1-ლი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გირჩევთ, აფთიაქში მხოლოდ ექიმის მიერ მკაფიოდ შედგენილი პრეპარატების სიით შეხვიდეთ. ამჟამად თქვენ მოქმედებთ პრინციპით: „ჯანმრთელობისთვის არ მენანება“, მაგრამ მოგვიანებით ნამდვილად ინანებთ, როცა მიხვდებით, რომ თქვენ მიერ შეძენილ პრეპარატებს ჯანმრთელობასთან საერთო არაფერი აქვს.
კარიერა: მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა გიწევთ, რაც მომავალ კვირას საგრძნობლად გაგიადვილებთ მუშაობას. შეიძლება იმიტომ, რომ არასამუშაო დღეა, პრობლემა გაცილებით სწრაფად და ადვილად მოგვარდება, ვიდრე სხვა დროს.
სიყვარული: ხვალ ნებისმიერი საკითხის გადაჭრაზე ძალიან ბევრს და დიდხანს ფიქრობთ. ეცადეთ, თქვენი განსჯის მაყურებელ ადამიანებს თავბრუ არ დაახვიოთ. თუ ვინმე რჩევას მოგცემთ, გაითვალისწინეთ. შეიძლება ის საუკეთესო არაა, სამაგიეროდ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, დილას სახეზე დაღლილობის კვალი და შეშუპებები აღმოაჩინოთ. ფორმაში დასაბრუნებლად, გირჩევთ კონტრასტული შხაპი მიიღოთ და სახე ბალახების ნახარშისგან დამზადებული ყინულის კუბიკებით დაიმუშაოთ. შედეგს მალე იგრძნობთ.
კარიერა: 
ხვალინდელი დღე მთლიანად საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს უნდა მიუძღვნათ. ასიამოვნეთ საკუთარ თავს და დატკბით ცხოვრებით. თქვენ ხომ საკუთარი თავი ყოველთვის სხვების სამსხვერპლოზე მიგქონდათ? ეს თქვენზე არ არის? მაშინ აუცილებელი არაა, რომ დაისვენოთ.
სიყვარული: რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მალე თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი შვებით ამოისუნთქავთ და შეძლებთ, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ, თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია. იშრომეთ უკეთესი მომავლისთვის და ეცადეთ, საყვარელი ადამიანი თქვენი პრობლემებით ძალიან არ გადაღალოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ამჟამად თქვენთვის სასარგებლო იქნება K ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში პრობლემები გაქვთ. 
კარიერა: გირჩევთ, გაიხსენოთ რაღაც, რაც თქვენს სამსახურს არ უკავშირდება. თუ ეს ოჯახია, ფიქრი საკმარისი არ იქნება. ეცადეთ, ცოტა მეტი დრო დაუთმოთ. 
სიყვარული: თქვენს და თქვენი საყვარელი ადამიანის განწყობას იდეალურად შეესაბამება 70-80-იანი წლების მუსიკა. დაე, ეს ჰარმონიული განწყობა და იდეალური ურთიერთგაგება მთელი დღის განმავლობაში გაგყვეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
რაც უფრო მეტს იმოძრავებთ,  მით უფრო მეტია შანსი, რომ ავადმყოფობა და ცუდი განწყობა ვერ დაგეწიოთ. სავარძელში მოკალათებული შეიძლება ადვილად იქცეთ სხვადასხვა პრობლემის სამიზნედ. პირველად, ფეხთან დაკავშირებული პრობლემა შეგაწუხებთ.
კარიერა: 
ხვალ ერთსა და იმავე ამოცანაზე დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ, რადგან ცხოვრება და საყვარელი სამუშაო ახალ-ახალ სიურპრიზებს გთავაზობთ, თქვენს გეგმებს კი არავინ ითვალისწინებს. იქნებ, კოლეგებს შეახსენოთ, რომ ხმის უფლება თქვენც გაქვთ? ბოლოს და ბოლოს, ვინ უნდა იზრუნოს თქვენზე თუ თავად თქვენ არა?
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, თქვენი მოქმედების  ჭეშმარიტ არსს ჩასწვდეს და აღარც ცდილობს, რადგან, რაც ნაკლები იცი, უკეთ გძინავს. მთავარია, თქვენი მოქმედებების შედეგი სასიამოვნო იყოს, თუმცა ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.




ლომი
ჯანმრთელობა:
მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე არ იმუშაოთ და ენერგიის აუცილებელი მარაგი შემოინახოთ.
კარიერა: კოლეგებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრა ნამდვილად მშვენიერი აზრია. სახლიდან გამოსვლა თუ  გეზარებათ, თქვენთან დაპატიჟეთ. ანახვეთ, რომ სტუმართმოყვარე და გულღია მასპინძელი ხართ და ურთიერთობის შემდეგი ეტაპი თქვენი საპასუხო ვიზიტი იქნება.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელ ადამიანთან ერთად, ბავშვობაში გადაეშვებით და იმ პატარებს დაემსგავსებით, რომელთა მოქმედება ძალიან განსხვავდება უფროსების წარმოდგენით, ნორმალური ქცევისგან. ასე, რა თქმა უნდა, მეტი მხიარულებაა, განსაკუთრებით, როცა ერთად ხართ.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ საკუთარი თავი ნორმალურად ცხოვრებაში ხელს გიშლით, რადგან ყველაზე შეუფერებელ მომენტში აგტკივდებათ. მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელი არაა. უბრალოდ, ჩვეულზე ადრე უნდა დაიძინოთ.
კარიერა:
გახსოვდეთ, ავეჯისა და საკანცელარიო საქონლის ოფისებში შეძენა ძალიან ძვირია. მაღალხარისხიანი პროდუქციის მოძებნა სრულიად შესაძლებელია ხელმისაწვდომ ფასად სხვადასხვა ბაზრობებზე. ხვალ, სამსახურებრივ საქმიანობაში რეალიზაციის საშუალება თუ არ მოგეცათ, საღამო თეატრში გაატარეთ და ბილეთების ფულზე ნუ იძუნწებთ.
სიყვარული:
რთული პრობლემა, რომლის მოგვარებას საკუთარ თავზე დიდხანს ვერ იღებდით, ძალიან სწრაფად და ადვილად მოგვარდება, რადგან ამას საყვარელ ადამიანთან ერთად გააკეთებთ. როცა ორი მოსიყვარულე ადამიანი ერთადაა, ყველა პრობლემა მარტივად, სწრაფად და მხიარულად გვარდება.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ სასწორებისთვის მთავარია, არ ინერვიულონ და შეინარჩუნონ სულიერი სიმშვიდე. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია.
კარიერა: კარგი დღეა ახალი ნაცნობობის დასაწყებად. ხვალ დღის მეორე ნახევარში უჩვეულო ადამიანთან უჩვეულო ადგილას შეხვედრა გელოდებათ. თუმცა, არ ღირს ძველი ნაცნობების დავიწყება, მათ ნამდვილად არ ავიწყდებით! ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ ახლად გაცნობილ მეგობართან ურთიერთობა. დროში გამოცდილი მეგობრები ყოველთვის უკეთესია!
სიყვარული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ხვალ თქვენი ბიუჯეტი შემცირდება, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებულ და პირად ნივთს შეიძენთ. იმდენად პირადს, რომ მისი გამოცნობა თქვენს მეორე ნახევარსაც გაუჭირდება. მოკლედ, არ ინერვიულოთ. რომც გამოიცნოს - ცუდი არაფერი მოხდება, გაგიგებენ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მხოლოდ ნატურალური პროდუქტები უნდა მიირთვათ. მათი ძიების პროცესში და ნატურალურობის განსაზღვრაში ყურადღებას გაავარჯიშებთ და ჭამის მადაც მოგემატებათ.
კარიერა: ხვალ ამაოება კვლავ შეგაწუხებთ, იმის დროსაც კი არ დაგიტოვებთ, რომ კოლეგებს 1 სიტყვა უთხრათ და თუნდაც წუთით მოდუნდეთ. იქნებ ეს საჭიროებისამებრ დასვენების მიზეზია?
სიყვარული: ხვალ არც საკუთარი და არც საყვარელი ადამიანის გრძნობებში გარკვევის სურვილი არ გექნებათ. უბრალოდ, იცხოვრეთ მის გვერდით, იყავით მხიარული, მოწყენილი, იყავით მისი ნაწილი, მისი მეორე ნახევარი, მისი ბედნიერება და მწუხარება. სცადეთ, იქნებ ეს კარგიც იყოს...


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ არ დაგავიწყდეთ, თან წაიღოთ ცხვირსახოცები. შესაძლოა, ყველაზე შეუფერებელ დროს ცხვირცემინება აგიტყდეთ ან დაისვაროთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუკი ხვალ სუფთა ჰაერზე იმუშავებთ. თუკი თქვენი საქმიანობის სფერო ისეთია, რომ 4 კედელში მუშაობა გიჭირთ, იქნებ ხშირად გააღოთ ფანჯარა და ოთახი გაანიავოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტამდე. მაგალითად, უღირს თუ არა თქვენს მეუღლეს თანამდებობის ამაღლების მიზნით კენჭი იყაროს, ან იქნებ ამგვარი იდეა სამომავლოდ გადადოს? იყავით ფრთხილად, რადგან რთულ პრობლემებს ყოველთვის ახლავს მარტივი, მსუბუქი და არასწორი გადაწყვეტილებები.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ხვალ შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში ალერგიული რეაქცია წარმოიქმნას ამა თუ იმ, თქვენთვის ჩვეულ გამაღიზიანებლებზე. შეეცადეთ გაარკვიოთ, რამ მოგცათ ზუსტად ალერგია და მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
კარიერა: დოკუმენტების გაფორმების დროს სირთულეები წარმოგექმნებათ. მიზნის მისაღწევად ბევრი დამატებითი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ თხის რქებს, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში მუშაობენ. მოიკრიბეთ მოთმინება ხვალინდელი დღისთვის.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი მისი არსებობით თქვენი გეგმების დიდ ნაწილს გააფუჭებს და შესაძლოა, თქვენი გრაფიკიც შეცვალოს, რომელსაც უკვე დიდი ხანია მიეჩვიეთ. თუმცა, მის საქციელს თქვენ სულაც არ ინანებთ. უბრალოდ, სულ ოდნავ განაწყენდებით, ფორმალობისთვის.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი საკუთარ თავზე რეგულარულ მუშაობას მიჩვეული ხართ, ამ დღეს ნამდვილად იგრძნობთ თქვენი წვალების შედეგს. გაგიჩნდებათ მიზეზი, შესანიშნავი ფორმით იამაყოთ.
კარიერა: ხვალ, ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო მანიპულაციები მატერიალურ ღირებულებებთან ერთად თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ფულადი ოპერაციების შესრულების დროს, არ დაგავიწყდეთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ყველაფერი რიგზეა თუ არა. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს.
სიყვარული: ხვალ გააცნობიერებთ, რამდენად კარგად იცნობთ საყვარელ ადამიანს, ყველა მის სურვილს, გატაცებას და პრიორიტეტებს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცოდნა მხოლოდ სასარგებლოდ გამოიყენოთ, სხვაგვარად რაში გჭირდებათ ისინი?


 


თევზები
ჯანმრთელობა: ადრე დაუსრულებელი საქმეები ხვალ დაჟინებით მოითხოვს თქვენს ყურადღებას. თუკი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, თქვენ, ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ პრობლემის გადაწყვეტის კიდევ ერთხელ გადადება არცთუ ისე წარმატებული არჩევანია.
კარიერა: საქმეები საკმაოდ ბლომად დაგიგროვდათ, ამიტომ, დღის პირველ ნახევარში იყავით კონცენტრირებული, რათა ყველაფერი მოასწროთ და საღამოს დარჩენილი დრო დივანზე წამოწოლილმა გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზეგ ძალების მოკრება უბრალოდ გაგიჭირდებათ.
სიყვარული: აი, სად დაგჭირდებათ თქვენი გადანახული ენერგია! ხვალ თქვენი მისია მზრუნველობა იქნება. თქვენი მეორე ნახევარი არც კი იფიქრებს თქვენს დახმარებას. რომც მოიფიქროს - უბრალოდ, ვერ შეძლებს. მაქსიმუმ, მორალურად დაგეხმაროთ. ამიტომ იგრძენით მისი მხარდაჭერა და დაიწყეთ მიზნისკენ სვლა! წინ დიდებული საქმეები გელოდებათ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?