რატომ ხართ. ამ მომენტების მკვეთრი გაგება მნიშვნელოვანია იმ საქმეების კონტექსტში, რომელთა შესრულება მოგიწევთ.
სიყვარული: ხვალ გამოსაცდელი დღე გელოდებათ. ის დაგანახვებთ, რამდენად გიყვართ საყვარელი ადამიანი და, ასევე, რამდენად უყვარხართ საყვარელ ადამიანს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ზეგინდელი დღეც ერთად გაატაროთ, თანაც, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
ხვალ მერწყულები ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. ასევე, შეძლებთ, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ მომენტს!
კარიერა: 
ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ უფროსთან ურთიერთობების გარკვევას. თქვენი დირექტორი თქვენზე ჭკვიანი თუ არა, თქვენზე ძლიერი მაინც არის, ამიტომ, მას შეუძლია, თქვენი ყველა იდეა ძირიანად „დაასამაროს“. შეეცადეთ, უფრო ლმობიერი იყოთ: ეს აუცილებლად დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
სიყვარული: თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დღე გიახლოვდებათ. ოდნავ გეშინიათ. ამიტომ საყვარელი ადამიანის ხელი, რომელიც დაგიცავთ და ხელს ძლიერად ჩაგკიდებთ - თქვენთვის აუცილებელია. ნუ უგულებელყოფთ მის დახმარებას.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი და ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე ძვირიან წამალს შეგიქებენ. შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს ის აბსოლუტურად არ მოუხდეს.
კარიერა: თუკი ჯერ არ გაგიკეთებიათ განცხადება საკუთარ თავზე, როგორი ღირებული და შეუცვლელი თანამშრომელი ხართ, ხვალინდელი დატვირთული, თუმცა, პროდუქტიული დღე დაგეხმარებათ, თქვენი ეს თვისებები კარგად გამოავლინოთ. ნუ მოგერიდებათ და შეეცადეთ, ხაზი გაუსვათ თქვენს პროფესიონალური უნარებს.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი მოსმენისა და გაგების სურვილი ნაკლებად ექნება, იმ შემთხვევაშიც, თუკი მასთან გამოცანებით საუბარს არ დაიწყებთ. ამიტომ, შეეცადეთ, მაქსიმალურად გასაგებად, მოკლედ და კონკრეტულად ისაუბროთ. ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია, რომ მოგისმინონ და გაგიგონ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?